მასაჟი ყველასთვის

მასაჟი ყველასთვის საბურთალო
ჯ.ბაგრატიონის 6

12/05/2026

ზოგად გამაჯანსაღებელი პროცედურა, საჭირო და აუცილებელია მოზარდისთვის🫶

22/04/2026
02/04/2026

სამკურნალო მასაჟის საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით 555332668

01/04/2026

ხერხემლის ტკივილი - პირველი სიგნალი პრობლემის შესახებ

ხერხემლის ტკივილი არის ორგანიზმის მიერ მოწოდებული სიგნალი იმის შესახებ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ტრავმის ტიპის მიხედვით, ტკივილის ხასიათი და ლოკალიზაცია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მწვავე ტრავმის შემთხვევაში, როგორიცაა მალა ან დისლოკაცია, ტკივილი ჩნდება უეცრად და არის ძალიან ინტენსიური. კუნთების დაზიანებისას ტკივილი შეიძლება იყოს მოვლითი და მოძრაობისას გაძლიერდეს. დისკის თიაქრის შემთხვევაში პაციენტები ხშირად აღწერენ გამჭოლ, მოვლით ან მწვავე ტკივილს, რომელიც ვრცელდება კიდურებშიც.

ქრონიკული პრობლემების დროს ხერხემლის ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, რომელიც მწვავდება გარკვეული მოძრაობების შესრულებისას ან დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზიციაში ყოფნისას. ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილს თან სდევს სხვა სიმპტომები - ჩხვლეტა, უგრძნობლობა, კუნთების სისუსტე, რაც მიუთითებს ნერვული სტრუქტურების ჩართულობაზე.
დამატებით ინფორმაციისატვის და კონსულტაციისათვის დამიკავშირდით 555 33 26 68

კისრის ოსტეოქონდროზის დროს სასარგებლოა სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ამ პრობლემისგან. ეს ვარჯიშები ამა...
05/02/2026

კისრის ოსტეოქონდროზის დროს სასარგებლოა სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ამ პრობლემისგან. ეს ვარჯიშები ამაგრებენ ხერხემლის კისრის განყოფილების კუნთოვან კარკასს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას.

ვარჯიშების კომპლექსი კისრის ოსტეოქონდროზისთვის.

1. ნელა, ძალის დატანებით გაჭიმეთ კისერი ზევით (თავის აწევა ამ დროს არ არის საჭირო, იყურეთ წინ). შეიკავეთ დაძაბულობა კისერში რამდენიმე წამი და შემდეგ მოადუნეთ კისერი. გაიმეორეთ 10-ჯერ.

2. ნელა, ძალის დატანებით ბოლომდე მიაბრუნეთ თავი მარცხენა მხარეს. შეჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.

3. ნელა,
ძალის დატანებით ბოლომდე მიაბრუნეთ თავი მარჯვენა მხარეს. შეჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.

4. ნელა, ძალის დატანებით დაწიეთ დაბლა თავი ისე, რომ შეეხოთ ნიკაპით გულმკერდს. შეიკავეთ დაძაბულობა კუნთებში რამდენიმე წამი და შემდეგ მოადუნეთ კუნთები და აწიეთ თავი. გაიმეორეთ 10-ჯერ.

5. ნელა, ძალის დატანებით გადაწიეთ თავი რაც შეიძლება უკან. შეიკავეთ დაძაბულობა კუნთებში რამდენიმე წამი და შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.

6. "დაწერეთ" ცხვირით ციფრები 1-დან 10-დე 5-ჯერ.
დასაწყისში ყოველი ვარჯიში გაიმეორეთ 3-4-ჯერ და შემდეგ თანდათან გაზარდეთ რაოდენობა.
თუ სასარგებლო ინფორმაციაა თქვენთვის აუცილებლად აღნიშნეთ კომენტარში რათა მეტი მსგავსი ვარჯიშები დაგიწეროთ🙂 ხოლო დეტალური ინფორმაციისატვის,კონსულტაციისათვის და ვიზიტზე ჩასაწერად დამიკავშირდით 555 33 26 68

03/02/2026

ვის რა ჩივილები გაქვთ კისრის ოსტეოხონდროზზე? გამიზიარეთ

Address

ჯანო ბაგრატიონი #6
Tbilisi

Opening Hours

Monday 08:00 - 21:30
Tuesday 08:00 - 21:30
Wednesday 08:00 - 21:00
Thursday 08:00 - 21:30
Friday 08:00 - 21:30
Saturday 00:00 - 18:00
Sunday 09:00 - 21:30

Telephone

+995555332668

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მასაჟი ყველასთვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share