ბავშვთა ქირურგია

ბავშვთა  ქირურგია 24 საათიანი ბავშვთა ქირურგიული მრავა?

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი და უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალებისგან, რომლებიც წარმატებით ემსახურებიან ბავშვთა ქირურგიას ათეულობით წლებია.

პაციენტების შემოქმედება ♥️😍
04/01/2023

პაციენტების შემოქმედება ♥️😍

1,5 წლის პაციენტი მოყვანილი იქნა ჩივილებით დიდი ზომის მოცულობით წარმონაქმნზე სწორ ნაწლავსა,  და ხერხემალს შორის, რომელიც...
30/12/2022

1,5 წლის პაციენტი მოყვანილი იქნა ჩივილებით დიდი ზომის მოცულობით წარმონაქმნზე სწორ ნაწლავსა, და ხერხემალს შორის, რომელიც იწვევდა ძლიერ ტკივილს, ყაბზობას და შარდვის შეფერხებას, ზეწოლის გამო, რასაც ახდენდა სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტზე. ჩატარებული ჰქონდა კვლევები , მათ შორის საზღვარგარეთის კლინიკებში, შეთავაზებული იყო ქიმიოთერაპია, სიმსივნის ვარაუდის გამო. თუმცა სწორი დიაგნოზი დაისვა ჩვენთან მოყვანის შემდეგ , აღმოჩნდა უიშვიათესი თანდაყოლი პათოლოგია, სწორი ნაწლავის კისტოზური გაორება, რომელიც შეადგენს ნაწლავის გაორებების სულ 4%-ს. ხოლო სულ ნაწლავის გაორების სიხშირეა 0, 02%.(ამ რაოდენობაში იგულისხმება უსიმპტომოდ მიმდინარე გაორების ფორმებიც) . ამ დიაგნოზის მკურნალობა ჩვენთან მოხდა უკვე მეორე პაციენტზე, ჩაუტარდა ოპერაცია თ.ბახტაძის და გ. ბახტაძის მიერ, ანესთეზიოლოგი ლ. ლობჯანიძე, გაორებული ნაწილი ამოიკვეთა, მოცილებული იქნა ხერხემლისგან და მიმდებარე ორგანოებისგან, რომლებთანაც აღნიშნული წარმონაქმნი იყო მჭიდრო შეხორცებებში გიგანტური ზომების გამო, უკანა საგიტალური მიდგომით. პაციენტი გაეწერა გამოჯანმერთელებულ მდგომარეობაში.

01/06/2022

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ ყველა პატარას!

19/05/2022

📢🛎️ მოგესალმებით. ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტისთვის გვესაჭიროება მორიგე ექთანი, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით. 🧑🏻‍⚕️ მორიგეობის ცვლა 24-საათიანია. მისამართი მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ, ყოფილი არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორია.

ჰემანგიომა.  ჰემანგიომა ძალიან გავრცელებული, კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა, რომელიც თანდაყოლილია, ან ჩნდება ...
05/05/2022

ჰემანგიომა.

ჰემანგიომა ძალიან გავრცელებული, კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა, რომელიც თანდაყოლილია, ან ჩნდება სიცოცხლის პირველივე თვის განმავლობაში და უმეტესად მდებარეობს კანის ზედაპირზე, თუმცა ზოგჯერ შეიძლება იყოს შინაგან ორგანოებზეც.
ჰემანგიომა უმტკივნეულო, მოწითალო ფერის წარმონაქნია და სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ახასიათებს ზომაში მატება (უმეტესად 6 თვემდე), შემდეგ თვეებში, ძირითადად 6-დან 12 თვემდე ასაკში ხდება მისი ზრდის ტემპის მკვეთრი შენელება, ან სრულად შეჩერება, ხოლო შემდგომში შესაძლებელია დაიწყოს ჰემანგიომია უკუგანვითარება, რაც გამოიხატოს მისი ზომაში შემცირებით, ან გაფერმკრთალებით. ამის შედეგად, ჰემანგიომების დიდი ნაწილი ქრება 5-დან 10 წლამდე ასაკში თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ სიმსივნეების უმეტეს ნაწილს რაიმე მკურნალობა არ სჭირდება, საჭიროა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობა. მკურნალობას საჭიროებს მხოლოდ ისეთი ჰემანგიომები, რომლებიც მეტისმეტად სწრაფად იზრდება და შეიძლება იწვევდეს სერიოზულ კოსმეტიკურ დეფექტს (მაგალითად სახეზე), ან რაიმე ფუნქციურ მოშლილობას, მაგალითად სუნთქვის, მხედველობის, ან სმენის დარღვევას. ასევე მკურნალობას საჭიროებს სისხლმდენი, ან დაწყლულებული ჰემანგიომები.
თუ სხეულის ზედაპირზე მდებარეობს 5-ზე მეტი ჰემანგიომა, აუცილებელია შინაგანი ორგანოების კვლევის ჩატარებაც ულტრაბგერით, ან მრტ-მეთოდით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში იზრდება შინაგან ორგანოებზე ჰემანგიომის არსებობის ალბათობაც. (მაგალითად, ღვიძლზე).
მკურნალობის ტაქტიკა სხვადასხვაგვარია და მოიცავს ბეტა-ბლოკერებით მკრნალობას(ადგილობრივი მოქმედების მალამოების გამოყენება, ან დასალევი მედიკამენტოზური კურსის ჩატარება), ასევე შესაძლებელია ჩატარდეს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (ისიც როგორც ადგილობრივად, ასევე დასალევი კურსით). ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ამოკვეთა. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა დამოკიდებულია ჰემანგიომის მდებარეობაზე და მისი განვითარების ხასიათზე.
გ. ბახტაძე.

აპენდიციტი ბავშვებში.  აპენდიციტი ყველაზე ხშირი ბავშვთა ასაკის ქირურგიული დაავადებაა. მისი სიხშირე განსაკუთრებით დიდია 6...
29/04/2022

აპენდიციტი ბავშვებში.

აპენდიციტი ყველაზე ხშირი ბავშვთა ასაკის ქირურგიული დაავადებაა. მისი სიხშირე განსაკუთრებით დიდია 6-დან 14 წლამდე ასაკში, შედარებით ნაკლებად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო განსაკუთრებით იშვიათია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
აპენდიციტის ძირითადი სიმპტომია მუცლის ტკივილი. ის ხშირად, თავდაპირველად გამოიხატება მუცლის შუა ნაწილში და შემდეგ გადაინაცვლებს მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში, თუმცა შეიძლება თავიდანვე მუცლის მარჯვენა ნახევრის ტკივილითაც დაიწყოს. ტკივილის გარდა, დამატებით შეიძლება გამოიხატოს სისუსტე, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინებაც. ხშირად, ადგილი აქვს ტემპერატურის მატებასაც. 39°- მეტად ტემპერატურის მატება, აპენდიციტის მძიმე ფორმებზე მიუთითებს, განგრენაზე, ან აპენდიქსის პერფორაციაზე. ზოგჯერ, აპენდიციტის დროს გამოხატულია ყაბზობა, ან დიარეა.
დიაგნოსტირება ხდება ბავშვთა ქირურგის მიერ, გასინჯვისას აპენდიციტის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისას. დამხმარე შეიძლება გახდეს სისხლის საერთო ანალიზი, სადაც 60-80%-ში გამოხატულია ლეიკოციტოზი, თუმცა ზოგჯერ, განსაკუთრებით აპენდიციტის პირველ ეტაპზე , სისხლის ანალიზი შეიძლება იყოს გამოხატული ცვლილებების გარეშეც.
გასინჯვასა და ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად, საერთო სურათის შექმნაში, მნიშვნელოვანია აპენდიციტისთვის დამახასიათებელი ექოსკოპიური მონაცემები.
დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალობა ხდება ოპერაციულად. ოპერაცია კეთდება ტრადიციულად_ ღია წესით, ან ლაპაროსკოპილი მეთოდით. ჩვენს ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტში , უკვე არაერთი წელია წარმატებით ხორციელდება მინიინვაზიური _ იგივე ლაპაროსკოპიული მეთოდით აპენდიციტის მკურნალობა, რაც ამცირებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდს, ასევე ამცირებს ნაწლავთა შეხორცებითი გაუვალობის განვითარების რისკებს, ტოვებს ნაკლებ კოსმეტიკურ დეფექტს მუცლის წინა კედელზე.

გ. ბახტაძე

24/04/2022

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

კრიპტორქიზმი,  ანუ  ჩამოუსვლელი   სათესლე  ჯირკვალი.        ეს   არის  ისეთი  მდგომარეობა,  როდესაც  ერთერთი,  ან  ორივე...
12/04/2022

კრიპტორქიზმი, ანუ ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი.

ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ერთერთი, ან ორივე სათესლე ჯირკვალი დაბადებიდანვე არ არის ჩამოსული სათესლე პარკში. უმეტეს შემთხვევაში ის ცალმხრივია (90%-ში). ზოგჯერ, სათესლე ჯირკვალი დაბადებისას არ არის ჩამოსული თავის ჩვეულ ადგილას, მაგრამ სიცოცხლის პირველ თვეებში ის შეიძლება თავისით დაეშვას და დაფიქსირდეს სათესლე პარკში. კრიპტორქიზმი უფრო ხშირია ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში.
რამ შეიძლება ხელი შეუწყოს კრიპტორქიზმის ჩამოყალიბებას? ეს მიზეზებია__ დაბალი წონა, ნაადრევი მშობიარობა, მემკვიდრეობითი ფაქტორი, მშობლებზე პესტიციდების ზემოქმედება.
სიმპტომები: კრიპტორქიზმის აღმოჩენა მშობლებისთვის საკმაოდ იოლია_ ამ დროს ბავშვს სათესლე პარკის ნახევარი ცარიელი აქვს და ნაკლებად განვითარებული. სათესლე ჯირკვლის გასინჯვა ვერ ხერხდება სათესლე პარკის ხელით გასინჯვისასაც.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჯირკვლის ჩამოუსვლელობას სათესლე პარკში? პირველი, ეს არის სათესლე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, შემდგომში მისი განლევა, ხოლო მეორე, მოგვიანებითი გართულებაა მისი ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება. ზოგჯერ, შესაძლოა მოხდეს კრიპტორქიზმული ჯირკვლის შემოგრეხაც.
კრიპტორქიზმის მკურნალობა.
თუ დაბადებიდან 5 თვის ასაკისთვის სათესლე ჯირკვალი არ ჩამოვიდა თავის ნორმალურ ადგილას, ანუ სათესლე პარკში, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა, ჯირკვალი ქირურგიული მეთოდით უნდა იქნას ჩამოტანილი და დაფიქსირებული სათესლე პარკში.
ოპერაციული მკურნალობა უნდა ჩატარდეს 6 თვიდან 18 თვემდე ასაკში, ვინაიდან შემდგომში უკვე სათესლე ჯირკვალში შესაძლოა დაიწყოს ცვლილებების განვითარება. თუმცა ოპტიმალურად ითვლება ოპერაციის ჩატარება 12 თვის ასაკამდე, რაც კიდევ უფრო ამცირებს გართულებების რისკს.
ჩვენს კლინიკაში კრიპტოქიზმის თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობა წლებია წარმატებით ხორციელდება.

📢‼️ პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი შეჩერების შემდეგ ჩვენი ბავშვთა თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტი ...
25/03/2022

📢‼️ პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი შეჩერების შემდეგ ჩვენი ბავშვთა თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტი დაუბრუნდა მუშაობის 24 საათიან რეჟიმს! ჩვენი ქირურგების მაღალკვალიფიციური გუნდი კვლავ თქვენს სამსახურშია ! ჩვენ ვზრუნავთ თქვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე. ❤️ 🧑‍⚕️

Address

წინანდლის ქუჩა, 9. (მეტრო 300 არაგველთან)
Tbilisi
0144

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბავშვთა ქირურგია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category