გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, Hospital, T. Gudava Street, N4 (ლისის წრესთან), Tbilisi.

ცენტრის მიზანს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დღეს მსოფლიოში დამკვიდრებული ყველაზე მაღალი სტანდარტების დანერგვა და განვითარება.

აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია პროფესიული კეთილსინდისიერება, მაღალი პროფესიონალული სტანდარტები, სათანადო მრავალწლიანი გამოცდილება, პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მკურნალობის მაქსიმალური უსაფრთხოება/კომფორტულობა.

ცენტრი უზრუნველყოფს ყველა სახის ფსიქოლ

ოგიური თუ ფსიქიკური პრობლემის მკურნალობას და მართვას. ცენტრის პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და სტრესთან დაკავშირებული პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, ფობიები (შიშები), ქცევითი აშლილობები, ადაპტაციის დარღვევები, სოციალური ფობიები, კვებითი დარღვევები, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ.

ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს მრავალფეროვანი სერვისები, რომლებიც სრულ ინტეგრაციაშია ერთმენეთთან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პიროვნების “ფსიქოლოგიური კეთილდღეობის” და სოციალური ფუნქციონირების სრულფასოვან აღდგენას.

ცენტრში მკურნალობის ხარისხს უზრუნველყოფენ ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
ცენტრის დამფუძნებელია გუგა (გიორგი) სიხარულიძე რომელსაც, გააჩნია კლინიკურ, სამეცნიერო თუ პედაგოგიურ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება. გუგა სიხარულიძე არის საქართველოში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი.

ცენტრის ფსიქოთერაპიულ და ფსიქორეაბილიტაციურ მიმართულებას უძღვება ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი ნანა მამულაშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ფსიქოთერაპიული ასევე ფსიქოდიაგნოსტიკური და სექსოლოგიური მიმართულებით.

ცენტრში დღის სტაციონარულ მიმართულებას უძღვება ექიმი – ფსიქიატრი სოფო სალია, რომელსაც გააჩნია აღნიშნული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება.

გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ხორციელდება შემდეგი სახის სერვისები: სამედიცინო (დიაგნოსტიკა/მკურნალობა), ფსიქოთერაპია (ინფდივიდუალური/ჯგუფური/ოჯახური), ფსიქოდიაგნოსტიკა, პიროვნების კვლევა (პიროვნების ფსიქოლოგიური პროფილი), ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, არტ_თერაპია.

ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან კლინიკებთან თუ სამედიცინო ცენტრებთან.

ცენტრის ბენეფიციარებს მოწვეული სპეციალისტების სახით კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეიალისტები.

ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო მიმართულება, სადაც ის თანაშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ უცხოელ მეცნიერებთან და უნივერსიტეტებთან.

ცენტრი ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების უწყვეტ განათლებაზე და კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებაზე.

ცენტრში ასევე ფუნქციონირებს საგანმანათლებლო მიმართულება ფსიქოლოგიის სტუდენტებისათვის თუ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 დღეს წარმოგიდგენთ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრ ნინო რევიშვილს.ნინო 2007 წლიდან მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ...
20/04/2026


დღეს წარმოგიდგენთ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრ ნინო რევიშვილს.

ნინო 2007 წლიდან მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ფლობს მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებას როგორც დღის, ასევე 24-საათიან სტაციონარულ სერვისებში. კლინიკური პრაქტიკა ვრცელდება ასაკობრივი სპექტრის მთელ სიგრძეზე - ბავშვობიდან მოზრდილ ასაკამდე - საჭიროების შემთხვევაში კი მოიცავს გადაუდებელი და ბინაზე ფსიქიატრიული მომსახურების შესაძლებლობას.

კლინიკური კომპეტენცია:
▪️ ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული შეფასება და დიაგნოსტიკა
▪️ ქცევითი და ემოციური აშლილობების მართვა ბავშვობასა და მოზარდობაში
▪️ განვითარების სპექტრის სირთულეები - მულტიდისციპლინური შეფასების ფარგლებში
▪️ სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაგეგმვა და მონიტორინგი
▪️ მწვავე კლინიკური მდგომარეობების შეფასება

ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
+995 32 2 440 550
https://www.mentalclinic.ge/about/

 დღეს წარმოგიდგენთ სოფიო სალიას - ფსიქიატრს, ნარკოლოგსა და GSMRC-ის დღის სტაციონარის მიმართულების ხელმძღვანელს.სოფიოს აქ...
17/04/2026


დღეს წარმოგიდგენთ სოფიო სალიას - ფსიქიატრს, ნარკოლოგსა და GSMRC-ის დღის სტაციონარის მიმართულების ხელმძღვანელს.

სოფიოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ ფსიქიატრიულ სერვისებში, ფლობს ნარკოლოგის ლიცენზიას და სპეციალიზებულია ქიმიურ და ქცევით დამოკიდებულებებთან კლინიკურ მუშაობაში. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს გადაუდებელ და ბინაზე კონსულტაციას იმ პაციენტებისთვის, რომელთა გადაადგილებაც შეზღუდულია.

კლინიკური კომპეტენცია:
▪️ ფსიქიკური მდგომარეობის მწვავე გაუარესების მართვა და კრიზისული ინტერვენცია
▪️ დღის სტაციონარული მკურნალობა - ინტენსიური მხარდაჭერა ჰოსპიტალიზაციის გარეშე
▪️ დამოკიდებულების სპექტრის აშლილობები (ალკოჰოლური, ნივთიერებაზე დამოკიდებულება)
▪️ ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის დაგეგმვა და კორექცია
▪️ შფოთვითი, დეპრესიული სიმპტომატიკა და ძილის აშლილობები - კლინიკური შეფასების საფუძველზე

ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
+995 32 2 440 550
https://www.mentalclinic.ge/about/

  დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს - ფსიქოთერაპევტ მარიამ დევიძეს. მარიამი ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-...
15/04/2026


დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს - ფსიქოთერაპევტ მარიამ დევიძეს. მარიამი ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი და ექიმი-პედიატრია (1999 წლიდან). ეს კომბინაცია მას უფრო კომპლექსურად, სხეულის, ემოციებისა და ცხოვრების კონტექსტის გათვალისწინებით მუშაობის საშუალებას აძლევს.

როდის შეძლებს მარიამი თქვენს დახმარებას?

▪️ შფოთვითი სირთულეებისას, მათ შორის სოციალური ფობიისა და პერფორმანსული შფოთვის დროს
▪️ ტრავმასა და ძლიერ სტრესთან დაკავშირებული სირთულეებისას
▪️ ადაპტაციის დარღვევისა და ცვლილებებთან შეგუების სირთულისას
▪️ განწყობის დაქვეითებისა და ემოციური გადაღლისს, საჭიროების შემთხვევაში გუნდთან კოორდინაციით
▪️ თვითგამოხატვისა და ურთიერთობებში არსებული სირთულეებისას, საზღვრების დაწესების პრობლემისას
▪️ მშობლებთან თანამშრომლობით ბავშვებისა და მოზარდების ემოციური თუ ქცევითი სირთულეებისას

ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
+995 32 2 440 550
https://www.mentalclinic.ge/about/

✨ ქრისტე აღსდგა!გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
11/04/2026

✨ ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!გვახსოვს მათი სახელები, გამბედაობა და სამშობლოსთვის თავგანწირვა. მადლობა თავისუფლებისთვის! ❤️
09/04/2026

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!

გვახსოვს მათი სახელები, გამბედაობა და სამშობლოსთვის თავგანწირვა.
მადლობა თავისუფლებისთვის! ❤️

ვაკანსია – დღის ცენტრის ექთანი | GSMRCვეძებთ პროფესიონალ, პასუხისმგებლიან და მზრუნველ ექთანს, რომელსაც სურს იმუშაოს თანა...
24/03/2026

ვაკანსია – დღის ცენტრის ექთანი | GSMRC

ვეძებთ პროფესიონალ, პასუხისმგებლიან და მზრუნველ ექთანს, რომელსაც სურს იმუშაოს თანამედროვე და მხარდამჭერ გარემოში.

✨ რას გთავაზობთ

▪ მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
▪ სტაბილურ და სანდო სამსახურს
▪ გუნდს, სადაც თქვენი შრომა ნამდვილად ფასდება
▪ მოქნილ გრაფიკს (შესაძლებელია შეთავსება)

📍 სამუშაო პირობები

▪ ლოკაცია: ლისი (near Lisi Circle)
▪ პოზიცია: დღის ექთანი
▪ სამუშაო დრო: 10:00 – 17:00
▪ ანაზღაურება: 60 ლარი / დღიურად
▪ შესაძლებელია ცვლაში მუშაობაც

🧠 ძირითადი მოვალეობები

▪ პაციენტებთან ეფექტური და ემპათიური კომუნიკაცია
▪ პაციენტის საბაზისო მაჩვენებლების მონიტორინგი
▪ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება (ი/მ ინექცია, ი/ვ ინფუზია)
▪ ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება

🎯 მოთხოვნები

▪ პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება
▪ გუნდში მუშაობის უნარი
▪ უცხო ენის საბაზისო ცოდნა (სასურველია)

📩 განაცხადის გაკეთება

თუ გიყვართ ადამიანებზე ზრუნვა და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი:

გამოგვიგზავნეთ CV:
Email: gsmrccenter@gmail.com

WhatsApp
📞 555 57 50 03 (სოფო სალია)

⚖️ GSMRC უზრუნველყოფს პროფესიული ეთიკისა და პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვას.

გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი - ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია და ინოვაციური მკურნალობა თ....

10/03/2026

ნერვული ანორექსია ობსესიის ერთ-ერთი ფორმაა.

📌 ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ:
•⁠ ⁠კვებითი აშლილობის ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე
•⁠ ⁠მის გავლენაზე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
•⁠ ⁠მართვისა და დახმარების თანამედროვე მიდგომებზე

სრული ვიდეო იხილეთ ჩვენს Youtube არხზე:
🔗 https://www.youtube.com/watch?v=lg6TgIbR-hM&t=455s

გაინტერესებთ, რა რეკომენდაციებს გასცემენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები მაშინ, როდესაც შფოთვის კონტროლი რთულდება დ...
04/03/2026

გაინტერესებთ, რა რეკომენდაციებს გასცემენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები მაშინ, როდესაც შფოთვის კონტროლი რთულდება და მკურანლობის მიმართ რეზისტენტული ხდება?

გსურთ გაიგოთ, თუ როდის არის საჭირო კომპლექსური დღის სტაციონარული სერვისით სარგებლობა ?

ბმულზე გაიგებთ, რა შემთხვევაში საჭიროებს პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას და რა უპირატესობები გააჩნია მას შფოთვითი მდგომარეობის მართვისას.

🔗 https://www.mentalclinic.ge/projects/when-day-clinic/

#უკონტროლოშფოთვა #შფოთვისმართვა

„Experts for Mental Health“ პროექტის ფარგლებში წარმატებით გრძელდება ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა.ჩვენი შეხვედრა დაე...
23/02/2026

„Experts for Mental Health“ პროექტის ფარგლებში წარმატებით გრძელდება ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა.

ჩვენი შეხვედრა დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კარდიოლოგიის გადაკვეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს, რაც სრულად ეხმიანება თანამედროვე საერთაშორისო ტენდენციებს, მათ შორის ESC 2025-ის კლინიკურ კონსენსუსს მენტალური ჯანმრთელობისა და კარდიოვასკულარული რისკის ინტეგრაციის შესახებ.

განსაკუთრებული მადლობა თანამომხსენებლებს და კარდიოლოგ კოლეგებს მაღალი დონის პროფესიული დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

ინტერდისციპლინარული მოდელი რჩება პაციენტზე ორიენტირებული, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მოვლის ერთ-ერთ საკვანძო საფუძვლად.

17/02/2026

კვებითი დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე რთულად მართვადი მენტალური პრობლემაა.

მაგრამ რთული არ ნიშნავს უმართავს.

🔗 სრული ვიდეო ჩვენს არხზე - https://www.youtube.com/watch?v=lg6TgIbR-hM

03/02/2026

🙌 ყველაფერი ზომიერი არის კარგი და კონტროლი საკვებზეც უნდა იყოს ზომიერი!

ეპიზოდში გაიგებთ როგორ უკავშირდება კვებითი ქცევა ჩვენს შფოთვას, კომპულსიურობასა და შინაგან დაძაბულობას?

🔗 სრული ვიდეო ჩვენს არხზე - https://www.youtube.com/watch?v=lg6TgIbR-hM

მორიგი ძალიან სასარგებლო ეპიზოდის პრემიერა ჩვენს არხზე🎙️ეპიზოდში ვსაუბრობთ:•⁠  ⁠კვებითი აშლილობის ფსიქოლოგიურ მექანიზმებ...
29/01/2026

მორიგი ძალიან სასარგებლო ეპიზოდის პრემიერა ჩვენს არხზე🎙️

ეპიზოდში ვსაუბრობთ:
•⁠ ⁠კვებითი აშლილობის ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე
•⁠ ⁠მის გავლენაზე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
•⁠ ⁠მართვისა და დახმარების თანამედროვე მიდგომებზე

🔴 სტუმრად - კვებითი ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩიბაია.

სრული ეპიზოდი იხილეთ ბმულზე.

📌 რა არის კვებითი აშლილობა როგორც მენტალური დარღვევა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ფიზიკურ ჯანმრთელობასთან?📌 როგო....

Address

T. Gudava Street, N4 (ლისის წრესთან)
Tbilisi
0183

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 11:00 - 17:00
Sunday 11:00 - 17:00

Telephone

+995322440550

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი:

Share

Category