Dr. Nino Khujadze - ნინო ხუჯაძე

Dr. Nino Khujadze - ნინო ხუჯაძე ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი, თერაპევტ-ქირურგი 🦷

ძლიერი ბიჭები,ზრუნავენ კბილებზე 💪💙🦷გიგი 5 წლის ✨
27/12/2025

ძლიერი ბიჭები,
ზრუნავენ კბილებზე 💪💙🦷

გიგი 5 წლის ✨

ტრენინგი - “გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და პედიატრიული პაციენტების თავისებურებების განხილვა სტომატოლოგიურ პრაქტიკა...
22/12/2025

ტრენინგი - “გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და პედიატრიული პაციენტების თავისებურებების განხილვა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში” 💛

ასეთ ატროფიას(განლევას) განიცდის უკბილო ყბა, დროთა განმავლობაში 👇
22/12/2025

ასეთ ატროფიას(განლევას) განიცდის უკბილო ყბა, დროთა განმავლობაში 👇

📌 პიერ ფოშარი (1678-1761)▪️ ფრანგი ექიმი, თანამედროვე სტომატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელია.▪️ მი...
20/12/2025

📌 პიერ ფოშარი (1678-1761)

▪️ ფრანგი ექიმი, თანამედროვე სტომატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელია.

▪️ მის ორტომეულ ნაშრომში, აღწერილია პირის ღრუს ანატომია, კბილებისა და ირგვლივი ქსოვილების დაავადებები და მკურნალობა,
კბილის დაბჟენის ტექნიკა, კბილების ორთოდონტიული და ორთოპედიული მკურნალობა. წიგნი ითვლება თანამედროვე სტომატოლოგიის სრულფასოვან ნაშრომად.

▪️ პრაქტიკაში ფოშარი იყენებდა მესაათების, დალაქების და იუველირების გადაკეთებულ ინსტრუმენეტებს.
კბილის დაბჟენისთვის - ტყვიას, კალას და იშვიათად ოქროს.
არასწორად ამოსული კბილებისთვის- მავთულს, აბრეშუმის ძაფს და ლითონის ფირფიტას.
კბილის დაკარგვის დროს კი- ბუნებრივი ძვლის ბლოკებისგან დამზადებულ კბილებს ამაგრებდა ოქროს მავთულების საშუალებით.

▪️ იგი ამტკიცებდა რომ, შაქარი გამოყოფდა კბილებისთვის საზიანო მჟავას.

▪️ კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, პაციენტებს ზღვის ღრუბლით გამოხეხვას ურჩევდა.

📌 გლუტენი - 👉 არის მცენარეული ცილა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს.👉 გლუტენის აუტანლობას "ცელიაკია" ეწოდება და ი...
16/12/2025

📌 გლუტენი -

👉 არის მცენარეული ცილა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს.

👉 გლუტენის აუტანლობას "ცელიაკია" ეწოდება და იწვევს: ალერგიულ რეაქციებს, დიარეას, რკინადეფიციტურ ანემიას, ნევროლოგიურ დარღვევებს, თავის ტკივილს, ოსტეოპენია/ ოსტეოპოროზს და ა.შ.

🆘 იცოდით რომ, კბილის პასტაც შეიძლება შეიცავდეს გლუტენს? 😲

კარგად დააკვირდით ანოტაციას, უგლუტენო კბილის პასტას უნდა ქონდეს, ფოტოზე გამოსახულის მსგავსი აღმნიშვნელი ნიშანი.

გისურვებთ ჯანმრთელობას 🤍

კბილების ფერის შეცვლის (დისქოლორიზაციის) მიზეზები 👇
12/12/2025

კბილების ფერის შეცვლის (დისქოლორიზაციის) მიზეზები 👇

ფისურების ჰერმეტიზაცია- 📍 ფისურები ბუნებრივი ჩაღრმავებებია კბილების საღეჭ ზედაპირებზე, რომელიც ნადების დაგროვებისთვის იდ...
08/12/2025

ფისურების ჰერმეტიზაცია-

📍 ფისურები ბუნებრივი ჩაღრმავებებია კბილების საღეჭ ზედაპირებზე, რომელიც ნადების დაგროვებისთვის იდეალურ სივრცეს წარმოადგენს.

📍 ფისურების ჰერმეტიზაცია კარიესის საპროფილაქტიკო პროცედურაა, რეკომენდირებულია პირველი მუდმივი საღეჭი კბილის ამოჭრისთანავე, 6-7 წლიდან.

📍 გამოიყენება თხევადი ნივთიერება (სილანტი), რომელიც თავისი კონსისტენციიდან გამომდინარე, ავსებს ყველა ძნელად მისაწვდომ და ღრმა სივრცეს კბილის საღეჭ ზედაპირზე, მასში შემავალი ფტორი და კალციუმი კი ამცირებს კარიესის განვითარების რისკს 70-80%-ით ❤️

არ დატოვოთ ბაქტერიები კომფორტის ზონაში! 😁✅ შეუნარჩუნეთ პირის ღრუს სიჯანსაღე, დღეში 2-ჯერ კბილების საფუძვლიანი ხეხვით და ...
04/12/2025

არ დატოვოთ ბაქტერიები კომფორტის ზონაში! 😁

✅ შეუნარჩუნეთ პირის ღრუს სიჯანსაღე, დღეში 2-ჯერ კბილების საფუძვლიანი ხეხვით და კბილთაშორისი ზედაპირების ფლოსით ან ირიგატორით გასუფთავებით!

✅ 6 თვეში ერთხელ კი, სტომატოლოგთან პროფესიული ჰიგიენის (წმენდის) ჩატარებით! 🦷

📌 პირველი კბილის პასტა ტუბში, 1880 წელს, ლონდონში, დოქტორ ვაშინგტონ შეფილდის მიერ შეიქმნა.პასტის ასეთი ფორმით შექმნამდე,...
30/11/2025

📌 პირველი კბილის პასტა ტუბში, 1880 წელს, ლონდონში, დოქტორ ვაშინგტონ შეფილდის მიერ შეიქმნა.

პასტის ასეთი ფორმით შექმნამდე, არსებობდა კბილის ფხვნილები, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელი იყო.

ტუბის იდეა შეფილდს, შვილმა მიაწოდა. მან პარიზში მოგზაურობისას ნახა, რომ მხატვრები ტუბებში არსებულ საღებავებს იყენებდნენ.

შაქრის შემცველობა სხვადასხვა სასმელებში 🫣
25/11/2025

შაქრის შემცველობა სხვადასხვა სასმელებში 🫣

📣 თუ ფიქრობ, რომ პროფესიული წმენდა კბილის მინანქარს აზიანებს, მაშინ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხე 👇1) წმენდის დროს შორდება, ...
23/11/2025

📣 თუ ფიქრობ, რომ პროფესიული წმენდა კბილის მინანქარს აზიანებს, მაშინ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხე 👇

1) წმენდის დროს შორდება, რბილი და მაგარი ნადები, ბაქტერიების გროვა, რაც იწვევს გინგივიტს (ღრძილების ანთებას) და პაროდონტიტს (ძვლის განლევას - კბილების მორყევას)

2) ულტრაბგერითი აპარატი, სკალერი, მხოლოდ წარმოქმნილ მყარ ნადებზე ანუ ქვებზე ზემოქმედებს.

3) წელიწადში 2-ჯერ ჩატარებული პროფესიული ჰიგიენა, მხოლოდ სარგებლის მომტანია თქვენი ჯანმრთელობისთვის:

👉 ამცირებს კარიესის განვითარების რისკებს,
👉 ხანგრძლივობას უნარჩუნებს ძველ ბჟენებს,
👉 აშორებს უსიამოვნო სუნს,
👉 გიცავთ ღრძილების ანთებისგან,
👉 კბილებს უბრუნებს ბუნებრივ შეფერილობას.

22/11/2025

We are from other planet 🤣

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Nino Khujadze - ნინო ხუჯაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category