Our Story
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" (ყოფილი "ემბრიოტოქსი") დაარსდა 2007 წელს და დღეისათვის რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური სამედიცინო ცენტრია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, რაზეც მეტყველებს მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული პაციენტების ყოველწლიურად მზარდი ნაკადი. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არათუ საქართველოში, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც, იშვიათად მოიძებნება დაწესებულება, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისათვის.
რმც ”უნივერს”-ში არსებული კომფორტული გარემო, მსოფლიო დონის უახლესი აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩათვლით), კეთილგანწყობილი, გამოცდილი, მუდმივად განახლებადი ცოდნის მქონე ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს, პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას, ასევე კლინიკის წარმატებით ინტეგრირებას და კავშირს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინოვაციურ სამედიცინო ცენტრებთან და კლინიკებთან.
პრაქტიკული საქმიანობის გარდა ცენტრში “უნივერსი” დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მომზადებაში, საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების მუშაობაში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. მეტად მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობაში ახალგაზრდა კადრების მომზადება – ცენტრი წარმოადგენს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიაში რეზიდენტებისა და დოქტორანტებისათვის.
კლინიკა “უნივერსში” 2016 წ გაზაფხულიდან ამოქმედდა სრულიად უპრეცენდენტო "ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველადი დიაგნოსტიკის პროგრამა" ერთი და მეტი შეწყვეტილი ორსულობის მქონე პაციენტებისთვის, რომელიც ითვალისწინებს: წყვილების სპეციალიზირებულ კვლევებს და ორსულობის შეწყვეტის მიზეზების დადგენას, საყურადღებოა, რომ ქალის ფაქტორის დიაგნოსტირება და ნაწილობრივი მკურნალობა პაციენტებისათვის არის სრულად დაფინანსებული!!!