30/11/2024
საქართველოს გზა ევროპაშია 🇪🇺
კარდიოლოგიური კლინიკა “გული”-ს ექიმები და სამედიცინო პერსონალი უკვე მრავალი წელია ზრუნავს თქვენი ჯანმრთელობის დაცვაზე.
ჩვენი კლინიკის გამოცდილი გუნდის დახმარებით გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე. ჩვენი წარმატება ეფუძნება ევროპული განათლებას და გამოცდილებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ჯანდაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას და უახლესი მეთოდების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს პაციენტების ეფექტურ მკურნალობას და სწრაფ გამოჯანმრთელებას.
ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ძვირფას კოლეგას კახაბერ ეცადაშვილს, რომელიც გუშინ ღამით ძალადობრივად გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს!
მოვითხოვთ, დაუყონებლივ იქნას
გათავისუფლებული!
კახაბერ ეცადაშვილი არის ნამდვილი ქვეყნის პატრიოტი, პატიოსნების განსახიერება და უმაღლესი დონის ექიმი. იგი ეროვნული სულისკვეთების ადამიანი გახლავთ, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს საკუთარი ქვეყანა და დაუღალავად ზრუნავს მის მომავალზე.
Kakhaber Etsadashvili
კარდიოლოგიური კლინიკა “გული” გმობს ხელისუფლების მიერ განხორიელებულ ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ხელისუფლების მცდელობას, მიითვისოს ქართველი ხალხის ნება, შეცვალოს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული კურსი და ფეხქვეშ გათელოს ადამიანის უფლებები, რასაც მივყავართ საქართველოს სრული იზოლაციისკენ და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისკენ.