04/05/2026
👉🏻პირველადი იმუნოდეფიციტები წარმოადგენს დარღვევათა ჯგუფს, რომელიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლას უძნელებს. მათ ხშირად პირველად იმუნურ დარღვევებს ან უბრალოდ პირველად იმუნოდეფიციტს (PI) უწოდებენ.
🔵 პირველადი იმუნოდეფიციტის მქონე ბევრი ადამიანი იბადება იმუნური დაცვის გარკვეული მექანიზმების გარეშე, ან მათი იმუნური სისტემა არასწორად ფუნქციონირებს. ეს მათ უფრო მოწყვლადს ხდის იმ პათოგენების (ბაქტერიების, ვირუსების და სხვა) მიმართ, რომლებიც ინფექციურ დაავადებებს იწვევენ.
⚪️ დღეისათვის იდენტიფიცირებულია პირველადი იმუნოდეფიციტური დარღვევის 450-ზე მეტი ფორმა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მსუბუქია, რომ ზრდასრულ ასაკამდე დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, ზოგიერთი ტიპი კი საკმაოდ მძიმეა და კლინიკური ნიშნები ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება.“
„მკურნალობის თანამედროვე მეთოდები პირველადი იმუნოდეფიციტის ბევრი ტიპის დროს იმუნური პასუხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. მიმდინარე კვლევები მუდმივად უწყობს ხელს მკურნალობის ეფექტურობის ზრდასა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ვინაიდან პირველადი იმუნოდეფიციტები გენეტიკური მუტაციებით/ცვლილებებითაა გამოწვეული, მათი პრევენცია (თავიდან აცილება) შეუძლებელია.
⚪️თუმცა, იმუნოსუპრესიის (დასუსტებული იმუნიტეტის) დროს, ინფექციების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
• პირადი ჰიგიენა: რეგულარულად დაიბანეთ ხელები ანტიბაქტერიული ან რბილი საპნით, განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით სარგებლობის შემდეგ.
• პირის ღრუს მოვლა: დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა ინფექციური კერების პრევენციისთვის. გაიხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ ორჯერ.
• ბალანსირებული კვება: ჯანსაღი რაციონი ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგად მდგრადობას.
• ფიზიკური აქტივობა: შეინარჩუნეთ ზომიერი ფიზიკური აქტივობა. კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, რათა შეარჩიოთ თქვენი მდგომარეობისთვის უსაფრთხო დატვირთვა.
• ძილის რეჟიმი: მოწესრიგებული ცირკადული რიტმი (ძილ-ღვიძილის ციკლი) აუცილებელია იმუნური სისტემის აღდგენისთვის.
• სტრესის მართვა: ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა კიდევ უფრო დააქვეითოს იმუნური ფუნქცია. რეკომენდებულია სტრესის მართვის ტექნიკები: მედიტაცია, იოგა ან სხვა რელაქსაციის მეთოდები.
• ექსპოზიციის შემცირება: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მჭიდრო კონტაქტს იმ პირებთან, რომლებსაც აქვთ რესპირატორული ან სხვა გადამდები ინფექციების სიმპტომები.
ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 👇
📞 +995 32 243 01 01
✉️ info@curatio.ge
🌐 https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31
📞2430101