03/08/2022
როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობა?
🕳️ მასთან თავს უბედურად და გადაღლილად გრძნობთ;
🕳️ პარტნიორისგან მოშორებით უკეთ გრძნობთ თავს;
🕳️ როცა მას ესაუბრებით, ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს კედელს ელაპარაკებით;
🕳️ გეჩვენებათ, რომ ურთიერთობა გახრჩობთ;
🕳️ მთელ თქვენს დროს ამ ურთიერთობის გამო ნერვიულობაში ხარჯავთ;
🕳️ თქვენ არ გაგაჩნიათ ხმა, მოსაზრება ან უფლებები;
🕳️ ვერ გრძნობთ, რომ გაფასებენ;
🕳️ ყოველგვარ სიტუაციაში ყველაფერი თქვენი ბრალია;
🕳️ არასოდეს გრჩებათ დრო მეგობრებისთვის და საკუთარი თავისთვის.
🕳️ პარტნიორი პირადად ან საჯარო სივრცეში გამცირებთ;
🕳️ მუდამ საწყენად და დამამცირებლად გელაპარაკებიან;
🕳️ გამუდმებით გიყვირიან;
🕳️ ცდილობენ თქვენს იზოლაციას;
🕳️ მანიპულირებენ თქვენით.
🕳️ გკარნახობენ, როგორ უნდა იგრძნოთ თავი და გეუბნებიან, რომ რასაც გრძნობთ, ნორმალური არ არის;
🕳️ საკუთარ ნაკლოვანებებს არ აღიარებენ და მათ თქვენში ხედავენ;
🕳️ მუდმივად გადანაშაულებენ
🕳️ მუდმივად გაკონტროლებენ
🕳️ თქვენზე ძალადობენ ფიზიკურად.
ეს არასრული სიაა.
თუკი აქ ჩამოთვლილთაგან 4-5 მაინც შეგესაბამებათ, დროა დაფიქრდეთ რა და როგორ შეცვალოთ.
🤕 ტოქსიკური ურთიერთობა არ არის აუცილებელი ფიზიკურად ძალადობრივი იყოს. ამიტომ, ხშირია შემთხვევები, როდესაც წყვილები ვერც კი აცნობიერებენ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებში არიან.
🌼 რა თქმა უნდა, ურთიერთობის გაწყვეტა ყოველთვის გამოსავალი არ არის და თუკი წყვილი ხვდება, რომ მათი კავშირი ტოქსიკურია, შეიძლება ერთად გადაწყვიტონ ამ მდგომარეობის შეცვლა. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ურთიერთობის გამოსწორება ვერ ხერხდება და სჯობს მისი დასრულება.
🌸 ჯანსაღი ურთიერთობა ზრდის ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს, თვითშეფასებას და ემოციურ ენერგიას.
🤕 ტოქსიკური ურთიერთობა აზიანებს სწორი აზროვნების უნარს, თვითშეფასებას და ენერგიისგან ფიტავს ადამიანებს.
☀️ ჯანსაღი ურთიერთობა გულისხმობს ზრუნვას, ერთიანობას, პატივისცემას და თანაგრძნობას, ჩვენი პარტნიორის კეთილდღეობისა და ზრდისადმი ინტერესს.
🤕 ტოქსიკურ ურთიერთობას კი ეს ყველაფერი არ ახასიათებს ან ძალიან მცირე დოზით. ის მოიცავს დაუცველობის განცდას, თავმომწონეობას, ეგოიზმს, ქმედებების უპასუხისმგებლობას, ძალდატანებულ ავტორიტეტს და ძალას, დომინირებას, კონტროლს.