კლინიკა ჯეოდენტი

კლინიკა ჯეოდენტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კლინიკა ჯეოდენტი, Healthcare administrator, Tbilisi.

არ არის აუცილებელი ბავშვის მოცვლილი კბილები მონეტის სანაცვლოდ კბილის ფერიას გაატანოთ. მეცნიერებმა საოცარ აღმოჩენას მიაგნ...
10/03/2016

არ არის აუცილებელი ბავშვის მოცვლილი კბილები მონეტის სანაცვლოდ კბილის ფერიას გაატანოთ. მეცნიერებმა საოცარ აღმოჩენას მიაგნეს – სარძევე კბილები ღირებული გენეტიკური მასალაა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებს გაუმკლავდეს.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ბავშვის სარძევე კბილი შეიცავს ღეროვან უჯრედს, რომელსაც შეუძლია ნეირონების, ძვლებისა და ხრტილების, ასევე გულის კუნთების ზოგიერთი უჯრედის რეგენერაცია. თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა, უჯრედის გამოყენებით მოხდეს ავადმყოფობის შემთხვევაში დაზიანებული ორგანოების აღდგენა.

ბოლო სამეცნიერო აღმოჩენები ადასტურებს, სარძევე კბილის ღეროვანი უჯრედით შესაძლებელია ლეიკემიის, მრავლობითი მიელომასა და ჰოჯკინის დაავადების (ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადება) განკურნება. ადრე ამ დაავადებებს მხოლოდ ძვლის ტვინის ან სხვა ქსოვილის გადანერგვით მკურნალობდნენ.

რომ შევინარჩუნოთ ღეროვანი უჯრედები, სარძევე კბილი ამოღებისთანავე 48 საათის განმავლობაში უნდა გაიყინოს.

აშშ-ში და სხვა ქვეყნებში არსებობს გენეტიკური ბანკები, სადაც ჭიპლარსა და ღეროვან უჯრედებს ინახავენ, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით კი ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იქნება.

კლინიკა "ჯეოდენტი" გილოცავთ შობას და ახალ წელს.საუკეთესო სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს.
13/01/2016

კლინიკა "ჯეოდენტი" გილოცავთ შობას და ახალ წელს.
საუკეთესო სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს.

სტომატოლოგის კაბინეტში მოხვედრისას ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუკვირდეს თუ ექიმი პროფესიონალური ფოტოკამერით შეიარაღებულ...
22/04/2015

სტომატოლოგის კაბინეტში მოხვედრისას ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუკვირდეს თუ ექიმი პროფესიონალური ფოტოკამერით შეიარაღებული დახვდა, სპეციალური ფოტოგადასაღები კუთხე კი სრულიად ზედმეტად მოეჩვენოს. ზოგმა შეიძლება არასერიოზულადაც ჩათვალოს და “ფოტოსესიაზე” უარი განაცხადოს.

რეალურად კი ფოტოდოკუმენტალიზაციას თანამედროვე სტომატოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია არამარტო მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომი მდგომარეობის თვალნათელი შედარება, არამედ მიღებულ შედეგზე დაკვირვება, პაციენტის ვიზიტის შემდეგ ფოტომონაცემების ანალიზი, კოლეგებთან ერთად განხილვა, მკურნალობის გეგმის შედგენა და მომზადება პაციენტისთვის წარსადგენად.

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომელიც სწორედ ფოტოსურათებზე დაყრდნობით მისაღები შედეგის მოდელირების საშუალებას იძლევა, რაც პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც მკურნალობის გეგმის შედგენისას ორიენტირს წარმოადგენს.

ფოტოების გადაღება ხდება მკურნალობამდე, შემდეგ კი მათი დეტალური ანალიზი პროგრამის საშუალებით და ციფრული მოდელის შექმნა. ერთერთი ასეთი პროგრამაა DSD –Digital Smile Design. მისი საშუალებით შესაძლებელი არამარტო კოსმეტიკური სამუშაოს, არამედ იმპლანტაციის დაგეგმვაც.

ფოტოგრაფია ბევრად აადვილებს და ეფექტურს ხდის კომუნიკაციას ექიმსა და ტექნიკოსს შორის, აძლევს მას ინფორმაციას კბილების ბუნებრივი ფერის და ღრძილების მდგომარეობის შესახებ.

ორთოდონტიაში ფოტოგრაფია უბრალოდ აუცილებელია მკურნალობის პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო შედეგის შესაფასებლად. ამასთან საჭიროა არამარტო პირშიგნითა, არამედ პირგარეთა ფოტოების ანალიზიც.

ფოტოარქივის წარმოება ექიმს ეხმარება შეაფასოს საკუთარი პროფესიული ზრდა წლების განმავლობაში, მოძებნოს და გააანალიზოს შეცდომები, დაგეგმოს პროფესიული განვითარების ახალი მიმართულებები.

ციფრული ფოტოგრაფია დღეს უკვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია და თანამედროვე კაბინეტი წარმოუდგენელია ფოტოკამერის გარეშე.

წყარო: https://kbilebi.wordpress.com

კომპანია „იმპლადენტი“ “Alpha-Bio tec”-ის, "Nouvag AG"-ის და ჩვენი პარტნიორების - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი...
26/02/2015

კომპანია „იმპლადენტი“ “Alpha-Bio tec”-ის, "Nouvag AG"-ის და ჩვენი პარტნიორების - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ),
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია (სსპა)- მხარდაჭერით აგრძელებს სასწავლო კურსებისა და მასტერ-კლასების ციკლს.
27-28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექიმი კახა გურგენიძე წაუძღვება ორდღიან ლექცია მასტერ-კლასს იმპლანტოლოგიაში. კურსის გაგრძელება (სინუს-ლიფტინგი), მეორე მოდული იგეგმება ოქტომბერში.
კახა გურგენიძე - ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი იმპლანტოლოგი, ქირურგი პაროდონტოლოგი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებით.

დეტალები იხილეთ პროგრამაში:http://impladent.ge/images/pdf/kgpdf.pdf
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
+ 995 577 202 440, + 995 577 202 499, + 995 790 76 77 70

ექიმი კახა გურგენიძე - ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი იმპლანტოლოგიქირურგი პაროდონტოლოგი.სასწავლო კურსის პირველი მოდულის ფარგ...
24/02/2015

ექიმი კახა გურგენიძე - ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი იმპლანტოლოგი
ქირურგი პაროდონტოლოგი.
სასწავლო კურსის პირველი მოდულის ფარგლებში ჩატარდა მასტერ-კლასი იმპლანტოლოგიაში. კურსის გაგრძელება იგეგმება შემოდგომაზე.
მხარდამჭერები: “Alpha-Bio tec”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია (სსპა)

19/02/2015
ქ. თბილისში "ალფა-ბიო"-ს ("Alpha-Bio tec") და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (TSMU) მხარდამჭერით წარმატები...
18/02/2015

ქ. თბილისში "ალფა-ბიო"-ს ("Alpha-Bio tec") და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (TSMU) მხარდამჭერით წარმატებით ჩატარდა ლექცია მასტერ-კლასი ექიმ ერასტო შენგელიას (Dr. Erasto Shengeliya) ხელმძღვანელობით.

განხილული თემები:

- იმპლანტაციის ძირითადი პრინციპები
- ნაკერების დადების მეთოდიკა
- ღრძილის ფორმირების შერჩევის კრიტერიუმი
- ანაბეჭდების აღება
- ორთოპედიული რესტავრაციის მთელი სპექტრი
- ხშირად დაშვებული შეცდომები
და სხვა.
აღნიშნულ ლექცია მასტერ-კლასს ესწრებოდნენ კლინიკა "ჯეოდენტის" ექიმი თერაპევტები და ქირურგები.

იმპლანტაციის ძირითადი პრინციპები
- ნაკერების დადების მეთოდიკა
- ღრძილის ფორმირების შერჩევის კრიტერიუმი
- ანაბეჭდების აღება
- ორთოპედიული რესტავრაციის მთელი სპექტრი
- ხშირად დაშვებული შეცდომები

Address

Tbilisi
00167

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 22:00
Sunday 10:00 - 22:00

Telephone

+995-55-26-22-77

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა ჯეოდენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კლინიკა ჯეოდენტი:

Share