ეროვნული სკრინინგ ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ეროვნული სკრინინგ ცენტრი Hello

ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.

დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცა. 2009 წლის 21 იანვარს, ევროპელი პარლამენტარების სამიტზე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამ

ა სამაგალითოდ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის და დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით - "სიბრძნის მარგალიტი". დღემდე, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ორჯერ მიენიჭა "ქართული ხარისხის ნიშანი" და მისი მენეჯმენტის ხარისხი და მომსახურება შეფასდა როგორც საუკეთესო.

სადღეისოდ, ეროვნული სკრინინგ ცენტრი სკრინინგის პროგრამას ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებისთის, რაც მოიცავს უფასო გამოკვლევებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს პრევენციისათვის. სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაზღვრული ასაკობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

40-დან 70 წლის ჩათვლით – ძუძუს კიბოს სკრინინგი
25-დან 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
50-დან 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი
50-დან 70 წლის ჩათვლით - პროსტატის კიბოს სკრინინგი

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შედეგად, ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს შემთხვევებმა იმატა. უბრალოდ, ძვირადღირებული გამოკვლევები უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის და მათ შეძლეს ეროვნული სკრინინგ ცენტრისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ. ეს ნიშნავს, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში.

სკრინინგის პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწეროს გამოკვლევაზე.

დაწვრილებით, იხილეთ ეს ბმული https://goo.gl/P37o1n

ხარისხის პოლიტიკა იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1fKIK9e38SQHtnVYGmcIb5utkj6olG67P/view?usp=sharing

ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მულტიდისციპლინური სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყოეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური სამს...
25/12/2025

ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მულტიდისციპლინური სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო

ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით მულტიდისციპლინური სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური მიმართულების ხელძღვანელმა თამარ ჩარკვიანმა გახსნა. მან მისასალმებელ სიტყვაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აღნიშნული შეხვედრა საფუძველს უყრის მულტიდისციპლინური განხილვების ციკლს, რომლის მიზანია პროგრამაში ჩართული სპეციალისტების პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავება, ტექნოლოგიური სიახლეების ათვისება და მოწინავე ევროპული გამოცდილების გაზიარება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მედიცინის დოქტორმა, ონკოქირურგმა და თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „DCIS-ის ქირურგიული მკურნალობის გამოწვევები“. პათოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა და ასოცირებულმა პროფესორმა არმაზ მარიამიძემ კი ყურადღება გაამახვილა DCIS-ის პათოლოგიურ სურათზე და დარგში არსებულ აქტუალურ მიდგომებზე.

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების დეტალურ ანალიზს, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც სკრინინგ ცენტრის რადიოლოგები, ციტომორფოლოგები და მამოლოგები, ისე მოწვეული სპეციალისტები.

დისკუსიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ძუძუს კიბოს დიაგნისტიკასა და მკურნალობაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული ურთიერთგაგების, სხვადასხვა დიაგნოსტიკური მოდალობების მონაცემების კორელაციის გაუმჯობესება და მკურნალობის საუკეთესო გზით წარმართვაში ონკოქირურგებთან უფრო ქმედითი თანამშრომლობა, რაც კიბოს დიაგნოსტიკისა და მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწასა და პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

#სკრინინგი
#ძუძუსკიბო
#ძუძუსკიბოსსკრინინგი
#ჩარკვიანი
#კოხრეიძე
#მარიამიძე

🎗️ეროვნული სკრინინგ ცენტრის ბაზაზე ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვაეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორინ...
02/12/2025

🎗️ეროვნული სკრინინგ ცენტრის ბაზაზე ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორინ ეთერ კიღურაძე შერჩეულ იქნა და სრულად დაფინანსდა Cancer Core Europe მიერ ორგანიზებულ ტრანსლაციური კიბოს კვლევის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2025 წლის 5–10 ოქტომბერს პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში გაიმართა.

ღონისძიებაზე ეთერ კიღურაძემ წარადგინა პოსტერი კვლევაზე „საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი PAP და HPV ტესტირების საფუძველზე“.

აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც საქართველოში სკრინინგის მოდელის ცვლილების საფუძველი გახდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო როგორც ორგანიზატორების, ისე საერთაშორისო მონაწილეების მხრიდან, რადგან მისი შედეგები უკვე დანერგილია პრაქტიკაში და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში ჩატარებული ხარისხიანი კვლევა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კონკურენტუნარიანია გლობალურ სამეცნიერო სივრცეში და შეუძლია რეალური გავლენა იქონიოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ეროვნული სკრინინგ ცენტრის გუნდი ამ მიღწევას განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავს და განაგრძობს მუშაობას უფრო ეფექტიანი, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სკრინინგის სისტემის განვითარებაზე.

Cancer Core Europe-ის ზაფხულის სკოლა 2025 წელს მეცხრე გამოცემით გაიმართა და გააერთიანა 25 ეროვნების 66 მონაწილე, რომლებმაც მრავალფეროვანი სამეცნიერო პერსპექტივები წარმოადგინეს. წლევანდელი პროგრამა მოიცავდა ფუნდამენტურ და კლინიკურ მეცნიერებას, უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კიბოს დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესებისთვის. კურსს მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებოდნენ და პროგრამაში შედიოდა ინტენსიური სემინარები სამეცნიერო კომუნიკაციაში, პაციენტთა ჩართულობის გაძლიერებაში, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებასა და კვლევითი პლატფორმების ინტეგრაციაში.

Cancer Core Europe-ის ზაფხულის სკოლა იქცა საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ახალგაზრდა მკვლევრები, კლინიცისტები და მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთიანდებიან კიბოს კვლევის, ინოვაციებისა და პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების გასაძლიერებლად.
#სკრინინგი
#კიბო

ეთერ კიღურაძე აშხაბადში გამართულ საერთაშორისოფორუმზე სიტყვით გამოვიდაეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ...
14/11/2025

ეთერ კიღურაძე აშხაბადში გამართულ საერთაშორისო
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებს მიეძღვნა.

ღონისძიება თურქმენეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო
მრეწველობის სამინისტროს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებითა და
აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმზე ეთერ კიღურაძემ წარადგინა პრეზენტაცია სათაურით „საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის განვითარება HPV ტესტირების საშუალებით - ქართული გამოცდილება“ (“Advancing Cervical Cancer Screening Through HPV Testing – The Georgian Experience”) და საქართველოს გამოცდილება გააზიარა HPV ტესტირებაზე გადასვლის, როგორც სკრინინგის თანამედროვე და ეფექტური მოდელის დანერგვის მიმართულებით.

პრეზენტაცია ფოკუსირებული იყო სკრინინგ პროგრამის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გაუმჯობესებისთვის რეგიონულ დონეზე.

ფორუმის ფარგლებში ეთერ კიღურაძემ მონაწილეობა მიიღო გაცნობით ვიზიტში, სადაც დელეგაციამ მოინახულა თურქმენეთის სამედიცინო დაწესებულებები: პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, „Ene Myahri“ საერთაშორისო ცენტრი, ასევე სასწავლო და კვლევითი ცენტრი და დიაგნოსტიკური ლაბორატორიები, სადაც
მიმდინარეობს სკრინინგის პროგრამის კოორდინაცია და ლაბორატორიული კვლევები.
აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონში საქართველოს ლიდერობა სკრინინგის მოდერნიზაციისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით.

#საშვილოსნოსსკრინინგი
#ჩაიტარესკრინინგი

თბილისის მერის ახლად დანიშნული მოადგილე კახა აბულაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელ...
14/11/2025

თბილისის მერის ახლად დანიშნული მოადგილე კახა აბულაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, თბილისის მერიის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ დიდუბის ფილიალს ეწვია და მისი მუშაობის პრინციპს გაეცნო.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და შესაბამისი ...
12/11/2025

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით ჩატარებული ტრენინგის შესახებ.

💬 “ტრენინგი ‘ინფორმირებული თანხმობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებებში ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობის შესაძლებლობამ მოგვცა ერთიან სივრცეში შეგვესწავლა სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები, ეფექტური კომუნიკაცია და სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებთან მუშაობის სპეციფიკა. ეს დაგვეხმარა საერთო ხედვის ჩამოყალიბებაში, როგორ განვავითაროთ ჩვენი სერვისები ინკლუზიურობის მიმართულებით.

განსაკუთრებით ღირებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური და სამედიცინო მოდელების განხილვა, რამაც ნათლად დაგვანახვა განსხვავება პაციენტის მდგომარეობასა და მის უნარებს შორის. ქმედუნარიანობის თემამ კი გამოკვეთა გადაწყვეტილებების მიღებაში პაციენტის ჩართულობისა და მისი არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობა.

ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გაცნობა საშუალებას მოგვცემს, დავნერგოთ უფრო ინკლუზიური, ეთიკური და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტები და შევამციროთ სტიგმა. ტრენინგი გახდა გუნდის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი და დაგვეხმარება შშმ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მომსახურების გაუმჯობესებაში.

ეროვნული სკრინინგ ცენტრი უკვე აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ინვენტარით, ხოლო გადამზადებული პერსონალი კიდევ უფრო გააუმჯობესებს ინკლუზიური სამედიცინო სერვისების ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებს ჩვენს პრაქტიკებს,” - ეთერ კიღურაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრი დირექტორი.

🔷 გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) აგრძელებენ მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

______

💬 “The training ‘Informed Consent and Communication with Persons with Disabilities in Medical Facilities’ was a very important experience for me. Participating together with my colleagues allowed us to study, in one shared space, the legal and ethical foundations, effective communication, and the specifics of working with patients with different types of disabilities. This helped us form a common vision on how to develop our services toward greater inclusivity.

Particularly valuable was the discussion of the social and medical models of disability, which clearly highlighted the difference between a patient’s condition and their abilities. The topic of legal capacity emphasized the importance of involving individuals in decision-making processes and respecting their choices.

Learning about individual-needs–based approaches and participating in practical exercises will help us introduce more inclusive, ethical, and patient-centered service standards and reduce stigma. The training became an important stage in our team’s professional growth and will support us in improving services for persons with disabilities and other vulnerable groups.

The National Screening Center is already equipped with adapted tools for persons with disabilities, and with our newly trained staff, we will further improve the quality of inclusive medical services and bring our practices even closer to international standards.” - Eter Kiguradze, Director of the National Screening Center.

🔷 With support from the UN Global Disability Fund, the UNDP Georgia, UNFPA in Georgia, and United Nations Human Rights continue working to protect the rights of persons with disabilities and ensure access to appropriate services.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციულმა პერსონალმა გაიარა სასწავლო პროგრამა „ინფორმირებული თანხმობა და ...
10/11/2025

ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციულმა პერსონალმა გაიარა სასწავლო პროგრამა „ინფორმირებული თანხმობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებებში".

"UFNPA-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩემთვის, როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. თანამშრომლებთან ერთად მსმენელის როლში ყოფნამ შესაძლებლობა მომცა საერთო სასწავლო სივრცეში გავცნობოდით იმ მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტებთან ურთიერთობის ხარისხზე, შეგვესწავლა თემასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები, სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებთან ურთიერთობისას, გაგვეზიარებინა ცოდნა და შეგვექმნა ერთიანი ხედვა იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სერვისები ინკლუზიურობის მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური და სამედიცინო მოდელების განხილვა, ეს დაგვეხმარა უკეთ გაგვეცნობიერებინა განსხვავება პაციენტის მდგომარეობასა და მის უნარებს შორის. ქმედუნარიანობის თემამ ნათლად წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი არჩევანის პატივისცემა. ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელსაც გვთავაზობდა სწავლება, დაგვეხმარება, დავნერგოთ უფრო ინკლუზიური, ეთიკურად გამართული და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტები, შევამციროთ სტიგმა და ხელი შევუწყოთ თანასწორი გარემოს შექმნას. ვფიქრობ, ეს ტრენინგი არის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ გუნდური ზრდის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად გავაუმჯობესოთ შშმ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მომსახურება. "- განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.

სწავლება განხორციელდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ორგანიზებით.

03/11/2025

ჩაიტარე სკრინინგი და იყავი დაცული!
კიბო განაჩენი არ არის !
#სკრინინგი
#ძუძუსკიბო

🎗ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამღლების თვეა და მას "ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებენ! თუ ხარ 40-დან 70 წლის ჩა...
31/10/2025

🎗ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამღლების თვეა და მას "ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებენ!
თუ ხარ 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონი, უფასოდ ჩაიტარე ძუძუს კიბოს სკრინინგ და იყავი დაცული!

ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 20 35 35

🎗❗️10 ყველაზე მნიშნვნელოვანი ფაქტი,რაც  ძუძუს კიბოს შესახებ უნდა იცოდეთ: 1. ძუძუს კიბო მსოფლიოში ყველაზე დიაგნოზირებადი ...
29/10/2025

🎗❗️10 ყველაზე მნიშნვნელოვანი ფაქტი,რაც ძუძუს კიბოს შესახებ უნდა იცოდეთ:
1. ძუძუს კიბო მსოფლიოში ყველაზე დიაგნოზირებადი კიბოა;
2. ყოველ 50 წამში მსიფლიოში, ძუძუს კიბოთი ერთი ქალი კვდება;
3. 100-დან ერთ შემთხვევაში ძუძს კიბო შესაძლოა კაცებსაც დაემართოთ;
4. უმეტეს შემთხვევაში ძუძუს კიბო ვითარდება მარცხენა ძუძუში;
5. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ძუძუს კიბოს გადარჩენის ხუთწლიანი მაჩვენებელი 90% აღემატება;
6. ბევრ განვითარებად ქვეყნაში სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ძალიან მაღალი პროცენტი დიაგნოზირებულია უკვე შორს წასულ ეტაპზე;
7. ძუძუს კიბოს სიმპტომები ყველასთვის საერთო არ არის. ძუძუში ნებისმიერი ცვლილება განხილული უნდა იყოს ექიმთან;
8. 10-დან 8 შემთხვევაში ძუძუს კიბო 50 და ზემოთ ასაკის ქალებში დიაგნოსტირდება;
9. ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ორმაგდება, თუ მის დედას, დას ან შვილს დაუდგინდა ძუძუს კიბო;
10. ძუძუს კიბოს ადრეული აღმოჩენა, გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის და კვლევებზე ჩასაწერად დარეკეთ: 2 20 35 35

22/10/2025

მეორე ნაწილი
ეროვნული სკრინინგ ცენტრის ძუძუს რადიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჩარკვიანი სტუმრად რადიო იმედის გადაცემაში "თეთრი ორშაბათი"
#ძუძუსსკრინინგი
#ძუძუსკიბო
#სკრინინგი
#ჩაიტარესკრინინგი

22/10/2025

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ძუძუს რადიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჩარკვიანი სტუმრად რადიო იმედის გადაცემაში "თეთრი ორშაბათი"
პირველი ნაწილი
#ძუძუსსკრინინგი
#ძუძუსკიბო
#სკრინინგი
#ჩაიტარესკრინინგი

Address

69 Tsereteli Avenue
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:30 - 17:00
Tuesday 09:30 - 17:00
Wednesday 09:30 - 17:00
Thursday 09:30 - 17:00
Friday 09:30 - 17:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995322203535

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეროვნული სკრინინგ ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ეროვნული სკრინინგ ცენტრი:

Share

Category