Khatuna Muzashvili Psychologist

Khatuna Muzashvili Psychologist ხათუნა მუზაშვილი / აღზრდის სკოლა მშობლებისათვის

ტრენინგ ცენტრი ორიენტირებულია სასწავლო გამაჯანსაღებელ მიმართულებაზე და თანამედროვე, პრაქტიკული, პოზიტიური ფსიქოლოგიის გამოყენების სწავლებაზე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

06/05/2026

🚷მოზარდის ოთახში შესვლამდე დაკაკუნება.
პატივისცემა მისი პირადი სივრცის მიმართ. 🤍

❗️სეპარაცია ერთ დღეში არ ხდება…
იწყება პატარ-პატარა ნაბიჯებით. 🚪

სახლი უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი. 🏡

თქვენ როგორ აკეთებთ ამას? 👇

ხათუნა მუზაშვილის პოდკასტი „აღზრდის სკოლა მშობლებისთვის“ 🎙️
სტუმარი: ფსიქოლოგი ნინო ეფხოშვილი

ნახეთ სრული ეპიზოდი ლინკზე 👇
გამოიწერეთ არხი

05/05/2026

...როცა ბავშვი უსიტყვოდ გვემორჩილება "შინ" და "გარეთ“ — ხშირად მშობელი აწყდება ისეთ რეალობას, სადაც აცნობიერებს, რომ საკუთარ შვილს საერთოდაც არ იცნობს. 🏠💔

ჩვენი მორიგი ეპიზოდი ძალიან საინტერესო გამოვიდა — განსაკუთრებით მოზარდი ბავშვების მშობლებისათვის. 🎙️✨

✅ თუ დღეს გიჭირს გარდატეხის ასაკთან გამკლავება;
✅ თუ ზრუნავ და გინდა დაეხმარო შენს შვილს ამ რთულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე — ეს გადაცემა აუცილებლად უნდა ნახო. 🎥👨‍👩‍👧‍👦

„აღზრდის სკოლა მშობლებისთვის“ — სწორ დროს მიღებული ინფორმაცია ცვლის მომავალს. ⏳გახსოვდეთ, ცოდნა საუკეთესო ინვესტიციაა შვილის ბედნიერებისთვის. 🌟

🔗 სრული გადაცემის ლინკი დაგხვდებათ პირველ კომენტარში! 👇

💬 გამოგვიწერეთ და დაგვიტოვეთ კომენტარი: კიდევ რომელი თემების გარშემო ისურვებდით საუბარს ჩვენს მომდევნო გადაცემებში? თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! ✍️👇

04/05/2026

„თავაზიანობა“ სიკეთე არ არის…
ის საკუთარი თავის ხარჯზე ნათქვამი „კი“-ა. 💔

როცა მინდა ვთქვა „არა“ — მაგრამ მაინც ვეთანხმები,
სწორედ იქ ვიწყებ საკუთარი თავის დაზიანებას…

მაგრამ ყველაზე რთული მაშინ ხდება,
როცა ამას შვილებსაც ვასწავლით…

რა ხდება მაშინ, როცა მოზარდი გარდატეხის ასაკში
ვერ გამოხატავს საკუთარ სურვილებს? 😔
როგორ იბადება შიში, დანაშაულის განცდა და შინაგანი კონფლიქტი?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ:
🎙️ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში
„აღზრდის სკოლა მშობლებისთვის“
სტუმარი: ფსიქოლოგი ნინო ევხოშვილი

სრული ეპიზოდის ლინკი დაგხვდებათ პირველ კომენტარში 👇
მსგავსი კონტენტის და მეტი საინტერესო ინფორმაციის გასაგებად გამოიწერეთ არხი 🔔

💬დაგვიწერეთ კომენტარებში —
რა თემა გსურთ რომ განვიხილოთ, თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?

01/05/2026

როგორ გვიყვარს შვილები — უპირობოდ თუ მოლოდინებით? 💔
რა ტკივილებს გადავცემთ მათ გაუცნობიერებლად?
და სად იწყება ნამდვილი, ჯანსაღი აღზრდა? 🌱

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გააზრებული მშობლობისკენ. ❤️

ხათუნა მუზაშვილის პოდკასტი „აღზრდის სკოლა მშობლებისთვის“ 🎙️
სტუმარი: ფსიქოლოგი-ნინო ეფხოშვილი

🔔გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ სრული ეპიზოდი — პარასკევს.

აკრძალვა  #2 🛑 "არ იყო ის, ვინც ხარ": როცა შენში სხვას ეძებდნენვაგრძელებთ დაპირებულ რუბრიკას: ერიკ ბერნის "აკრძალვები და...
30/04/2026

აკრძალვა #2
🛑 "არ იყო ის, ვინც ხარ": როცა შენში სხვას ეძებდნენ
ვაგრძელებთ დაპირებულ რუბრიკას: ერიკ ბერნის "აკრძალვები და დრაივერები"
ხშირად ადამიანები მთელ ცხოვრებას ატარებენ "სხვის ფორმაში" ჩაცმულები და ვერ ხვდებიან, რატომ სდევთ მუდმივი შფოთვა ან სიცარიელის განცდა. ერიკ ბერნის ფსიქოლოგიური სკრიპტების მიხედვით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია საკუთარი თავის მიმართ, რომელიც ბავშვობაში იწყება.
🧩 როგორ იბადება აკრძალვა?
ეს არ არის ყოველთვის პირდაპირი ნათქვამი. ეს არის არავერბალური გზავნილი, რომელიც ბავშვს ესმის მაშინ, როცა:
• მშობლებს სურდათ სხვა სქესის შვილი (მაგალითად, მამა ელოდა ბიჭს და გოგონას "ვაჟკაცურად" ზრდის).
• მშობლებს სურდათ "წყნარი" შვილი, მათ კი აქტიური და ემოციური შეეძინათ.
• ბავშვს მუდმივად ადარებენ სხვას: "შენ რატომ არ ხარ ისეთი, როგორიც შენი დაა?"
🎭 შედეგი: "უხილავი ნიღაბი"
როცა ბავშვი გრძნობს, რომ ისეთი, როგორიც არის, არ უყვართ, ის იღებს გადაწყვეტილებას: "მე უნდა გავხდე სხვა, რომ გადავრჩე და სიყვარული მივიღო." ზრდასრულ ასაკში ეს ვლინდება ასე:
1. საკუთარი სხეულის მიუღებლობა – მუდმივი სურვილი რადიკალურად შეიცვალოს გარეგნობა.
2. პროფესიული გზააბნეულობა – სხვისი ოცნებების ახდენა საკუთარი ნიჭის ნაცვლად.
3. ურთიერთობებში "მორგება" – პარტნიორთან ყოფნისას საკუთარი სურვილების სრული გაუჩინარება.
✨ როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავი?
პირველი ნაბიჯი იმის აღიარებაა, რომ შენ არ ხარ ვალდებული, იყო ვიღაცის "გაუმჯობესებული ვერსია". შენი არსებობა თავისთავად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ იყო ის, ვინც ხარ.
დაიმახსოვრე: შენ არ ხარ მშობლების აუხდენელი ოცნებების პროექტი. შენ ცალკე სამყარო ხარ.🌍

📌 არ დაკარგოთ ეს პოსტი!
ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავთ ბერნის 12-ვე ფუნდამენტურ აკრძალვას, რომლებიც ჩვენს ბედს მართავენ.
✅ შეინახეთ ეს პოსტერი, რათა საჭირო დროს გადაიკითხოთ.
✅ გაუზიარეთ მეგობრებს, ვისთვისაც ეს თემა ახლა მნიშვნელოვანია.
✅ დაელოდეთ მომდევნო პოსტს – წინ კიდევ ბევრი საინტერესო "აღმოჩენაა" საკუთარ თავში!
💬 დაწერეთ კომენტარებში: თუ გიგრძვნიათ ოდესმე, რომ სხვისი მოლოდინების გამო საკუთარ თავზე უარს ამბობდით?

მეგობრებო, ჩვენს არხზე უკვე საინტერესო გადაცემების მთელი კოლექცია დაგროვდა.
✨ ეს ყველაფერი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის კეთდება.

თქვენი თითოეული გამოწერა და მხარდაჭერა გვეხმარება, კიდევ უფრო მეტი სასარგებლო კონტენტი შევქმნათ. შემოგვიერთდით! 🙏❤️
#ასმ #ხათუნამუზაშვილი #აღზრდა #აღზრდისსკოლამშობლებისათვის #ერიკბერნი #აკრძალვები #ფსიქოლოგია #თვითგანვითარება #ავთენტურობა #სცენარი #ტრანზაქციულიანალიზი

27/04/2026

ტყუილი, რომელსაც ბავშვისთვის ვამბობთ....
🏃‍♀️გაპარვა მარტივი გამოსავალი გვგონია, მაგრამ სინამდვილეში ბავშვისთვის ეს შეიძლება დიდი ტრავმა აღმოჩნდეს...
თემა, რომელიც ყველა მშობლისთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით როდესაც ბავშვის ბაღში მიყვანის დრო დგება...💔
🎙️ ხათუნა მუზაშვილის პოდკასტის „აღზრდის სკოლა მშობლებისათვის“ სტუმარია ფსიქოლოგი-მარიამ ხმალაძე
იხილეთ სრული გადაცემა
--------------------------------------------------------------------
„შვილების აღზრდა ყველაზე საპასუხისმგებლო მოგზაურობაა. ჩვენი გადაცემის მიზანია, ეს გზა ნაკლები ტრავმებითა და მეტი გააზრებული გადაწყვეტილებებით გაგატაროთ.

✅ მინიმალური ტრავმები – როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები აღზრდაში.

✅ გააზრებული მშობლობა – როგორ გავიგოთ ჩვენი შვილების ემოციები უკეთ.

✅ პრაქტიკული ცოდნა – რეალური რჩევები ექსპერტებისგან.

🔔 არ გამოტოვო სიახლეები – გამოიწერე არხი ახლავე!
🔗სრული გადაცემის ლინკი დაგხვდებათ პირველ კომენტარში👇

24/04/2026

რატომ სჯაბნიან „სამოსნები“ ხუთოსნებს? 🤔

Charlie Chaplin-იდან დაწყებული —
ბევრი დიდი ადამიანი არ ჯდებოდა ჩარჩოებში. 🎭

შეიძლება პრობლემა შენში კი არა,
სისტემაშია, რომელიც ყველას ერთნაირად ზომავს. 📏

პედაგოგიც ვერ ამჩნევს ბავშვის სრულ პოტენციალს,
თუ განათლების სისტემა არ აძლევს სივრცეს,
რომ ნიჭიერება გამოვლინდეს. 🌱

🎙️ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ
ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში „აღზრდის სკოლა მშობლებისთვის“
გია მურღულიასთან ერთად.
მსგავსი კონტენტის სანახავად გამოიწერეთ ჩვენი არხი

22/04/2026

🥀 „შუშანიკის წამება“, „დარისპანის გასაჭირი“, „ქამუშაძის გაჭირვება“... 📚 ქართული სასკოლო პროგრამა გაჯერებულია სევდიანი და უსამართლობის ამსახველი სცენარებით...
ხომ არ არის ეს მსხვერპლად ყოფნის და გაჭირვების რომანტიზირიბა? 🎭
🤔 სკოლის დამთავრების შემდეგ, აქვთ თუ არა მოზარდებს მაგალითებად პოზიტიური და წარმატებული ცხოვრების სცენარები? ✨🚀
🎙️ამ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში — „აღზრდის სკოლა მშობლებისათვის“ გია მურღულიასთან.
🔗 სრული გადაცემის ლინკი იხილეთ პირველი კომენტარში
🔔 მსგავსი კონტენტის სანახავად გამოიწერეთ ჩვენი არხი!
💡ერთად ვიზრუნოთ ცნობიერ აღზრდაზე. 🌱 #ხათუნამუზაშვილი #აღზრდისსკოლა #პოდკასტი #მშობლებისთვის #ფსიქოლოგია #აღზრდა #განათლება #გიამურღულია #სპონსორები #ლიტერატურა #სკოლა #წარმატებისსცენარი #პოზიტიურიაზროვნება #ქართულიენა

22/04/2026

🥀 „შუშანიკის წამება“, „დარისპანის გასაჭირი“, „ქამუშაძის გაჭირვება“... 📚 ქართული სასკოლო პროგრამა გაჯერებულია სევდიანი და უსამართლობის ამსახველი სცენარებით...
ხომ არ არის ეს მსხვერპლად ყოფნის და გაჭირვების რომანტიზირიბა? 🎭
🤔 სკოლის დამთავრების შემდეგ, აქვთ თუ არა მოზარდებს მაგალითებად პოზიტიური და წარმატებული ცხოვრების სცენარები? ✨🚀
🎙️ამ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში — „აღზრდის სკოლა მშობლებისათვის“ გია მურღულიასთან.
🔗 სრული გადაცემის ლინკი იხილეთ პირველი კომენტარში
🔔 მსგავსი კონტენტის სანახავად გამოიწერეთ ჩვენი არხი!
💡ერთად ვიზრუნოთ ცნობიერ აღზრდაზე. 🌱 #ხათუნამუზაშვილი #აღზრდისსკოლა #პოდკასტი #მშობლებისთვის #ფსიქოლოგია #აღზრდა #განათლება #გიამურღულია #სპონსორები #ლიტერატურა #სკოლა #წარმატებისსცენარი #პოზიტიურიაზროვნება #ქართულიენა

👉კომენტარებს ჩავუყევი... ვფიქრობ ამ შემთხვევაში უკომენტაროდ დავტოვებ ბევრ რამეს, ამდენი კომენტარის კომენტარი რომ არ გამო...
22/04/2026

👉კომენტარებს ჩავუყევი...
ვფიქრობ ამ შემთხვევაში უკომენტაროდ დავტოვებ ბევრ რამეს, ამდენი კომენტარის კომენტარი რომ არ გამოგვივიდეს😜..ეს გვერდი ჩანაფიქრში გართობისათვის განკუთნილი არ ყოფილა, და არც პოლიტიკური დებატებისთვის...თუმცა ვინ რითი ერთობა, ეს ცალკე საკითხია.

❤️პირველ რიგში მადლობა ყველა ახალ გამომწერს, ვისთვისაც ეს კონტენტი ღირებული და საინტერესოა...

👆2 წლის განმავლობაში ვქონდა პროექტი " აღზრდის სკოლა მშობლებისათის“ , რომლის ფარგლებშიც დახურულ სივრცეში იმართებოდა შეხვედრები მენტორებთან. პროექტი ფასიანი იყო და ყველას არ შეეძლო ამ ტრენინგებზე დასწრება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გვექცია „ასმ“ საჯარო და სოციალურ პროექტად.

ამან მოგვცა საშუალება ეკრანიდან ვესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისხალ-მისხალ ეძებენ და აგროვებენ ახალ ცოდნას და მეთოდებს საკუთარი განვითარებისათვის.

😘ახლა სწორედ თქვენ მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა - ცოდნის და ვანვითარების მაძიებლებო და შემგროვებლებო, რადგან თქვენი არსებობა იმხელა მოტივაციაა, რომ ზოგჯერ ცრემლებამდე დიდია სიხარული და მინდა გთხოვო შენ, ვისაც ამ მადლობას გიხდი, დატოვე კომანტარში ნებისმიერი სიმბოლო, მინდა ვიცოდე რომ ხმა მოგაწვდინე:)))
-------------------------------------------------------------------------

🫶„ერთი კვირაა ხმისთვის აღარ ამიწევია და მაშოს ჩემი გაცილებით უკეთ ესმის, ვიდრე მაშინ როცა ვყვიროდი, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის.“
🙏„მეგონა ჩემი 14 წლის შვილს ვერასოდეს გავუგებდი, მაგრამ დღეს ჩავეხუტე, ბოდიში მოვუხადე და ორივემ ერთად ვიტირეთ, გალღვა რაღაც ძალიან დიდი ყინული. მადლობა რომ არსებობთ.“
💃„დღეს ბარბარე ბაღში ტირილის გარეშე დავტოვე და დღის ბოლოს მასწავლებელმა მითხრა, არც ერთხელ არ უტირიაო. მადლობა ამ ბედნიერებისათვის.“
🙌„გუშინ გავიაზრე, რომ პატარასადმი ჩემი ჰიპერ მზრუნველობით ვძაბავდი მთელს ოჯახს. დილიდან დავიწყე ქცევუის შეცვლა და გაამართლა - პირველად ვისაუზმეთ ყველამ ერთად კონფლიქტის გარეშე. ძალიან მიხარია რომ თქვენთან მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე.“.............................................................................................................
🙈ამ ბოლო დროს კომენტარებში მომრავლდა სმს ები მსგავსი შინაარსით
„- ყველა როგორ გაფსიქოლოგდა?“,
„- ეს ვიღაა?“ , ხოდა მიხარია💪💃✨
- რა მიხარია?
პირველი ის, რომ იმ აუდიტორიასაც მივწვდით, ვისაც თვალში 👀არასოდეს მოვხვედრივართ!

მეორე, რომ "გაფსიქოლოგების" 25 წლიანი სტაჟის მერე, "გადაფსიქოლოგებას" ისევ არ ვაპირებ:)

/რომ კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გაგრძელება იქნება გრძევადიანი, საინტერესო და მსუყე!
ყოველ პარასკევს, ასმ ს იუთუბ არხზე დაგელოდებით!

20/04/2026

მხოლოდ ცოდნა არ არის წარმატების გარანტი! 🎓🚫
რა უნდა გადასცეს პედაგოგმა ბავშვს ცოდნასთან ერთად? 💡🧭
🎙️ ხათუნა მუზაშვილის პოდკასტის „აღზრდის სკოლა მშობლებისათვის“ სტუმარია გია მურღულია.
ამ ეპიზოდში განვიხილავთ მასწავლებლის სამ მთავარ ვალდებულებას:
1️⃣ საგნის სწავლება – საფუძვლიანი ცოდნა.
2️⃣ უნარების განვითარება – როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა ცხოვრებაში.
3️⃣ ღირებულებათა სისტემა – როგორი ადამიანად ჩამოყალიბდება ბავშვი.
🔹 რატომ ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ ცოდნა წარმატებას?
🔹 როგორ ყალიბდება ღირებულებათა სისტემა სასკოლო გარემოში?
🔹 რა უნარები სჭირდება ბავშვს 21-ე საუკუნეში?
მოუსმინეთ და დაფიქრდით: იღებს თქვენი შვილი სკოლაში იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში გამოადგება?
📍 ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია! იხილეთ ლინკი პირველ კომენტარში👇
#განათლებისსისტემა #მშობლობა #პიროვნულიზრდა #პოდკასტი #ხათუნამუზაშვილი

12/01/2024

კი, არსებობს მზა რეცეპტი, როგორ რეალიზდეს ჩვენი სურვილები უფრო სწრაფად და უფრო მეტად😊
ამისათვის აუცილებელია 1. გქონდეს შინაგანი მზაობა, 2. იცოდე „მოძრაობის წესები“ , 3. გქონდეს გეგმა.
მზად ვარ გაგიზიაროთ თითოეული პუნქტი დაწვრილებით და ვიყო თქვენი წარმატებული წლის თანაზიარი.
დარეგისტრირდი და გაიგე მეტი
https://goo.su/Ka2PAQk

Address

ს. ნასიძის 20
Tbilisi

Opening Hours

Monday 13:00 - 22:00
Tuesday 13:00 - 22:00
Wednesday 13:00 - 22:00
Thursday 13:00 - 22:00
Friday 13:00 - 22:00
Saturday 13:00 - 22:00

Telephone

+995595979700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Khatuna Muzashvili Psychologist posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Khatuna Muzashvili Psychologist:

Share