ჭრელი აბანო & სპა • Chreli Abano & Spa

ჭრელი აბანო & სპა • Chreli Abano & Spa ჭრელი აბანოს ოფიციალური გვერდი
(335)

🫖 ბანაობით მიღებული სიამოვნების აპოთეოზი და მაგვირგვინებელი ჩაი გახლავთ, რომლითაც სტუმრებს ჩვენს აბანოში ვუმასპინძლდებით...
16/02/2026

🫖 ბანაობით მიღებული სიამოვნების აპოთეოზი და მაგვირგვინებელი ჩაი გახლავთ, რომლითაც სტუმრებს ჩვენს აბანოში ვუმასპინძლდებით.

🌟 ის პატარა, გამჭვირვალე შუშის ჭიქებით მიგვაქვს სტუმრებისთვის, ზუსტად ისე, როგორც ჩაიხანაში _ შაქრის ნატეხებითა და ლიმონით.

👉 სასურველი მასაჟისა და გოგირდის აბანოს შესარჩევად ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.chreli-abano.ge
✨ ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის მეშვეობით:0322 930093

📌 პროცედურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა.განტვირთვის ტრადიციული,უძველესი და მაინც კვ...
12/02/2026

📌 პროცედურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა.

განტვირთვის ტრადიციული,უძველესი და მაინც კვლავინდებურად დამამშვიდებელი, სტრესისა და დაღლილობის მომხსნელი - მასაჟი - ტრადიციული ქისა. 🕍

🖥 ტრადიციული ქისის მასაჟის დასაჯავშნად ეწვიეთ ჩვენს საიტს: http://chreli-abano.ge/
📞ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 0322 930093

🟦 ძვე­ლი თბი­ლი­სის აბა­ნო­ებს მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რი...
08/02/2026

🟦 ძვე­ლი თბი­ლი­სის აბა­ნო­ებს მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ას­რუ­ლებ­დნენ.

✍️ პო­ე­ტი იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი წერ­და: "წი­ნათ აბა­ნო მსურ­ველ­თათ­ვის ღია იყო, ხალ­ხს გა­თე­ნე­ბამ­დე შე­ეძ­ლო შიგ ყოფ­ნა. აბა­ნო ზოგ­ჯერ ჩა­მო­სუ­ლი გლე­ხი­სათ­ვის სას­ტუმ­როს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ას­რუ­ლებ­და. სა­ქო­ნელს ბაკ­ში მი­რე­კავ­და, თვი­თონ კი, გა­ბა­ნილ-გას­პე­ტა­კე­ბულს, ორ­შა­უ­რად მთელ ღა­მეს აბა­ნო­ში არ­ხე­ი­ნად ეძი­ნა... აბა­ნო­ში ქა­ლე­ბი მთე­ლი დღით რჩე­ბოდ­ნენ და სა­დი­ლობ­დნენ კი­დეც...

🗣 მერე ჩაის სმა იწყე­ბო­და... ეს იყო მათი კლუ­ბი­ცა და თე­ატ­რიც. გარ­და ამი­სა, ქა­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ აბა­ნო­ში გა­მო­ე­ფი­ნათ თა­ვი­ან­თი ტუ­ა­ლე­ტე­ბი და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი... ქალს ახა­ლი ტა­ნი­სა­მო­სი უეჭ­ვე­ლად აბა­ნო­ში უნდა ჩა­ეც­ვა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ჭან­კა­ლი ქა­ლე­ბი არც აბა­ნო­ში ივი­წყებ­დნენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ას. ბევ­რი ლა­მა­ზი ქა­ლის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლა აბა­ნო­ში, ბევ­რი სან­დო­მი­ა­ნი "ქალი და რძა­ლი" გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლა და ბევ­რი ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლიც აღ­მო­ჩე­ნია ქალს”.

#გააცოცხლეისტორია

თბილისელი ქალებისთვის აბანოს ტრადიციული მნიშნელობის გარდა, სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ძველ თბილისში ხანუმები და სადედამთილო...
05/02/2026

თბილისელი ქალებისთვის აბანოს ტრადიციული მნიშნელობის გარდა, სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ძველ თბილისში ხანუმები და სადედამთილოები გასათხოვარ ქალებს მხოლოდ,,ევას სამოსში“ აფასებდნენ და არჩევდნენ. 💙
✍️ ქალებისთვის აბანოში წასასვლელად თბილისში კონკრეტული დღე, რატომღაც, სამშაბათი იყო გამოყოფილი. ამ დღეს აბანოში წამსვლელი ქალები სახლიდან ალიონზე გამოდიოდნენ, რათა კაცებს ისინი ფერ–უმარილის გარეშე არ დაენახათ.
✍️ მამაკაცების შემთხვევაშიც, აბანო ქალაქური ბოჰემის ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ, ორთაჭალის ბაღებში დაწყებული ქეიფი აუცილებლად აბანოთი მთავრდებოდა.
#გააცოცხლეისტორია

💦 გამორჩეულად დიდი და ესთეტიკური VIP ოთახი ჭრელი აბანოს სტუმრებისთვის!თქვენ აქ გელოდებათ: 👇📍 ცივი და ცხელი გოგირდის წყლი...
02/02/2026

💦 გამორჩეულად დიდი და ესთეტიკური VIP ოთახი ჭრელი აბანოს სტუმრებისთვის!
თქვენ აქ გელოდებათ: 👇
📍 ცივი და ცხელი გოგირდის წყლის დიდი ზომის აუზი
📍 ფინური საუნა;
📍 მოსასვენებელი ოთახი;
📍 გასახდელი ოთახი;
📍 ტელევიზორი;
📍 საშხაპე;
📍 საპირფარეშო.
🖱 ამ სიამოვნების საკუთარ თავზე გამოცდის მსურველებს, ნომრის დაჯავშნა შეგიძლიათ საიტის: http://chreli-abano.ge/
📞 ან ცხელი ხაზის მეშვეობით :0322 930093

👉 აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი ეტყობათ. ეს XVII საუკუნის თბილისის არქიტექტურის მნიშვნელოვანი თვისებათ...
16/01/2026

👉 აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი ეტყობათ. ეს XVII საუკუნის თბილისის არქიტექტურის მნიშვნელოვანი თვისებათაგანია.

🟦 XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა ე.წ. "ჭრელი აბანო",რომელმაც სახელწოდება სხვადასხვა ფერის ფილების გამო მიიღო, რითაც მოპირკეთებულია მინარეთის მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული მისი კედლები.

➡ ჭრელ აბანოში სტუმრობა ერთი დიდი ისტორიული მოგზაურობაა, თუ, მით უფრო, ძველი თბილისური წეს-ჩვეულებებისა და იმჟამინდელი ამბების მოყვარულნი ხართ.
👉 ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.chreli-abano.ge

ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის მეშვეობით:0322 930093

✍️ აბანოთუბანი (აბანოების უბანი) თბილისის ერთ–ერთი უძველესი უბანია მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდ...
13/01/2026

✍️ აბანოთუბანი (აბანოების უბანი) თბილისის ერთ–ერთი უძველესი უბანია მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
🟦 ამ ადგილზე წარმოიშვა, სავარაუდოდ, “საკუთრივ ტფილისის” პირველი დასახლება. აბანოების უბანში და მის მიმდებარე “სეიდაბადში” შუასაუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. უბანი სახელგანთქმული იყო ცხელი წყლის წყაროებით, რომლებმაც აქ მრავალი აბანოს გაჩენა განაპირობა.
🟦 აბანოების სახელები ხშირად მათი მფლობელების სახელებთან ან მათ თავისებურებასთან იყო დაკავშირებული: XVII-XIX საუკუნეებში თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, “გრილი” (შიოევის), “ჭრელი” და სხვა აბანოები.

გამაახალგაზრდავებელი, სარელაქსაციო სახის მასაჟი ✨ 📍 პროცედურის შემდგომ შეამჩნევთ, რომ სახის კანის ტონი უფრო თანაბარი და ...
09/01/2026

გამაახალგაზრდავებელი, სარელაქსაციო სახის მასაჟი ✨
📍 პროცედურის შემდგომ შეამჩნევთ, რომ სახის კანის ტონი უფრო თანაბარი და ერთგვაროვანია.
📍 სახის კონტურები კი - მეტად მკაფიო და ბზინვარეა.
☺ სახის მასაჟის დასაჯავშნად ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.chreli-abano.ge

ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:0322 930093

შობას გილოცავთ! 🌟
07/01/2026

შობას გილოცავთ! 🌟

თბილისის გული სილამაზით მუდამ გამოირჩეოდა, თუმცა საახალწლო ორომტრიალი აქაურობასაც კი უფრო ჯადოსნურს ხდის 🌟ჭრელი აბანოს ს...
06/01/2026

თბილისის გული სილამაზით მუდამ გამოირჩეოდა, თუმცა საახალწლო ორომტრიალი აქაურობასაც კი უფრო ჯადოსნურს ხდის 🌟

ჭრელი აბანოს საახალწლო მოკაზმულობა💛

ახალ 2026 წელს გილოცავთ! 🌟
01/01/2026

ახალ 2026 წელს გილოცავთ! 🌟

30/12/2025

ჯადოსნური ახალი წელი 🌟💙

Address

აბანოს ქუჩა 2
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 23:00
Tuesday 09:00 - 23:00
Wednesday 09:00 - 23:00
Thursday 09:00 - 23:00
Friday 09:00 - 23:00
Saturday 09:00 - 23:00
Sunday 09:00 - 00:00

Telephone

+995 322 93 00 93

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჭრელი აბანო & სპა • Chreli Abano & Spa posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ჭრელი აბანო & სპა • Chreli Abano & Spa:

Share

Category

Our Story

ჭრელი აბანოს ოფიციალური გვერდი


  • ჭრელი აბანოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აბანოთუბანი, აბანოების უბანი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის. XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ იგივე “ჭრელი აბანო“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა. ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.