მარი მილორავას საკორექციო ცენტრი Body Care

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მარი მილორავას საკორექციო ცენტრი Body Care

მარი მილორავას საკორექციო ცენტრი Body Care თბილისი. ზ.ფალიაშვილის 41
ტელ: 577 71 96 06
სამუშაო საათები: 10.00 - 22.00 საათამდე
დასვენება- კვირა

ცენტრში მოგემასახურებიან პროფესიონალი მასაჟისტები, რომლებიც მრავალფეროვანი მასაჟებით იზრუნებენ თქვენს სხეულსა და განწყობაზე.
თქვენ გეძლევათ საშუალება სრულად დაიკმაყოფილოთ თქვენი ესთეტიკური მოთხოვნილებანი და დატკბეთ სხეულის ახალი ფორმებით
პროცედურებისა და დიეტების დანიშვნა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:

რელაქს-მასაჟები (ცხელი ქვების, შოკოლადის, არტ-სკრაბი, რელაქსი არო

მაზეთებით და ფეხისგულების მასაჟი)

საკორექციო და გასახდომი მასაჟები (ვაკუუმის, თაფლის, ლიმფოდრენაჟული, ანტიცელულიტური სპეციალური კრემით, ტალახიას და თიხის შეფუთვები, საუნა, წყალქვეშა მასაჟი, მასაჟი ,,бразильская попка,, აპარატები: პრესოთერაპია, ულტრაბგერითი კავიტაცია, ionto-komed და esma კომპლექსური პროგრამებით.)

სამკურნალო მასაჟები ( თქვენ გემსახურებათ ექიმი-რეაბილიტოლოგი, რომელიც ფლობს მასაჟის კლასიკურ და სპეციალურ მეთოდიკებს. მკურნალობაში აგრეთვე ჩართულია მრავალნაირი ფიზიოთერაპია- ულტრაბგერა, გალვანიკა, ამპლიპულსი, ვიბრო- და ინფრაწითელი თერაპია. ხერხემლის გაჭიმვა ხდება აპარატზე nuga best, სადაც უმტკივნეულო გაჭიმვის 40-წუთიანი სეანსი დიდ სიამოვნებას განიჭებთ)

ჩვენს ცენტრში გემსახურებათ პროფესიონალი კოსმეტოლოგები. სახის ღრმა და კომპლექსური წმენდა, სახის ასაჭიმი 3D-ლიფტინგი, ლიფტინგ-პროცედურები, აკნეს მკურნალობა, გასაახალგაზრდავებელი აპარატული პროცედურები, მეზოთერაპია, კონტურული პლასტიკა , პლაზმოლიფტინგი და ა.შ.


მობრძანდით...

ჩვენ ვეცდებით, რომ თქვენი სილამაზე და ჯანმრთელობა იყოს ჩვენი ერთობლივი შრომის ნაყოფი!

10/08/2024

ბადრიჯანი და მისი სასარგებლო თვისებები

დღეს “გაგაცნობთ” კიდევ ერთ კენკრას – ბადრიჯანს (დიახ, არ გაიკვირვოთ, ის კენკრაა:) )

გადავწყვიტე “გაგაცნოთ” იმიტომ, რომ არის “მოარული ჭორები” მისი უსარგებლობის შესახებ, ეს კი სრულიად უსაფუძვლო “შეურაცხყოფაა” მისთვის 🙂

eggplant-06ბადრიჯნის კანში შემავალი ანტაციანი (რაც ლურჯ შეფერილობას აძლევს) – იცავს ნერვულ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან და კვებავს ტვინს (ესეიგი შორს წევს ტვინის სიბერეს)
გლიკოზიდი სალასუნინი – კლავს სიმსივნურ უჯრედებს და მისი მიღება კარგი პროფილაქტიკაა ონკოდაავადებების წინააღმდეგ.

ასევე ბადრიჯნის ანტიოქსიდანტები გვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და რეკომენდებულია მისი მიღება განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში!

შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს – გამოყავს “ცუდი” ქოლესტერინი.
რეკომენდებულია თირკმლის დაავადებების დროს – როგორც სუსტი შარდმდენი და დიდი წყარო მინერალ კალიუმის, რომელიც ხსნის შეშუპებას.

მინერალების – სპილენძი, რკინა, კობალტი და მანგანუმი – შემცველობა განაპირობებს ბადრიჯნით კვების აუცილებლობას ანემიების დროს.

ბადრიჯანი დაბლა წევს გლუკოზის დონეს სისხლში – ამიტომ რეკომენდებულია დიაბეტურ კვებაში.
ასევე პოდაგრის დროს- ბადრიჯნის რბილობს (ამ შემთხვევაში კანის გარეშე) გამოჰყავს ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილები.

ბადრიჯანში შემავალი ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულებისთვის.

ბადრიჯნის ნახშირით ძველ ჩინეთში ითეთრებდნენ კბილებს.

100გრ ბადრიჯანში არის სულ 23 კკალ. ამიტომ ბადრიჯანი ძალიან კარგი დიეტური პროდუქტია.
დაჭრილი ბადრიჯანი ხმარების წინ სასურველია ჩავალბოთ მარილიან წყალში, რომ მწარე ნივთიერება სალანინის რაოდენობა შევამციროთ. შემდეგ კი მიირთვით გემრიელად. ასევე არ გირჩევთ სამკურნალო და დიეტური მიზნით ზეტში შემწვარი ბადრიჯნის გამოყენებას. კარგია ღუმელში გამომცხვარი ან მოხარშული (გემრიელ რეცეპტებს მალე შემოგთავაზებთ)

უკუჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი და მწვავე დაავადებები.

მიირთვით გემრიელად ეს ყველასათვის საყვარელი პროდუქტი და იყავით ჯანმრთელები!

ჩვენს ჯანმრთელობას კი კვება განაპირობებს…

თქვენი მარი მილორავა

10/08/2024

ბადრიჯნის ცივი ხიზილალა

მთელ-მთელი ბადრიჯანი (თავი და ბოლო მოვაჭრათ) გამოვაცხოთ უცხიმოდ ჰაერღუმელში (შეიძლება ტაფაზე დავასხათ ცოტა წყალი). პამიდორს გავაცალოთ კანი, დავჭყლიტოთ და გავწუროთ საცერში, რომ კურკები გავაცალოთ. გამომცხვარ ბადრიჯანს გავაცალოთ კანი.

ერთად ჩავყაროთ ბლენდერში ბადრიჯანი, პამიდორი, ოხრახუში, კამა ნიახური, ხახვი, ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით – ბადრიჯნის ხიზილალაც მზადაა!

დღეს მასალის წონები სპეციალურად არ შემოგთავაზეთ. მოიფიქრეთ თქვენი გემოვნებით და გექნებათ ინდივიდუალური მარგებელი და ოჯახური კერძი! 🙂

თქვენი მარი მილორავა

10/08/2024
ქლიავის პუდინგიმასალა: 1 ჭიქა ბრინჯი1 ლ რძე500 გრ ქლიავი6 ს.კ. შაქარი2 კვერცხიდარიჩინი და ვანილი გემოვნებითბრინჯი მოვხარ...
29/10/2021

ქლიავის პუდინგი

მასალა:

1 ჭიქა ბრინჯი
1 ლ რძე
500 გრ ქლიავი
6 ს.კ. შაქარი
2 კვერცხი
დარიჩინი და ვანილი გემოვნებით
ბრინჯი მოვხარშოთ რძეში, მოვაყაროთ ცოტა ვანილი ან დარიჩინი. ვხარშოთ 40 წთ, ბოლოს კი ჩავაყაროთ 2 ს.კ. შაქარი და კარგად ამოვურიოთ.

ბრინჯის მოხარშვა პუდინგისთვის ჯობია წინასწარ, რომ მოასწროს კარგად გაციება.

ტაფაზე გავაცხელოთ 4 ს.კ. შაქარი, რომ ფერი შეიცვალოს და დაკარამელიზდეს, შემდეგ ზედ დავაწყოთ კურკაამოცლილი ქლიავი (კანით ზევით). ცალკე ავთქვიფოთ 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული და ავურიოთ ბრინჯში, შემდეგ კი ეს მასა დავაყაროთ ქლიავს. (ზოგს მოსწონს ამ ბრინჯში ცოტა ლიმონის ცედრის ჩახეხვაც).

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40წუთი.

მიირთვით გემრიელად!

არ დაგავიწყდეთ, ტკბილი კერძი მცირე ულუფებით და დღის პირველ ნახევარში ჯობია. :)

თქვენი მარი მილორავა

ქათმის მწვადი ქლიავის სოუსშიმასალა: ქათმის ფილე 1 კგკურკადაცლილი ქლიავი 250-300 გრნიორი 2 კბილიზეთი 2 ს.კ.ხმელი სუნელი 1...
28/10/2021

ქათმის მწვადი ქლიავის სოუსში
მასალა:

ქათმის ფილე 1 კგ
კურკადაცლილი ქლიავი 250-300 გრ
ნიორი 2 კბილი
ზეთი 2 ს.კ.
ხმელი სუნელი 1-2 ჩ.კ.
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
ბლენდერში ავთქვიფოთ ქლიავი, მარილი, შაქარი, სანელებლები და ზეთი. ვთქვიფოთ 2-3 წუთი, რომ გახდეს ერთფეროვანი მასა. ჩავასხათ ქვაბში და ვადუღოთ 1-2წთ, თან ვურიოთ. ბოლოს ჩავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, გამოვრთოთ და გავაცივოთ. შემდეგ ჩავაწყოთ შიგ სამწვადედ დაჭრილი ქათმის ფილე და კარგად ამოვურიოთ.

შევდგათ მაცივარში მინიმუმ 1 საათით (შეგვიძლია მთელი ღამითაც დავტოვოთ). შემდეგ ეს არომატული ხორცის ნაჭრები თავის სოუსიანად დავყაროთ თაფაზე და შევწვათ ჰაერღუმელში (შეგიძლიათ ქვემოთ დაუდოთ წყლიანი თასი, რომ უფრო რბილი გამოვიდეს).

ასევე შეგიძლიათ წამოაცვათ ჩხირებზე და შეწვათ გრილზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს რბილი, წვნიანი და არომატული ქათმის მწვადი თქვენი სუფრის მთავარი მშვენება იქნება.

ასიამოვნეთ სტუმრებს!

თქვენი მარი მილორავა

შინდის უგემრიელესი სასუსნავითუ გინდათ ამ შემოდგომის მოღუშულ დღეებში მიირთვათ უგემრიელესი და მარგებელი ტკბილეული (და ამით...
27/10/2021

შინდის უგემრიელესი სასუსნავი

თუ გინდათ ამ შემოდგომის მოღუშულ დღეებში მიირთვათ უგემრიელესი და მარგებელი ტკბილეული (და ამით არ გასუქდეთ :)), გთავაზობთ ამ სეზონური ტკბილეულის ვარიანტს.

მასალა:

შინდი – 500გრ
თაფლი – 200მლ
ნიგოზი – 300გრ
ვიყიდოთ გადამწიფებული შინდი (ან დავყაროთ სინზე და დავამწიფოთ ოთახში), გავხეხოთ, ჩავასხათ ცოტა წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 15-20 წთ, თან ხშირად ვურიოთ. გადმოვდგათ და ოდნავ შევაციოთ. ამ დროში მოვამზადოთ ტაფა – წავუსვათ თხლად მცენარეული ზეთი, ზედ დავაფინოთ მის ზომაზე გამოჭრილი პერგამენტის ქაღალდი (ცოტა გვერდებზეც ადიოდეს), ქაღალდზეც წავუსვათ თხლად ზეთი და ზედ დავასხათ მზა პიურე. ამ ფენის სისქე სასურველია იყოს 5-7მმ, რომ მალე გამოშრეს.

ჰაერღუმელი უნდა იყოს გაცხელებული 150გრადუსზე. ტაფის შედგმამდე ჩავუწიოთ 100გრადუსზე და კარიც ოდნავ გამოღებული დავტოვოთ, რომ მალე გამოშრეს. მომზადებას ჭირდება დაახლოებით 1 სთ. შევამოწმოთ ასე – დავაჭიროთ თითი და ფსკერამდე არ უნდა ჩაიხვრიტოს და უნდა იყოს სქელი წებვადი მასა.
ამოვიღოთ, გავაცივოთ, მოვაძროთ ქაღალდი, დავახვიოთ.

ეს უკვე იქნება მზა შინდის ტყლაპი, რომელიც შეგვიძლია დავახვიოთ, შემოვახვიოთ ქაღალდი ტილოს პარკი და შევინახოთ მშრალ და გრილ ადგილას. ის ინახება მთელი წელი და შეგვიძლია გამოვიყენოთ სამკურნალო მიზნით ან ხორცის კერძებთან.

მაგრამ ასევე ეს მზა ტყლაპი შეგვიძლია სასუსნავად ვაქციოთ:

გავშალოთ ცივი ტყლაპი, მოვასხათ 1 ს.კ. თაფლი (კარგად წავუსვათ მთელ ზედაპირზე), მოვაყაროთ 50გრ მსხვილად დაფქვილი ნიგოზი (კარგად მივაბრტყელოთ ზემოდან კოვზით), ისევ ზემოდან მოვასხათ ცოტა თაფლი ზოლებად., დავახვიოთ ეს ტყლაპი ხის ფიცარზე და დავჭრათ სასურველ ზომებად (ჯობია პატარებად, რომ გემო ერთიანად იგრძნოთ).

ინგრედიენტები ვიანგარიშეთ 0,5კგ შინდზე. აქედან გამოგივათ რამოდენიმე ტყლაპი და თითოეულზე გადაანაწილეთ მასალის საერთო რაოდენობა.
ეს კერძი ძალიან სასარგებლოა: ამაღლებს იმუნიტეტს, გვაძლევს ძალას და ენერგიას.

სასუსნავი სიურპრიზად მიართვით ტელევიზორთან წამოგორებულ ოჯახის წევრებს და ისიამოვნეთ რეაქციით 🙂
თქვენი მარი მილორავა

როგორ „მოვატყუოთ“ შემოდგომა?ყველამ ვიცით, რომ შემოდგომის დადგომისთანავე იმატებს მადა და წონის მომატების საშიშროებაც დგებ...
27/10/2021

როგორ „მოვატყუოთ“ შემოდგომა?

ყველამ ვიცით, რომ შემოდგომის დადგომისთანავე იმატებს მადა და წონის მომატების საშიშროებაც დგება. ეს ბუნებრივი პროცესია – ორგანიზმი ზამთრისთვის „მარაგს“ იგროვებს… მაგრამ ეს საერთოდაც არაა სასიხარულო განმარტება :)

როგორ მოვიქცეთ? როგორ „მოვატყუოთ“ შემოდგომა? :)

გადახედეთ თქვენს რაციონს და მიხვდებით, სადაა „ძაღლის თავი დამარხული“. შეიტანეთ კვების სიაში მეტი ხილი და ბოსტნეული. დილით დაიწყეთ დღე ჭიქა წყლით, შემდეგ მიირთვით ხილი და მხოლოდ ამის შემდეგ – საუზმე. ჭამის შუალედში (ან ყავაზე სამსახურში) მიირთვით ატამი, ვაშლი ან ქლიავი. თუ უფრო ტკბილი გინდებათ მოასხით გახეხილ ხილს 1 კოვზი თაფლი. ეს განსაკუთრებით უხდება შემოდგომაზე სისხლის II ჯგუფს. მაკარონის გარნირი შეცვალეთ ლობიოთი, სატაცურით, ყვავილოვანი კომბოსტოთი.
პური – დღეში 1-2 ნაჭერი ჭვავის პური (სასურველია დღის პირველ ნახევარში) მოგაწოდებთ B ჯგუფის ვიტამინებს. სასურველია ჯერ მიირთვათ სადილი, ბოლო ლუკმები კი პურთან ერთად. ამ სქემით დანაყრებული კუჭი პურს ნაკლებს მოითხოვს.
კერძის მომზადების მეთოდს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და „მავნე“ პროდუქტიც კი შესაძლოა სასარგებლოდ გადაიქცეს: მაგალითად კარტოფილი – ეს კარგი და საჭირო პროდუქტი შემწვარ მდგომარეობაში კალორიებისა და ცხიმების „ბომბია“. კანიანად მოხარშული, ფოლგაში შემწვარი კარტოფილი, ან უცხიმო პიურე გარნირად კი ძალიან საჭირო პროდუქტი და კალიუმის წყაროა. ეს ყოველივე შეგიძლიათ არხეინად მიირთვათ კვირაში 1-2-ჯერ.
ასევე სალათები ჯობია მივირთვათ მაიონეზის გარეშე, ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით.

ხორცი და თევზი ჯობია გრილზე შემწვარი, ან მოხარშული.

თუ დღის განმავლობაში გვინდა მეტი „ჭია გავაჩუმოთ“ გამოიყენეთ ამისთვის კომბოსტოს მწნილი (ზეთით და ხახვით), სტაფილო ზეთით, ბოსტნეულისა და სოკოს სუპი, კეფირი. საღამოობით კარგია მოხარშული თეთრი ხორცი (შეგიძლიათ მაიონეზის მაგივრად აურიოთ კეფირში და მოაყაროთ სანელებლები). ეს ცილოვანი საკვები დიდი ხნით დაგანაყრებთ.
შემოდგომის გრილ დღეებში დეპრესია რომ არ მოგვეძალოს (რასაც აუცილებლად მოსდევს მადის გაძლიერება), შევეცადოთ „გავიხედოთ მაცივრის იქით…“ :) შეადგინეთ სია თქვენთვის სასიამოვნო გართობებისა და დაკიდეთ მაცივართან ახლოს. რთულ წუთებში ჩაიხედეთ ამ “to enjoy list”-ში და გადაერთეთ – კითხვაზე, სასიამოვნო ფილმზე (სიაში ეს შეიტანეთ წინასწარ), სამოგზაურო ბუკლეტებზე (მომავლისთვის), ცეკვაზე (როგორც ყველაზე სასიამოვნო და ხალისიან ვარჯიშზე) და ა.შ. რაც უფრო მრავალფეროვანია თქვენი სია, მით უფრო საინტერესოა ცხოვრება და თქვენი პიროვნებაც.

Body Care გისურვებთ ოქროსფერ და თბილ შემოდგომას!

ხურმა – შემოდგომის საჩუქარი ბუნებისაგან!დღეს გაგაცნობთ შემოდგომის კიდევ ერთ საჩუქარს ბუნებისგან – ეს გახლავთ ხურმა!ft232...
26/10/2021

ხურმა – შემოდგომის საჩუქარი ბუნებისაგან!

დღეს გაგაცნობთ შემოდგომის კიდევ ერთ საჩუქარს ბუნებისგან – ეს გახლავთ ხურმა!ft232a_1

ამ პროდუქტმა, შეიძლება ითქვას, “სულზე მოგვისწრო” შემოდგომის დეპრესიის და ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.

განწყობას გვიმაღლებს არამარტო პროდუქტის ხალისიანი მზიური ფერი, არამედ მისი შემადგენლობაც. ხურმით და კარალიოკით შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ შოკოლადი და ნამცხვრები.

ხურმა შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზას, რომელიც სიტკბოთი გვაკმაყოფილებს და არ გამოყოფს ზედმეტ ინსულინს. ეს ძალიან ტკბილი პროდუქტი მალე იძლევა დანაყრების შეგრძნებას და ამით შეუცვლელია დიეტის დროს ტკბილის მოყვარულთათვის. თანაც ამ ხილს ხომ მხოლოდ 60კკალ აქვს 100გრ პროდუქტზე.

ხურმა შეიცავს:

მინერალებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ვაშლი. ამიტომ მას ზოგჯერ “გულის ვაშლსაც“ უწოდებენ.
დიდი რაოდენობით რკინას – ამიტომ კარგია ანემიის დროს.
ბეტა-კაროტინს – რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, შლია თავისუფალ რადიკალებს და ამით ებრძვის კანის სიბერეს. შეგვიძლია სეზონზე გამოვიყენოთ ხურმის ნიღბები ნაღებით ან არაჟნით.
C და B ვიტამინები ხურმაში იცავს ჩვენს კაპილარებს.
გამოიყენეთ ხურმა და კარალიოკი დიეტის დროს და ვერც კი იგრძნობთ, რომ დიეტაზე ხართ! J

ხურმით შეიძლება ისაუზმოთ, მიირთვათ ის კვების შუალედებში და აგრეთვე მოიწყოთ განტვირთვის დღეები (1,5კგ ხურმა ან კარალიოკი და 2 ლ სითხე. შეიძლება ასევე დავამატოთ 200გრ ჭვავის პური და ნახევარი ჭიქა 1%-იანი კეფირი)

ასევევ შეიძლება ხურმისგან სეზონზე მოვამზადოთ დიეტური და გემრიელი კერძები.

ხურმის მიღება არაა რეკომენდებული დიაბეტის, ალერგიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნაწიბურივანი პროცესების და ძლიერი ყაბზობის დროს.

გამოიყენეთ სეზონური პროდუქტები! ისინი ამ დროს განსაკუთრებით მარგებელია.

თქვენი მარი მილორავა

Address

ფალიაშვილის 41
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარი მილორავას საკორექციო ცენტრი Body Care posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მარი მილორავას საკორექციო ცენტრი Body Care:

Share

Category