05/05/2026
🏵️ იოგათერაპიის ჯგუფი არის ცოცხალი ორგანიზმი. თითოეული ვარჯიში, თითოეული შეხვედრა ტარდება ინტუიტიურად, იმ დღის, იმ წუთის, იმ მონაწილეთა ერთიანი ველის მოთხოვნის შესაბამისად შერჩეული პრაქტიკების გამოყენებით.
🌼 ყველა შეხვედრა დამოუკიდებელი მოგზაურობაა თვითშემეცნების ფერად სამყაროში და თან კიბის მორიგი საფეხურია მიზნისკენ: ,,შეიცან თავი შენი"
🪷 იოგათერაპია მოიცავს ფიზიკურ, (იოგას ასანები), მენტალურ, (აქტუალური თემა აქ და ახლა), ემოციურ, (ღრმა და ეფექტიანი სუნთქვითი სავარჯიშოები), შემოქმედებით (არტთერაპია) პროცესებს, რომელთა საშუალებით ჩვენ ვმეგობრობთ სხეულთან, ემოციებთან, ფიქრებთან და მათ მიღმა არსებულ სამყაროსთან, სადაც ჩვენი უნარების, რესურსების, შესაძლებლობების კალეიდოსკოპი გველის.
🌺 და დიახ! იოგათერაპია ცოცხალი პროცესია! მას ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს, ის მხოლოდ ერთიან ველში მყოფობით და სრული ჩართულობით განიცდება, შეიგრძნობა.
💮 მე მზად ვარ გაგიზიაროთ დღემდე მიღებული ცოდნები, გამოცდილება და სიყვარული ზუსტად იმ დოზით, რის გამოტარებასაც შევძლებ თითოეული შეხვედრის დროს, წრფელი გულით, სრული მინდობით.
🙏 ნინო ჩუბინიძე. ❤️
კურსის დეტალები:
📅 13 და 27 მაისი
🕞 დასაწყისი 18:30
⏳ხანგრძლივობა 2-2.5 სთ
💲დასწრების ღირებულება 90 ლარი
📍 მისამართი: ზვიად გამსახურდიას N98 (სადარბაზო 1, სართული 3)
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:
📞 ტელეფონი: +995 511 227 515
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
#იოგათერაპია #მენტალურიჯანმრთელობა