15/06/2020
სასიამოვნო სიახლე!
უპრეცენდენტო აქცია!
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (მიხაილოვის საავადმყოფო) გთავაზობთ
30 % იანი საზაფხულო ფასდაკლებას,
როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სერვისებზე.
კლინიკის შესახებ
შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” (ყოფილი ,,მიხაილოვის” საავადმყოფო) არსებობის 160 წლიან ისტორიას ითვლის. შესაბამისად ის პირველი საავადმყოფოა მთელს კავკასიაში.
2012 წლიდან კლინიკა გადავიდა ახალ მისამართზე ( ლუბლიანას 33), ახალ შენობაში და აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.
კლინიკა პაციენტებს სთავაზობს, ერთ სივრცეში, სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს, ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:
1. გადაუდებელი დახმარება; ხელმძღვენელი - პროფესორი ზ.ლურსმანაშვილი
2. კრიტიკული მედიცინა; ხელმძღვენელები - ქ. ქვარცხავა , მ. ფოცხვერაშვილი
3. ნეიროქირურგია; ხელმძღვენელი - კ.მეფარიშვილი
4. ყბა-სახის ქირურგია; ხელმძღვენელი - მ.დეკანოსიძე
5. ზოგადი ქირურგია; ხელმძღვენელი - კ.ზურაბაშვილი. წამყვანი სპეციალისტები პროფესორი ა.ანთაძე; პროფესორი თ.სესიტაშვილი
6. ანგიოქირურგია; ხელმძღვენელი - გ.ხელაძე
7. გინეკოლოგიური ქირურგია; ხელმძღვენელი - ი. ქიტიაშვილი
8. კარდიოლოგია; ხელმძღვენელი - მ.შუშანია
9. ტრავმატოლოგია; ხელმძღვენელი - ბ.მოდებაძე
10. ტოქსიკოლოგია; ხელმძღვენელი - ს. კუტუბიძე
11. თერაპია; ხელმძღვენელი - ნ. რატიანი, წამყვანი სპეციალისტი პროფესორი ა.სარიშვილი
12. ნევროლოგია; ხელმძღვენელი - ზ.აბულაძე
13. ლაბორატორია; ხელმძღვენელი - ვ.ქაჯაია
14.კარდიოქირურგია; ხელმძღვენელი - ა.კვიციანი
15.ონკოქირურგია; ხელმძღვენელი - პროფესორი ა.ალადაშვილი
16.ონკოლოგია; ხელმძღვენელი - ი.ელიავა
17.ანტირაბიული სამსახური - ვ.ლომიძე
18. ამბულატორია-დიაგნოსტიკა; ხელმძღვენელი - ზ.ოქროპირიძე
(რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ინვაზიური რადიოლოგია, ექოსკოპია, ენდოსკოპია, ლაპარასკოპია, გინეკოლოგია, ფიზიოთერაპია, მანუალური თერაპია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ელექტროკარდიოგრაფია, რევმატოლოგია, სტომატოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია).
კლინიკის მუშაობის პრინციპები და მეთოდები ბევრი სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამაგალითოა. გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, აქ შექმნილია კლინიკის ხარისხის მართვის კომისია კ.გეგეშიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ახორციელებს სამედიცინო პერსონალის დროულ და ადეკვატურ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფასა და პერიოდულ მონიტორინგს; პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას/დანერგვას.
ადმინისტრაციის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ექიმების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, პროფესიული ზრდა; მუდმივად მოწმდება და იზრდება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის მუშაობის ხარისხი.
საავადმყოფოში ფუნქციონირებს რეზიდენტურა ( ხელმძღვანელი - ტარიელ გამყრელიძე), ასევე კლინიკა არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბევრი სხვა სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა,
კმაყოფილი პაციენტი – კლინიკის მთავარი ორიენტირია!
კლინიკა გთავაზობთ მსოფლიო დონის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის, ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით. აქ დასაქმებული ექიმები არიან კომუნიკაბელურები, კეთილგანწყობილები პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ, გაწონასწორებულები, ინოვაციურები; გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, არ არიან მიკერძოებულები, პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ პაციენტის ინტერესებს, ზრუნავენ კლინიკის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქვთ ლიდერობის, გადაწყვეტილებების დასაბუთების , სტრესული სიტუაციების გამკლავების , კარგი კომუნიკაციის (ზეპირი, წერილობითი), გუნდური მუშაობის, საქმის ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მაქსიმალურად მოკლე დროში მიღების უნარები.
დღეისათვის მთავარი სიახლე არის ის რომ გაიხსნა უახლესი აპარატურით აღჭურვილი კარდიოქირურგიის დეპარტამენტი, რაც უზრუნველოფს კარდიოლოგიური სამსახურის სრულყოფილ ფუნქციონირებას, შესაბამისად კარდიოლოგიურ სამსახურში ხორციელდება პაციენტების მომსახურების სრული ციკლით უზრუნველყოფა. სრული დატვირთვით ფუნქციონირებს კარდიოლოგიური და კარდიოინვაზიური დეპარტამენტები.
ასევე მთავარ სიახლე წარმოადგენს ის რომ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო "Ärztezentrum: Georgisch-Deutsche Consilium"-მა, "სამედიცინო ცენტრმა: ქართულ-გერმანული კონსილიუმი".
მისი საპატიო კონსულტანტია მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, გერმანიაში რობოტული ქირურგიის ერთ-ერთი პიონერი პროფესორი როლანდ კრონერი, საქართველოს მხრიდან ონკოლოგიისა და ქირურგიული ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი არჩილ ალადაშვილი. კონსილიუმი მოემსახურება ყველა ნოზოლოგიის პაციენტს, ხორციელდება კვლევის სრულყოფილი სპექტრი, Tumor board-ის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. ოპერაციული მკურნალობის არჩევის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ღია და ლაპარასკოპიული, ასევე რობოტული (da vinci) მეთოდით.
2019 წელს პირველად საქართველოში!!!
პროფესორ არჩილ ალადაშვილის თაოსნობით, იტალიურ კომპანია „მედიკას“ და ქართულ სამედიცინო კომპანია 1m თან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად დაინერგა ჰიპერთერმული, ინტრაოპერაციული, მაღალდოზირებადი ქიმიოთერაპიის მაღაღალტექნოლოგიური მეთოდი, შეძენილ იქნა იტალიაში წარმოებული ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატი. კომპანია მედიკას წარმომადგენელთან, დოქტორ, სერჯიო ემილიანთან და პროფესორ არჩილ ალადაშვილთან ერთად ჩატარდება პირველი ოპერაციები , აღსანიშნავია რომ ამ მეთოდით ხორციელდება შორსაწასული სიმსმსივნეების მკურნალობა. დღემდე წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ამ მეთოდით ტარდებოდა პროცედურები სამეცნიერო და ჰუმანიტარული მიზნებით, დღეიდან „ ცხელი ქიმია“ ყველა შესაბამისი პაციენტისათვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში და აღარ მოუწევთ პაცენტებს საზღვრგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება.
ასევე მთავარი სიახლე არის ის რომ კლინიკამ აისოს სერტიფიკატი მოიპოვა რისთვისაც უზარმაზარი სამუშაოს ჩატარება და კლინიკის ფუნქციონირების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა გახდა საჭირო.
2018 წელს თრომბოლიზისი დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ჩვენი კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში (განყოფილების უფროსი - ექიმი ნევროლოგი ზვიად აბულაძე). ჩვენი კლინიკა აღჭურვილია შესაბამისი გამოცდილების მედ-პერსონალით და ყველა საჭირო ტექნიკურ-მატერიალური საშუალებით, რაც თრომბოლიზის წარმატებით წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს. ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, შრომისუუნარობის და ინვალიდობის ყველაზე ხშირი მიზეზია, სიკვდილის მიზეზებს შორის კი მეორე ადგილს იკავებს. ინსულტის შედეგად განვითარებული უნარშეზრუდულობა უდიდესი მორალურ-ფსიქოლოგიური და მატერიარული ტვირთია არამარტო ავადმყოფისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, არამედ უზარმაზარ სოციალურ და ფინანსურ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის. ათეული წელია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში იშემიური ინსულტის მკურნალობაში წარმატებით გამოიყენება თრომბოლიზისი, რომელიც რამდენიმე თვეა ჩვენი ქვეყნის ერთეულ კლინიკებშიც დაინერგა. თრომბოლიზისი იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს. თრომბოლიზისის საშუალებით შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. პაციენტს , რომელსაც მწავედ განუვითარდება რომელიმე სიმპტომი ან სიმპტომთა ერთობლიობა: მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, ძალის დაქვეითება კიდურებში, რაც შეიძლება დროულად უნდა მომართოს ჩვენს კლინიკას !!! კლინიკაში მოთავსება და მკურნალობის დროული დაწყება დაიცავს ავადმყოფს სიცოცხლისთვის საშიში გართულებისა და ინვალიდობის მაღალი რისკისგან.
უახლოეს მომავალში დასრულდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მონტაჟი და ფუნქციონირებას დაიწყებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მრტ ს კაბინეტი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარება შესაძლებელია GE ტიპის ტომოგრაფით, რომელიც პაციენტებს კიდევ უფრო დიდ კომფორტს სთავაზობს წინამორბედებთან შედარებით:
• აპარატზე დამონტაჟებული ტელევიზორი, სადაც შესაძლებელია კვლევის პროცესში სასურველი ჩანაწერის ყურება
• განიერი გვირაბი, რომელიც თავიდან აგაცილებთ შიშსა და კლაუსტროფობიას.
• უმაღლესი ხარისხის გამოსახულება
• მთელი სხეულის სკრინინგული კვლევა ონკოდაავადებების გამოსავლენად
• 220 კგ მდე წონის პაციენტების გამოკვლევის შესაძლებლობა
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
მისამართი: ლუბლიანას ქ. N 33; 0159 თბილისი, საქართველო
ტელ.: 2951100 ელ. ფოსტა: iverpharm@yahoo.com