ცენტრი 4&8 • Center 4&8

ცენტრი 4&8 • Center 4&8 4&8 - სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი

4&8 - სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი
Center of Sexology and Psychology

სერვისები:
✎ ფსიქოთერაპია & ტრენინგები
✎ სექსოლოგია & ესთეტიკური გინეკოლოგია
✎ ვენეროლოგია & უროლოგია
✎ ენდოკრინოლოგია
✎ ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები

 #შინაგანიბავშვი 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:შინაგანი ბავშვი ყველა ჩვენგანში ცხოვრობს. 👧🏼🧸  ის ჩვენი ფსიქიკის ის ნაწილია, რო...
08/09/2025

#შინაგანიბავშვი 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:

შინაგანი ბავშვი ყველა ჩვენგანში ცხოვრობს. 👧🏼🧸 ის ჩვენი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელსაც ბავშვობისდროინდელი ყველა გამოცდილება — სიხარული, შიში, სევდა, დაუკმაყოფილებელი სურვილები და გამოუთქმელი ემოციები დააქვს.
ეს არის გასაღები ჩვენი პირველადი ემოციებისკენ, რომლებსაც შესაძლოა დღევანდელ ქცევებსა და ურთიერთობებზე გაუცნობიერებლად გავლენა ჰქონდეს.

💔 როცა შინაგანი ბავშვთან კავშირს ვკარგავთ
კავშირის დაკარგვა ნიშნავს სპონტანურობის, ემოციური ცოცხალობის და სიამოვნების განცდის დაკარგვას. ის ჩვენი კომპასივით მუშაობს და მიგვითითებს იმ მოუშუშებელ ჭრილობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გვტკივა. 🤕

როდესაც შინაგანი ბავშვს ვუსმენთ, იმედგაცრუება ხშირად თანაგრძნობად იქცევა. საკუთარ თავს ვუყურებთ არა როგორც „დაუფასებელ დიდს“, არამედ როგორც „დავიწყებულ პატარას“. 🥺

როგორ დავამყაროთ კავშირი შინაგან ბავშვთან? ✨
ესაუბრე მას პატივისცემით. 🙏🏼

გამოკვებე ის ყველაზე ძვირფასი სიტყვებით:
* მიყვარხარ ❤️
* მე მესმის შენი.
* ვწუხვარ.
* მადლობა.
* მაპატიე.
* გპატიობ.
* მე შენთან ვარ.

ამ საუბრით მას შეუქმნი იმ განცდას, რომ დანახულია, დაფასებულია და აღიარებულია. 💫

გაგვიზიარე შენი აზრები და გამოცდილება კომენტარებში. გჯერა თუ არა შინაგან ბავშვთან კავშირის? 🤔

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

“ყველა ქალს, ვინც ამას კითხულობს და ცნობს ამ სიმპტომებს, მინდა ვუთხრა – თქვენ არ ხართ მარტო!”📲 ვიზიტის დასაჯავშნად  დაგვ...
07/09/2025

“ყველა ქალს, ვინც ამას კითხულობს და ცნობს ამ სიმპტომებს, მინდა ვუთხრა – თქვენ არ ხართ მარტო!”

📲 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 514 00 44 88
🏬 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ)

სექსოლოგია თანამედროვე მედიცინისა და ფსიქოლოგიის ინტეგრირებული მიმართულებაა, რომელიც ადამიანის სექსუალურ ჯა....

 #მიზანი  #კონცენტრაცია  #დროისმენეჯმენტი 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:ხშირად გვგონია, რომ ყველაფრისთვის დრო არ გვყოფნის⏳ ვეძ...
01/09/2025

#მიზანი #კონცენტრაცია #დროისმენეჯმენტი 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:

ხშირად გვგონია, რომ ყველაფრისთვის დრო არ გვყოფნის⏳
ვეძებთ საათებს, დღეებს, კვირებს, თითქოს მეტი დრო გადაგვარჩენს ⏱️

სინამდვილეში კი პრობლემა დროის რაოდენობაში არ არის — მთავარი არის რაზე ვკონცენტრირდებით 🎯

დრო ყოველთვის საკმარისია იმისთვის, რაც მართლა მნიშვნელოვანია ✨

მაგრამ როცა გონება დაქსელილია ათას წვრილმანში, როცა ყურადღება გაფანტულია 🤯 ჩვენ ვკარგავთ ენერგიას და გვგონია, რომ წუთები ხელიდან გვეცლება 📉

შენ არ გჭირდება მეტი დრო! ⌛ შენ გჭირდება მეტი კონცენტრაცია! 🧠

როცა ირჩევ ერთ საქმეს, ერთ ნაბიჯს, ერთ მიზანს და მთელი შენი ენერგია სწორედ მას მიემართება, დრო საოცრად საკმარისი ხდება ✅
ნამდვილ შედეგს არ ქმნის საათების რაოდენობა, 💯 არამედ ის სიზუსტე, სიღრმე და ყურადღება, რომლითაც შენ ამ წუთს იყენებ. 🚀

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

 #დაიწყედღეს  💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:ჩვენ ხშირად წარსულის აჩრდილებში ვიკარგებით ან მომავლის ოცნებებში ვცურავთ, მაგრამ ნ...
31/08/2025

#დაიწყედღეს 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:

ჩვენ ხშირად წარსულის აჩრდილებში ვიკარგებით ან მომავლის ოცნებებში ვცურავთ, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება ყოველთვის მხოლოდ დღეს, აქ და ახლა ხდება ✨

#გუშინ წარსულია – დასრულებული, გადაღლილი და მხოლოდ მოგონებად დარჩენილი ⏳

#ხვალ კი ჯერ არ დამდგარა – ის მხოლოდ ჩვენი ფიქრებისა და მოლოდინების სცენარია 💭

ერთადერთი დრო, რომელიც ნამდვილად ჩვენია, სწორედ დღეს, ახლაა. ეს წამი, სუნთქვა, შეგრძნება, - ეს რეალური მომენტია, სადაც ვცხოვრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ არჩევანს ✅

ჩვენი სიხარული, მწუხარება, შეყვარება, შიში, სიყვარული – ყველაფერი ეს სწორედ ამ წამში ხდება. ნამდვილი ცხოვრება მაშინ იწყება, როცა ამ მომენტს ვამჩნევთ, ვაძლევთ მას მნიშვნელობას და სრულად ვცხოვრობთ მასში 💫

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

29/08/2025

👩‍⚕️ ჩვენი ცენტრის დამფუძნებელი, გინეკოლოგ-სექსოლოგი ეკა დარასელია ძალიან საინტერესო ინტერვიუს გიზიარებთ

▶️ #ვაგინიზმი არის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება საშოს გარშემო არსებული კუნთების უნებლიე, რეფლექსური შეკუმშვით (სპაზმით) სქესობრივი აქტის, ტამპონის გამოყენების ან გინეკოლოგიური გასინჯვის მცდელობისას. ეს სპაზმი არ ექვემდებარება ქალის ნებას და პენეტრაციას ხდის მტკივნეულს, არაკომფორტულს ან სრულიად შეუძლებელს

📣 დაგვეთანხმებით, ეს საკითხი უზომოდ საინტერესოა, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს აღნიშნულ პრობლემებზე ხმამაღლა და ამ თემების განხილვა პროფესიონალის გადმოსახედიდან ნამდვილად მრავლიმთქმელი და ინფორმატიულია

📲 ვიზიტზე ჩასაწერად კი დაგვიკავშირდით: +995 514 00 44 88
🏬 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ)

 #მშობლები და  #შვილები 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:ბავშვისთვის მშობლის სიყვარული ის საწყისი ნიადაგია, სადაც მისი ძალა, სითბ...
28/08/2025

#მშობლები და #შვილები 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:

ბავშვისთვის მშობლის სიყვარული ის საწყისი ნიადაგია, სადაც მისი ძალა, სითბო და თავდაჯერებულობა იზრდება 🌱❤️

ჩვენ პირველი სამყაროს ხმა და სარკე ვართ. იმ გზით, როგორადაც ჩვენ ვუყურებთ შვილებს, ისინი სწავლობენ საკუთარ ღირებულებას ✨

თუ ვეხებით სითბოთი – აცნობიერებენ, რომ სითბოს ღირსნი არიან 🤗
თუ ვუსმენთ ყურადღებით – სწავლობენ, რომ მათი გრძნობები მნიშვნელოვანია 🗣️

მშობლის როლი მხოლოდ წესების დადგენა არაა. ეს არის უსაფრთხო სივრცის შექმნა, სადაც ბავშვი იკვლევს საკუთარ თავს, უშვებს შეცდომებს, ტირის, ხარობს და ამ ყველაფერში მაინც მიღებული და სასურველია 🏡💖

ხშირად გვგონია, რომ სრულყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ ბავშვებისთვის ყველაზე ძვირფასი იდეალური კი არა, ცოცხალი და ემპათიური მშობელია — ის, ვინც არ ერიდება შეცდომების აღიარებას და სიყვარულის დაბრუნებას ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებს 🫂🌟

ბავშვი გაიზრდება, მშობლის სიტყვები კი მის გულში დარჩება – როგორც ფესვები, რომლებზეც დგას მთელი მისი ცხოვრება 🌳❤️

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

🛣️ თუ გვეცოდინება, სად მივდივართ, ყოველთვის ვიპოვით სწორ გზას, თუნდაც ნელა ვიაროთ. რადგან ცხოვრება მარათონია და არა მოკლ...
21/08/2025

🛣️ თუ გვეცოდინება, სად მივდივართ, ყოველთვის ვიპოვით სწორ გზას, თუნდაც ნელა ვიაროთ. რადგან ცხოვრება მარათონია და არა მოკლე დისტანცია. მიმართულების სწორად არჩევა კი ერთადერთი გზაა, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს.

🎯 ხშირად ვცდილობთ, რომ მიზნამდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ, მაგრამ არ ვფიქრობთ, სწორი გზით მივდივართ თუ არა.

🧠 როცა მხოლოდ სისწრაფეზე ვართ კონცენტრირებული, გვავიწყდება, რომ ჩვენს გზას აზრი და მიზანი უნდა ჰქონდეს.

👉 თუ ჯერ კიდევ გზაჯვარედინზე ხარ და არ იცი, საით უნდა წახვიდე, დაგვიკავშირდი და ჩვენი ფსიქოლოგები საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენაში დაგეხმარებიან

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

საყვარელი საქმის კეთება არასდროსაა დროის კარგვა — ეს შენი განვითარების, ბედნიერების და ენერგიის წყაროა ✨ როცა საქმე გიყვ...
20/08/2025

საყვარელი საქმის კეთება არასდროსაა დროის კარგვა — ეს შენი განვითარების, ბედნიერების და ენერგიის წყაროა ✨ როცა საქმე გიყვარს, მასში მთლიანად იხარჯები და ეს დახარჯული ენერგია გაორმაგებული გიბრუნდება 💖 ასეთი საქმეები კი შენში დადებით ემოციებს აღვიძებს

😊 საყვარელი საქმიანობის პროცესი გვავსებს, გვასწავლის და გვმატებს უნარებს, რომელიც გვეხმარება, რომ წარმატებულები ვიყოთ 🚀

ამის ნათელი მაგალითია კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესის სფეროში მუშაობენ, ნაკლებად განიცდიან სტრესს 🧘 თუ გსურს, უფრო მეტად შეიცნო საყვარელი საქმიანობის დადებითი მხარეები, შეგიძლია, დაიწყო საკუთარი თავის დაკვირვება

👀 აღმოაჩინე ის, რაც შენს გულს ახარებს და მას ყოველდღიურად დაუთმე დრო ⌛ ასე იპოვი შენს ნამდვილ მოწოდებას. 🗺️

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

🌿 დასვენება და განტვირთვა ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ☀️ ზაფხულის შვებულება კი იდეალური დროა, რომ ყოველდ...
18/08/2025

🌿 დასვენება და განტვირთვა ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ☀️ ზაფხულის შვებულება კი იდეალური დროა, რომ ყოველდღიურ სტრესს გავექცეთ და გონებრივი თუ ფიზიკური რესურსები აღვიდგინოთ

🏖️ როცა სამსახურისგან და საზრუნავისგან ვისვენებთ, ტვინი მშვიდდება და შემოქმედებითი აზროვნებისთვის მეტი სივრცე ჩნდება
✨ ეს პროცესი გვეხმარება, რომ დაგროვილი დაღლილობა და ნეგატიური ემოციები მოვიშოროთ

😌 როდესაც ჩერდებით, თუნდაც მცირე ხნით, ამ დროს თქვენში ახალი ენერგია იბადება
🔋 ეს ახალი ენერგია კი საშუალებას გვაძლევს, რომ რუტინას განახლებული ძალებით დავუბრუნდეთ

💪 ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ დასვენების – ის თქვენი განვითარების და წარმატების განუყოფელი ნაწილია

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

 #მოტივაცია 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:რატომ ვფიქრობ ბევრს, მაგრამ არაფერს ვაკეთებ? 🤔➡️🏃‍♀️თავში ათასი იდეა გიტრიალებს, მაგ...
08/08/2025

#მოტივაცია 💬 ფსიქოლოგი ნია ალფაიძე:

რატომ ვფიქრობ ბევრს, მაგრამ არაფერს ვაკეთებ? 🤔➡️🏃‍♀️
თავში ათასი იდეა გიტრიალებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ერთ ადგილს ტკეპნი? 🤯 შენ მარტო არ ხარ! აი 9 მიზეზი, თუ რატომ ხდება ასე:

მარცხის შიში 😟 – გირჩევნია იოცნებო, ვიდრე გარისკო და შეცდომა დაუშვა.

პერფექციონიზმი ✨ – "ან იდეალურად, ან საერთოდ არა!" – თუ ეს შენი დევიზია, დაწყება ყოველთვის გაგიჭირდება.

ინფორმაციული გადატვირთვა 🧠💥 – იმდენს კითხულობ და სწავლობ, რომ გონება იღლება და ვეღარ ირჩევ, საიდან დაიწყო.

ზედმეტი ანალიზი 🤔 – ფიქრებში ჩაძირვა ბევრად მარტივია, ვიდრე რეალური ნაბიჯის გადადგმა.

გეგმის არქონა 🗺️🤷‍♂️ – როცა არ იცი, საით მიდიხარ, ყველა გზა ნისლშია გახვეული და ენერგიაც იფანტება.

დაბალი ენერგია 🔋📉 – ფიზიკურად და მენტალურად თუ დაცლილი ხარ, მოქმედების ძალაც აღარ გრჩება.

შინაგანი ბრძოლა 😇⚔️😈 – ერთი ნაწილი გეუბნება "მიდი!", მეორე კი ჩურჩულებს "არ გამოვა...".

ტოქსიკური გარემოცვა 👥👎 – "დივნის ექსპერტები" და პესიმისტები თუ გახვევია გარს, ისინი მუდამ უკან დაგხევენ.

დედლაინის არარსებობა ⏳🥱 – როცა კონკრეტული ვადა არ გაქვს, საქმეს მუდმივად "ხვალისთვის" დებ.

+1 გამოსავალი 🚀
✨ გადადგი პირველი, თუნდაც ყველაზე პატარა ნაბიჯი! ✅
არ დაელოდო მოტივაციის მოსვლას. ის სწორედ მოქმედების დაწყებისას ჩნდება. დაიწყე და ენერგიაც გზაში მოვა! 💪

- - - - - - - -
📞 ფსიქოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 514 82 00 88
📍 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ)

07/08/2025
🌙 9 აგვისტო განსაკუთრებული და ძლიერი დღეა, რადგან ეს მთვარის დაბნელებისა და ლომთა კარიბჭის პერიოდია, რომლის დროსაც მომგე...
05/08/2025

🌙 9 აგვისტო განსაკუთრებული და ძლიერი დღეა, რადგან ეს მთვარის დაბნელებისა და ლომთა კარიბჭის პერიოდია, რომლის დროსაც მომგებიანია კეთილდღეობისა და ენერგეტიკული რესურსების გაფართოება 👑

🧘‍♀️ სწორედ ამიტომ ჩვენ კუნდალინი იოგის სპეციალური პრაქტიკა გვაქვს, რომელიც კეთილდღეობასა და ფინანსურ ნაკადს მოგიტანთ

🌿 ყველაფერი რაც გვჭირდება ჩვენშია, საჭირო მხოლოდ გულის კარის გახსნაა

❀ 9 აგვისტო, 20:00 სთ
❀ ხანგრძლივობა: 2-2.5 საათი
❀ ღირებულება: 50 ლარი
❀ იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია!

💬 დასაჯავშნად დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებებში
📲 ან დაგვირეკეთ: +995 550 000 688
🔆 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმდებარედ)

-----------------------------------------------------

🌙 9th of August is special and powerful day, because its full moon and peak of Lions Gate period, which is good for enlarging prosperity and energetical resources 👑

🧘‍♀️ That’s why we will have special practise of Kundalini yoga, which will bring to us prosperity and wealth flow.

🌿 All we need is inside us, just open your heart for expansion

❀ August 9, 8:00 PM
❀ Duration: 2-2.5 hours
❀ Price: 50 GEL
❀ The number of participants is limited!

💬 To book, contact us via private message
📲 Or call us: +995 550 000 688
🔆 Address: 7b Elizbar Mindeli St. (near the "State University" metro station)

Address

7ბ, ელიზბარ მინდელის ქუჩა (მეტრო "უნივერსიტეტთან")
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 21:00
Tuesday 11:00 - 21:00
Wednesday 11:00 - 21:00
Thursday 11:00 - 21:00
Friday 11:00 - 21:00
Saturday 11:00 - 21:00
Sunday 11:00 - 21:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ცენტრი 4&8 • Center 4&8 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram