22/11/2025
💣 უკვე საქართველოში — რევოლუციური წინგადადგმული ნაბიჯი ნეიროქირურგიაში!
📣 Modern Medical Solution-ის და ამერიკული კორპორაცია Medtronic-ის მხარდაჭერით, საქართველოს ორ კლინიკაში დაინერგა რეგიონალური მასშტაბის მნიშვნელოვანი სიახლე.
კავკასიის მედიცინის ცენტრი და დასავლეთ საქართველოს მედიცინის ცენტრი არიან პირველი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებმაც ნეიროქირურგიის მიმართულებით გადაინაცვლეს ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე და დაიწყეს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური დანერგვა.
🔹 ინტრაოპერაციული ნეირონავიგაცია
🔹 ინტეგრირებული 3D იმიჯინგ სისტემა
🔹 Medtronic-ის მინიინვაზიური იმპლანტები
ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიები ნეიროქირურგებს აძლევს შესაძლებლობას ოპერაციის მიმდინარეობისას რეალურ დროში და მილიმეტრის სიზუსტით განსაზღვრონ პათოლოგიის ლოკალიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის წარმატებით წარმართვისა და პაციენტის უსაფრთხოების დონეს. ახალი სისტემები ქართულ კლინიკებს აახლოებს ინოვაციურ სამედიცინო პრაქტიკასთან, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ნეიროქირურგიულ ცენტრებში.
ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობები:
🔹 მაღალი სიზუსტე
🔹 მინიმალიზირებული ტრავმა
🔹 უსაფრთხო და ოპტიმიზირებული ნეიროქირურგიული დაგეგმვა
🔹 თავის ტვინის სიმსივნეებისა და კისტების ზუსტი ლოკალიზაცია და რეზექცია 3D ვიზუალის გამოყენებით
🔹 ფუნქციური უბნების (მეტყველება, მოძრაობა და სხვ.) მაქსიმალური დაცვა
🔹 ბიოფსიისას პათოლოგიური ქსოვილის ზუსტი მდებარეობის დადგენა
🔹 ხერხემლის ქირურგიაში პედიკულური ხრახნების ზუსტი ჩადგმა, განსაკუთრებით რთული ან დეფორმირებული ანატომიის (სქოლიოზი) დროს
🔹 რადიაციის შემცირება, მინიმალური ინვაზიურობა, ნაკლები ტკივილი და სწრაფი რეაბილიტაცია
ინოვაციის დანერგვით, ქართველ პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ იმავე ხარისხის ნეიროქირურგიული დახმარება, რაც ხელმისაწვდომია აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში.
👨🏻⚕️ნეიროქირურგი _ ნეიროქირურგი იაკობ ცერცვაძე • Neurosurgeon Iakob Tsertsvadze
👨🏻⚕️ნეიროქირურგი _ ლადო წიქარიშვილი
🏢 _ კავკასიის მედიცინის ცენტრი • Caucasus Medical Centre
🏢 _ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი • West Georgia Medical Center
Modern Medical Solution კვლავ აგრძელებს ქართულ მედიცინაში თანამედროვე ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ხარისხს და მის ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით.