ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera Chichua Medical Center Mzera

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,,მზერა" გარდა ოფთალმოლოგიური უმაღლესი ხარისხის ქირურგიისა და ამბულატორიისა გთავაზობთ სხვასხვა სამედიცინო მომსახურებებს:

• ონკო-გინეკოლოგია
• მამოლოგია
• პროქტოლოგია (ლაზერული ოპერაციები)
• ქირურგია
• ენდოკრინოლოგია
• კარდიოლოგია
• თერაპია
• გასტროენტეროლოგია
• დერმატო-ვენეროლოგია
• ექოსკოპია
• რენტგენოლოგია
• ლაბორატორია
• კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

პროფესიონალთა გუნდი ერთ სივრცეში!

👁️ მხედველობის დაბინდვა ან ძლიერი თავის ტკივილი ზოგჯერ მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს — მაგალითად, გიგანტურ უჯრედოვან...
05/11/2025

👁️ მხედველობის დაბინდვა ან ძლიერი თავის ტკივილი ზოგჯერ მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს — მაგალითად, გიგანტურ უჯრედოვან არტერიიტზე, რომელიც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება მხედველობის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

👉გიგანტურ უჯრედოვანი არტერიიტი ძირითადად ვლინდება 60-70 წლის ასაკში.

ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რაც ნიშნავს, რომ ანთებას იწვევს ადამიანის საკუთარი იმუნური სისტემა, რომელიც თავის მხრივ აზიანებს სისხლძარღვებს

როგორ შეიძლება იმოქმედოს გიგანტურ უჯრედოვანმა არტერიტმა (GCA) ჩემზე?

⚠️GCA შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი მხედველობის დაკარგვა ან ინსულტი, რადგან ანთება იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას თვალში ან თავის ტვინში
👁️ შესაძლოა განვითარდეს გაორებული მხედველობა, რადგან სისხლის ნაკადის შემცირება აზიანებს თვალის კუნთებს.

თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილება, ღეჭვის გაძნელება ან თავზე კანის მომატებული მგრძნობელობა (ტკივილი) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კონსულტაციას ჩაგიტარებთ მოზარდთა და ბავშვთა ნეირო-ოფთალმოლოგი და სტრაბიზმის სპეციალისტი ექიმი ნუცა ფარღალავა, რომელმაც სპეციალიზაცია გაიარა ნეირო-ოფთალმოლოგიასა და სტრაბიზმოლოგიაში აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში (UCLA)

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

🎓 ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!📢 ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომის შე...
27/10/2025

🎓 ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!

📢 ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომის შემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ოფთალმოლოგიაში.

✔ რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:

1) საბუთების მიღების ვადა: 28 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით;
2) გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: ზეპირი გამოცდა ოფთალმოლოგიაში, ტესტირება ინგლისურში

🔺 კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა, ან შესაბამისი ცნობა.
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
გ) ავტობიოგრაფია (CV)
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

📞 ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 598 793 951
📧 ელ-ფოსტა : qbantsuri@gmail.com
🏥 მზერა – სწორი არჩევანი მომავალი პროფესიონალებისათვის

🍂 შემოდგომა, ქარი, სიცივე და გათბობა აშრობს კანს და არღვევს მის ბუნებრივ ბალანსს. ამიტომ, ამ სეზონზე რუტინის შეცვლა აუცი...
27/10/2025

🍂 შემოდგომა, ქარი, სიცივე და გათბობა აშრობს კანს და არღვევს მის ბუნებრივ ბალანსს. ამიტომ, ამ სეზონზე რუტინის შეცვლა აუცილებელია:

▫️ გამოიყენეთ სქელი ტექსტურის მქონე დამატენიანებლები, რომლებიც უკეთ ინარჩუნებენ ტენს და აძლიერებენ კანის დამცავ ბარიერს
▫️ საღამოს მოვლის რუტინაში ჩართეთ დამატენიანებელი ნიღბები ან მსუბუქი ზეთები, რომლებიც აღადგენენ კანს ღამის განმავლობაში
▫️ არ დაივიწყოთ ჰიდრაცია — წყალი და ომეგა ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები აუმჯობესებს კანის ელასტიურობას
▫️ გათბობის პერიოდში, როცა ჰაერი ხშირად შრება, სცადეთ ჰაერის დამატენიანებელი ან ოთახის პერიოდული განიავება, რათა შეინარჩუნოთ ბუნებრივი ტენიანობა.

შემოდგომა გარდამავალი პერიოდია — კანი სწავლობს ახალ პირობებთან ადაპტაციას. დაეხმარეთ მას, რომ შეინარჩუნოს ბალანსი🤍

📍 მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

🎗️”ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბე­რი” ძუ­ძუს კი­ბოს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო თვეა.24 ოქტომბერს, ...
23/10/2025

🎗️”ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბე­რი” ძუ­ძუს კი­ბოს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო თვეა.

24 ოქტომბერს, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ და მამოლოგები ირაკლი პაპასქუა და მამია ხუტაშვილი გთავაზობენ მამოლოგთან უფასო კონსულტაციას.

იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე და ერთად გადავარჩინოთ სიცოცხე 🤲

💗 თუ დიაგნოზი დასმულია 1 სტადიაზე, ქალების 98% გამოჯანმრთელდება.

კლინიკურად უსიმპტომო პირთა, პირველადი გამოკვლევა - უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას. ვიზიტი სკრინინგ ცენტრში აუცილებელია❗️

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის 👇⚡️30%-იანი ფასდაკლება ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე!💥 ყოველ შაბათს, კატარაქტის...
20/10/2025

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის 👇

⚡️30%-იანი ფასდაკლება ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე!

💥 ყოველ შაბათს, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგი!

👁️ 20% ფასდაკლება - თვალის ოპტიკურ კოჰერენტულ ტომოგრაფიაზე, პერიმეტრიაზე, თვალისა და თვალბუდის ულტრაბგერით გამოკვლევაზე, ფსკერის ფოტოანგიოგრაფიაზე!

✅ იზრუნე მხედველობაზე, დაგეგმე ვიზიტი ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერა"-ში:

📍მის: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტროსთან "300 არაგველი")
☎ ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 117 711/ 032 2 775 588 / 596 56 55 88

👁️ ნეირო-ოფთალმოლოგია სწავლობს მხედველობის პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინთან, კრანიალურ ნერვებთან და თვა...
14/10/2025

👁️ ნეირო-ოფთალმოლოგია სწავლობს მხედველობის პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინთან, კრანიალურ ნერვებთან და თვალის მამოძრავებელ კუნთებთან.

რომელი ნიშნები და ჩივილები უკავშირდება ნეირო-ოფთალმოლოგიას?

▫️ მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა
▫️ გაორებული მხედველობა
▫️ მხედველობის ნერვის შეშუპება
▫️ მხედველობის პრობლემები თავის ტკივილთან ერთად

როდის უნდა მიმართოთ ნეირო-ოფთალმოლოგს?

▫️თუ მხედველობა უეცრად ან ნელ-ნელა გიუარესდებათ
▫️თუ გაქვთ მუდმივი თავის ტკივილები მხედველობის გაუარესებასთან ერთად
▫️თუ ექიმმა შენიშნა თვალის მოძრაობის დარღვევა
▫️თუ პრობლემა მხედველობის ნერვს უკავშირდება

კონსულტაციას ჩაგიტარებთ მოზარდთა და ბავშვთა ნეირო-ოფთალმოლოგი და სტრაბიზმის სპეციალისტი ექიმი ნუცა ფარღალავა, რომელმაც სპეციალიზაცია გაიარა ნეირო-ოფთალმოლოგიასა და სტრაბიზმოლოგიაში აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში (UCLA)

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

👁️ გაიცანით ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო კობახიძე.მიმართულებები:▫️ზოგადი ოფთალმო...
13/10/2025

👁️ გაიცანით ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო კობახიძე.

მიმართულებები:

▫️ზოგადი ოფთალმოლოგია
▫️მხედველობის ლაზერული კორექცია (სათვალის მოხსნა)
▫️კატარაქტის ქირურგია პრემიუმ ლინზების გამოყენებით
▫️გლაუკომის ლაზერული და ქირურგიული მკურნალობა
▫️ზარმაცი თვალის მართვა ბავშვთა და მოზრდილ ასაკში

✅ ნინოს აქვს 14 წლიანი ქირურგიული გამოცდილება, გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკისა და ევროპის წამყვან ქირურგიულ კლინიკებში. ასევე, არის ამერიკის ოფთალმოლოგთა აკადემიის (AAO), რეფრაქციული ქირურგების საერთაშორისო საზოგადოებისა (ISRS) და რეფრაქციული ქირურგიის ალიანსის (RSA) წევრი.

დაგეგმეთ ვიზიტი ნინო კობახიძესთან:

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტროსთან “300 არაგველი”)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 / 032 2 775 588 / 596 56 55 88

აქცია შაბათობით!🩺 საუკეთესო შესაძლებლობა ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები და გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა.👉 მამაკაც...
13/10/2025

აქცია შაბათობით!

🩺 საუკეთესო შესაძლებლობა ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები და გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა.

👉 მამაკაცებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების საერთო ღირებულება 290 ლარის ნაცვლად 160 ლარს შეადგენს

▫️საშარდე სისტემა - თირკმლები, შარდის ბუშტი, პროსტატა
▫️მუცლის ღრუ - ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა
▫️სათესლე ჯირკვლის ექოსკოპია, საზარდულების და მიმდებარე ლიმფური ჯირკვლების შეფასება მამაკაცებისთვის
▫️ფარისებრი ჯირკვალი

👉 ქალბატონებისთვის კი 280-ის ნაცვლად 160 ლარს.

▫️საშარდე სისტემა - თირკმლები, შარდის ბუშტი
▫️მუცლის ღრუ - ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა
▫️მცირე მენჯის ექოსკოპია ქალბატონებისთვის - საშვილოსნო, საკვერცხეები
▫️ფარისებრი ჯირკვალი

🔝ექოსკოპიურ კვლევას ჩაატარებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რადიოლოგი ირაკლი ამაღლობელი.

აქცია მოქმედებს შაბათობით.

📍მის: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტროსთან "300 არაგველი")
☎ ჩასაწერად:
032 2 117 711/ 032 277 55 88
☎ დაგვიკავშირდით 24/7 ზე:
+995 568 807 370 (ექიმი-რადიოლოგის ასისტენტი)

🌍 9 ოქტომბერი მხედველობის მსოფლიო დღეა!დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება თვალის ჯანმრთელობისა და რეგულარული შემოწმების მ...
08/10/2025

🌍 9 ოქტომბერი მხედველობის მსოფლიო დღეა!

დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება თვალის ჯანმრთელობისა და რეგულარული შემოწმების მნიშვნელობაზე.

👉 2025 წლის თემაა “Love Your Eyes” — საკუთარი თვალების მოვლა ყველას პრიორიტეტი უნდა გახდეს. რეგულარული შემოწმება, სწორი კვება და თვალის ჰიგიენა მხედველობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

✅ შეგახსენებთ, რომ „მზერა“ უკვე მრავალი წელია ზრუნავს პაციენტების თვალის ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ სრულ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მხედველობის ლაზერულ კორექციას თანამედროვე სტანდარტებით.

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტროსთან “300 არაგველი”)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 / 032 2 775 588 / 596 56 55 88

04/10/2025

👉 შაქრიანი დიაბეტის მქონე ყოველი მესამე პაციენტი მხედველობის დაკარგვის რისკის ქვეშ არის

🎥 საინფორმაციო ვიდეორგოლში ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერა"-ს კლინიკური დირექტორი, წამყვანი ოფთალმოლოგი და ოფთალმოქირურგი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა და სხვა ექიმები გვიყვებიან, თუ რატომ არის აუცილებელი ოფთალმოლოგთან ვიზიტი შაქრიანი დიაბეტის მქონე თითოეული პაციენტისთვის

👁️ თვალის სიმშრალე მხოლოდ დამატენიანებელი წვეთებით არ იკურნება!ხშირად, პრობლემა ქუთუთოების ფუნქციის დარღვევით არის გამოწ...
01/10/2025

👁️ თვალის სიმშრალე მხოლოდ დამატენიანებელი წვეთებით არ იკურნება!

ხშირად, პრობლემა ქუთუთოების ფუნქციის დარღვევით არის გამოწვეული, ხოლო შედეგის მისაღებად აუცილებელია მასაჟის ჩართვა მკურნალობაში.

👉 ინოვაციური თერმო-მასაჟის ტექნოლოგია:

▫️ათბობს ქუთუთოებს და ასტიმულირებს მეიბომის ჯირკვლების მუშაობას
▫️ხელს უწყობს ცხიმოვანი სადინრების გაწმენდას
▫️ამცირებს გაღიზიანებას, წვას და მშრალი თვალის სიმპტომებს
▫️უბრუნებს თვალს ბუნებრივ დატენიანებას
▫️ხელს უშლის ანთებისა და მხედველობის პრობლემების განვითარებას

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტროსთან “300 არაგველი”)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 / 032 2 775 588 / 596 56 55 88

იცოდით, რომ თვალის დაავადებების უმეტესობა, დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, მარტივად მართვადია?მნიშვნელოვანია, ყურადღება მ...
29/09/2025

იცოდით, რომ თვალის დაავადებების უმეტესობა, დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, მარტივად მართვადია?

მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ შემდეგ სიმპტომებს და დროულად მიმართოთ სპეციალისტს:

▫️ მხედველობის ველში პატარა შავი ლაქების გაჩენა
▫️ სინათლის უეცარი გაელვებები ცალ თვალში
▫️ მხედველობის სიმახვილის გაუარესება
▫️ ფარდის მსგავსი ჩრდილი მხედველობის არეში
▫️ თვალის ტკივილი, სიწითლე ან სიმშრალე
▫️ მხედველობის გაძნელება ღამით
▫️ ფერების გაყვითლება

🧬 მხედველობის შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:

🔹 გაქვთ დიაბეტი
🔹 ხართ ორსულად
🔹 ოჯახის წევრებს აქვთ ან ჰქონდათ თვალის დაავადებები

✅ თუ რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ, სასურველია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია არ გადადოთ.

📍 მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტროსთან “300 არაგველი”)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 / 032 2 775 588 / 596 56 55 88

Address

9 Tsinandali Str
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:30 - 17:30
Tuesday 09:30 - 17:30
Wednesday 09:30 - 17:30
Thursday 09:30 - 17:30
Friday 09:30 - 17:30
Saturday 09:30 - 16:00

Telephone

032 2 77 55 88

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category