02/10/2025
✨ რა არის ინტროექცია?
ხშირად ხდება, რომ სხვის მოსაზრებებს, წესებსა და მოლოდინებს ისე ვიღებთ, თითქოს ჩვენია — და აღარ ვამოწმებთ, რეალურად გვესაბამება თუ არა.
🔹 მაგალითად:
ბავშვობიდან მესმოდა: „ყოველთვის უნდა იყო ძლიერი და არ იტირო“.
ახლა, როცა მინდა ტირილი, თავს ვიკავებ, რადგან ეს „უნდა“ ჩემშია და მისი ბრმად მჯერა, თუმცა სინამდვილეში სხვისგან მიღებული წესია.
ან ვამბობ: „ასე არ შეიძლება, უხერხულია“, მაგრამ არც კი ვიცი — რატომ.
ინტროექცია თითქოს გვიცავს, გვაძლევს გზას სამყაროში. მაგრამ თუ არ ვაცნობიერებთ, შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ სხვისი ხმები ჩვენი გვეგონოს — და დავკარგოთ კავშირი საკუთარ სურვილებთან.
👉 თერაპიაში შესაძლებელია ვისწავლოთ, როგორ გავარჩიოთ: რა არის ჩემი და რა — სხვისგან მიღებული. ეს გვაძლევს თავისუფლებას ვიცხოვროთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში.
❓ შენს ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როცა სხვისი „უნდა“ შენი გამხდარა? 💬
✍🏻 სესიაზე ჩასაწერად მომწერე ♥️
#ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპია #ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპევტი #ფსიქოგანათლება