ძირითადი მიმართულებები: დერმატოლოგია, ბავშვთა დერმატოლოგია, დერმატოსკოპია, დერმატოონკოლოგია და დერმატოქირურგია, ტრიქოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ფსიქოთერაპია, ანტიდაბერების მედიცინა, სამკურნალო და ესთეტიკური მეზოთერაპია, დერმატოკოსმეტოლოგია, სასწავლო კურსები: დერმატოკოსმეტოლოგია და მეზოთერაპია.
07/01/2026
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, კლინიკა „მარჯანის“ მთელი კოლექტივი გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს!
2026 წელი ყოფილიყოს სიხარულის, ბედნიერების და წარმატებების მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის.
08/12/2025
კანის მოვლა და კანთან დაკავშირებული პრობლემები ზამთრის პერიოდში
❄️ ზამთარი წარმოადგენს გარკვეულ სტრესს ჩვენი კანისთვის, რაც ჩვენს გარეგნობაზეც აისახება.
☝ორგანიზმი ამ დროს გარემო ფაქტორებზე განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება და ხშირად ვუჩივით გამონაყარს, კანის სიმშრალეს, სიწითლეს, დაჭიმულობას, წვის და ქავილის შეგრძნებას, შეიძლება ჩამოყალიბდეს ნახეთქებიც. ეს ნიშნები შეიძლება განვითარდეს არა მარტო სახეზე, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც.
☝ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ასევე სეზონურად გამწვავდეს ისეთი კანის დაავადებები, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, როზაცეა, ეგზემა და სხვა.
🤔 როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში?
✅კანის მოვლის ძირითადი პრინციპი ზამთრის თვეებში რეგულარული დატენიანებაა, რაც დაგიცავთ გამოშრობისაგან და ხელს შეუწყობს დამცავი ლიპიდური შრის აღდგენას. კანის დატენიანება აუცილებელია არა მარტო კანის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, არამედ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც. ეს ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა შევინარჩუნოთ კანი მუდმივად ლამაზ და ახალგაზრდულ მდგომარეობაში.
✅ზამთარში საჭიროა სამკურნალო და ესთეტიკური პროცედურების ჩატარება, სახის ქიმიური პილინგი, კანის წნედა და დამატენიანებელი ნიღბები, მეზოთერაპიული პროცედურები, ბიორევიტალიზაცია და სხვა გამაახალგაზრდავებელი (ANTI AGE) პროცედურები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, მის ფერს და სიმკვრივეს.
❗️❗️❗️გასათვალისწინებელია ასევე, რომ ზამთარი საუკეთესო პერიოდია კანის პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.
👩🏼⚕️ კანის სიმშრალის პირველი ნიშნების გაჩენისას მიმართეთ დერმატოლოგს, რომ თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეგირჩიოთ კანის მოვლის საშუალებები, ნატურალური, პროფესიონალური კოსმეტიკა და საჭიროებისამებრ დაგინიშნოთ მედიკამენტები ან პროცედურები წელიწადის დროის გათვალისწინებით.
☎️ ტელ: (032) 2 24 10 99
📱 მობ: 599 785851
🌐 http://www.marjani.ge
📧 E-mail: marjani_medicine@yahoo.com
📍 ქ. თბილისი: ატენის ქ. 3 (ვაკე)
22/11/2025
📢 კლინიკა ”მარჯანი” გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს:
✔️ კანის ანაფხეკის მიკროსკოპული კვლევა (დემოდექსი, მუნი, სოკოვანი დაავადებები)
✔️ ვაგინალური და ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოსკოპია (ტრიხამონა, გარდნერელა, სოკო, გონორეა)
☝️ ტრიქოგრამა არის მიკროსკოპული კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის.
✔️ თმის კვლევა მიკროელემენტებზე (მიკროელემენტების კონცენტრაცია თმაში) თმის სპექტრალური ანალიზის მეშვეობით ხდება 30 მიკროელემენტის ( Fe, Se, Ca, Cu, Zn, I, S, Br, Cl, V, Co, Cr, Mo, Mn, As, Pb, Cd, hg, Sr, Bi, Zr, Ti, Sb, W, Cs, Rb, Au, Ba, Sn, U) დონის განსაზღვრა ორგანიზმში
✔️ ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია - კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხის განსაზღვრა.
📆 კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ ტელ: (032) 2 24 10 99
📱 მობ: 599 377 525
🌎 http://www.marjani.ge
✉️ E-mail: marjani_medicine@yahoo.com
🔎 ქ. თბილისი: ატენის ქ. 3
11/11/2025
კლინიკა მარჯანის რეზიდენტები
☝კლინიკა მარჯანი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის ,,დერმატოვენეროლოგია” „კლინიკა ბაზას“.
☝„კლინიკა ბაზა“ უზრუნველყოფს, დიპლომის შემდგომი სწავლების პროცესს, შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით.
☝კლინიკაში ხორციელდება სამედიცინო კვლევები და ექიმებისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება:
👩🏼⚕️ავადმყოფთა კურაცია, კლინიკურ გარჩევებში და კონფერენციებში მონაწილეობა, კაბინეტებში და სამანიპულაციოში მუშაობას და სხვა.
☎️ ტელ: (032) 2 24 10 99
📱 მობ: 599 785851
🌎 http://www.marjani.ge
✉️ E-mail: marjani_medicine@yahoo.com
🔎 ქ. თბილისი: ატენის ქ. 3 (ვაკე)
05/11/2025
📢ქალაქი პანიკამ მოიცვა, გავრცელდა კანის დავადება მუნი/ბღერი (ლათ. დასახელება scabies).
☝მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელიც სამწუხაროდ იყო, არის და იქნება...
☝გამომწვევი: მუნის ტკიპა, რომელიც შეიჭრება კანის ზედა ფენებში, იკვებება მრავლდება, ქმნის სპეციალურ სავალს (გვირაბს).
🔎სიმპტომები: ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია კანის ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამის საათებში, ჩნდება წვრილი გამონაყარი, ქავილის შედეგად გამოწვეული ნაკაწრები ანუ ექსკორიაციები. გამონაყარი განსაკუთრებულად ჩნდება მუცლის ქვედა ნაწილში, მკლავებზე, ხელის თითებს შრის, ფეხებზე, დუნდულებზე.
☝გადაცემის გზა:
✔️ პირდაპირი კონტაქტი, კანის კანთან შეხებისას ხანგრძლივად.
✔️ არაპირდაპირი კონტაქტი: საწოლის, ტანსაცმლის ან პირადი ჰიგიენის ნივთების გამოყენებით, რომლებიც დაინფიცირებულ პირთან იყო კონტაქტში.
❗️❗️მუნი არ ვრცელდება მყარი ნივთების შეხებისას, არ ვრცელდება ტრანსპორტში, არ ვრცელდება ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით.
❗️❗️პრევენცია: არ გამოიყენოთ სხვისი პირადი ნივთები, ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი. მაღაზიაში ტანსაცმლის ყიდვისას არ მოიზომოთ შიშველ ტანზე, ნაყიდი ნივთი სახლში მოტანისას გარეცხეთ და შემდეგ ჩაიცვით.
❗️❗️მუნი უმეტესად ვრცელდება ოჯახის წევრებს შორის. სკოლაში, ბაღში უფრო ნაკლებია გავრცელების შანსი. რესტორნებში არ მოიხუროთ იქ არსებული პლედები, კლინიკებში მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენს თვალწინ გამოცვალონ ერთჯერადი დასაფენები.
👩🏼⚕️დიაგნოზი: მუნის დიაგნოსტირება დერმატოლოგის პრეროგატივაა, სწორი ანამნეზის შეკრებით და მიკროსკოპული ანალიზის საფუძველზე.
👩🏼⚕️ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, რადგან ამ დაავადების სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. გისურვებთ ჯანმრთლობას.
❗️❗️❗️მუნი განაჩენი არ არის! ის ძალიან მალე იკურნება თუ დავიცავთ ექიმის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს.
📆 ვიზიტზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ ტელ: (032) 2 24 10 99
📱 მობ: 599 785851
🌎 http://www.marjani.ge
✉️ E-mail: marjani_medicine@yahoo.com
🔎 ქ. თბილისი: ატენის ქ. 3 (ვაკე).
29/09/2025
როგორ მივიღოთ სრულყოფილი და პროფესიული დერმატოლოგიური მომსახურება
☝დერმატოვენეროლოგია ღრმად იკვლევს კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილების დაავადებებს. კანის დაავადებები შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან ინფექციური, თავის მხრივ, მათი დაყოფაც შეიძლება ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან და პარაზიტულ დაავადებებად. ასევე არსებობს კანის სიმსივნეები (ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი), კანის ანთებითი დაავადებები (დერმატიტები, ეგზემა), კერატინიზაციის დარღვევით მიმდინარე და მრავალი სხვა. ცალკე ჯგუფს წარმოადგენს დაავადებები, რომლებიც ვლინდება კანზე შინაგანი ორგანოების პათოლოგიების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ კანი ჩვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობის ინდიკატორია.
☝თანამედროვე დერმატოლოგია, დიაგნოსტიკისა და თერაპიის ინოვაციური მეთოდების დახმარებით, შესაძლებელს ხდის სნეულების მიზეზის, შესაძლო გართულებებისა და პროფილაქტიკის დიდი სიზუსტით განსაზღვრას და მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია კანის დაავადებათა მკურნალობის დროს.
☝ისეთი საგანგაშო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი, აქერცვლა, თმის ცვენა, ფრჩხილის ფირფიტის ფერისა და ფორმის შეცვლა, ახალწარმონაქმნების გადაგვარება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
არ გადადოთ ვიზიტი❗️ ❗️ ❗️
👩🏼⚕️კლინიკა “მარჯანში” კანის დაავადებათა მკურნალობა პაციენტის ანამნეზის, საფუძვლიანი კვლევის და დიაგნოსტირების საფუძველზე ხორციელდება.
👩🏼⚕️სრულყოფილი მკურნალობისათვის და შედეგის მისაღწევად , ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტის მოსმენისა და ინდივიდუალური მიდგომის უნარი ექიმის მხრიდან. ნამდვილი პროფესიონალი არ ჩქარობს დიაგნოზის დასმას, ყურადღებით უსმენს პაციენტის ჩივილებს, ეცნობა მის ისტორიას და ყოვლისმომცველ გამოკვლევას ატარებს.
👩🏼⚕️კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ სრულყოფილ და პროფესიულ დერმატოლოგიურ მომსახურებას, პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის, კონსულტაციის, კვლევისა და დიაგნოსტიკის შედეგად განსაზღვრავენ დაავადების ხასიათს, მიზეზსა და სტადიას და შემოგთავაზებენ მკურნალობის ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციებს – სამკურნალო და/ან ესთეტიკურ პროცედურებს , ასევე დერმატოქირურგიულ მომსახურებას.
📆 ვიზიტზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ ტელ: (032) 2 24 10 99
📱 მობ: 599 785851
🌎 http://www.marjani.ge
✉️ E-mail: marjani_medicine@yahoo.com
🔎 ქ. თბილისი: ატენის ქ. 3 (ვაკე),
19/08/2025
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქა.....
13/05/2025
🔎კლინიკა მარჯანი ყოველ წელს ატარებს კანის პრევენციულ შემოწმებას!
მაისი მელანომის - კანის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა!
📢 ამასთან დაკავშირებით, კლინიკა მარჯანი გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას.
☝კანის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია:
✔️ბუნებრივი ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი ზემოქმედება, რაც იწვევს უჯრედულ მუტაციებს, მზის დამწვრობას
✔️ღია ფერის კანი, რომელიც ნაკლებად შეიცავს კანის ბუნებრივ დამცავ ნივთიერებას, მელანინს
✔️ყავისფერი და ღია ყავისფერი არათანაბარი შეფერილობის ბუნდოვან კონტურებიანი ატიპიური წარმონაქმნების არსებობა
✔️მემკვიდრეობითი ფაქტორი
✔️დაბალი იმუნიტეტი
✔️სიბერე
📢კანის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, კლინიკა მარჯანი გთავაზობთ ხალების დიაგნოსტიკას - ციფრულ დერმატოსკოპიას.
❗️ ❗️ ❗️ გახსოვდეთ
სკრინინგი წარმოადგენს დაავადების ადრეულ, პერიოდში გამოვლენის მეთოდს. სკრინინგის დროს გამოვლენილი კანის სიმსივნის მკურნალობა ადრეულ სტადიაზე ეფექტურია და დადებით შედეგს იძლევა.
დაგეგმეთ დერმატოლოგთან ვიზიტი და ჩაიტარეთ ხალების დიაგნოსტიკა!
📆 ვიზიტზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ ტელ: (032) 2 24 10 99
📱 მობ: 599 377 525
🌎 http://www.marjani.ge
✉️ E-mail: marjani_medicine@yahoo.com
🔎 ქ. თბილისი: ატენის ქ. 3 (ვაკე),
06/05/2025
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, კლინიკა ”მარჯანის” მთელი კოლექტივი დიდ მადლობას უხდის ყველას, მარჯანის ყველა მეგობარს და გულშემატკივარს, ასეთი თბილი, კეთილი და გულწრფელი მოლოცვისთვის!!! სითბო, სიყვარული და კეთილი სურვილები, რომელიც მოდის თქვენგან, დიდი სტიმული და მამოძრავებელი ძალაა. მზად ვართ მუდამ გემსახუროთ და ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე .
Dear friends and colleagues, all the staff of the clinic "Marjani" thank you very much for all the friends and fans of "Marjani" for such warm, kind and sincere congratulations! Warmth, love, and good wishes that come from you, a great stimulus and driving force. We are always ready to serve and care for your health and beauty.
04/05/2025
კლინიკა მარჯანი უკვე 24-ი წელია ზრუნავს თქვენს ჯამრთელობასა და სილამაზეზე, ჩვენი შეკრული და ერთგული კოლექტივი მუდმივად თქვენ სამსახურში იგულეთ.
24/03/2025
📢 კლინიკა ”მარჯანი” გთავაზობთ დერმატოლოგიური მომსახურეობის ფართო სპექტრს:
✔️ დერმატოლოგია - კანის დაავადებები, დაავადებული და ჯანმრთელი კანის დიაგნოსტირება, მკურნალობა და მოვლა.
✔️ ბავშვთა დერმატოლოგია - კანის დაავადებები, დაავადებული და ჯანმრთელი კანის დიაგნოსტირება, მკურნალობა და მოვლა.
✔️ ტრიქოლოგია - თმა და თმის ცვენის პრობლემები, თმის ცვენის პრობლემების დიაგნოსტიკა (ტრიქოგრამა, მიკროელემენტების კვლევა თმაში) მკურნალობა და მოვლა.
✔️ დერმატოსკოპია -კანის ახალწარმონაქმნები, ნევუსები, პაპილოები, კანის კიბო - დიაგნოსტიკა (ციფრული დერმატოსკოპია)კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკა ოპტიკური ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით.
✔️ დერმატოქირურგია -კანის ახალწარმონაქმნების მოცილება - ქირურგიული ამიკვეთა, ელექტრო და ლაზერული ქირურგია
✔️ დერმატოკოსმეტოლოგია - მკურნალობის კლასიკური მეთოდების პარალელურად, კლინიკის ექიმები ეფექტურად იყენებენ ექსკლუზიურ მეთოდებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, სამკურნალო და ესთეტიკურ პროცედურებს (პილინგი, მეზოთერაპია, ფაგოთერაპია, ცხიმიანი, პრობლემური კანის მოვლა, კანის ატრავმული წმენდა, და სხვ.).
✔️ ანტიდაბერების მედიცინა - სახის, თმისა და სხეულის ესთეტიკური პრობლემების თერაპიული გადაწყვეტა: მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, სახის მოდელირება, პლაზმოთერაპია, ბუსტერიაზაცია, მიმიკური ნაოჭების კორექცია (ბოტულინოთერაპია)
✔️ ლაბორატორიული კვლევა - კანის ანაფხეკის მიკროსკოპული კვლევა, ვაგინალური და ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოსკოპია, ტრიქოგრამა, თმის კვლევა მიკროელემენტებზე, ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია.
📆 ვიზიტზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ ტელ: (032) 2 24 10 99
📱 მობ: 599 377 525
🌎 http://www.marjani.ge
✉️ E-mail: marjani_medicine@yahoo.com
🔎 ქ. თბილისი: ატენის ქ. 3 (ვაკე),
Be the first to know and let us send you an email when კლინიკა მარჯანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
კლინიკა ”მარჯანის” ძირითადი მიმართულებები: დერმატოლოგია, ტრიქოლოგია, ბავშვთა დერმატოლოგია, დერმატოკოსმეტოლოგია, იმუნოლოგია, დერმატოონკოლოგია, დერმატოსკოპია, დერმატოქირურგია და ანტიდაბერების მედიცინა.
კლინიკა ”მარჯანში” ტარდება ასევე სასწავლო კურსები: დერმატოკოსმეტოლოგიაში და მეზოთერაპიაში.
ბევრი დერმატოლოგიური პრობლემა შინაგანი ორგანოების დაავადებათა გარეგან გამოხატულებას წარმოადგენს, როგორიცაა ენდოკრინული დაავადება, იმუნური სისტემის პათოლოგია ან კუჭნაწლავის მხრივ ცვლილებები. ამიტომ კლინიკა “მარჯანში” კანის დაავადებების მკურნალობა პაციენტის ანამნეზის, საფუძვლიანი კვლევის და დიაგნოსტირების საფუძველზე ხორციელდება.
კლინიკა ”მარჯანის” ექიმები პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის, კვლევისა და დიაგნოსტიკის შედეგად განსაზღვრავენ დაავადების ხასიათს, მიზეზსა და სტადიას და შემოგთავაზებენ მკურნალობის ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციებს - სამკურნალო და/ან ესთეტიკურ პროცედურებს.
დაავადებული და ჯანმრთელი კანის დიაგნოსტირება, მკურნალობა და მოვლა - ინოვაციური ტექნოლოგიებით: მეზოთერაპია, პილინგი, ფაგოთერაპია, კანის წმენდა და ნიღბები პროფესიონალური კოსმეტიკით, ბიორევიტალიზაცია და სხვათა გამოყენებით
ტრიქოლოგია - თმის ცვენის პრობლემების დიაგნოსტიკა (ტრიქოგრამა, მიკროელემენტების კვლევა თმაში) და მკურნალობა ექსკლუზიური მეთოდებით თმაში მიკროელემენტების კვლევის შედეგების გათვალისწინება ნებისმიერი ნოზოლოგიის დროს
დერმატოონკოლოგია, დერმატოქირურგია, დერმატოსკოპიული კვლევა - კანის კიბოს სკრინინგი - ციფრული დერმატოსკოპის მეშვეობით. დერმატოსკოპიის საშუალებით ექიმი განვსაზღვრავს კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხს და პაციენტს შესთავაზებს მათი მოშორების მეთოდს (ელექტროკოაგულაცია ან ქირურგიული ამოკვეთა) ან პერიოდულ დაკვირვებას - მონიტორინგის რეჟიმს.