25/11/2021
📢რა არის პანიკური შიში და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ
🔎შიში ყველა ადამიანშია ჩადებული, ის ინფორმაციული ემოციაა რომელსაც დაცვითი ფუნქცია აქვს. შიში გვეხმარება გარკვეული საფრთხის თავიდან აცილებაში . თუმცა არსებობს პანიკური შიში რომელიც საფრთხესთან მიმართებაში არაადეკვატურია, გადამეტებულია, გვაგდებს უმოქმედობაში. პანიკური შიშის დროს იხარჯება ძალიან დიდი ფსიქიკური და ემოციური ენერგია.
📌დღეს პანიკა, პანიკური შიში განსაკუთრებით აქტუალური გახდა კორონავირუსის (COVID-19)-ის ფონზე. მისი გავრცელების მაშტაბებიდან გამომდინარე შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა თუ საზოგადოებისთვის. ჩვენ ადამიანები სტრესულ სიტუაციაზე სხვადასხვაგვარად ვრეაგირებთ. ნეგატიური პირობების გავლენა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებზე, გამოცდილებაზე, მისი და საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სოციალური რესურსების ხელმისაწვდომობაზე.
🔍უსიამოვნო ცნობები რომელიც ამ ბოლო დროს დიდი ხარისხით მოგვეწოდება იწვევს შინაგან შფოთს, პანიკას ადამიანებში. იწვევს ხვალინდელი დღის შიშს, ეკონომიკური პრობლემების და ზოგადად დაუცველობის განცდას.
პანიკას აქვს თავისი დამახასიათებელი სიმპტომები: ფიზიკური შეგრძნებები : გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, ჰაერის უკმარისობა, გულის მხარეს ტკივილის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტემპერატურული ცვლილებები სხეულში ციებ- ცხელება. გარდა ასეთი სიმპტომებისა პანიკის დროს ადამიანს იპყრობს ძლიერი შიში, უბედურების მოახლოების განცდა. როცა ასეთ მდგომარეობაშია ადამიანი იხარჯება ჩვენი ფსიქოემოციური რესურსი რაც უარყოფითად აისახება ჩვენს იმუნურ სისტემაზე, შესაბამისად ბევრად მოწყვლადი ვხვდებით ნებისმიერი ინფექციური თუ არაინფექციური დაავადების მიმართ, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვმართოთ ეს მდგომარეობა, მითუმეტეს ნუ დაგვავიწყდება ბავშვები, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები არიან. ბავშვები ემოციურად მიბმულები არიან მშობლებზე, ისინი სტრესზე რეაგირებენ იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებს მშობელი. თუკი მშობელს აქვს დაუცველობის შეგრძნება , საფრთხის განცდა და ამას ვერ უმკლავდება შესაძლოა ბავშვებსაც განუვითარდეთ იგივე განცდები და პასუხად ამაზე მივიღოთ ბავშვებთან ფსიქოემოციური, ძილის რეჟიმის და კვებითი დარღვევები, ასევე ქცევითი პრობლემები.
❗ყველა ადამიანს აქვს გამომუშავებული ან ბავშვობიდან დასწავლილი სტრესთან გამკლავების სტრატეგია ან მექანიზმი. ეს მექანიზმი აქტიურდება სტრესთან ერთად და აქტიურია სტრესის დაძლევმდე. სამწუხაროდ ადამიანების გარკვეული ნაწილი სტრესს უმკლავდება ისეთი ფორმებით, როგორიცაა საკვების, ალკოჰოლის, ნიკოტინის ჭარბი მოხმარება რაც თავის მხრივ ასევე ზიანის მომტანია. სიტუაციობრივად თითქოს შვების მომგვრელია თუმცა რაღაც პეიოდის მერე აუცილებლად უარყოფითად აისახება ჭარბი წონის თუ მოსუსტებული სასუნთქი ორგანოების სახით.
👇🏻ჩასაწერად გთხოვთ დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე ან მოგვწეროთ ფეისბუქ გვერდზე👇🏻
📱 ტელ: +995 599 584603 / 032 2220677
📍ჩვენი მისამართია: ილია ჭავაჭავაძის გამზ 21,ჩიხი II,კორპუსი N5, სართული 1,ბინა 1