„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კლინიკაში შესაძლე
ბელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ასევე ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.
ბოლო თაობის აპარატურით მოწყობილ საოპერაციო ბლოკებში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ქვეყნის საუკეთესო ქირურგები. ოპერაციის შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო გამოარჩევს კლინიკას, სადაც კეთილგანწყობილი და კარგად მომზადებული მედპერსონალი მუდმივად ზრუნავს პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.