Our Space ჩვენი სივრცე

Our Space ჩვენი სივრცე შემოაღე "ჩვენი სივრცის" კარი, შენელდი, შეარჩიე და მოარგე შენი გასაღები შენს სივრცეს.

ჩვენს სივრცეში ნახავთ პრაქტიკის, კვლევისა და სწავლების ჰარმონიულ ნაზავს, რაც ოპტიმალური ბალანსის საწინდარია ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტისთვის.

“ტრანსფორმაციული წრის” მეხუთე შეხვედრა„ის, რაც გამორიცხულია ოჯახის სისტემაში, შემდგომ თაობებში გამეორდება“ (ჰელინგერი)ჩრ...
03/01/2026

“ტრანსფორმაციული წრის” მეხუთე შეხვედრა

„ის, რაც გამორიცხულია ოჯახის სისტემაში, შემდგომ თაობებში გამეორდება“ (ჰელინგერი)

ჩრდილი არ არის პიროვნული ხარვეზი. ის არის ის, რაც სისტემამ ერთ დროს ვერ დაიტია და ამიტომ გამორიცხა. გამორიცხული ელემენტები, იქნება ეს ადამიანები, მოვლენები, ემოციები თუ არჩევანები, აგრძელებენ მოქმედებას უხილავ, არაცნობიერ დონეზე და ხშირად განსაზღვრავენ ოჯახური სისტემის წევრის/წევრების ბედისწერას, სიმპტომებსა და ურთიერთობების დინამიკას.

სისტემურ ველში ჩრდილი არ არის მტერი. ის არის ხმა იმისა, რაც ერთხელ იქნა გამორიცხული — დავიწყებული ადამიანი, ჩახშობილი მოვლენა, აუტანელი განცდა ან უარყოფილი ბედი. რაც სისტემამ ვერ დაიტია და რჩება გარეთ, მაგრამ არ ქრება. ის ელოდება თავის დროს, დაძახებას, მოხმობასა და ადგილის მიჩენას პატივისცემით.

ერთდღიანი ვორქშოფი ეძღვნება ჩრდილის ფენომენს სისტემურ ველში: როგორ იქმნება იგი, როგორ ინარჩუნებს სისტემა მის მიმართ ერთგულებას და რა ხდება მაშინ, როცა ჩრდილს ვუბრუნებთ მის ადგილს. განლაგების პრაქტიკის მეშვეობით შეეხებით იმ ფარულ წესრიგს, რომელიც დგას ჩრდილის უკან, და დააკვირდებით, როგორ იბადება მოძრაობა სიმძიმიდან სიმშვიდისკენ, წინააღმდეგობიდან — მთლიანობისკენ.

განლაგების პროცესში ვქმნით სივრცეს, სადაც ჩრდილს შეუძლია გამოჩნდეს არა როგორც საფრთხე, არამედ როგორც წესრიგის მატარებელი. თითოეული მოძრაობა ველში ემორჩილება უხილავ კანონებს — განკუთვნადობას, რიგსა და ბალანსს — და სწორედ ამ კანონებთან შერწყმა ხსნის იმას, რაც დიდხანს იყო შეკრული, შეგუბებული და დავიწყებული.

ჩვენი მიზანი არ არის ცვლილება. ეს არის მოპატიჟება ყოფნისკენ, დანახვისა და აღიარებისკენ; მოპატიჟება იქ, სადაც ჩრდილს უბრუნდება ადგილი, სისტემა მშვიდდება და ენერგია, რომელიც დამალული იყო გამორიცხვაში, სიცოცხლის მსახურებაში ბრუნდება.

ეს ვორქშოფი შენთვისაა, თუ
• გაინტერესებს სისტემური განლაგება როგორც ღრმა, ფენომენოლოგიური და არაინტერვენციული გზა იმასთან შეხვედრისთვის, რაც დიდხანს ჩრდილში იყო;

• მზად ხარ იმასთან შესახვედრად, რაც პატივისცემას ითხოვს და არა -- ინტერპრეტაციას.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/dGmYmNz1Q7UjgU1Z6
ნებისმიერი კითხვით მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.

🌼 პფპ 2.0. არასრული შემადგენლობით🌼 თითოეული თქვენგანი რომ არა, ეს კურსი და ჯგუფი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. თოთოე...
29/12/2025

🌼 პფპ 2.0. არასრული შემადგენლობით

🌼 თითოეული თქვენგანი რომ არა, ეს კურსი და ჯგუფი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. თოთოეული თქვენგანი შეუცვლელი და მნიშვნელოვანია ჯგუფში.

🌼2026 წელს გავაგრძელებთ 2025-ში დაწყებულ მოგზაურობას.

Our Space ჩვენი სივრცეში გვიყვარხართ თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად ✨💛🌼🌲

🌼 რომ არა თითოეული მონაწილე, ეს ორი დღე არ შედგებოდა. უდიდესი მადლიერება ყოფნისთვის, ღიაობისთვის, ზრუნვისთვის ✨💛🌼 27 დეკ...
27/12/2025

🌼 რომ არა თითოეული მონაწილე, ეს ორი დღე არ შედგებოდა. უდიდესი მადლიერება ყოფნისთვის, ღიაობისთვის, ზრუნვისთვის ✨💛

🌼 27 დეკემბერი: პარტნიორი ️✔
🌼28 დეკემბერი: მამა ️✔
🌼 10 იანვარი: ჩრდილი🌼

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/dGmYmNz1Q7UjgU1Z6
ნებისმიერი კითხვით მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.
Nata-Natalia Natalia
Nutsa Bokhua
Tako Jananashvili
Demetre Khvedeliani
Mariana Arakelian
Tatia Kotadze
Mariam Mirzikashvili
Maia-Masho Gogoladze
Nini Machavariani
ტასო
Gogi Geguchadze
Nino Nizharadze
Natalia Kuloshvili

წყვილის პირველადი პიროვნებაGabriel Shiraz-თან ერთად გეპატიჟებით ბიოდინამიკური ფსიქოთერაპიის ფარგლებში მუშაობის გასაცნობა...
10/12/2025

წყვილის პირველადი პიროვნება

Gabriel Shiraz-თან ერთად გეპატიჟებით ბიოდინამიკური ფსიქოთერაპიის ფარგლებში მუშაობის გასაცნობად.

სამი ინტენსიური დღის განმავლობაში სიღრმისეულად გავეცნობით სხეულზე ორიენტირებული წყვილთა ფსიქოთერაპიის (BP4C( ერთ-ერთ ცენტრალურ ─ წყვილის პირველადი პიროვნების ─ ცნებას, რომელიც პრაქტიკოსებს ურთიერთობის დინამიკის, განსხეულებული ნარატივებისა და წყვილის ურთიერთქმედების მაფორმირებელი სომატური საფუძვლების ხედვის გაფართოვების საშუალებას აძლევს.

სამი დღის განმავლობაში მიმოვიხილავთ და პრაქტიკულად გავივლით ისეთ თემებს, როგორიცაა:
• როგორ იქმნება წყვილის პირველადი პიროვნება რელაციურ ველში
• პერონალური ისტორიების სომატური გამოძახილი, რომელიც ზემოქმედებს წყვილის დინამიკაზე
• სხეულზე ცენტრირებული ინტერვენციები, რომლებიც წყვილის ჯავშნის აღმოჩენაში, შერბილებასა და ტრანსფორმაციაში გვეხმარება; “წყვილის ჯავშნის ლღვობაზე” მუშაობა
• ურთიერთობის პატერნები, ბონდინგის სტრუქტურები და არაცნობიერი შეთანხმებები, რომელიც ფორმას აძლევს წყვილის ემოციურ ლანდშაფტს
• თერაპიული ყოფნის/თანაყოფნის გაღრმავება მოძრაობის, სუნთქვისა და შეხების გაცნობიერების გამოყენებით; ტრანსფორმაციული შეხვედრის გზამკვლევი რეზონანსი
• ურთიერთობის ველთან, როგორც ცოცხალ, სუნთქვის მქონე ორგანიზმთან, მუშაობა
• სხეულზე ორიენტირებული წყვილთა ფსიქოთერაპიის (BP4C) პრინციპების ინდივიდუალური და წყვილთა თერაპიის პროცესში ინტეგრირება

გეპატიჟებით სწავლის, გამოცდილების, ექსპერიმენტირების, ცოცხალი მაგალითებისა და პერსონალური-პროფესიული ჩაღრმავების პროცესში. ჩვენგან წაიღებთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სომატურ ინსაიტებსა და რელაციურ სისტემებთან მუშაობის გაფართოვებულ თერაპიულ რუკას.

დეტალებისთვის მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/iqrKVKH1nt9RpFNT8

უზრუნველყოფილი იქნება ქართულენოვანი თარგმანი.

შესაძლებელია დაესწროთ მხოლოდ ერთ, მხოლოდ ორ ან სამივე დღეს.

Gabriel Shiraz is an experienced therapist specializing in body psychotherapy and couples therapy, with over 25 years of teaching and clinical experience in multiple international settings.

დამატებითი ინფორმაციისა და თემებში მეტად გასარკვევად, აქვე გთავაზობთ გაბრიელ შირაზის სტატიას: https://bit.ly/2ZcDl9G

2026 წლის 10 იანვარს Gabriel Shiraz-თან ერთად გეპატიჟებით განსაკუთრებულ საღამოზე.ამჯერად ადგილები შეზღუდულია.This intens...
09/12/2025

2026 წლის 10 იანვარს Gabriel Shiraz-თან ერთად გეპატიჟებით განსაკუთრებულ საღამოზე.

ამჯერად ადგილები შეზღუდულია.

This intensive workshop explores the subtle resonances and timeless echoes held within the body. Participants will immerse into a deep somatic journey that moves through the layers of past, present, and future, integrating past-life perspectives, embodied memory, and the evolving narrative held within our physical and energetic systems.

Through guided somatic exploration, movement, breath, and reflective processes, we will access the body’s deeper wisdom and learn how to transform unresolved echoes into flow, clarity, and direction. Together, we will enter a space where resonance becomes a gateway to healing, insight, and expansion.

This workshop offers a meaningful opportunity for therapists and practitioners to engage in deep-process work across time, identity, and embodied experience — opening a path for personal and professional transformation.

დეტალებისთვის მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/iqrKVKH1nt9RpFNT8

უზრუნველყოფილი იქნება ქართულენოვანი თარგმანი.

Gabriel Shiraz is an experienced therapist specializing in body psychotherapy and couples therapy, with over 25 years of teaching and clinical experience in multiple international settings.

2026 წლის 11 იანვარს Gabriel Shiraz-თან ერთად გეპატიჟებით განსაკუთრებულ საღამოზე.ამჯერად ადგილები შეზღუდულია.გიწვევთ ჩვე...
09/12/2025

2026 წლის 11 იანვარს Gabriel Shiraz-თან ერთად გეპატიჟებით განსაკუთრებულ საღამოზე.

ამჯერად ადგილები შეზღუდულია.

გიწვევთ ჩვენს სივრცეში ბიოდინამიკური ფსიქოთერაპიის სამყაროში ჯავშნის ლღვობის პროცესისთვის თვალის გასადევნებლად. დღის განმავლობაში გავეცნობით და საკუთარ თავში გავიტარებთ ბიოდინამიკური ფსიქოთერაპიისადმი გერდა ბოისენის მიდგომას, რომელიც ჩვენში არსებულ სასიცოცხლო ძალასა და შეხების, მოძრაობისა და სუნთქვის მეშვეობით ჯავშნის ლღვობის ტრანსფორმაციულ პროცესზე ახდენს ფოკუსირებას.

ბიოდინამიკური ფსიქოთერაპია ხელს უწყობს სხეულში დაგროვილი დაძაბულობისა და ემოციური ჯავშნის ცნობიერად მოსმენასა და მისგან ეტაპობრივად გათავისუფლებას. ეს არის უსაფრთხო სივრცეს საკუთარი რესურსების კვლევისათვის, ბიოდინამიკური სუნთქვისა და შეხების ტექნიკების ასათვლისებლად; აგრეთვე გაეცნობით ვარჯიშებს, რომლებიც ხელს უწყობს სხეულში სიცოცხლისუნარიანობის, სპონტანურობისა და შინაგანი მოძრაობის აღდგენას. ვორქშოფი დაგეხმარებათ უკეთ შეიგრძნოთ საკუთარი საზღვრები, დაამყაროთ უფრო თბილი და თანაგრძნობით სავსე კავშირი საკუთარ თავთან და თანდათანობით გამოავლინოთ ის ბუნებრივი ენერგია, რომელსაც დაძაბულობა უმოქმედობაში ამყოფებდა.

ვორქშოფი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგიის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, ვინც საკუთარი თავი შეცნობისა და პიროვნული ზრდის გზაზე დგას. თითოეული მონაწილე ვორქშოფიდან წაიღებს იმას, რაც მას სჭირდება დროის მოცემულ მომენტში განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა.

დეტალებისთვის მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/iqrKVKH1nt9RpFNT8

🌼 ტრანფორმაციის მეორე წრე: გზა დედის გულისკენ: პირველწყაროსთან დაბრუნება.  დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა თითოეული მონაწილ...
08/12/2025

🌼 ტრანფორმაციის მეორე წრე: გზა დედის გულისკენ: პირველწყაროსთან დაბრუნება.
დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა თითოეული მონაწილის ღიაობისა და ყოფნის გარეშე. უსაზღვრო მადლიერება თქვენ 💚🙏
🌼27.12.2015. პარტნიორი
🌼28.12.2025. მამა
🌼10.01.2026. ჩრდილი
დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/dGmYmNz1Q7UjgU1Z6
დამატებითი კითხვებით მოგვწერეთ/დაგვირეკეთ

"ტრანსფორმაციის წრის" მესამე და მეოთხე შეხვედრა.27 დეკემბერი, 2025 -- ჩრდილების ცეკვა: მე და შენ, და ჩვენ28 დეკემბერი, 2...
08/12/2025

"ტრანსფორმაციის წრის" მესამე და მეოთხე შეხვედრა.
27 დეკემბერი, 2025 -- ჩრდილების ცეკვა: მე და შენ, და ჩვენ
28 დეკემბერი, 2025 -- მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე

🌼 Gabriel Shiraz-ის მორიგი ტრენინგ მოდული 2026 წლის  8-11 იანვარს. 🌼ინდივიდუალური და წყვილთა თერაპიაში მომუშავე პროფესიო...
03/12/2025

🌼 Gabriel Shiraz-ის მორიგი ტრენინგ მოდული 2026 წლის 8-11 იანვარს.

🌼ინდივიდუალური და წყვილთა თერაპიაში მომუშავე პროფესიონალებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის, პიროვნული ზრდითა და ტრანსფორმაციით დაინტერესებული -დაკავებული ადამიანებისთვის.

🌼განრიგი და დეტალები მალე...

25/11/2025

გიზიარებთ კადრებს თიკო ბაქანიძის საავტორო განმავითარებელი პროგრამიდან მოზარდებისთვის “მე და ჩემი სუპერძალა” თიკო ბაქანიძე

Address

გალაკტიონ ტაბიძის 3/5
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Our Space ჩვენი სივრცე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share