02/05/2025
📍 12 მაისს, ყოველწლიურად აღინიშნება ექთანთა საერთაშორისო დღე!
იცოდით, რომ WHO-ს მონაცემებით:
🔸მსოფლიოში 27,0 მილიონი ექთანია რეგისტრირებული, რაც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა 59%-ს შეადგენს;
🔸2030 წლის პროგნოზით, ჯანდაცვის სფეროს მოთხოვნილება ექთნებზე 6 მილიონით გაიზრდება;
🔸ძლიერი საექთნო მიმართულების მქონე ქვეყნებში, პაციენტების სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
სწორედ ამიტომ, დარგის მიმართულებით ახალი გამოწვევების საპასუხოდ, “ექთანთა გაერთიანება” უერთდება მსოფლიოს ამ პროფესიულ დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებებს და იწყებს ვიზიტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში🎉
🫶„ექთანთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გვაძლევს შანსს, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენი კოლეგების ფასდაუდებელ წვლილს მსოფლიოს ჯანდაცვის სფეროში. ექთნები ქმნიან ჯანდაცვის სისტემის საფძველს და მათი თავდადება თუ გამძლეობა ყოველდღიურად იმსახურებს დაფასებასა და აღიარებას.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, წელს რეგიონებსა და ადგილობრივი ექთნების გუნდებს ვესტუმროთ, რათა თითოეულმა მათგანმა იგრძნოს დაფასება და კავშირი საერთაშორისო საექთნო საზოგადოებასთან, რომელიც ასე უდგას მხარში ჩვენს გაერთიანებას. ექთნების საერთაშორისო დღის აღნიშვნით, ჩვენ არა მხოლოდ ხაზს ვუსვამთ ამ პროფესიონალების ინდივიდუალურ მიღწევებს, არამედ ვაძლიერებთ სოლიდარობის სულისკვეთებას დევიზით "ერთად პროფესიონალთა უკეთესი მომავლისთვის", რომელიც ჩვენს სფეროს წინსვლისკენ და განვითარებისკენ უბიძგებს,” - აღნიშნა ია გელენიძემ, “ექთანთა გაერთიანების” აღმასრულებელმა დირექტორმა.
📍 Save the Date: Each year on May 12, we celebrate International Nurses Day, recognizing the critical role nurses play in healthcare systems around the world!
According to the World Health Organization (WHO):
🔸There are more than 27.9 million nurses globallyncomprising 59% of the global health workforce.
🔸 An additional 6 million nurses are needed by 2030 to meet rising healthcare demands.
🔸Countries with a strong nursing workforce consistently see lower patient mortality rates.
In recognition of this vital profession, the Union of Nurses in Georgia proudly joins international celebrations and is launching a series of regional visits across the country 🎉
🫶 “International Nurses Day is a time to honor the invaluable contributions nurses make to global health. Nurses are the backbone of our healthcare systems, and their unwavering dedication deserves recognition—not just for on one particular date, but every day,” said Ms. Ia Gelenidze, Founder and CEO of the Union of Nurses in Georgia.
“I have made it a priority to visit our regional nursing teams in person—to thank them for their hard work, acknowledge their impact, and ensure they feel supported and connected to the wider professional community. Celebrating together reinforces our shared mission and the spirit of solidarity that strengthens our profession.”