მოდი ვისაუბროთ

მოდი ვისაუბროთ შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ

07/03/2025

რატომ იბადებიან ხეიბრებად, განწირულები მთელი სიცოცხლე სატანჯველად?
რატომ არიან კარგი ადამიანები ცუდად?
რატომ კვდებიან ბავშვები?
რელიგიასაც მცდარი წარმოდგენა აქვს სამყაროზე და ათეიზმსაც. ამიტომაა, რომ ისინი ვერ სცემენ პასუხს ასეთ კითხვებზე.

სიცოცხლე ილუზიაა. სიკვდილიც ილუზიაა, მაგრამ ორივე თავისებური თავგადასავალია.
ზოგი სული მოდის იმ მიზნით რომ მთელი ცხოვრება გაიაროს და შეიცნოს ის სრული სისავსით. ზოგი კი მოდის მხოლოდ იმისთვის, რომ დაბადება და გარდაცვალება განიცადოს. ორივე ძლიერი და საინტერესო განცდაა. ცხოვრება კი მოსაწყენი რუტინა. ასეთია ამ სულის აზრი. მან მიიღო ზუსტად, ის, რაც უნდოდა: დაიბადა და გარდაიცვალა..
ზოგიერთები კი დგანან და ვიშვიშებენ ღმერთის უსამართლობაზე თავისი შეზღუდული ცნობიერების ჭუჭრუტანიდან.

არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ვინც ახლა ამ სიტყვებს წაიკითხავს, აღფრთოვანებული წამოიძახებს, უიმე, ეს როგორ არ ვიცოდიო...
ჭეშმარიტება არ იმალება, ის ყველასთვის ღიაა, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ მისი მიღება. მათ, ვისი გონებაც მატერიალიზმის და დუალიზმის ჩარჩოებს გარეთ გადის.

25/10/2024
14/10/2024

ბევრს ცოლი მოყავს და თხოვრება იმიტომ, რომ მშობლებმა წაჭამეს ტვინი: მოიყვანე ბიჯო ცოლი, ან გათხოვდი გოგო, შვილიშვილები მინდააა! თუ შვილიშვილები არ გაუჩინე, შვილი არაფერში ჭირდებათ. მშობლებო, პირდაპირ შვილიშვილები რომ გააჩინოთ და ჩვენ შეგვეშვათ, არ ჯობია? ანუ, რომ დაბერდებით, მერე გააჩინეთ. თანამედროვე მედიცინა ამის საშუალებას იძლევა. დაკონსერვებული კვერცხუჯრედით და დაკონსერვებული სპერმით. მანამდე კი იგულავეთ. ჰა? რავარი აზრია? ;)

03/10/2024

ჭკვიანი ადამიანების მთავარი პრობლემა: ისინი ფიქრობენ, რომ სხვებიც ფიქრობენ

27/08/2024

ბიჭია ბიჭი! ყველას უხარია. გოგოების დაბადება კი წყინთ. საზიზღარი ტრადიციაა!
ადრე რომ იყო ასე, გასაგებია რატომ. ბიჭები უფრო ხშირად იხოცებოდნენ ჩვილები. იმუნიტეტი სუსტი ქონდათ გოგონებთან შედარებით სანამ პატარები იყვნენ, უფრო მოუსვენასრი ხასიათის გამო ხიფათშიც უფრო ხშირად ებმებოდნენ. რომ გაიზრდებოდნენ, ომში იხოცებოდნენ. ამიტომ ბიჭები გაცილებით მეტი იყო საჭირო, რომ რაოდენობაში გათანაბრებულიყვნენ ქალები და კაცები. ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მუშაობდა. კაცებს შორის ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე ძლიერი უნდა გადარჩენილიყო და გაეგრძელებინა ადამიანთა მოდგმა.
ახლა? ახლა მედიცინა აღარ აძლევს საშუალებას ბიჭებს, რომ დაიხოცნენ, რაც არ უნდა ავადმყოფები დაიბადნენ. სამაგიეროდ მედიცინის საშუალებით წინასწარ იციან ბავშვის სქესი და აბორტით ხოცავენ გოგონებს. მედიცინა განვითარდა. ადამიანთა შეგნება კი არა.
რას ერჩით გოგონებს? დღეს ხომ ქალები არჩენენ ოჯახს. კაცები კი უსაქმურობენ. მაინც ბიჭის დაბადება რატომ გიხარიათ?

07/08/2024

ქუთაისელი ევროპაში ჩაბარდა და უთხრა, კაცი ვარ, მაგრამ ქალად ვგრძობ თავსო. იმედი ქონდა, ქალებთან ერთად ვიცხოვრებ, ერთად ვიბანავებთო, მაგრამ იმ კაცებთან ერთად გაამწესეს, ვინც ქალად გრძნობდა თავს

05/08/2024

ძაან კი ვიკვეხნით, ჩვენი ენის სიძველეს, უნიკალურობას, მსოფლიო მნიშვნელობას და ამ დროს გუგლ ტრანსლიტში და სხვა სათარგმნ პროგრამებში ქართული ენა ან არ არის, ან ძალიან ცუდად ითარგმნება. ეს ქართველების უქნარობაზე და უხერხემლობაზე მეტყველებს.
მარტო იმაზე იგლიჯავენ ბანჯგვლებს, ღვთისმშობლის წილხვედრები ვაართო, ქრისტე მეორედ რომ მოვა, ქართულად ილაპარაკებსო.. როგორ გააგებინოს მერე ქრისტემ დანარჩენ მსოფლიოს, თუ გუგლ ტრანსლიტი არ იმუშავებს?

Address

საქართველო
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოდი ვისაუბროთ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category