Medical World • მედიქალ ვორლდ

Medical World • მედიქალ ვორლდ სამედიცინო აპარატურის იმპორტიორი კომპანია საქართველოში

კომპანია "მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ეწევა სამედიცინო აპარატურის როგორც იმპორტს, ასევე რეალიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვლიფიციური კადრებით, რაც ხარისხიანი მომსახურების მყარი გარანტიაა.

06/02/2026
31/01/2026

როგორი იყო 2025 წელი მედიქალ ვორლდისთვის, მედიქალ ვორლდის ლაბორატორიისა და მედ-11-ისთვის – ჰოლდინგის დირექტორი ლევან ქობალია გასულ წელს აჯამებს.

Levan Kobalia

23/01/2026

❓რას ეფუძნება ულტრაბგერითი კვლევა? რა უპირატესობები აქვს ულტრაბგერით დიაგნოსტიკას? რას გვთავაზობს თანამედროვე ულტრაბგერითი სისტემები? ამ და სხვა კითხვებზე საუბრობს ექიმი-რადიოლოგი ლალიკო დარჩია 👩‍⚕️

13/01/2026

გორის სამედიცინო ცენტრი „მედიქალ ვორლდის“ მიერ ZIMMER-ის ერთ-ერთი უახლესი, მაღალტექნოლოგიური ფიზიოთერაპიული დანადგარებით აღიჭურვა.

ამასთან, „მედიქალ ვორლდმა“ ცენტრის სამედიცინო პერსონალს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარა დანადგარებზე უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობისთვის.

„მედიქალ ვორლდი“ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ შობას! 🕯🤍
06/01/2026

„მედიქალ ვორლდი“ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ შობას! 🕯🤍

"მედიქალ ვორლდი" გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎅🏻ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ! 🎄🎁
31/12/2025

"მედიქალ ვორლდი" გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎅🏻

ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ! 🎄🎁

🌎სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს გლობალური ტენდენციები წლევანდელ MEDICA-ზე გამოიკვეთა – საერთაშორისო სამედ...
18/12/2025

🌎სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს გლობალური ტენდენციები წლევანდელ MEDICA-ზე გამოიკვეთა – საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე, რომელიც 17–20 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა.

“მედიქალ ვორლდი” აქტიურად ესწრება სამედიცინო გამოფენებს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ქობალია მიმდინარე წელსაც დაესწრო MEDICA-ს.

📢“შევხვდი ჩვენს პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად, რათა ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგოები, რასაც „მედიქალ ვორლდი“ უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს”, - ამბობს ლევან ქობალია.

72 ქვეყნის წარმომადგენლობით, 5 000-ზე მეტი გამოფენის მონაწილითა და 80 000-ზე მეტი ვიზიტორით, MEDICA სამედიცინო სექტორში ერთ-ერთ უდიდეს B2B ღონისძიებას წარმოადგენს.

„მედიქალ ვორლდის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ქობალია 14-15 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ სუჯოუში ესტუმრა კომპანია VINNO-ს,...
15/12/2025

„მედიქალ ვორლდის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ქობალია 14-15 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ სუჯოუში ესტუმრა კომპანია VINNO-ს, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრები 2026 წლის აქტივობების დასაგეგმად.

„კომპანია VINNO-ში გვქონდა შეხვედრები 2026 წლის სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით - რა აქტივობებს დავგეგმავთ ქართველი რადიოლოგებისა და ექოსკოპისტებისთვის VINNO-სთან პარტნიორობით,“ - ამბობს ლევან ქობალია.

მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში შესაძლებელი იქნება ქართველი ექიმი-რადიოლოგების VINNO-ს საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევა, რათა ისინი გაეცნონ კომპანიის მაღალტექნოლოგიურ ულტრაბგერით აპარატებსა და თანამედროვე მიღწევებს ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.

„მედიქალ ვორლდი“ VINNO-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში 2019 წლიდან.

12/12/2025

❓რას წარმოადგენს ნეიროსონოლოგია? რას გვაძლევს ეს კვლევა და რა შესაძლებლობებს იძლევა VINNO-ს მაღალტექნოლოგიური აპარატურა?
📢ამ და სხვა საკითხებზე ექიმი-რადიოლოგი ლალიკო დარჩია გვიყვება.

Address

Esma Oniani Street #32
Tbilisi
0114

Telephone

+995322720888

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medical World • მედიქალ ვორლდ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Medical World • მედიქალ ვორლდ:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

მედიქალ ვორლდის შესახებ

კომპანია მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ახორციელებს ახალი და მეორადი სამედიცინო ტექნიკის იმპორტს. ჩვენს გთავაზობთ: კლინიკისა და მისი კონკრეტული განყოფილების, ლაბორატორიული და ფიზიოთერაპიული კაბინეტების დაპროექტება-აღჭურვას. ჩვენი მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები გთავაზობენ ხარისხიან მომსახურებას: სხვადასხვა სამედიცინო აპარატის ტექნიკური მომსახურება, მონტაჟი, დემონტაჟი, შეკეთება-გარემონტება, ტრენინგი; ენდოსკოპების შეკეთება, აღდგენა; კლინიკაში ჟანგბადის სისტემის გაყვანა და გენერატორების მონტაჟი.