გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა • Global Med University Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა • Global Med University Clinic

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა • Global Med University Clinic GMC 24/7 თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ - ეს არის თანამედროვე, მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრი თბილისის შუაგულში, რომელიც ეყრდნობა მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებით. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა TEMOS-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელია, რაც მკურნალობის ხარისხის უმაღლეს დონეს და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებულ მიდგომებს ადასტურებს. „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ გთავაზობთ სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის გადაუდებელ დახმარებას 24/7, პედიატრიას, თერაპიას, ქირურგიას, რეანიმაციას, კარდიოლოგიას, ნევროლოგიას, ნეიროქირურგიას, გინეკოლოგიას, ონკოლოგიას, ტრავმატოლოგიას, ანგიოქირურგიას, ენდოსკოპიას, ინფექციური დაავადებების მართვას, ამბულატორიულ მომსახურებას, სხივურ დიაგნოსტიკას, რადიოლოგიასა და კლინიკური ლაბორატორიის სერვისებს. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი, თითოეული პაციენტის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლეა.

🎉 18 ოქტომბერს, „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“, სოფელ ტირძნისში, რომელიც მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ატარე...
13/10/2025

🎉 18 ოქტომბერს, „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“, სოფელ ტირძნისში, რომელიც მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ატარებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს.

👨‍👩‍ უფასო სამედიცინო შემოწმების მიზანია, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ექიმთან ვიზიტი სირთულეს წარმოადგენს.

👨‍⚕👩‍ უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმები:
✔️ ნევროლოგი
✔️ ინფექციონისტი
✔️ გინეკოლოგი
✔️ პედიატრი
✔️ კარდიოლოგი
✔️ ქირურგი
✔️ ტრავმატოლოგი
✔️ თერაპევტი
✔️ ჰემატოლოგი
✔️ ექოსკოპისტი.

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს ქვეყნის მასშტაბით, ზრუნავს და თანადგომას უცხადებს ადამიანებს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ პროფესიონალი მედიკოსების მომსახურება.

👉 უფასო კონსულტაციები გაიმართება:
📍 სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში
🕙 10:00-დან 17:00 საათამდე.
#გლობალმედისსაუნივერსიტეტოკლინიკა #ჯანმრთელობა #სოლიდარობა #უფასოკონსულტაციები #სოციალურიპასუხისმგებლობა

09/10/2025

✨ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით მატულობს.
❓ რა სიმპტომები ახასიათებს რესპირატორულ ინფექციებს?
❓ როგორ გავარჩიოთ გრიპი სხვა რესპირატორული ინფექციებისგან და რა რისკ ჯგუფები ახასიათებს ამ დაავადებებს?
🌍 ამ თემაზე, “ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში, საუბრობს „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-ინფექციონისტი - ალექსანდრე გოგინავა. 👇

🌍 “გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც ონკო-ჰემატოლოგის, ...
06/10/2025

🌍 “გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც ონკო-ჰემატოლოგის, ლალი ლაბაძის ხელმძღვანელობით, გთავაზობთ თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ზუსტ დიაგნოსტიკას და სწორ მკურნალობას.

👩👨 კლინიკაში ტარდება ყველა სახის ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობა, მათ შორის:
✔️ ანემია
✔️ თრომბოციტოპენია
✔️ კოაგულოპათია
✔️ ლეიკემია და სისხლის სხვა დაავადებები.

💫 პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა. გახსოვდეთ, დროული კონსულტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ გაწუხებთ:
✔️ საერთო სისუსტე
✔️ თავბრუსხვევა
✔️ მაღალი ტემპერატურა
✔️ გადიდებული ლიმფური ჯირკვლები
✔️ წონაში სწრაფი კლება
✔️ სიფერმკრთალე ან ჰემორაგიული გამონაყარი.

👩👨 ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის სრული სპექტრი:
✔️ ძვლის ტვინის ასპირაცია
✔️ ტრეპანობიოფსია.

👩👨 ეს ის კვლევებია, რომლებიც ახდენენ დაავადების ზუსტ დიაგნოსტირებას სისხლის სისტემური პათლოგიების გამორიცხვის მიზნით.
✨ დაგეგმეთ ვიზიტი და მიიღეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება "გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში".
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #ონკოლოგია #ჰემატოლოგია

🎉 უფასო ოქტომბერი - უპრეცედენტო აქცია „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“!🎉მთელი ოქტომბრის განმავლობაში, „გლობალმედის...
01/10/2025

🎉 უფასო ოქტომბერი - უპრეცედენტო აქცია „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“!

🎉მთელი ოქტომბრის განმავლობაში, „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“, გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას:
✨ ჩაიტაროთ ყველა მიმართულების ექიმის კონსულტაცია სრულიად უფასოდ!
✨ დამატებით, ექიმის დანიშნულებით, უფასოდ ჩაიტაროთ:
✔️ ექოსკოპიური კვლევა
✔️ კარდიოექოსკოპიური კვლევა
✔️ რენტგენი.

👩👨 პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროფესიონალი ექიმები:
✔️ კარდიოლოგი
✔️ ტრავმატოლოგი
✔️ ქირურგი
✔️ პედიატრი
✔️ ნევროლოგი
✔️ გინეკოლოგი
✔️ თერაპევტი
✔️ ჰემატოლოგი
✔️ ენდოკრინოლოგი
✔️ ინფექციონისტი.

✨ არ გადადოთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისარგებლეთ უნიკალური შესაძლებლობით, მიიღოთ მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაციები სრულიად უფასოდ და გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია.

✨ დაგეგმეთ ვიზიტი და მიიღეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება "გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" სრულიად უფასოდ.

❗ იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! უფასო კონსულტაციების მისაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ:
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #უფასოკონსულტაცია

📣 26 სექტემბერი კონტრაცეპციის საერთაშორისო დღეა!✨  კონტრაცეპციის შესახებ ცნობიერების ამაღლება ემსახურება საზოგადოების ინ...
26/09/2025

📣 26 სექტემბერი კონტრაცეპციის საერთაშორისო დღეა!
✨ კონტრაცეპციის შესახებ ცნობიერების ამაღლება ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას, რამდენად მნიშვნელოვანია, სწორად შერჩეული მეთოდი და რეგულარული კონსულტაცია გინეკოლოგთან.

✨ კონტრაცეპცია არა მხოლოდ არასასურველი ორსულობის პრევენციაა, არამედ ქალის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

✨ არსებობს სხვადასხვა სახის კონტრაცეპციის საშუალება, რომელიც ინიშნება გინეკოლოგის მიერ ინდივიდუალურად, თითოეული ქალბატონის ორგანიზმისთვის საუკეთესო, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდით.

👨‍⚕️ „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გინეკოლოგი გიორგი აბაშიძე გირჩევთ:
✔️ კონტრაცეპციის შესარჩევად, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს კონსულტაციაზე, რადგან მედიკამენტი უნდა დაინიშნოს თქვენი საჭიროების მიხედვით, ინდივიდუალურად
✔️ არ გამოიყენოთ ჰორმონული საშუალებები თვითნებურად, რადგან გვერდითმა ეფექტებმა, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს
✔️ რეგულარულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები.

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აქტიურად ერთვება კონტრაცეპციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციის აქციას, რომელიც მოქმედებს 15 ოქტომბრამდე.

⚠️ არ გადადოთ, ისარგებლეთ ამ უნიკალური შესაძლებლობით და მიიღეთ ინდივიდუალური რჩევები პროფესიონალი გინეკოლოგისგან.

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მაღალკვალიფიციური გინეკოლოგები, 24/7 რეჟიმში მზად არიან, დაგეხმარონ და უზრუნველყონ თქვენი ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვა.

❗ უფასო კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ:
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #კონტრაცეპცია #გინეკოლოგია #უფასოკონსულტაცია #ლაპარასკოპია

🌍 21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა!💫 ალცჰაიმერი არის ყველაზე გავრცელებული დემენციის ფორმა, რომელიც პროგრესირებადი ...
21/09/2025

🌍 21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა!
💫 ალცჰაიმერი არის ყველაზე გავრცელებული დემენციის ფორმა, რომელიც პროგრესირებადი ნეიროდეგენრერაციული დაავადებაა. ის აზიანებს მეხსიერებას, აზროვნებასა და ქცევას, რაც დროთა განმავლობაში ადამიანის დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

❓ რა იწვევს ალცჰაიმერს?
ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. მეცნიერები დაავადებას უკავშირებენ გენეტიკურ ფაქტორებს, ასევე, ტვინში პათოლოგიური ცილების დაგროვებას, რაც ნელ-ნელა აზიანებს ნეირონებს და აქვეითებს ტვინის ფუნქციას. ასევე, ალცჰაიმერი შესაძლოა გამოიწვიოს თავის ქალის დაზიანებამ, დეპრესიამ და არტერიულმა ჰიპერტენზიამ.
⚠️ ალცჰაიმერის ძირითადი სიმპტომებია:
✔️მეხსიერების დარღვევა, განსაკუთრებით ახლად მომხდარი მოვლენების დავიწყება
✔️ მეტყველების და კომუნიკაციის გართულება
✔️ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრობლემები
✔️ ოჯახთან და საზოგადოებასთან არსებული ურთიერთბის შეწყვეტა
✔️ დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში
✔️ ნივთების ხშირად დაკარგვა და კონცენტრაციის დაქვეითება
✔️ ერთი და იგივე საკითხის ხშირი და არაადეკვატური გამეორება
✔️ ქცევითი და ემოციური ცვლილებები და სხვა.

💫 მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის პროგრესირება ინდივიდუალურია, დაავადების განვითარების საწყისი პერიოდიდან დაავადებული ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-9 წელია.

👨 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი პაატა ნადიმაშვილი გირჩევთ, რა არის საჭირო დაავადების პრევენციისთვის:
✔️ რეგულარული ფიზიკური აქტივობა
✔️ ჯანსაღი კვება (მაღალი ანტიოქსინდატებითა და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით)
✔️ ინტელექტუალური დატვირთვა -კითხვა, ახალი უნარების სწავლა
✔️ აქტიური სოციალური ცხოვრება
✔️ ტკბილეულის ამოღება კვების რაციონიდან
✔️ ქრონიკული დაავადებების რეგულარული კონტროლი (შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია).

💫 ალცჰაიმერის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სიმპტომების დროული ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი.

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის“ ყველაზე დიდი მოტივაციაა პაციენტების კმაყოფილება და გულწრფელი სიტყვები. 👉 წარ...
17/09/2025

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის“ ყველაზე დიდი მოტივაციაა პაციენტების კმაყოფილება და გულწრფელი სიტყვები.

👉 წარმოგიდგენთ ჩვენი კლინიკის შეფასებებს მადლიერი პაციენტებისგან.

❤️ მადლობა თითეულ თქვენთაგანს ნდობისთვის.

🙏 თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, ყოველდღე უფრო მეტად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
#კლინიკა #პაციენტისჯანმრთელობაუპირველესია

💥 გინეკოლოგის უფასო კონსულტაციის თვე „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში!“🩺 ქალბატონებო, თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი მთავ...
16/09/2025

💥 გინეკოლოგის უფასო კონსულტაციის თვე „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში!“

🩺 ქალბატონებო, თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ გთავაზობთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას 1 თვის განმავლობაში.

💥 ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მიიღოთ პროფესიონალური რჩევები სრულიად უფასოდ და ჩაიტაროთ პროფილაქტიკური შემოწმებები.
👨‍⚕️ კონსულტაციებს ჩაატარებს ჩვენი მაღალკვალიფიციური გინეკოლოგი - გიორგი აბაშიძე.

🩺 გახსოვდეთ, დროული გამოკვლევა უზრუნველყოფს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას და ამცირებს სერიოზული პათოლოგიების განვითარების რისკს.

🌍 “გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მკურნალობა მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენთან შეგიძლიათ, მიიღოთ სრული გინეკოლოგიური სერვისი:
✔️ პაპ ტესტირება
✔️ ნაცხის ანალიზი
✔️ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები
✔️ ულტრაბგერითი გამოკვლევა
✔️ ჰისტეროსკოპია
✔️ კოლპოსკოპია
✔️ საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით.

💥 ისარგებლეთ ამ უნიკალური შესაძლებლობით და იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
❗ უფასო კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ:
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #გინეკოლოგია #უფასოკონსულტაცია #ლაპარასკოპია

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ესტუმრა „ევროპის პედიატრიის აკადემიის“ პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ...
16/09/2025

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ესტუმრა „ევროპის პედიატრიის აკადემიის“ პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი - ბერთოლდ კოლეცკო.

👨‍⚕️ გერმანელი მაღალკვალიფიციური პედიატრის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სამედიცინო თანამშრომლობის გზაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს.

🤝 შეხვედრაზე განხილული იყო „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკისა“ და „ევროპის პედიატრიის აკადემიის“ ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს პედიატრიული სერვისების განვითარებას საქართველოში და ჩვენი პატარა პაციენტებისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას.

🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პედიატრიული დეპარტამენტი, მაღალკვალიფიციური პედიატრის თამარ კაჭარავას ხელმძღვანელობით, დაკომპლექტებულია პროფესიონალ პედიატრთა გუნდით, რომლებიც ფლობენ მრავალწლიან გამოცდილებას, როგორც გადაუდებელ, სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ სექტორში და 24/7 რეჟიმში თავდაუზოგავად ზრუნავენ თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე.

🌍 დაგეგმეთ ვიზიტი და მიიღეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება "გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში".
🌍 „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ - პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვით საერთაშორისო პარტნიორობის გზაზე.
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #პედიატრია #საერთაშორისოპარტნიორობა

💥 შაქრიანი დიაბეტი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის პრევენცია ხშირად შესაძლებელია ცხოვრები...
05/09/2025

💥 შაქრიანი დიაბეტი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის პრევენცია ხშირად შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით.

👌 ჩვენი ენდოკრინოლოგი - ქალბატონი ნინო ჩხიკვაძე გირჩევთ:
✔️ აკონტროლეთ წონა - ჭარბი წონა ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს
✔️ იკვებეთ ბალანსირებულად - მიიღეთ მეტი ხილ-ბოსტნეული და ნაკლები შაქარი, ტკბილეული და მზა საკვები
✔️ იყავით ფიზიკურად აქტიური - ყოველ დღე 30 წუთი სიარული ან მსუბუქი ვარჯიში მნიშვნელოვნად ამცირებს შაქრიანი დიაბეტის რისკს
✔️ რეგულარულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური ანალიზები - სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი დროულად ავლენს დაავადებას
✔️ აკონტროლეთ წნევა და ქოლესტერინი - ისინი პირდაპირ კავშირშია შაქრიანი დიაბეტის გართულებებთან.

⚠️ გახსოვდეთ, პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივი და ეფექტურია, ვიდრე დაავადების მკურნალობა.

👩‍⚕️👨‍⚕️ ჩვენი მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგები დაგეხმარებიან, როგორც დაავადებების საწყის ეტაპზე დიაგნოსტირებაში, ასევე პროფილაქტიკასა და ნებისმიერი სირთულის ენდოკრინული დაავადების მართვაში.

👩‍⚕️👨‍⚕️ „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ 24/7 რეჟიმში გთავაზობთ სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და სწორ მკურნალობას, რათა თავი იგრძნოთ ჯანმრთელად და მშვიდად.

🌍 დაგეგმეთ ვიზიტი და მიიღეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება "გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში".
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #ენდოკრინოლოგია #შაქრიანიდიაბეტი

🎉 სიახლე „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში!"🎊 ჩვენთან უკვე ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც პირის ღრუს მ...
05/09/2025

🎉 სიახლე „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში!"

🎊 ჩვენთან უკვე ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც პირის ღრუს მკურნალობას უძღვება პროფესიონალი სტომატოლოგი - ბატონი ლევან ჯულუხიძე, რომელსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში.

🌍 "გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის" სტომატოლოგიური სამსახური გთავაზობთ:
✔️ თერაპიული სტომატოლოგია - კბილების პროფესიონალური მკურნალობა უმაღლესი ხარისხით და თანამედროვე სტანდარტებით
✔️ პირის ღრუს ქირურგია - რთული შემთხვევების ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული მკურნალობა.

🌍 თქვენს ჯანსაღ ღიმილზე ახლა უკვე ზრუნავს „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა".
🌍 დაგეგმეთ ვიზიტი და მიიღეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება "გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში".
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #სტომატოლოგია #თერაპია #პირისღრუსქირურგია

💥 გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში!“💥 10 სექტემბერს, გინეკოლოგიის საერთაშორისო დღესთა...
05/09/2025

💥 გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში!“

💥 10 სექტემბერს, გინეკოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გინეკოლოგი - გიორგი აბაშიძე იზრუნებს ქალბატონების ჯანმრთელობაზე და ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს.

👩⚕️👨⚕️ გინეკოლოგის კონსულტაცია და დროული გამოკვლევა უმნიშვნელოვანესია ქალის ჯანმრთელობისათვის. გინეკოლოგიური კვლევები უზრუნველყოფს სხვადასხვა დაავადებების დროულ დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და პრევენციას, რაც აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

🌍 “ გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ხელმისაწვდომია სრული გინეკოლოგიური სერვისები:
✔️ პაპ ტესტირება
✔️ ნაცხის ანალიზი
✔️ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები
✔️ ულტრაბგერითი გამოკვლევა
✔️ ჰისტეროსკოპია
✔️ კოლპოსკოპია
✔️ საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით.

🎊 ისარგებლეთ უნიკალური შესაძლებლობით, მიიღოთ მაღალკვალიფიციური გინეკოლოგის კონსულტაცია უფასოდ და გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია.

❗ იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! უფასო კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ:
☎️ 032 2001101
📍 ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა
#კლინიკა #მედიცინა #გინეკოლოგია #უფასოკონსულტაცია #ლაპარასკოპია

Address

მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 45 ა
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00
Saturday 09:30 - 18:00
Sunday 09:30 - 18:00

Telephone

+99532 2240303

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა • Global Med University Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა • Global Med University Clinic:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram