„ენჯი" სკოლა ფსიქოლოგი"ng" School Psychologist“

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • „ენჯი" სკოლა ფსიქოლოგი"ng" School Psychologist“

„ენჯი" სკოლა ფსიქოლოგი"ng" School Psychologist“ სკოლა "ენ-ჯი"-ის ფსიქოლოგი - შორენა ტალიკიშვილი
"NG" schools's psychologist - Shorena Talikishvili

ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა დიდი ხანი იკვლევდა თვითრწმენის, თვითეფექტურობის  მნიშვნელობას და დაასკვნა, რომ წარმატებული ადამ...
04/12/2024

ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა დიდი ხანი იკვლევდა თვითრწმენის, თვითეფექტურობის მნიშვნელობას და დაასკვნა, რომ წარმატებული ადამიანები მაღალი თვითრწმენის უნარით გამოირჩევიან.

თვითრწმენის უნარისთვის კი საჭიროა ცოდნა, რომელიც დაშენდება სწავლის თვითრეგულაციაზე, რომლის
მეტაკოგნიტური პროცესებია:
მიზნების დასახვა;
დაგეგმვა;
თვითმოტივაცია;
ყურადღების კონტროლი;
სწავლის სტრატეგიების მოქნილად გამოყენება;
თვითმონიტორინგი;
დახმარებისთვის მიმართვა;

და ბოლოს
ჩვენი "მონამორჩილი"😉

თვითშეფასება

08/11/2024

"💕 სენდვიჩის მეთოდი " არის ყველაზე სასურველი და მარტივი, ეფექტური და წამახალისებელი მეთოდი, რომელიც გამოიყენება სკოლაში , ასევე სახლშიც და შედეგიანად მუშაობს ბავშვებში.💕
(დიდებშიც)🤗

პურის ნაჭერი (სენდვიჩის ძირი)
არის დავალების შეფასების ძირითადი მხარე, ქება გარჯისთვის
(მოსწავლეს შეუქეთ შესრულებული სამუშაო , მინიმალურიც რომ იყოს).

შიგთავსი ( ძეხვეული) გახლავთ მითითება მსუბუქი შენიშვნის სახით.

პურის ზედა ნაწილი კი, რომელსაც სრულყოფილებაში მოჰყავს მეთოდი, გახლავთ წამახალისებელი ფრაზები.
(მაგ: ხვალ ბევრად უკეთესს ველოდები, ვხედავ, რა კარგად შეგიძლია, ვფიქრობ ჩემს გაოცებას შეძლებ ....ასევე კარგია მასწავლებლის მხარდაჭერით თანაკლასელებმა შეუქონ და შეუფასონ ნაშრომი).

მხატვარი: ლიზა კვარაცხელია
(მეოთხე კლასი)

აბრაჰამ მასლოუ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი, მასწავლებლებს ურჩევს: მასწავლებელი უნდა იყ...
04/11/2024

აბრაჰამ მასლოუ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი, მასწავლებლებს ურჩევს:

მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი, რადგან გულწრფელობა და ნამდვილობა ხელს უწყობს სწავლებას, დაფასებას, კეთილგანწყობას, პატივისცემას და ნდობას .💜💜💜
მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე.💕💕💕

ემპათია ხელს უწყობს სწავლებას. ჩამოთვლილი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას.💛💛💛

თუ სწავლის სურვილი გაუღვივდა, მოსწავლე თავად წარმართავს სწავლის პროცესს. მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი სამართლიანია და რომ შეცდომის შემთხვევაში მას არ დასცინებენ.💙💙💙

მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, განსაზღვროს, რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. ამის შედეგად შესაძლებელია სწავლის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება და სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა.🧡🧡🧡

სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება, და მიუღებელი და საშიში, თუ იგი საფრთხეს უქმნის მის მეს (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია, მოსწავლის შიში და შფოთვა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

04/11/2024

მოგესალმებით სკოლის ფსიქოლოგი.
მზად ვარ თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო.

Address

ფორე მოსულიშვილი N20
Tbilisi
0167

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when „ენჯი" სკოლა ფსიქოლოგი"ng" School Psychologist“ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category