01/05/2026
⚠️ 21-ე საუკუნეში ადაპტირებული გარემო არ არის კეთილი ნება - ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, იყოს დაცული და დამოუკიდებელი.
📍ხშირად სივრცეების ადაპტაცია მხოლოდ ფორმალობაა, რაც რეალურ ბარიერებს ქმნის. არასწორად დაგეგმარებული პანდუსი ან „ადაპტირებული“ ლიფტი, რომლამდე მისასვლელი გზაც ჩახერგილია, უსაფრთხოების ნაცვლად საფრთხის შემცველია.
⭕️ ბევრ შენობასთან გვხვდება „პანდუსი“, რომელიც იმდენად ციცაბოა, რომ მასზე ეტლით ასვლა სხვისი დახმარების გარეშე შეუძლებელია. ასეთი კონსტრუქცია არ არის ადაპტაცია - ეს არის ბარიერი.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
🔹 ტექნიკური სიზუსტე: სწორად დაგეგმარებული პანდუსის დახრილობა არ უნდა აღემატებოდეს 5-8%-ს. ყოველი ზედმეტი გრადუსი ეტლით მოსარგებლისთვის დამოუკიდებლად გადაულახავ პრობლემას ქმნის.
🔹 ზედაპირი: ის უნდა იყოს მყარი და არასრიალა, რომ ნალექიან ამინდშიც უსაფრთხო დარჩეს.
🔹 უსაფრთხოების ზოლი: პანდუსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოაჯირები ორივე მხარეს, შესაბამის სიმაღლეზე.
უსაფრთხოება დეტალებშია. თუ თქვენი პანდუსი დამოუკიდებლად ვერ გამოიყენება, ის შესაცვლელია.
🛡️ 𝐆𝐞𝐨𝐒𝐚𝐟𝐞𝐭𝐲 - უსაფრთხოება არ არის სრული, თუ ის ინკლუზიური არ არის.
#უსაფრთხოებაბარიერებისგარეშე
#შშმპირები
#ადაპტირებულიგარემო