18/01/2021
🧑⚕ მასტიტი, წესისამებრ, ცალ სარძევე ჯირკვალში ვითარდება მშობიარობიდან პირველი სამი თვის განმავლობაში. მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
📍სარძევე ჯირკვლის მგრძნობელობისა და ტემპერატურის მომატება;
📍სარძევე ჯირკვალზე კანის გაწითლება;
📍მკერდის გადიდება;
📍ძუძუთი კვების დროს წვისა და ტკივილის შეგრძნება;
📍სხეულის ტემტერატურის მკვეთრი მომატება;
📍ტანში გრიპისთვის დამახასიათებელი ტეხის შეგრძნება.
📎მასტიტის პირველი ნიშნებია სარძევე ჯირკვლის გამკვრივება, კანის შეწითლება და მგრძნობელობის მომატება, მჭრელი ტკივილი და სიცხე.
ანთებითი პროცესის პროგრესირების შემთხვევაში ჯირკვალი იზრდება, კანი დაჭიმულია, ცხელი. კანქვეშ, ჯირკვლის სიღრმეში ან მის უკან ყალიბდება აბსცესი (ჩირქგროვა), რომლის ლოკალიზაციაზეც არის დამოკიდებული მასტიტის კლინიკური სურათის თავისებურება:
🧑⚕ ანტემამარული (ჯირკვლის წინ მდებარე) აბსცესი არცთუ ისე დიდია. ფლუქტუაცია ადრევე ვლინდება, ამიტომ დიაგნოზის დასმა რთული არ არის.
ინტრამამარულ (ჯირკვალშიგა) ჩირქგროვას თან სდევს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, ძლიერი ტკივილი. სარძევე ჯირკვალი გადიდებული და მტკივნეულია, ისინჯება მოზრდილი ინფილტრატი. ფლუქტუაცია შედარებით გვიან იჩენს თავს. ინტრამამარული მასტიტი ხშირად რამდენიმე ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნით მიმდინარეობს.
რეტრომამარულ აბსცესს თან სდევს ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ჯირკვლის ტკივილი, რომელიც ხელის მოძრაობის დროს ძლიერდება. ჯირკვალი თითქოს აწეულია, პალპაციისას მტკივნეულია. კანის ჰიპერემია და ფლუქტუაცია არ აღინიშნება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა რთულია.
მწვავე მასტიტის დიაგნოსტიკისას ხდება დიფერენცირება ე.წ. რძისმიერ ცხელებასთან, რომელიც ვითარდება მშობიარობიდან მე-3-5 დღეს და რძის შეკავებით არის განპირობებული, მაგრამ თან არ სდევს ჯირკვლის ქსოვილის ინფილტრაცია.
ყველაზე მძიმე ფორმაა ლპობითი ანუ განგრენული მასტიტი.
#ლაქტატუმი #მასტიტი #მასტიტისმკურნალობა