27/04/2026
✍ თანამშრომელთა ინტერვიუების სერია სინევოში
სინევოს წარმატების უკან ადამიანები დგანან. ერთ-ერთი მათგანი ანასტასია დვალია, რომელიც კომპანიას 2017 წლის 1 მაისს შემოუერთდა. მისი პროფესიული გზა, ერთგულების, მუდმივი განვითარებისა და იმ 9-წლიანი გამოცდილების ერთობლიობაა, რომელმაც სინევოს გუნდის საყრდენად აქცია.
🥼 ამჟამად, ის ფილიალთა ქსელის კოორდინატორის პოზიციას იკავებს და საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ საქმისადმი სიყვარული საუკეთესო შედეგების საწინდარია.
გაეცანით სინევოს ნიჭიერი თანამშრომლის, ანასტასია დვალის, მოკლე ინტერვიუს👇
⁉️ აღწერე კომპანია სამი სიტყვით
📝 სინევო შემიძლია აღვწერო როგორც:
🔷 ზუსტი
🔷 ხელმისაწვდომი
🔷 პროფესიონალი
⁉️როგორ შეიცვალეთ შენ და კომპანია ერთად, 9 წლის განმავლობაში?
👩 ამ 9 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ყოველდღიური პრაქტიკით, რეალურ შემთხვევებზე დაკვირვებით და სხვადასხვა სიტუაციებიდან მიღებული ცოდნით, ცვლილება პროფესიონალიზმის ნიშანია და ვისწავლე, როგორ ვყოფილიყავი უკეთესი ვერსია საკუთარი თავის. კომპანიამ კი, ამ წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაზარდა ფილიალების რაოდენობა, განავითარა ციფრული პლატფორმები, გააუმჯობესა შიდა კორპორაციული კულტურა, გაიზარდა კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა, რამაც ასევე მომხმარებლების რაოდენობაც საგრძნობლად გაზარდა, ეს კი სწრაფი პასუხების, შედეგების ინტერპრეტაცია და პაციენტების საჭიროებებზე ჩართულობის შედეგია, დარწმუნებული ვარ, მე და კომპანიას კიდევ ბევრი წარმატების და განვითარების წლები გველოდება წინ.
⁉️კომპანიაში ტრადიციის დანერგვა რომ შეგეძლოს, რას შემოგვთავაზებდი?
💡 მინი სემინარები - მაგ; „გაუზიარე ცოდნა“ - თანამშრომლებს შესაძლებლობა გვექნება ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა, ახალი მეთოდები და პროცესები. არაფერია იმაზე უკეთესი, როცა რაიმე ახალს სწავლობ და შემდგომ ამ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურობაში და შენთვის საყვარელი საქმის კეთებაში გადგება.
🙏 წარმატებები ანასტასიას სინევოს დიდ გუნდში!
„სინევო - შენი და ჩვენი წარმატების ისტორია“ 💙