ინფორმაცია „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ შესახებ
„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ (სეგი) www.gestalt.ge
🇪🇺 საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ევროპაში ინტეგრირებული პირველი გეშტალტთერაპიის ინსტიტუტია.
🇪🇺 სეგი ფლობს ევროპულ - EAGT აკრადიტაციას.
👇🏼იხილე დოკუმენტი
https://www.facebook.com/gestalt.ge/?ref=pages_you_manage
🇪🇺 ინსტიტუტის ევროპული ცენზი გულისხმობს კურსდამთავრებულთა დიპლომების საერთაშორისო აღიარებას.
🇪🇺 მხოლოდ სეგი-ს დიპლომია გათანაბრებული ევროპულ (EAGT, EAP) სრულ აკრედიტაციასთან.
🇪🇺 სეგის კურსდამთავებულები არიან საერთაშორისო ცენზის მფლობელი პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ სამედიცინო და მენტალური ჯანმთელობის სფეროში, ბიზნესში, საწარმოო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო სისტემაში: საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და საუნივერსტეტო სივრცეში - საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში;
❗️ საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში
🔴დიპლომის დაცვა ხორციელდება ევროპული სტანდარტით დადგენილ უმოკლეს ვადაში - 4 წელიწადში.
🔴 ინსტუტის მრჩეველია EAGT - ტრენინგ სტანდარტების კომიტეტის თავჯდომარე, დოქტორი, პროფესორი,ნურით ლევაი.
🔴 სასწავლო პროგრამას უძღვებიან ევროპაში აკრედიტებული უმაღლესი რანგის პროფესიონალები.
🔴 მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის ტრენერები არიან წამყვანი ევროპელი სპეციალისტები, სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე გეშტალტთერაპიის ორიგინალური ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით.
🔴 ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელია, საქართველოში გეშტალტთერაპიის მეთოდის ფუძემდებელი,ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი
❗️საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ექსკლუზივია -
სტუდენტთა კლინიკური პრაქტიკის თავის ბაზაზე უზრუნველყოფა, სწავლის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ
🔴 წარმატებული კურსდამთავრებულები საქმდებიან ინსტიტუტთან არსებულ ფსიქოლოგიისა და ფსიქოთრაპიის ერონულ გეშტალტ ცენტრში
👇🏼
https://www.facebook.com/NationalGestaltCenter/?ref=pages_you_manage
🔴 სარგებლობენ ხელშეწყობით დასაქმების სფეროში
🔴 გადიან პროფესორ-ასისტენტის პრაქტიკას საუნივერსიტეტო სივრცეში
🔴 ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ევროპის გეშტალტ ინსტიტუტებთან გაცვლით პროგრამებში.
სეგი არის ევროპაში აკრედიტებული ინსტიტუტების პალატის წევრი და ჰყავს ევროპაში პარტნიორი სასწავლებლები, რომლებთანაც ახორციელებს ტრენერების და სტუდენტების გაცვლას.
✅ინსტიტუტის პროგრამა იძლევა სწავლის და მუშაობის შეთავსების საშუალებას
🔔 სწავლის განრიგი:
⭕ I კურსი: ჯგუფური ფსიქოთერაპია (200 სთ). ტრენინგი – თვეში 1 შაბათ-კვირა (16 სთ.); ინდივიდუალური თერაპია – წლის განმავლობაში განაწილებული 50 სთ.
⭕ II-III კურსები: თეორია და მეთოდოლოგია (600 სთ). თვენახევარში ერთი 5 დღიანი ტრენინგი (40 სთ) შაბათ-კვირის გამოყენებით;
⭕ III – IV კურსი – ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. მუშაობა ევროპული ცენზის მქონე სუპერვაიზორებთან თანამშრომლობით;
⭕ IV კურსი – სადიპლომო შრომის მომზადება და დაცვა.
⭕სწავლის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ პროგრამის მონაწილეები იწყებენ მუშაობას. მათ ენიჭებათ სუპერვიზირებული გეშტალტპრაქტიკოსის სტატუსი.
👉🏼 მათ, ვისაც არ აქვს ფსიქოლოგიაში საბაზისო აკადემიური განათლება, გადიან სპეციალურ მოსამზადებელ კურსს, რომელიც აღიარებულია EAGT მიერ;
⭕ჯგუფის შემადგენლობა ლიმიტირებულია (18 წევრი);
👉🏼კურსზე დაშვების წინაპირობაა ინტერვიუს გავლა.
💰 სწავლის 1 წლის საფასურია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში (გადახდა შესაძლებელია კვარტალურად);
ტრენერთა გუნდი და სხვა დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ
www.gestalt.ge