კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic

კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic Medical House - მულტიპროფილური, ყველა ასაკის პაციენტზე ორიენტირებული, ქართულ-ამერიკული კლინიკა.

„მედიქალ ჰაუსი“ მრავალპროფილური, ყველა ასაკის პაციენტზე ორიენტირებული საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკაა, რომელიც ამერიკული სტანდარტების შესატყვის, თანამედროვე და ხარჯთეფექტურ პირველად ჯანდაცვას სთავაზობს მოსახლეობას.

კლინიკა 2011 წელს დააფუძნა ამერიკაში მოღვაწე, ქალაქ სანდიეგოს საოჯახო მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელმა თიმ გურჩმა, მალხაზ კარტოზიასა და შავლეგ შავერდაშვილთან ერთად. დამფუძ

ნებლების მიზანია ამერიკული კლინიკის ყველა მიღწევა და ინოვაცია საქართველოში დაინერგოს.

“მედიქალ ჰაუსი” აღჭურვილია უახლესი ევროპული წარმოების სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში დაგხვდებიან ყველა პროფილის ექიმი სპეციალისტები, რომლებსაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ მიღებული და მუდმივად გადიან კლინიკის დამფუძნებელთან ტრენინგებსა და კონსულტაციებს.

”მედიქალ ჰაუსის” მყუდრო გარემოში თქვენთვის ლაბორატორიული კვლევების და ამბულატორიული მომსახურების სრული სპექტრია. დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე სქემებით და მსოფლიოში მიღებული პროტოკოლებით ხორციელდება.

“მედიქალ ჰაუსი” მდებარეობს სპორტის სასახლესთან, ბერბუკის ქუჩის 7 ნომერში. დამატებით ინფორმაციისათვის გაეცანით “მედიქალ ჰაუსის” ვებგვერდს http://medicalhouse.ge/.

📣 გაზაფხულზე მსოფლიოში სტრესის შესახებ ცნობადობის ამაღლების სხვადასხვა კამპანიები იმართება.❓რა არის სტრესი?ℹ ჩვენ ყველან...
01/05/2026

📣 გაზაფხულზე მსოფლიოში სტრესის შესახებ ცნობადობის ამაღლების სხვადასხვა კამპანიები იმართება.

❓რა არის სტრესი?

ℹ ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფორმით განვიცდით სტრესს. ამიტომაც, სტრესის უნიფიცირებული განმარტება არ არსებობს, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობით, სტრესი არის ფიზიკური, მენტალური ან ემოციური დაძაბულობა.

🔻 ეს არის ადამიანის რეაქცია სიტუაციაზე, როდესაც ის გრძნობს შფოთვას ან საფრთხეს.

💡 როგორ დავძლიოთ სტრესი?
სტრესის მართვა შესაძლებელია და მის შესამსუბუქებლად რამდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს:

🧘‍♀️ დასვენება და სუნთქვითი ვარჯიშები:
ღრმა სუნთქვა, მედიტაცია და იოგა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას.

🏃‍♂️ ფიზიკური აქტივობა:
სეირნობა, ვარჯიში ან ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოძრაობას მოითხოვს, ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.

📋 დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა:
საქმის წინასწარ დაგეგმვა და სწორადდალაგება ამცირებს გადატვირთვას და გაურკვევლობას.

🗣️ საუბარი ახლობლებთან ან სპეციალისტთან:
ემოციური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ შეგეშინდება დახმარების თხოვნის!

🎨 დრო საკუთარი თავისთვის:
დაუთმეთ დრო იმ საქმიანობებს, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ -იქნება ეს კითხვა, ხატვა, ვარჯიში თუ უბრალოდ დასვენება.

🤝 გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ!
სტრესთან გამკლავება მარტივი არ არის, მაგრამ მხარდაჭერითა და სწორი მიდგომით ეს შესაძლებელია.

✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖 𝟑𝟑
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა
#სტრესი

👉 კანის კიბოს პრევენციაში ადრეულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.კანის ზედაპირზე არსებული ხალების, ლაქების ...
30/04/2026

👉 კანის კიბოს პრევენციაში ადრეულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კანის ზედაპირზე არსებული ხალების, ლაქების ან სხვა ცვლილებების რეგულარული შემოწმება დაგეხმარებათ რისკების დროულად აღმოჩენაში.

✔ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხალს, თუ შეიცვალა მისი ზომა, ფორმა, ფერი, კიდეები ან დაიწყო ქავილი/სისხლდენა.

🔹 იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე - ჩაიტარეთ კანის დერმატოლოგიური შემოწმება სპეციალისტთან.

✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
☎️ 032 233 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან

👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

🏥 კლინიკა "მედიქალ ჰაუსი"  გთავაზობთ ექსოკოპიური კვლევის სრულ სპექტრს:🔸 მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის;🔸 ფარისებრ...
29/04/2026

🏥 კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" გთავაზობთ ექსოკოპიური კვლევის სრულ სპექტრს:

🔸 მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის;
🔸 ფარისებრი ჯირკვლის;
🔸 ძვალ–სახსროვანი სისტემის;
🔸 გინეკოლოგიური (აბდომინალური, ტრანსვაგინალური);
🔸 ორსულობის დადგენა და მონიტორინგი;
🔸 სისხლძარღვოვანი (დოპლერი);
🔸 კარდიოექოსკოპია.

✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
☎️ 032 233 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა
#ექოსკოპია

🏥 გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები 👇🧑‍⚕ ირაკლი კარტოზია - ორთოპედ-ტრავმატოლოგი✍ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:...
28/04/2026

🏥 გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები 👇

🧑‍⚕ ირაკლი კარტოზია - ორთოპედ-ტრავმატოლოგი

✍ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
☎ 032 233 08 33

📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕👨‍⚕ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა
#ირაკლიკარტოზია

🏥 გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები 👇🧑‍⚕ენდოკრინოლოგი - თინა იორდანიშვილი✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:☎️ 𝟐 ...
27/04/2026

🏥 გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები 👇

🧑‍⚕ენდოკრინოლოგი - თინა იორდანიშვილი

✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖 𝟑𝟑

🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა
#ენდოკრინოლოგი #თინაიორდანიშვილი

🩺💙აპრილი – დიაბეტის მართვის თვეა 💙🩺აპრილი ეძღვნება დიაბეტის მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იმ ნაბიჯებს, რომლებ...
25/04/2026

🩺💙აპრილი – დიაბეტის მართვის თვეა 💙🩺

აპრილი ეძღვნება დიაბეტის მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ ჯანმრთელი და სავსე ცხოვრებისთვის.
დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აღემატება, მაგრამ მისი სწორი მართვა და ცხოვრების წესის ცვლილება საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ გლუკოზის დონე სისხლში და ავიცილოთ გართულებები.

🔹 დიაბეტის მართვის ძირითადი ნაბიჯები:
✅ სისხლში გლუკოზის დონის რეგულარულად შემოწმება – რეგულარული ტესტირება დაგვეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში და მკურნალობის კორექტირებაში.
✅ ჯანსაღი კვება – ბალანსირებული დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, მარცვლეულითა და ცილებით, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის რეგულირებას.
✅ ვარჯიში – ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობიარობას და ხელს უწყობს წონის კონტროლს.
✅ მედიკამენტები – ინსულინი ან სხვა მედიკამენტები, რომელიც აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ს სისხლში გლუკოზის რეგულირებაში.
✅ მაღალი ჰიდრატაცია – წყლის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს თირკმლის ჯანსაღ ფუნქციიონირებას და ჰიდრატაციას.
✅ სტრესის მართვა – სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის დონეზე, ამიტომ მნიშვნელოვანია დასვენებისა და მოდუნების გზების მოძიება.

💡 იცოდით?
დროულ დიაგნოზსა და აქტიურ მართვას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა გულის დაავადებები, თირკმლის პრობლემები და მენტალური პრობლემები.

✍️📋 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎️032 233 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

#დიაბეტისმართვისთვე #დიაბეტისცნობიერება #ჯანსაღისიცოცხლე

💉 იმუნიზაციის მსოფლიო კვირეული გვახსენებს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი არ არის - ეს არის დაცვა ჩვენი ოჯ...
25/04/2026

💉 იმუნიზაციის მსოფლიო კვირეული გვახსენებს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი არ არის - ეს არის დაცვა ჩვენი ოჯახებისთვის, საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

✔ 2026 წლის კვირეულის თემაა: „ვაქცინები მუშაობს ყველა თაობისთვის“ - გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს იმუნიზაციის როლს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაში ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე.

🫶 ვაქცინები ათწლეულებია ეხმარება მსოფლიოს ისეთი დაავადებების პრევენციაში, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია. დროული იმუნიზაცია ნიშნავს უფრო დაცულ ბავშვებს, ჯანმრთელ ოჯახებს და ძლიერ საზოგადოებას.

#მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა #ვაქცინა #იმუნიზაცია

⤵️ დენსიტომეტრიის ჩატარება აუცილებელიაპაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:🔹 ხშირი მოტეხილობები🔹 ძვლების დეფორმაცია🔹 ო...
24/04/2026

⤵️ დენსიტომეტრიის ჩატარება აუცილებელია
პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:

🔹 ხშირი მოტეხილობები
🔹 ძვლების დეფორმაცია
🔹 ოსტეოპენია სტანდარტულ რენტგენოგრამაზე.

✍️📋 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎️032 233 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა #დენსიტომეტრია

კლინიკა მედიქალ ჰაუსი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
11/04/2026

კლინიკა მედიქალ ჰაუსი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მედიქალ ჰაუსის სამუშაო გრაფიკი:9, 10 და 11 აპრილს მედიქალ ჰაუსი იმუშავებს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.                ...
08/04/2026

მედიქალ ჰაუსის სამუშაო გრაფიკი:

9, 10 და 11 აპრილს მედიქალ ჰაუსი იმუშავებს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

13 აპრილი კლინიკისთვის არასამუშაო დღეა.

#მედიქალჰაუსი

ℹ ცელიაკია აუტოიმუნური და მულტისისტემური დაავადება. სხვადასხვა სიმპტომებსა და ნიშნებს შორის შესაძლოა ნაკლებად შესამჩნევი...
03/04/2026

ℹ ცელიაკია აუტოიმუნური და მულტისისტემური დაავადება. სხვადასხვა სიმპტომებსა და ნიშნებს შორის შესაძლოა ნაკლებად შესამჩნევი იყოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება.

🔹ძვლის „გამოფიტვის“ და მოტეხილობის რისკის მომატებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს: შეწოვის დარღვევა, სხვადასხვა ნივთიერებების დეფიციტი, სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების შეფერხება, D ვიტამინის და კალციუმის არასაკმარისი მიღება და სხვა.

🔸 საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსი” და საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გთავაზობთ ბავშვთა ენდოკრინოლოგის უფასო კონსულტაციას და ძვლის სიმკვრივის კვლევას ოქროს სტანდარტით, დენსიტომეტრიის საშუალებით.

✅ კვლევა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. კვლევის დროს ხდება ბარძაყის ყელის და ხერხემლის სვეტის შესწავლა პედიატრიული პროტოკოლის გამოყენებით.

👇 საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსში“:
• 5-17 წლის ჩათვლით ბავშვებსა და მოზარდებს ცელიაკიის დადასტურებული დიაგნოზით შეუძლიათ ჩაიტარონ უფასო ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და დენსიტომეტრია;
• თან იქონიეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100);
• აუცილებელია წინასწარი ჩაწერა: 032 233 08 33

🗓 შეთავაზება გრძელდება 2026 წლის ივლისის ბოლომდე.

👩‍⚕️ კონსულტაცია და დენსიტომეტრია ტარდება ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძის მიერ.

✍️ ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖 𝟑𝟑
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა #ნინოხელაძე #ენდოკრინოლოგი

💙💛 დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2026: „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“.ℹ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები ხ...
23/03/2026

💙💛 დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2026: „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“.

ℹ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები ხშირად საჭიროებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას, რათა იცხოვრონ სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრებით.

🔹როგორ დავუჭიროთ მხარი?

🟨 გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და დავამსხვრიოთ სტიგმები;
🟦 შევქმნათ ინკლუზიური გარემო სკოლებში, სამუშაო ადგილებზე და საზოგადოებაში;
🟨 ვიზრუნოთ შესაბამისი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისთვის;
🟦 მოვუსმინოთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებებს და სურვილებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი ცხოვრების მართვა.

💙💛 მოდით, ერთად შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ადამიანი მიიღებს საჭირო მხარდაჭერას და შესაძლებლობას, რომ იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით.

✅უფრო ვრცლად ვისაუბროთ რა არის დაუნის სინდრომი:

ℹ️ 21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
👉 ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
👉დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
👨‍🔬 დაუნის სინდრომი, რომელიც პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა
👇 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
🔸 როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე.
🔹 დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცლად 47 ქრომოსომაა. ეს გახლავთ მისი ბუნებრივი მდგომარეობა - გამომდინარე აქედან, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის, ეს ადამიანის გენეტიკური მდგომარეობაა.
🔸 მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომით.
🔹საუბრისას ყოველთვის წინა პლანზე დააყენეთ პიროვნება, ადამიანი და შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა.
🔸 დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი.
🔹 სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი და/ან პირი დაუნის სინდრომით.
❌ დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად - დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

✍️📋 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎️032 233 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან

#დაუნისსინდრომისმსოფლიოდღე2026

Address

ბერბუკის 7
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995322330833

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic:

Share

Category