საქართველოს უროლოგთა ასოციაცია

  • Home
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია საქართველოს უროლოგთა ასოციაცია (სუა) დაარსდა 2000 წელს და დღემდე წარმოადგენს უროლოგებისა და უროლოგიით დაინტერესებულ ექიმთა გაერთიანებას.

"სუა" რეგისტრირებული ასოციაციის ფორმით ემსახურება უროლოგიური მეცნიერების განვითარების, სწავლების, ექიმ-უროლოგთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პაციენტთა ზრუნვის გაუმჯობესებაზე მიმართულ საქმიანობას.

აღნიშნული მიზნების მიღწევა ხდება უროლოგიის ყველა სფეროში, აზრთა გაცვლა-გამოცვლითა და მეცნიერული იდეების დამუშავებით. "სუა" გეგმიურად აწყობს ყოველწლიურ ყრილობას, რომელიც ტარდება ასოციაციის კონგრესთან ერთად. იგი აქვეყნებს ამ ყრილობებზე/კონგრესებზე წარმოდგენილ სამეცნიერო მასალებს, თეზისებისა და სამეცნირო სტატიების სახით. "სუა", ასევე, დაკავებულია მეცნიერების პრომოციითა და უროლოგიის სწავლების ორგანიზებით, როგორც რეზიდენტების სპეციალიზაციის, ისე ექიმ-უროლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების გზით.

ასოციაცია და მისი მიზნები

საქართველოს უროლოგთ ასოციაცია (სუა) წარმოადგენს უროლოგებისა და
უროლოგიით დაინტერესებულ ექიმთა გაერთანებას. ის რეგისტრირებული
ასოციაციის ფორმით ემსახურება უროლოგიური მეცნიერების განვითარების,
სწავლების, ექიმ-უროლოგთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პაციენთა
ზრუნვის გაუმჯობესებაზე მიმართულ საქმიანობას. აღნიშნული მიზნების მიღწევა
ხდება, უროლოგიის ყველა სფეროში, აზრთა გაცვლა-გამოცვლითა და მეცნიერული
იდეების დამუშავებით. სუა გეგმიურად აწყობს ყოველწლურ ყრილობას, რომელიც
ტარდება ასოციაციის კონგრესთან ერთად. იგი აქვეყნებს ამ
ყრილობებზე/კონგრესებზე წარმოდგენილ სამეცნიერო მასალებს თეზისებისა და
სამეცნირო სტატიების სახით. სუა, ასევე, დაკავებულია მეცნიერების პრომოციითა
და უროლოგიის სწავლების ორგანიზებით, როგორც რეზიდენტების
სპეციალიზაციის, ისე ექიმ-უროლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების გხით.
სუა-ის მიზნებია:
• იყოს საქართველოს უროლოგთა წარმომადგენლობით ორგანო ქვეყანაში
და მის ფარგლებს გარეთ
• უროლოგიისა და ყველა მისი სუბსპეციალობის უწყვეტი განვითარების
ხელშეწყობა
• უროლოგიური სამსახურის უმაღლესი სტანდარტების განვითარება
• დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)
სარეზიდენტო პროგრამების მომზადება და განახლება
• უროლოგიური გაიდლაინების, ეროვნული პროტოკოლების, პროფესიული
კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავება და დახვეწა
• უროლოგიურ კვლევების ხელშეწყობა და მათი შედეგების გავრცელება
• სამედიცინო და სამეცნიერო ლიტერატურის გავრცელება მის წევრებს
შორის
• უროლოგიური განათლებისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების
დანერგვა
• პაციენტების და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება
უროლოგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ

სუა-ს მმართველობა და სტრუქტურა

ასოციაციის მმართველი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო. მისი წევრები არიან:
1. არჩილ ჩხოტუა, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
დირექტორი სამეცნიერო დარგში

2. გიორგი მანაგაძე, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
გენერალური დირექტორი
3. ამბროსი პერტია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
დირექტორი კლინიკურ დარგში
4. თეიმურაზ ჩიგოგიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის
უროლოგიის კათედრის პროფესორი
5. ზაზა ჭანტურაია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
ბავშვთა უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
6. ალექსანდრე ხელაია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
ქალთა უროლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
7. დავით ქოჩიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
უროლოგიის კათედრის პროფესორი
8. კობა კიკნაველიძე, „მარდალეიშვილის კლინიკა რუსთავის“ უროლოგიის
სამსახურის ხელმძღვანელი
9. დავით ნიკოლეიშვილი, ქართულ-ამერიკული ჰოსპიტლის უროლოგიის
სამსახურის ხელმძღვანელი
10. მზია დიდმანიძე ბათუმის რეფელარული ჰოსპიტლის უროლოგიის სამსახურის
ხელმძღვანელი
11. შალვა ჭოველიძე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები, საუნივერსიტეტო
კლინიკის უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი
12. ალექსანდრე უჯმაჯურიძე ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული
ცენტრი
13. გიორგი ქოჩიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
უროლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი
გიორგი ხვადაგიანი „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ უროლოგიის სამსახურის
ხელმძღვანელი
ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
1. ლავრენტი მანაგაძე
2. ბოჭორიშვილი გიორგი
3. მეზვრიშვილი ზაზა
4. ჭანტურაია ზაზა
5. ქოჩიაშვილი დავით
6. შიოშვილი თამაზი
7. ჩიგოგიძე თეიმურაზი

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ჯილდოები

საქართველოში უროლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის და ქართული უროლოგიის შემდგომი განვითარების
სტიმულირებისათვის, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია აწესებს შემდეგ
ჯილდოებს:
ა) ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედალი;
ბ) ლაურ მანაგაძის სახელობის პრემია;
დიმიტრი მურვანიძის სახელობის სიგელი.

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია
მისმართი: წინანდლის ქ. 27
საკონტაქტო ნომერი: 032 2 27 35 31

‼️ 27 ივნისს, მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა პირველი მოლდოვა-სომხეთი-საქართველოს საერთაშორისო კონფერე...
03/07/2025

‼️ 27 ივნისს, მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა პირველი მოლდოვა-სომხეთი-საქართველოს საერთაშორისო კონფერენცია.
‼️ კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს უროლოგთა ასოციაციის დელეგაციამ.
‼️ დელეგაციის 5 წარმომადგენელი გამოვიდა მოხსენებებით და თავმჯდომარეობდა სამეცნიერო სესიებს.
კონფერენციაზე დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

‼️ 2025 წლის 5-6 ივნისს, საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ (სუა) მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიის ქალაქ ნორდვაიკში გამართულ, ევ...
30/06/2025

‼️ 2025 წლის 5-6 ივნისს, საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ (სუა) მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიის ქალაქ ნორდვაიკში გამართულ, ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი ეროვნული ასოციაციების ყოველწლიურ შეხვედრაში.
შეხვედრას დაესწრნენ და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სუა-ის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ დამედიცინის დოქტორმა გივი კობერიძემ
‼️ შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიმდინარე და ახალი პროექტები და ეროვნული უროლოგიური ასოციაციების მათში შესაძლო ჩართულობა.
‼️ სუა აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ევროპის ასოციაციასთან, ისე ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ჩვენს ქვეყანაში დანერგვის მიზნით

‼️ საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ (სუა) მონაწილეობა მიიღო ევროპის უროლოგთა საბჭოს ყოველწლიურ სესიაში, რომელიც გაიმართა ...
25/06/2025

‼️ საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ (სუა) მონაწილეობა მიიღო ევროპის უროლოგთა საბჭოს ყოველწლიურ სესიაში, რომელიც გაიმართა 2025 წლის 9-10 მაისს ირლანდიის რესპუბლიკის ქალაქ კორკში
‼️ სუა-ის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა თავმჯდომარეობდა აკრედიტაციის კომიტეტის სხდომას და ესწრებოდა აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრას
‼️ სესიაზე მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ევროპაში უროლოგიის განვითარების საკითხზე

‼️ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია მადლობას უხდის პარტნიორებსა და სპონსორებს თანამშრომლობისათვის!‼️ განსაკუთრებული მადლობ...
24/06/2025

‼️ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია მადლობას უხდის პარტნიორებსა და სპონსორებს თანამშრომლობისათვის!
‼️ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის!
‼️ ერთად ჩვენ ჩავატარეთ მაღალი სამეცნიერო დონის, კარგად ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი, გამორჩეული ჩვენი ასოციაციის ისტორიაში!

‼️The Fourth International Friends of Georgian Urology Meeting (FOGU25), an extraordinary and very successful event!We a...
14/06/2025

‼️The Fourth International Friends of Georgian Urology Meeting (FOGU25), an extraordinary and very successful event!

We are deeply grateful to all who made this meeting exceptional. Special thanks to our partners — European Association of Urology, Armenian Association of Urology, Israeli Urological Association, and Moldovan Society of Urologists — for your invaluable contributions, insights, and support.

This year marked a historic milestone: the signing of the Memorandum of Understanding between the Georgian Urological Association (GUA), Armenian Association of Urology (AAU), and Israeli Urological Association (IUA) — a powerful new step toward strengthening international and regional cooperation in urology.

To all the friends and collaborators of the GUA — thank you for your enduring friendship and partnership throughout the years. Together, we are building a stronger, united future for urology in our region and beyond. 💙🤝🌐

11/06/2025

‼️ 24-25 მაისს, კაჭრეთის ამბასადორში, ჩატარდა "ქართული უროლოგიის მეგობრების" მეოთხე, საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი საქართველოს უროლოგთა ასოციაციის დაარსებიდან 25-ე და მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ლაური მანაგაძის 80 წლისთავისადმი.

❗️კონგრესში მონაწილეობა მიიღეს: ევროპის უროლოგთა ასოციაციის, ისრაელის, სომხეთისა და მოლდოვის უროლოგთა ასოციაციების დელეგაციებმა

❗️ ღონისძიება გაიხსნა ევროპის უროლოგიის სკოლის საგანმანათლებლო სესიით, რომელიც მიძღვნა ონკოუროლოგიის თანამედროვე, აქტუალურ საკითხებს

❗️ კონგრესის ბოლოს, საქართველოს, ისრაელისა და სომხეთის უროლოგთა ასოციაციებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

‼️ქართული უროლოგიის მეგობრების მეოთხე საერთაშორისო კონგრესი, დღე პირველი: საინტერესო ლექციები, ინტერაქტიული დისკუსიები, ...
25/05/2025

‼️ქართული უროლოგიის მეგობრების მეოთხე საერთაშორისო კონგრესი, დღე პირველი: საინტერესო ლექციები, ინტერაქტიული დისკუსიები, რთული შემთხვევების გარჩევა.

‼️The Fourth Friends of Georgian Urology Meeting, day 1: European School of Urology session, interactive discussions, case presentations.

‼️"ქართული უროლოგიის მეგობრების" მეოთხე, საერთაშორისო კონგრესი მოხვდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის სოციალური მედიის გვერდ...
21/05/2025

‼️"ქართული უროლოგიის მეგობრების" მეოთხე, საერთაშორისო კონგრესი მოხვდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის სოციალური მედიის გვერდზე!
‼️კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის უროლოგიის სკოლის სესია, რომელიც მიეძღვნება ონკოუროლოგიის, კერძოდ კი პროსტატისა და შარდის ბუშტის კიბოს მართვის აქტუალურ საკითხებს.
https://mailchi.mp/uroweb/esu-course-pca-screening-georgia-4329738?e=a8e195b374

‼️The Fourth, International FOGU Meeting on the European Association of Urology's web page
‼️European School of Urology course during the congress will discuss the actual problems of the management of Prostate and Bladder Cancer.

https://mailchi.mp/uroweb/esu-course-pca-screening-georgia-4329738?e=a8e195b374

‼️ FOGU25 კონგრესზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ ‼️„ქართული უროლოგიის მეგობრების“ მეოთხე საერთაშორისო კონგრესი, რომე...
06/05/2025

‼️ FOGU25 კონგრესზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ ‼️

„ქართული უროლოგიის მეგობრების“ მეოთხე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც გაიმართება ა.წ. 24-25 მაისს კაჭრეთის ამბასადორში, აკრედიტირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 12 უპგ ქულით, შემდეგ სპეციალობებში:
- უროლოგია
- კლინიკური ონკოლოგია
- რეპროდუქტოლოგია

კონგრესზე რეგისტრაცია შესაძლებელია გაიაროთ აქ: https://regpay.com.ge/

04/05/2025

‼️ FOGU25 კონგრესზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ ‼️

კონგრესზე ონლაინ რეგისტრაციაა დასრულდება 10 მაისს. ადგილზე რეგისტრაცია დაშვებული არ იქნება.

ონლაინ რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ვებ გვერდზე:
https://regpay.com.ge/

ღონისძიების სამეცნიერო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://acrobat.adobe.com/id/urn:aaid:sc:VA6C2:b0e37605-d923-4cb7-b170-162a72eec955

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტი

23/04/2025

Address

წინანდლის 27

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს უროლოგთა ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

GUA • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია (სუა) დაარსდა 2000 წელს და დღემდე წარმოადგენს უროლოგებისა და უროლოგიით დაინტერესებულ ექიმთა გაერთიანებას. "სუა" რეგისტრირებული ასოციაციის ფორმით ემსახურება უროლოგიური მეცნიერების განვითარების, სწავლების, ექიმ-უროლოგთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პაციენტთა ზრუნვის გაუმჯობესებაზე მიმართულ საქმიანობას. აღნიშნული მიზნების მიღწევა ხდება უროლოგიის ყველა სფეროში, აზრთა გაცვლა-გამოცვლითა და მეცნიერული იდეების დამუშავებით. "სუა" გეგმიურად აწყობს ყოველწლიურ ყრილობას, რომელიც ტარდება ასოციაციის კონგრესთან ერთად. იგი აქვეყნებს ამ ყრილობებზე/კონგრესებზე წარმოდგენილ სამეცნიერო მასალებს, თეზისებისა და სამეცნირო სტატიების სახით. "სუა", ასევე, დაკავებულია მეცნიერების პრომოციითა და უროლოგიის სწავლების ორგანიზებით, როგორც რეზიდენტების სპეციალიზაციის, ისე ექიმ-უროლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების გზით. საქართველოს უროლოგთა ასოციაცია მისმართი: წინანდლის ქ. 9 საკონტაქტო ნომერი: 032 2 27 35 31