Psycho Arsi-ფსიქო არსი

Psycho Arsi-ფსიქო არსი ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი

ფსიქოფიზიოლოგიური ცენტრი „არსი“ ახორციელებს ფსიქოთერაპიულ, ფსიქორეაბილიტაციურ სამუშაოს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური პრობლემების მქონე პაციენტებთან.
ფსიქოთერაპიული მუშაობა ხდება როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან და ზრდასრულებთან. ორგანიზაცია ატარებს კონსულტაციებს მშობლებთან ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
„არსი“ ასევე ახორციელებს ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგიი

ს, „ანთროპოანალიზის“ სწავლებას. „ანთროპოანალიზი“ თავისი არსით ფსიქოდინამიკური, სიღრმის ფსიქოლოგიის მიმდინარეობაა, რომელიც დაფუძნებულია კლასიკურ ფსიქოანალიზსა და განწყობის ფსიქოლოგიაზე.

 გივი მერაბიშვილის ფსიქოთერაპიული ცენტრი აცხადებს  ფსიქოთერაპევტთა მომზადებას სრული კურსი კურსის ხანგრძლივობა 1 წელი...
25/08/2021

 გივი მერაბიშვილის ფსიქოთერაპიული ცენტრი აცხადებს ფსიქოთერაპევტთა მომზადებას
 სრული კურსი
 კურსის ხანგრძლივობა 1 წელი
 გაიცემა ორენოვანი (ქართული, ინგლისური) სერთიფიკატი
 თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ფსიქოთერაპიაში
 ჯგუფში 4-5 ადამიანი
 მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ 4-5 საათი დღეში
 კურსის გავლა შესაძლებელია სამსახურისგან მოუწყვეტლად ოპტიმალური დროის შერჩევით.
 ჯგუფში ჩარიცხვა ხდება შერჩევით (არ არის აუცილებელი ფსიქოლოგის ან ექიმის დიპლომი)
 კურსანტები უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ლიტერატურით

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით; 593 511 543; 593 20 60 10

ტოკიოს ოლიმპიადა და ფსიქოლოგიური პრობლემები         ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგები - 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო ...
13/08/2021

ტოკიოს ოლიმპიადა და ფსიქოლოგიური პრობლემები

ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგები - 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - თითქოს არაა ურიგო ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლებოდა გაცილებით მეტის მიღწევა.
უცხოელი ექსპერიმენტების პროგნოზით, საქართველოს უნდა მოეპოვებინა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი. შეჯიბრების მსვლელობამ აჩვენა, რომ არა თუ შეიძლებოდა ამ პროგნოზის გამართლება, მისი გადაჭარბებაც შესაძლებელი იყო.
ოქროს მედლების მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ გ. პეტრიაშვილი და გ. თუშიშვილი. მომზადების დონიდან გამომდინარე ნებისმიერი სინჯის მედალი შეიძლება აეღოთ ლიპარტელიანს, გრიგალაშვილს და ჩხვიმიანს. ბრინჯაოს მედლების მოპოვების რეალური შანსი დაკარგეს ოდიკაძემ და ზოიძემ.
ყველა მათგანის შემთხვევაში ჩანდა კარგი ფიზიკური და ტექნიკური მომზადება, რასაც ვერ ვიტყვით ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მხარეზე. გადამწყვეტ მომენტში ისინი ვერ ირჩევენ მოქმედების ადეკვატურ გზას და ვერ იჩენდნენ ფსიქიკურ მდგრადობას.
მოცემული ვითარება კარგად აჩვენებს, რომ სათანადო დონეზე არ ხორციელდება სპორტსმენთა მომზადება. ეს უდიდეს დაღს ასვამს მათ სპორტულ შედეგებს, როცა ფუჭადაც კი ჩაუვლია ხანგრძლივ ფიზიკურ, ტექნიკურ თუ ტაქტიკურ მომზადებას.
მართალია, ფსიქოლოგიური მომზადებისას მთავარი სიტყვით ზემოქმედებაა, მაგრამ ამაში არ უნდა ვიგულისხმოთ რაღაც მაგიური სიტყვები, რითაც გარკვეულ მოქმედებას მზაობას ვუქმნით.
სპორტსმენთა ფსიქოლოგიური მომზადება მოიცავს სტრატეგიულ და ტაქტიკურ მხარეებს. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება ზოგადად ფსიქიკური მდგრადობის ამაღლებას და თვითფლობის განვითარებას, რაც გამოიხატება შესაძლო დაძაბულობის, შიშის განეიტრალებასა და სტაბილური განწყობის ფორმირებაში. მეორე შემთხვევაში ხდება კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან საპაექროდ მომზადება დაპირისპირებული მხარის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია სპორტსმენთა პოსტრავმული ტრენინგები მათი სწრაფი და სრული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის.
ფსიქოლოგის სპეციალურ მუშაობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გუნდში სპორტსმენთა ურთიერთობის, თავსებადობის, მორგების ამოცანების გადაწყვეტა.
ცალკე თემაა მუშაობა მწვრთნელებთან. ფსიქოლოგი გამოდის კონსულტანტის როლში და აწვდის მწვრთნელს საჭირო ინფორმაციას თითოეული სპორტსმენის ინდივიდუალური თავისებურებების შესახებ.
ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული სპორტსმენი უკეთ ითვისებს ტექნიკურ და ტაქტიკურ ელემენტებს, ნაკლებად იღებს ტრავმებს, დაძაბულ სიტუაციებში ავლენს ფსიქიკურ მდგრადობას და აღწევს მაქსიმალურ შედეგს.
სპორტსმენებთან მუშაობისთვის თვით ფსიქოლოგებს ესაჭიროებათ სპეციალური მომზადება. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია ფსიქოთერაპევტთა გამოყენება.
ასეთი სპეციალისტების მომზადება შედარებით მოკლე ვადებში შეიძლება განხორციელდეს ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში „არსი“, რომლებიც ჩაატარებენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას სპორტსმენებთან.

26/03/2021

ფსიქოთერაპია ამარცხებს კოვიდ ინფექციას!

ინფექციის გავრცელებამ ფართო მასშტაბები მიიღო და უდიდესი გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა სფეროზე. იგი შეეხო მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დიდია გარდაცვლილთა რაოდენობა. 2021 წ. 25 მარტის მონაცემებით დაინფიცირდა 125 167 534 და გარდაიცვალა 2 748 908 ადამიანი.
მხოლოდ საქართველოში კოვიდით დაავადდა 279 027 ადამიანი, რომელთაგან 3732 გარდაიცვალა.
დღეს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია პოსტკოვიდური გართულებების თემა. ამ გართულებებს უწოდებენ „ლონგ კოვიდს“ ან „თეთრ კოვიდს“. გამოცანად რჩება პოსტკოვიდური სიმპტომების არსებობა და მისი გახანგრძლივება დროში. პაციენტები სხვადასხვა სიმპტომს უჩივიან.
გამოყოფენ გულის, ფილტვების, თირკმელების ანომალიებს, ნევროლოგიურ და ფსიქიკურ გართულებებს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა მონაცემებით ასეთ პაციენტთა რაოდენობა 30% -ს აღწევს.
ვუჰანში (ჩინეთი) განკურნებული პაციენტებიან 76% კვლავ განიცდიდა რომელიმე სიმპტომის გავლენას.
ევროპელი სპეციალისტების მიხედვით, კოვიდმა ადამიანებს არა მხოლოდ ფიზიკური ზიანი მიაყენა, არამედ სერიოზულად გაართულა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხაზს უსვამენ ისეთი მოვლენების არსებობას, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები, განწყობილების შეცვლა.
ინგლისის ჯანმოს მონაცემებით, კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტთა 29,3% სხვადასხვა ჩივილით შებრუნდა კლინიკებში. მათგან 12,4% გარდაიცვალა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, კოვიდის გადატანიდან პირველ 6 თვეში 33% -ს განუვითარდა სხვადასხვა მენტალური დაავადება.
საერთაშორისო გამოკვლევებზე დაყრდნობით მსგავს პოზიციას გამოხატავს საერთაშორისო ექსპერტი გ. ფხაკაძე: კოვიდგადატანილთა 30%-ზე მეტს აქვსო რაიმე მენტალური პრობლემა. აღარ ვლაპარაკობთო გულზე, ფილტვებზე და ა.შ. არსებულ გართულებებზე.
საყურადღებოა ქართველი მედიკოსების დაკვირვების შედეგები.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლ. რატიანის მიხედვით, როგორც კოვიდ 19-ის, ისე ნებისმიერი დაავადების დაძლევაში დიდი მნიშვენლობა აქვს ადამიანის ფსიქო-ემოციურ განწყობას. დ. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებსო, რომ ფსიქიკა მართავს სხეულს. უარყოფითი განწყობა ამძიმებს ავადმყოფობას, შემართება და გამარჯვების რწმენა კი გადარჩენის საწინდარია 99% შემთხვევაში.
იგივე აზრი გამოთქვა ინფექციონისტმა მ. ენდელაძემ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე დაკვირვებისას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კოვიდ პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ჯანმრთელობაზე. მილიარდამდე ადამიანს აღენიშნება ფსიქიკური მოშლილობები. ჯანმო შეშფოთებას გამოთქვამს ფსიქოლოგიური სამსახურების შეფერხებით მუშაობაზე.
ასეთი საგანგაშო მდგომარეობის ფონზე წარმოგიდგენთ ქართული ფსიქოთერაპიული სკოლების („მენცარი“, „ანთროპოანალიზი“) საინტერესო მონაცემებს.
ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ვკურნავთ ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოსომატურ დაავადებებს და ანტისოციალურ ქცევებს (ნარკომანია, აზარტული თამაშები, ალკოჰოლიზმი და სხვ.). ამ ყველაფერს საერთო საფუძველი აქვს ფსიქიკური ტრავმის სახით. მკურნალობაც მიმდინარეობს მხოლოდ ფსიქოლოგიური მეთოდებით მედიკამენტების გარეშე.
კოვიდ ინფექციის გაძლიერებისას გამოვთქვით ვარაუდი, რომ ჩვენთან ნამკურნალები ადამიანები ან არ დაავადდებოდნენ ან დაავადებას გადაიტანდნენ მსუბუქ ფორმაში.
ვარაუდის შესამოწმებლად გამოვკითხეთ 1994-2020 წ.წ. ჩვენი ყოფილი პაციენტები. ისინი პასუხობდნენ შემდეგ კითხვებზე: დაავადდით თუ არა კოვიდით (კი ან არა)? თუ დაავადდით როგორ გადაიტანეთ (მსუბუქად, მძიმედ)? ატარებდით თუ არა პრევენციულ ღონისძიებებს მედიკამენტების, ვიტამინების და სხვ. გამოყენებით (კი, არა)? გქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულებთან (კი, არა)?
მივიღეთ პასუხი 72 პაციენტისგან. მათგან დაავადდა 8 ადამიანი და ყველამ მსუბუქად გადაიტანა. 4 ადამიანი ახორციელებდა პრევენციულ მსუბუქ ღონისძიებებს, იღებდა რა ვიტამინებს. ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა 39 ადამიანს, რომელთაგან მხოლოდ 8 დაავადდა.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოსტკოვიდური გართულებები არ აღენიშნება არცერთ მათგანს.
ეს, ერთი შეხედვით, საოცარი შედეგები სულაც არაა გასაკვირი, თუ კარგად ჩავწვდებით ფსიქიკის რაობას. ადამიანი უპირველესად ფსიქიკური არსებაა. ჯერ კიდევ სოკრატე მიუთითებდა, რომ უმთავრესი ადამიანური თვისება არისო რეფლექსიის (ფიქრის) პროცესი. ფსიქიკის პრიმატზე აკეთებდნენ აქცენტს ზ. ფროიდი, დ. უზნაძე და სხვ.
ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული ანთროპოანალიზური ფსიქოთერაპიით ზუსტად ხდება ფსიქიკური აშლილობის მიზეზის მიგნება და მისი აღმოფხვრა. ეს განაპირობებს ფსიქიკის ისეთ მდგრადობას ( ამას შეიძლება „ფსიქიკური იმუნიტეტიც“ ვუწოდოთ), როცა შესაძლებელი ხდება დაავადების ნებისმიერი სიმპტომის დაძლევა.

„ანთროპოანალიზის“ დამფუძნებელი, პროფ. გივი მერაბიშვილი

24/08/2020

ფსიქოთერაპევტთა მომზადება
სრული კურსი
კურსის ხანგრძლივობა 1 წელი
გაიცემა ორენოვანი (ქართული, ინგლისური) სერთიფიკატი
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ფსიქოთერაპიაში
ჯგუფში 4-5 ადამიანი
მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ 4-5 საათი დღეში
კურსის გავლა შესაძლებელია სამსახურისგან მოუწყვეტლად ოპრიმალური დროის შერჩევით ჯგუფში ჩარიცხვა ხდება შერჩევით (არ არის აუცილებელი ფსიქოლოგის ან ექიმის დიპლომი) კურსანტები უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ლიტერატურით

იურიდიული ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამოყენებითი დარგი. იგი ეფუძნება ზოგადფსიქოლოგიურ თეორიასა დ...
07/05/2020

იურიდიული ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამოყენებითი დარგი. იგი ეფუძნება ზოგადფსიქოლოგიურ თეორიასა და მეთოდოლოგიას. ამიტომ მოცემულ ნაშრომში ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგიის პრობლემატიკა ორგანულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. წიგნი აგებულია იურიდიული და ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა მომზადების სასწავლო გეგმის საფუძველზე. ამდენად მასში განხილულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგიის საგანი, მეთოდები, ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებები, გამომძიებლის, დამნაშავის, ამოცნობის, დაპირისპირების, დაკითხვის, შრომა-გასწორების ფსიქოლოგია, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და სხვა.

იურიდიული ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამოყენებითი დარგი. იგი ეფუძვნება ზოგადფსიქოლოგი...

რა იწვევს ფსიქიკურ, ფსიქოსომატურ დაავადებებს და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს? რა საშუალებით ავიცილოთ თავიდან ეს მოვლენები...
07/05/2020

რა იწვევს ფსიქიკურ, ფსიქოსომატურ დაავადებებს და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს? რა საშუალებით ავიცილოთ თავიდან ეს მოვლენები და როგორ ჩამოვაყალიბოთ გონებრივად, ფიზიკურად და ზნეობრივად ნორმალური ადამიანი? წინამდებარე ნაშრომში მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას დასმულ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზას. იგი ქმედით დახმარებას გაუწევს მშობლებს, აღმზრდელებს, პედაგოგებს, ექიმებს და პრობლემით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

რა იწვევს ფსიქიკურ, ფსიქოსომატურ დაავადებებს და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს? რა საშუალებით ავიცილოთ თავიდან ე....

წიგნში განხილულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა მათი თეორიული წანამძღვრების, აღმოცენების მიზეზების, მკურნალობის...
07/05/2020

წიგნში განხილულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა მათი თეორიული წანამძღვრების, აღმოცენების მიზეზების, მკურნალობის მეთოდიკისა და პრაქტიკული გამოყენების ჩვენებით. საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის – “მენცარის” – მიერ განხორციელებულ კვლევა-ძიებას, რის საფუძველზეც მიგნებულ იქნა ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი პირველმიზეზი და მისი განკურნების რეალური გზა. მკურნალობას ექვემდებარება როგორც ნევროზი, ისე ფსიქოზი, ნარკომანია, ეპილეფსია, ალკოჰოლიზმი, სექსუალური მოშლილობები და ა.შ., ისე მრავალი სომატური დაავადება და ანტისოციალური ქმედება.

წიგნში განხილულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა მათი თეორიული წანამძღვრების, აღმოცენების მიზეზები.....

შიშის ავადმყოფური გამოყენება და მისი დაძლევა        შიშის გამოვლენა ბუნებრივი რეაქციაა საშიშროებაზე. რეალური საშიშროების...
29/04/2020

შიშის ავადმყოფური გამოყენება და მისი დაძლევა
შიშის გამოვლენა ბუნებრივი რეაქციაა საშიშროებაზე. რეალური საშიშროების შემთხვევაში იგი ადეკვატური დაცვითი მექანიზმია. მისგან განსხვავებით ფსიქოგენური შიში პათოლოგიური მდგომარეობაა, რაც ყველაზე მძიმედ განიცდება ადამიანის მიერ. იგი ყოველი ძალით ცდილობს მისგან თავის დაღწევას, თუმცა შენიღბული ფორმით იყენებს ურთიერთობის დროს.
ადამიანები უფროსთან, მოძალადესთან ურთიერთობისას ზრდილობის, დაფასების ნაცვლად შიშს გამოხატავენ. შიშს სიყვარულის სინონიმად აჩვენებენ. უვიცები ამას შ. რუსთაველის სიტყვებით ამართლებენ: შიში შეიქმს სიყვარულსა.
„ვეფხისტყაოსანში“ მოცემულია სიყვარული ქალ-ვაჟს, მეგობრებს შორის, რომელსაც ამაღლებულს უწოდებს. სხვა კუთხითაა დანახული სიყვარული, რომელსაც ტარიელს ეფიცება დამარცხებული მტერი. ამაზე რუსთაველი დაცინვით ამბობს - შიში შეიქმს სიყვარულსა.
ეს არის მონური, ავადმყოფური სიყვარული ან დაცვითი მექანიზმი, რომ თავი დააღწიო ძალის ზემოქმედებას. მონას შეიძლება გულწრფელადაც სჯეროდეს თავისი სიყვარულის, მეორე შემთხვევაში კი ფარული მტრობის და ზიზღის დაფარვა შეიძლება იყოს.
ზოგი შეშინებული ცხოველი დამარცხების აღიარების ნიშნად გაგორდება და ყველაზე დაუცველ ადგილს, მუცელს, აჩვენებს. ამით გადაირჩენს თავს აგრესიისგან. იქნებ შიშის გამოხატვით ადამიანიც იგივეს აკეთებს, რაც ცხოველური გადმონაშთია.
ამაზე ამბობენ გურულები: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო.
ადამიანის შემთხვევაში მოკრძალების შიშით გამოხატვა მლიქვნელობის უმაღლესი ფორმაა. ამაში ხშირად იმალება რაიმე სარგებლის მიღების ქვენა გრძნობა. აქ თითქოს სარგებელს ორივე მხარე იღებს - მლიქვნელიც და მიმღებიც. ესაა ორი მშიშარა ადამიანის ურთიერთობა. ერთია მონური მშიშარა, მეორე კი - პატივმოყვარე მშიშარა.
ასეთი ურთიერთობებით მოქმედი საზოგადოება არ შეიძლება იყოს ჯანსაღი და შესაბამისად - თავისუფალი და დემოკრატიული.
როგორც ბ. სპინოზა იტყოდა - თავისუფალი არის შეცნობილი აუცილებლობა. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალ ადამიანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული და გაშინაგნებული ბუნებაში თუ საზოგადოებაში მოქმედი კანონზომიერებები და ამის მიხედვით ახორციელებდეს ქცევას.
ზ. ფროიდი გვიმტკიცებს, რომ ადამიანი უპირველესად ფსიქიკური არსებაა, რომელიც მოქმედებს უფრო არაცნობიერი ფსიქიკით, ვიდრე ცნობიერით.
ამ ხაზს აგრძელებს დ. უზნაძე, რომლის განწყობა უმთავრესად არაცნობიერი მდგომარეობაა. სწორედ ეს განწყობაა ადამიანის ნებისმიერი აქტივობის განმსაზღვრელი.
ჩვენ ამას ვუმატებთ, რომ ნორმალური განწყობის გვერდით გვაქვს პათოლოგიური განწყობა, რომელიც მეტ-ნაკლები სიძლიერით ადამიანთა უმრავლესობის ხვედრია. ასეთი განწყობის მთავარი მუხტი ფსიქოგენური შიშია.
ვაჟა-ფშაველა ჩვეული ბრწყინვალებით გამოთქვამს: „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა“. ეს არის დიალექტიკის და დეტერმინიზმის გამოხატვის მშვენიერი ნიმუში. არსებობსო ობიექტური კანონზომიერებები, რომელთა შეცნობა და გათვალისწინება აუცილებელია.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფსიქიკაზე: ფსიქიკა მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა. ფსიქიკა მბრძანებლობს ორგანიზმზე, მაგრამ თვითონაც ვერ არის ხშირად თავისუფალი.
ბუნების შემთხვევაში მბრძანებლობა-მონობა კანონზომიერებათა გარდაუვალობაზეა დაფუძნებული და არ არის დახასიათებული უარყიფითი ნიშნით. აკი ამბობს კიდევაც ვაჟა ბუნებაზე: მაინცა ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავისა.
განსხვავებული ვითარებაა ფსიქიკის შემთხვევაში. აქ მბრძანებელია არაცნობიერი ფსიქიკა თავისი პათოლოგიური განწყობით და მონურ მდგომარეობაში იმყოფება შეშინებული ცნობიერება. ეს უკანასკნელი არაცნობიერიდან წამოსულ იმპულსებს აღიქვამს როგორც მინიშნებას ან ბრძანებას, თუმცა საკუთარი სურვილების შეუსატყვისოდ მიიჩნევს. ამიტომ არცკი ცდილობს ამის გაცნობიერებას და ავტომატურად უკეტავს გზას.
არაცნობიერიდან წამოსული აზრები შეიძლება ქმნიდეს დისკომფორტს ცნობიერებისთვის, მაგრამ რეალურად საშიში არაა. ეს იმპულსები ცნობიერებამ უნდა განიხილოს როგორც შეკითხვა, გაიაზროს და გააკეთოს დასკვნა. თავიდან ამას ახლავს უსიამოვნო ემოციის ზრდა, მაგრამ გააზრების კვალობაზე თანდათან ხდება ემოციის განტვირთვა, რაც იწვევს სიმშვიდეს.
ეს არის ორიგინალური ფსიქოთერაპიული

მიმდინარეობის „ანთროპოანალიზი“ დადგენილი გზა, როცა ხდება რეფლექსიის (ფიქრის) პროცესის გასწორება, რომელიც არეგულირებს ფსიქიკას. ჯანსაღი ფიქრით ხორციელდება პათოლოგიური განწყობის შეცვლა ნორმალურით და ფსიქიკაც სძლევს მონობას.
განკურნებულ ადამიანებს აღარ აწუხებთ რეფლექსოფობია - ფიქრის პათოლოგიური შიში და შესაბამისად შეუძლიათ ნორმალური, თავისუფალი ქცევის განხორციელება.
ისინი არ დაემონებიან ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს, ადვილად გაუმკლავდებიან დაავადებებს. ასეთი ადამიანისგან ჩამოყალიბებული საზოგადოება იქნება ჯანსაღი-ფსიქოგენური შიშებისა და აგრესიისგან თავისუფალი.
„ანთროპოანალიზს“ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ნაშრომებში:
1. ფსიქიკური სიჯანსაღის ფორმულა. ანთროპოანალიზი
2. ფსიქოთერაპია
3. ფსიქიკისა და სხეულის ჰარმონია
4. ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა
5. ანთროპოანალიზური ფსიქოთერაპია
პროფ. გივი მერაბიშვილი

http://ibooks.ge/books/fsiqikisa-da-skheulis-harmonia/797ეს არის წიგნი ყველასათვის – ვისაც აწუხებს შიში, უძილობა, არასრუ...
24/04/2020

http://ibooks.ge/books/fsiqikisa-da-skheulis-harmonia/797
ეს არის წიგნი ყველასათვის – ვისაც აწუხებს შიში, უძილობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, ზედმეტი წონა, სხვადასხვა ორგანოს ტკივილი და ბევრი სხვა უსიამოვნება. წიგნი დაეხმარება მათაც, ვისაც ყოველივე ეს არ აწუხებს, მაგრამ სურს იყოს ძლიერი, მიმზიდველი, მხნე, წარმატებული და ბედნიერი. ამ წიგნს გამოიყენებენ მშობლები: თავიანთი ვარჯიშით კარგ მაგალითს მისცემენ შვილებს და მათაც ჩააყენებენ ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმში, რითაც მიღწეული იქნება გონებრივი, ფიზიკური და ზნეობრივი განვითარების მაღალი დონე. ნაშრომით განსაკუთრებით უნდა ისარგებლონ ბიზნესმენებმა, სპორტსმენებმა, მძღოლებმა, ძალოვნებმა, მსახიობებმა, პედაგოგებმა და ყველამ, ვინც ხშირად იმყოფება ექსტრემალურ სიტუაციაში. ვარჯიშით ისინი მიაღწევენ თვითფლობას. მაშ, აქ მოცემული ვარჯიშებით დაირეგულირეთ ფსიქიკა, გამოიბრძმედეთ სხეული და მიღწეული ჰარმონიით გაილამაზეთ სიცოცხლე. მოინდომეთ და თქვენ ამას შეძლებთ ყველა ასაკში. ავტორი მზადაა შენიშვნების გასათვალისწინებლად და თქვენთან სათანამშრომლოდ.

ეს არის წიგნი ყველასათვის – ვისაც აწუხებს შიში, უძილობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, ზედმეტი წონა, სხვადასხვა ო...

12/04/2020

ნებისმიერი განსაცდელის თუ ავადმყოფობის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ადამიანები მედგრად დგანან თუ პანიკაში ვარდებიან.
ვფიქრობ, რომ კორონა ვირუსმა საკმაოდ ძლიერი პანიკა გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მსხვერპლი. შეიძლება ამას ხელი შეუწყო ინფორმაციის ფართო ნაკადმაც.
პანიკა სასოწარკვეთასთანაა დაკავშირებული, როცა ადამიანებს გამოუვალი ვითარების განცდა უჩნდებათ. მასაში ხდება ამ განცდის გადაცემა და კიდევ უფრო გაძლიერება. ამას შეუძლია სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითება და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა.
მასის ამ თვისებაზე წერდნენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილი ფრანგი მეცნიერები გ. ტარდი და გ. ლებონი. მათ ყურადღება გაამახვილეს წაბაძვასა და შთაგონებაზე. ამ ფაქტორების გავლენით, თითქოს მთელი მასა დაჰიპნოზებულია და მოქმედებს გაუცნობიერებლად, ავტომატურად. ხდება მიბაძვა ძალადობაში, მკვლელობაში, თვითმკვლელობაში და ა.შ.
გამოსავალი, რა თქმა უნდა, ფსიქიკურ მდგრადობაშია, თუმცა მშველელად ინფორმაციული ვაკუუმიც შეიძლება მოგვევლინოს.
მაგ, რუსეთის აღმოსავლეთ რაიონებში ჩინეთის საზღვართან დეკემბერ-იანვარში გავრცელდა უცნაური გრიპი და პნევმონია იმ ტიპის ჩივილებით, რაც კორონა ვირუსს ახასიათებს. ამას მსხვერპლი არ მოყოლია, რამდენადაც არ გაცნობიერდა საშიშროების მასშტაბები და, ამდენად, ხალხი არ დაპანიკდა.
ასეთი ვითარების იმედად ყოფნა არ შეიძლება. მითუმეტეს ახლა, როცა სპეციალისტები ვარაუდობენ ავადმყოფობის გავრცელების საოცარ მასშტაბებს -თითქოს იგი ყველამ უნდა მოიხადოს.
ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ექნება ვაქცინის შექმნას, მაგრამ ფსიქიკური მდგრადობის ამაღლებას უდიდესი როლი მიენიჭება, როგორც კონკრეტული შემთხვევის, ისე მრავალი სავარაუდო პრობლემის დასაძლევად. ამაში ვგულისხმობთ პოსტგრიპოზულ მდგომარეობაში ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებასაც.
ვირუსი და ნებისმიერი განსაცდელი იმარჯვებს დათრგუნულ ფსიქიკაზე. ფსიქოთერაპიით ხდება ფსიქიკის ისე გაძლიერება, რომ ადამიანმა შეძლოს თვითფლობა, რაც არის წინააღმდეგობათა დაძლევის საწინდარი.

👩‍👩‍👧👩‍👩‍👧‍👧 ფსიქოლოგიური ტრენინგი სტრესის დასაძლევად კორონა ვირუსმა ძლიერი სტრესული სიტუაცია შექმნა, რაც გაძლიერდა იზოლ...
07/04/2020

👩‍👩‍👧👩‍👩‍👧‍👧 ფსიქოლოგიური ტრენინგი სტრესის დასაძლევად

კორონა ვირუსმა ძლიერი სტრესული სიტუაცია შექმნა, რაც გაძლიერდა იზოლაციით. ბევრისთვის შეიძლება არანაკლებ მძიმე აღმოჩნდეს პოსტვირუსილი პერიოდიც.

ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გვთხოვს დახმარებას ონლაინ რეჟიმში. ვითვალისწინებთ მათ თხოვნას და ინდივიდუალური თერაპიის პარალელურად ვიმუშავებთ ჩვენ ფსიქოთერაპიულ ცენტრში („არსი“) კარგად აპრობირებული ჯგუფური ტრენინგის მეთოდით.

ტრენინგი ითვალისწინებს ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის დამახასიათებელი ელემენტების გამოყენებას. ყურადღება მიექცევა ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს, წყლის პროცედურებს, ძილის და კვების რეჟიმს.

მთავარი აქცენტი გაკეთდება ფსიქორეგულაციაზე, რაც ითვალისწინებს ემოციურ განტვირთვას და თვითფლობის ჩამოყალიბებას. ეს ქმნის ყველაზე ძლიერ იმუნიტეტს.

▶️ ტრენინგის ხანგრძლივობა 1 თვე,
▶️ კვირაში 3 მეცადინეობა, თითოეული 75 წთ. ხანგრძლივობით.
▶️ ტრენინგის პერიოდი:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 15:00 სთ-ზე.
სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი 11:00 სთ-ზე.

ტრენერი პროფ. გივი მერაბიშვილი

შექმნილ ვითარებაში იმოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება - 120 ლარი (300 ლარის ნაცვლად)

📞 დაგვიკავშირდით 593 20 60 10;

Address

N 51a A. Kazbegi Street
Tbilisi
0177

Telephone

593 511 543

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Psycho Arsi-ფსიქო არსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share