16/01/2025
For English please scroll down
✨✨პროექტი ,,მხარდამხარ” არის ფსიქო-სოციალური თანადგომის სივრცე წინააღმდეგობის მონაწილეებისა და მხარდამჭერებისთვის.
✊ წინააღმდეგობის უწყვეტ მოძრაობაში ათიათასობით მოქალაქეა ჩართული. ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ემოციურ, ფიზიკურ, სულიერ და შემოქმედებით ენერგიას.
ბუნებრივია, რომ ასეთ დროს განიცდიდე გადაღლას, იმედგაცრუებას, სხვისი მოსმენის და საკუთრის გაზიარების საჭიროებას.
🏡 ჩვენ შევქმენით სივრცე და გთავაზობთ:
- სესიებს ფსიქოგანათლებაზე: ემოციების გაცნობიერება და მათი ინტეგრირება; ფსიქო-სხეულებრივი თვითზრუნვის სტრატეგიები.
- მშობლების მხარდაჭერის ჯგუფებს - უზრუნველყოფილია ბავშვების კუთხე.
- დისკუსია-მოხსენებას აქტუალურ თემებზე.
- თავისუფალ სივრცეს სოციალიზაციისთვის. აქ შეგიძლია მოხვიდე უბრალოდ არაფრის საკეთებლად, თანამებრძოლების გასაცნობად და უბრალოდ განსატვირთად.
🟡 გელით ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირას
15:00 - 19:00
მონაწილეობა თავისუფალია.
დეტალური აქტივობებისთვის იხილეთ ჩვენი ივენთები
👉პროექტის ავტორები:
➡️ პაატა ალავერდაშვილი - ფსიქოტრავმატოლოგი, ფსიქოთერაპევტი. გამოცდილებითი სწავლების სპეციალისტი.
➡️ ქრისტო ტალახაძე - რესტორან ,,ეზოს” დამფუძნებელი, სოციალური სივრცე ,,ეზოტოპიის" ხელმძღვანელი, სამოქალაქო წინააღმდეგობის აქტივისტი.
The project “ MkhardaMkhar” is a psycho-social support space for participants and supporters of the ongoing resistance.
In the continuous movement of resistance, tens of thousands of citizens are involved. This requires significant effort—emotional, physical, spiritual, and creative energy.
Naturally, during such times, people may experience fatigue, disappointment, and a need to be heard or to share their own experiences.
We have created a space and offer:
- Psycho-educational sessions: recognizing and integrating emotions; psycho-physical self-care strategies
- Parent support groups
- Discussion-lectures on relevant topics
- A free space for socializing: You can come here simply to relax, meet fellow activists, or recharge.
We are open every Friday, Saturday, Sunday.
15:00 - 19:00
Participation is free.
Project authors:
Paata Alaverdashvili: Psychotraumatologist, psychotherapist, experiential learning specialist
Christo Talakhadze: Founder of the restaurant "Ezo," social space “ Ezotopia” , civic resistance activist.
For detailed activities, please check our weekly events