Dental clinic Esthetic

Dental clinic Esthetic სტომატოლოგიური კლინიკა “ესთეტიკი„

12/11/2025

პაციენტი, რომელიც თავდაჯერებულად იღიმის — ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ✨ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი კომფორტულად გრძნობდეს თავს მკურნალობის ყველა ეტაპზე.
🦷 კრისტალაინ ელაინერების პროგრამა გაძლევთ საშუალებას თვალყური ადევნოთ შედეგს ნებისმიერ დროს —
და რაც მთავარია, სისტემა თავად შეგახსენებთ, როდის გჭირდებათ კაპის შეცვლა.
💫 ყველა მონაცემი ინახება საერთაშორისო ბაზაში, რაც ნიშნავს, რომ თუ ოდესმე დაგჭირდებათ გაგრძელება ან კონტროლი უცხოეთში,
მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში შეძლებენ დახმარებას იმავე პროგრამით.

12/11/2025



🦷კბილების გათეთრება, რომელიც ინარჩუნებს ბუნებრივ ელფერს.
ეს არის უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც არ აზიანებს კბილის მინანქარს და აღადგენს მის ბუნებრივ ბზინვარებას.

#კბილებისგათეთრება #ბუნებრივიღიმილი #დენტალურიესთეტიკა #ჯანმრთელიკბილები #უსაფრთხოგათეთრება #ნაზიდელიკატურიეფექტი

13/10/2025

📍 ციფრული დიაგნოსტიკა ეალაინერით მკურნალობის წინ
გერმანული ტექნოლოგიით ვქმნით ზუსტ 3D მოდელს 🦷

✅ არ ჩანს — გამჭვირვალეა
✅ იხსნება მარტივად — პირის ღრუს მოვლა მარტივია
✅ კომფორტულია — არ იწვევს ტკივილს და გაღიზიანებას
✅ ეფექტურია — შედეგი იგივეა, რაც ბრეკეტებით

მკურნალობის დასაწყებად ტარდება 3D სკანირება, იგეგმება თითოეული ეტაპი, ინდივიდუალურად იქმნება შენთვის.

💬 თუ გსურს გაიგო, რამდენი ეალაინერი დაგჭირდება და რამდენ ხანში მიიღებ შედეგს — დაგვიკავშირდი კონსულტაციაზე 📲

#ეალაინერი #სტომატოლოგია #ღიმილი #დენტისტი #თეთრიკბილები

14/09/2025

ჩვენს კლინიკაში კონსულტაცია არ არის მხოლოდ საუბარი — ეს არის პირველი ნაბიჯი ჯანსაღი და თვითდაჯერებული ღიმილისკენ 🦷✨. 📲 591418141 დაგვიკავშირდი და გაიარეთ კონსულტაცია დღესვე!

🦷იმპლანტაცია არის ყველაზე უსაფრთხო და გრძელვადიანი მეთოდი დაკარგული კბილების აღსადგენად.👑 ის ითვლება ოქროს სტანდარტად, რ...
05/09/2025

🦷იმპლანტაცია არის ყველაზე უსაფრთხო და გრძელვადიანი მეთოდი დაკარგული კბილების აღსადგენად.
👑 ის ითვლება ოქროს სტანდარტად, რადგან ქმნის სტაბილურ, ფუნქციურ და მაქსიმალურად ბუნებრივ შედეგს.

👁 ბლეფაროპლასტიკა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური ჩარევაცაა – აუმჯობესებს მხედველობის კომფორტს და უზრუნველყოფს პ...
25/08/2025

👁 ბლეფაროპლასტიკა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური ჩარევაცაა – აუმჯობესებს მხედველობის კომფორტს და უზრუნველყოფს პერიორბიტალური მიდამოს განახლებულ, ახალგაზრდულ იერს.
📷 წარმოგიდგენთ ჩვენი პაციენტის შედეგს და ექიმს, ვინც ეს ესთეტიკური შედეგი წარმატებით შეასრულა.

🥼ექიმი/ ხატია არაბაშვილი

🦷 რატომ არის სტომატოლოგთან აუცილებელი პროფილაქტიკური ვიზიტი? „პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პროფილ...
08/08/2025

🦷 რატომ არის სტომატოლოგთან აუცილებელი პროფილაქტიკური ვიზიტი?

„პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პროფილაქტიკური შემოწმება და ნადების პროფესიული მექანიკური მოცილება, რადგან ბევრ დაავადებას საწყის ეტაპზე სიმპტომები არ გააჩნია!

პირველადი პროფილაქტიკის მიზანია:
• ნაადრევ სტადიაზე გამოვავლინოთ კბილებისა და ირგვლივმდებარე ქსოვილების დაავადებები
• აღმოვაჩინოთ ლორწოვანის ანთებები, კისტები, კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და სხვა პათოლოგიები.
• დროულად ვუმკურნალოთ ტრავმებს და მცირე დაზიანებებს, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები
🔹 თერაპია
თერაპიული მიმართულებით, დროული დიაგნოზი ნიშნავს მარტივ და სწრაფ მკურნალობას, კბილის შენარჩუნების მიზნით
🔹 ქირურგია
ქირურგიული მიმართულებით, ნაადრევად აღმოჩენილი პრობლემა ხშირად გვაშორებს რთულ და ხანგრძლივ ოპერაციებს. საჭიროების შემთხვევაში კი პროცედურები უფრო მარტივი და ნაკლებად ტრავმულია.

💡 რატომ არის წმენდა მნიშვნელოვანი?
კბილებზე გროვდება ბაქტერიული ბიოაპკი და მინერალიზებული ნადები, რომელთა მოცილებას სახლის პირობებში პაციენტი ვერ ახერხებს.ეს იწვევს ანთებას, უსიამოვნო სუნს, კბილის გარშემო ძვლის დაზიანებას და საბოლოოდ — კბილის დაკარგვას. პროფესიული მექანიკური მოცილება ბიოაპკს სრულად შლის და იცავს კბილებსა და ღრძილებს გართულებებისგან.

⏳ გახსოვდეთ — წელიწადში 2 - ჯერ პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან აუცილებელია, რადგან თქვენი ღიმილი იყოს ჯანმრთელი!
📅 დაიცავით თქვენი ღიმილი და პირის ღრუს ჯანმრთელობა— გახსოვდეთ რომ პროფილაქტიკა ყველაზე საიმედო მკურნალობაა!

🔍 ტკივილი, ანთება , ყბის შეზღუდვა?მიზეზი შესაძლოა სიბრძნის კბილი იყოს!🦷 მე-8 კბილი (ე.წ. სიბრძნის კბილი) არაერთი პაციენტ...
01/08/2025

🔍 ტკივილი, ანთება , ყბის შეზღუდვა?
მიზეზი შესაძლოა სიბრძნის კბილი იყოს!

🦷 მე-8 კბილი (ე.წ. სიბრძნის კბილი) არაერთი პაციენტისთვის ხდება სერიოზული დისკომფორტის და გართულებების წყარო:
📌 ტკივილი და ანთება
📌 ღრძილების ჩირქოვანი პროცესი
📌 ყბის მოძრაობის შეზღუდვა
📌 კბილთა რკალის დეფორმაცია
📌 კარიესი მეზობელი კბილის მიდამოში

❗️ თუ სიბრძნის კბილს არ აქვს ანტაგონისტი, მონაწილეობა ვერ იღებს ღეჭვაში, არასწორად დგას ან აზიანებს მეზობელ კბილს — ხშირად ერთადერთი გამოსავალი არის მისი ექსტრაქცია (ამოღება).

👩‍⚕️ ექსტრაქცია ხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით და ინდივიდუალური მიდგომით — იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გართულებები და ვუზრუნველყოთ პაციენტის სრული კომფორტი.

🔹 პროთეზი – კბილების დაკარგვის შემთხვევაში მათი ფუნქციისა და ესთეტიკის აღსადგენი კონსტრუქცია.✔ მოუხსნელი პროთეზი – უზრუნ...
25/07/2025

🔹 პროთეზი – კბილების დაკარგვის შემთხვევაში მათი ფუნქციისა და ესთეტიკის აღსადგენი კონსტრუქცია.

✔ მოუხსნელი პროთეზი – უზრუნველყოფს მუდმივ ფიქსაციას, მაღალ სტაბილურობას და ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულ ფუნქციურ შეგრძნებას.
✔ მოსახსნელი პროთეზი – წარმოადგენს პრაქტიკულ და მოქნილ გადაწყვეტილებას რთული ორთოპედიული შემთხვევების მართვისთვის.

🔹 როდის არის საჭირო პროთეზირება?
👉 კბილების დაკარგვა იწვევს ფუნქციური და ესთეტიკური ბალანსის დარღვევას და ამიტომ თანამედროვე ორთოპედიული პროთეზირება უზრუნველყოფს სტომატოგნათური სისტემის ფუნქციური და ვიზუალური აღდგენის ეფექტურ საშუალებას.

🔹 კბილების რესტავრაცია თანამედროვე სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელიც ემსახურება დაზიანებული კბილის სტრუქტურის აღდგენას ...
05/07/2025

🔹 კბილების რესტავრაცია თანამედროვე სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელიც ემსახურება დაზიანებული კბილის სტრუქტურის აღდგენას და საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ბუნებრივი კბილი.ის გამოიყენება კარიესის, ტრავმის ან ფორმის დარღვევის დროს და უბრუნებს კბილს ბუნებრივ ფორმას, ფუნქციასა და ესთეტიკას. რესტავრაციები ხელს უწყობს ღეჭვითი ფუნქციის სრულფასოვნებას და იცავს კბილებს შემდგომი დაზიანებისგან.
🔹 თანამედროვე მასალებით შესრულებული რესტავრაციები ბუნებრივად ერგება პირის ღრუს, უზრუნველყოფს სილამაზესა და კომფორტს ერთდროულად.

🦷კარიესი და არხების მკურნალობა თანამედროვე სტომატოლოგიაში👉🏻კარიესი — ყველაზე გავრცელებული, თუმცა მართვადი დაავადებაა, რო...
29/06/2025

🦷კარიესი და არხების მკურნალობა თანამედროვე სტომატოლოგიაში

👉🏻კარიესი — ყველაზე გავრცელებული, თუმცა მართვადი დაავადებაა, რომელიც იწყება კბილის მინანქრის დაზიანებით და პროგრესის შემთხვევაში ვრცელდება ღრმა სტრუქტურებამდე.თანამედროვე მიდგომა კარიესის მართვაში გულისხმობს:
• მის დროულ დიაგნოსტიკას
• მინიმალურად ინვაზიურ ჩარევას
• კბილის ბუნებრივი სტრუქტურის მაქსიმალურ შენარჩუნებას.

🔬 ენდოდონტია —
არხების მკურნალობაა, რომელიც აუცილებელია მაშინ, როცა ინფექცია აღწევს პულპამდე (კბილის ნერვამდე).მკურნალობა მოიცავს:
• ინფიცირებული ქსოვილის მოცილებას
• ანტიბაქტერიული ირიგაცია
• არხის სელირება მაღალი სიზუსტით
რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ კბილი და თავიდან ავიცილოთ გართულებები.

🥼ენდოდონტიური მკურნალობა ეს არის ეფექტური, მაღალი სიზუსტის მქონე პროცედურა, რომელიც ხშირად კბილს მრავალწლიანი ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

Address

Georgia �
Tbilisi
0167

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dental clinic Esthetic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category