YogaRooms

YogaRooms ჯგუფური ვარჯიშის ინდივიდუალური მიდგომა - მორგებულია მოვარჯიშის ფიზიკურ მდგომარეობაზე
(1)

☄️ ვიწყებთ ჯგუფურ ვარჯიშებს🤸‍♀️ ერთ საათიანი ჯგუფური ვარჯიში მოიცავს ჰათჰა იოგის მრავალფეროვანი ასანების სინთეზს, მსუბუქ...
28/01/2026

☄️ ვიწყებთ ჯგუფურ ვარჯიშებს

🤸‍♀️ ერთ საათიანი ჯგუფური ვარჯიში მოიცავს ჰათჰა იოგის მრავალფეროვანი ასანების სინთეზს, მსუბუქ სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციურ პრაქტიკას. ასანების კომბინაცია, სწორი სუნთქვა და მასზე კონცენტრაცია მოგცემს საშუალებას დააკვირდე სხეულს, გაათავისუფლო და დაამშვიდო გონება. პრაქტიკის მიზანია: ძალის, მოქნილობის, ბალანსის და კონცენტრაციის გაუმჯობესება.

✨მშვიდი გონება და მშვიდი სხეული ქმნის ჰარმონიას - ასეთი მდგომარეობა კი გვხდის ჯანსაღს და პროდუქტიულს 🤍💙

🧝‍♀️ინსტრუქტორი: თამარა
📅 ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი
⏰ 11:30 - 12:30

📌 ო.ჭილაძის N4 (სამედიცინო მეტროსთან)
☎️ ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ : 557 772 469

🐘 იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი 2026 დიდი დაინტერესების გამო, გადავწყვიტე ორი ჯგუფი ჩამოვაყალიბო. შესაბამისად...
23/01/2026

🐘 იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი 2026

დიდი დაინტერესების გამო, გადავწყვიტე ორი ჯგუფი ჩამოვაყალიბო. შესაბამისად, გამოჩნდა კიდევ რამდენიმე მსურველის დამატების შესაძლებლობა.

📅 კურსი იწყება 1 თებერვალს - ამიტომ დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწეროთ.

მოკლე აღწერა: ეს არის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარების პროცესი. გიზიარებთ პირად პრაქტიკას, რომელიც არ არის ჩარჩოებში მოქცეული, არ ჰგავს ფორმალურ სწავლებას და არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ყოველ წამს სიახლეებით იქნება სავსე.

დამატებითი დეტალები:
• ხანგრძლივობა 12 თვე
• შევხედრები გაიმართება კვირაში 4-ჯერ (2-ჯერ სამუშაო და 2-ჯერ განხილვითი)
• საფასური: 3,600 ლარი

2026 წლის განრიგისაბურთალოს და ვაკის ფილიალებიმისამართი:- ჭილაძის 4- ყიფშიძის 5ა___________________________YogaRooms Tim...
12/01/2026

2026 წლის განრიგი
საბურთალოს და ვაკის ფილიალები

მისამართი:
- ჭილაძის 4
- ყიფშიძის 5ა

___________________________

YogaRooms Timetable 2026
Saburtalo and Vake Branches

Address:
- 4 Chiladze St.
- 5a Kipshidze St.

12/01/2026
23/12/2025

იოგარუმსის საახალწლო გასეირნება უძოზე

🗓 შაბათი. 27 დეკემბერი
📍 შეკრების ადგილი კუს ტბა (მზის საათი)
⏰ 08:00

ავალთ უძოზე, ვისუნთქებთ სუფთა ჰაერს და მშვიდ, სასიამოვნო გარემოში ერთად გავატარებთ დროს 🌄
მოვიწყობთ მსუბუქ გასეირნებას, განტვირთვასა და ახალი წლის პოზიტიური ენერგიით დაწყებას.

📞 დეტალებისთვის
დათო - 551 33 37 33

🐘 იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი - 2026 🐘⏺︎ კურსი იწყება 1 თებერვალს⏺︎ ხანგრძლივობა 12 თვე⏺︎ პირადი პრაქტიკები...
16/12/2025

🐘 იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი - 2026 🐘
⏺︎ კურსი იწყება 1 თებერვალს
⏺︎ ხანგრძლივობა 12 თვე
⏺︎ პირადი პრაქტიკები გაიმართება კვირაში 3-ჯერ
⏺︎ დარჩენილია 3 ადგილი
-------------------------------------------
სილაბუსი:

① ანატომია და ფიზიოლოგია:
• ჩონჩხი;
• კუნთოვანი სისტემა;
• სასუნთქი სისტემა;
• ანატომიური შეზღუდვების გათვალისწინება;
• ასანების შესაბამისი ანატომია და ფიზიოლოგია;
• ტრავმის თავიდან არიდება;
• პრანაიამას (სუნთქვის ტექნიკების) საფუძვლები;
• მედიტაციის არსი და სხვადასხვა ტექნიკა;

② იოგას ინდივიდუალური პრაქტიკა და სწავლება:
• ინდივიდუალური პრაქტიკის პრინციპები და სწავლების მექანიზმები;
• რეაბილიტაციისა და თერაპიის მეთოდის პრაქტიკული მიდგომები;
• ხერხემლის პრობლემების დროს იოგას გამოყენება;
• დამხმარე ხელსაწყოების გამოყენება;
• დემონსტრირება და დაკვირვება;
• ეთიკა;

③ იოგა პრაქტიკის სპეციფიკა და სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობა:
• ხანდაზმულებთან;
• მოზარდებთან;
• ორსულ ქალებთან;
• ინდივიდუალური;
• ჯგუფური ვარჯიშების სხვადასხვა მოდელი;
• ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პრაქტიკოსებისთვის;

④ იოგას თეორია და ფილოსოფია:
• იოგას ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები;
• იოგას წარმოშობა და ისტორია;
• იოგას სტრუქტურული საფუძვლები;
• ჩაკრა სისტემა;

⑤ პრაქტიკული გამოცდილება:
სასწავლო შეხვედრები, ცოცხალი პრაქტიკები და გაკვეთილები 20-მდე გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად, რომლებიც გაგიზიარებენ თავიანთ პირად გამოცდილებას.

🐘  იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი - 2026 ⏺︎ YogaRooms-ი აცხადებს მიღებას  იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელ კუ...
19/11/2025

🐘 იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი - 2026

⏺︎ YogaRooms-ი აცხადებს მიღებას იოგას ინსტრუქტორების მოსამზადებელ კურსზე. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ ივარჯიშოს, არამედ სიღრმისეულად შეისწავლოს იოგა და შემდეგ მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიაროს.

ૐ პროგრამა ეფუძნება YogaRooms-ის მრავალწლიან გამოცდილებას. კურსის ავტორი და მთავარი კურატორია დავით კანდელაკი - იოგას მასწავლებელი, რომელმაც წლები დაუთმო იოგას პრაქტიკის კვლევასა და განვითარებას.

⏺︎ 12 თვიანი კურსი არის ინტენსიური პროცესი, რომელიც გაჯერებულია თეორიული და პრაქტიკული სემინარებით, სხვა ინსტრუქტორების გამოცდილების გაზიარებით და ინსტუქტორული პრაქტიკებით. ერთწლიანი სწავლება შეგიქმნით მყარ ფუნდამენტს, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი ინსტრუქტორისთვის.

ૐ კურსი ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც სურს პირადი პრაქტიკის ახალ საფეხურზე აყვანა, მიუხედავად იმისა, გეგმავთ თუ არა სამომავლოდ იოგის ინსტრუქტორობას. ეს არის ცოდნა, რომელიც მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ.

ზოგადი დეტალები:
• კურსი იწყება 1 თებერვალს
• ხანგრძლივობა 12 თვე
• შეხვედრები და ლექციები: გაიმართება შაბათს ან/და კვირას
• პირადი პრაქტიკები გაიმართება კვირაში 3-ჯერ
• საფასური: 3,600 ლარი

☾  Sober Rave სანამ ზამთარი მოვა 💫 დინამიური მედიტაცია, პრანა იამა, იოგა და ეთნო აკუსტიკური მუსიკა ქმნის ისეთ სივრცეს, ს...
07/11/2025

☾ Sober Rave სანამ ზამთარი მოვა

💫 დინამიური მედიტაცია, პრანა იამა, იოგა და ეთნო აკუსტიკური მუსიკა ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც გონება ჩერდება და მხოლოდ რიტმი რჩება. სწორედ ეს მუსიკა, თავისი ბუნებრივი ჟღერადობით, ხსნის შენში ჩაბუდებულ დაძაბულობას და გიხმობს მოძრაობისკენ მარტივად, ლაღად, ფხიზლად.

📍ბილეთები: https://biletebi.ge/concerts/sober-rave-9-11

Yoga Rooms და Yoga Fest წარმოგიდგენთ კოლექტიური მედიტაციის და თავისუფალი ცეკვის რიგით მეორე ივენთს - SOBER RAVEსუფთა ცნო...
03/11/2025

Yoga Rooms და Yoga Fest წარმოგიდგენთ კოლექტიური მედიტაციის და თავისუფალი ცეკვის რიგით მეორე ივენთს - SOBER RAVE

სუფთა ცნობიერება, თავისუფალი სხეული და ცეკვა ყოველგვარი სტიმულანტის გარეშე, ეს არ არის უბრალოდ იდეა, ეს არის გამოცდილება, რომელიც აქ გელის.

💫 დინამიური მედიტაცია, იოგა და ეთნო აკუსტიკური მუსიკა ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც გონება ჩერდება და მხოლოდ რიტმი რჩება. სწორედ ეს მუსიკა, თავისი ბუნებრივი ჟღერადობით, ხსნის შენში ჩაბუდებულ დაძაბულობას და გიხმობს მოძრაობისკენ მარტივად, ლაღად, ფხიზლად.
🌱 მოემზადე იმ ბუნებრივი შეგრძნებისათვის, როდესაც სიხარულის ძაფად არ გჭირდება დანამატები, საკმარისია ცოცხალი ნოტები, პულსირებადი დრამი, დიჯერიდუს რიტმი და საამური ვოკალი.

აქ იგრძნობ, როგორი შთამბეჭდავია გართობა ფხიზლად, როცა მუსიკა გაწვდის ხელს და შენც უსიტყვოდ მიჰყვები მის ტალღას.

☝️წამოიღე მატი!
📍ბილეთები: https://biletebi.ge/concerts/sober-rave-9-11

ხმის ჰანგები და მედიტაცია 🧘 🎶ამ შეხვედრას გაუძღვებიან მუსიკოსი და ხმით კურნების პრაქტიკოსი - სანდრო (ბიბიჩა) კვაჭაძე, რო...
19/10/2025

ხმის ჰანგები და მედიტაცია 🧘 🎶

ამ შეხვედრას გაუძღვებიან მუსიკოსი და ხმით კურნების პრაქტიკოსი - სანდრო (ბიბიჩა) კვაჭაძე, რომელიც ცოცხლად შექმნის და შეასრულებს მედიტაციურ აკაპელა მუსიკას ინტეგრირებულ სუნთქვის, რელაქსაციისა და მედიტაციის პრაქტიკასთან, რომელსაც დათო კანდელაკი წარუძღვება.

🎟️ ბილეთი მხოლოდ: https://bit.ly/4hrk2jq

მონაწილეობისთვის, სპეციალური გამოცდილება ან წინასწარი ცოდნა არაა აუცილებელი.

რა გავითვალისწინოთ ხმით კურნების სესიამდე?
• ჩაიცვით მოხერხებული სამოსი
• აუცილებელი ინვენტარი: იოგას მატი

სურვილისამებრ დამატებითი კომფორტისთვის: პატარა ზომის ბალიში, თბილი ტანისამოსი.

ციგუნის ვარჯიში Yoga Rooms-ში 🌿პრაქტიკა მოიცავს:• კონცენტრაციის სავარჯიშოებს• სხეულისა და შინაგანი ორგანოების მოდუნებას•...
06/10/2025

ციგუნის ვარჯიში Yoga Rooms-ში 🌿

პრაქტიკა მოიცავს:
• კონცენტრაციის სავარჯიშოებს
• სხეულისა და შინაგანი ორგანოების მოდუნებას
• სუნთქვით პრაქტიკებს
• მედიტაციას – „შინაგანი მუშაობა“
• ციგუნის მოძრაობებს

ციგუნის პრაქტიკა გვეხმარება გავხდეთ უფრო ჰარმონიულები როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან 🌸
მომდევნო სესიაზე იგრძნობთ, როგორ უმჯობესდება კონცენტრაცია, მშვიდდება გონება, იწმინდება ემოციები და ძლიერდება სხეული.

🧙‍♀ ინსტრუქტორი: თეო შალამბერიძე

📅 შაბათი / 18:00 სთ

🕉 ხანგრძლივობა: 90 წუთი

📍ლოკაცია: ო. ჭილაძის 4 (საბურთალოს ფილიალი)

☎️ ჩასაწერად მოგვწერეთ გვერდის პირად შეტყობინებაში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 772 469 🙏

✨ Yogarooms-ში ვარჯიშები განახლდება  ✨📅 8-9 სექტემბრიდან:👉 დათო👉 სოფო👉 დოვიდასი📅 15-16 სექტემბრიდან:👉 ანა👉 ირინეგელით 🙏
02/09/2025

✨ Yogarooms-ში ვარჯიშები განახლდება ✨

📅 8-9 სექტემბრიდან:
👉 დათო
👉 სოფო
👉 დოვიდასი

📅 15-16 სექტემბრიდან:
👉 ანა
👉 ირინე

გელით 🙏

Address

Vake-5a Kipshidze Street Saburtalo-4 Chiladze St
Tbilisi
0162

Telephone

+995 557 77 24 69

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when YogaRooms posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to YogaRooms:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category

YogaRooms

YogaRooms ვარჯიში მოიაზრებს იოგას ინდივიდუალურ მიდგომას და სწავლას ამავდორულად. ყველა მოვარჯიშე ასრულებს თავის საკუთარ ასანას, იმის და მიხედვით თუ რა ჭირდება მას (ფიზიკური შესაძლებლობისა თუ ჯანმრთლობის მდგომარეობის მიხედვით). ინსტრუქტორი ამავდროულად აძლევს კვებით რეკომანდაციებს მოვარჯიშეებს. ინდივიდუალური მიდგომის და სწავლის მიზნით ჩვენთან მოდიან ხერხემლის და სხვა და ჯანმრთელობის პრობლემებით, ზოგადად ჯანმრთელობისთვის და უბრალოდ კარგ ფორმაში ჩასადგომად. ჩვენთან ვარჯიშობენ: ფეხმძიმეები, მოზარდები, ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც სურთ ჯანსაღი ცხოვრება.

YogaRooms-ის მყუდრო სავარჯიშო სივრცე, რომელიც გთავაზობთ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებას, ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოვარჯიშისადმი, მოქნილ განრიგსა და სავარჯიშო სივრცეებს ვაკესა და საბურთალოზე. საუკეთესო განტვირთვა მყუდრო გარემოში - დამამშვიდებელი ვარჯიშები და უგემრიელესი ჩაი, იმისთვის, რომ მოწყდეთ ყოველდღიურობას და იზრუნოთ სულიერ სიმშვიდეზე.