Tbilisi Gestalt Institute

Tbilisi Gestalt Institute Tbilisi Gestalt Institute offers you an opportunity to receive European accreditation as a psychotherapist or an organizational consultant.
(1)

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც დაარსდა 2013 წლის მარტში ევროპაში აკრედიტებული რიგის გეშტალტის ინსტიტუტის მხარდაჭერით. თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი გთავაზობთ 5 წლიან სასწავლო პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს შეიძინონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ფსიქოთერაპიასა და ორგანიზაციულ კონსულტირებაში.

სასწავლო პროგრამა წ

არიმართება ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (http://www.eagt.org/) მიერ აკრედიტებული რიგის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის (http://www.gestalt.lv) ხელმძღვანელობით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს და ჯგუფურ სამუშაოს. ლექციებსა და ტრენინგებს ატარებენ მოწვეული სპეციალისტები ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით.

სასწავლო პროგრამა იყოფა 2 ეტაპად და თითოეული ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ შესაბამის სერტიფიკატს:

3 წლიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ - გეშტალტ-პრაქტიკოსის სერტიფიკატი;
სრული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - გეშტალტ-თერაპევტის სერტიფიკატი.

ნებისმიერი დონის სერტიფიკატზე მითითებული სასწავლო აკადემიური საათები აღიარებულია საერთაშორისო აკრედიტებული გეშტალტ-ინსტიტუტების მიერ.

💥 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სუპერვიზიის სასწავლო პროგრამა დასასრულს უახლოვდება! 🎓 შემაჯამებელ  სიღრმისეულ სემინარს უკრ...
21/04/2026

💥 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სუპერვიზიის სასწავლო პროგრამა დასასრულს უახლოვდება! 🎓

შემაჯამებელ სიღრმისეულ სემინარს უკრაინელი ექსპერტი, საერთაშორისო ტრენერი — ლარისა დიდკოვსკა უძღვებოდა 🇺🇦

მთავარი თემა: „სუპერვიზორის პირადი სტილის ჩამოყალიბება, მომზადების დონისა და თერაპევტ-სუპერვიზორის ალიანსის თავისებურებების გათვალისწინებით. გამოცდილების ასიმილაცია“. 💫

✍️ სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა:
* სუპერვიზორის ინდივიდუალური ხელწერა — საკუთარი სტილის გამოკვეთა პროფესიული მომზადების შესაბამისად;

* თერაპევტ-სუპერვიზორის ალიანსი — ნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანამშრომლობის შექმნა;

* გამოცდილების ასიმილაცია — მიღებული პრაქტიკული ცოდნის შინაგან რესურსად ქცევა;

* სუპერვიზიული პროცესის დინამიკა და მისი გავლენა თერაპიის ხარისხზე.

🌿 სუპერვიზია გეშტალტ-მიდგომაში არის არა მხოლოდ კონტროლი, არამედ უწყვეტი ზრდისა და მხარდაჭერის პროცესი.

✨ ლარისა დიდკოვსკასთან მუშაობამ მონაწილეებს საშუალება მისცა, კიდევ უფრო ღრმად ჩაეხედათ სუპერვიზიის ხელოვნებაში და გაეძლიერებინათ თავიანთი პროფესიული იდენტობა.

✨ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტუდენტებსა და კოლეგებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან!

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #სუპერვიზია

💥 ჯგუფური სუპერვიზია — პროფესიული საყრდენი ჩვენი მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის 🌿 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში მეოთხე კურს...
20/04/2026

💥 ჯგუფური სუპერვიზია — პროფესიული საყრდენი ჩვენი მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის

🌿 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ჯგუფური სუპერვიზიის მორიგი სემინარი ჩატარდა

💡 ჯგუფური სუპერვიზია არის სივრცე, სადაც მომავალი თერაპევტები:
• ამუშავებენ რთულ კლინიკურ შემთხვევებს და პოულობენ ახალ პერსპექტივებს;
• იღებენ მხარდაჭერას კოლეგებისგან, რაც პროფესიულ იზოლაციას გამორიცხავს;
• აღმოაჩენენ საკუთარ თერაპიულ რესურსებს და იმყარებენ თავდაჯერებულობას;
• სწავლობენ ეთიკური და პროფესიული ჩარჩოს კიდევ უფრო მკაფიოდ დაცვას.

გეშტალტ-მიდგომაში ჯგუფური სუპერვიზია მხოლოდ „ქეისის გარჩევა“ არ არის — ეს არის ცოცხალი, დინამიკური პროცესი, სადაც თითოეული მონაწილის გამოცდილება მთელი ჯგუფის ზრდის საფუძველი ხდება. 💎

გვაიმედებს ჩვენი სტუდენტების ასეთი პასუხისმგებლობა და სიღრმე, რომლითაც ისინი პროფესიულ ჩამოყალიბებას ეკიდებიან!

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #სუპერვიზია

✨ კლიენტ-თერაპევტის ურთიერთობა — სემინარი მესამე კურსის სტუდენტებისთვის თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სასწავლო პროცესი საი...
09/04/2026

✨ კლიენტ-თერაპევტის ურთიერთობა — სემინარი მესამე კურსის სტუდენტებისთვის

თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სიღრმისეულად გრძელდება! 🎓 მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოსამზადებელი სემინარი მათი პრაქტიკული საქმიანობისათვის:
„კლიენტ-თერაპევტის ურთიერთობა“.

🧠 სემინარს ინსტიტუტის დირექტორი — მაკა ისაკაძე უძღვებოდა. 🌿

ხაზი გაესვა თერაპიული ურთიერთობის მაკურნებელ ეფექტს გეშტალტ თერაპიაში. ❤️ სემინარის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა:
✅ კონტაქტის დინამიკა — როგორ იქმნება უსაფრთხო და ნდობით აღსავსე ნამდვილი კავშირი კლიენტსა და თერაპევტს შორის; 🤝
✅ დიალოგიური ურთიერთობა — რას ნიშნავს „მე-შენ“ შეხვედრა თერაპიულ სივრცეში; 🗣️💫
✅ თერაპევტის როლი თერაპიულ პროცესში🛡️
როგორ ამოიცნონ თერაპიულ დინამიკაში წარმოქმნილი რთული პროცესები და გამოიყენონ როგორც დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი

სემინარი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ცოცხალი ინტერაქციით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა საკუთარ გამოცდილებაში გადაიტანონ📚 პიროვნული და პროფესიული ზრდა სწორედ ასეთი სიღრმისეული შეხვედრებით იწყება! 🏔️💎

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია

💥 ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: პროფესიული საყრდენი და არაფორმალური მაგია ✨🎸„როგორც თერაპევტმა, მივიღე დიდი საყრდენი...
05/04/2026

💥 ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: პროფესიული საყრდენი და არაფორმალური მაგია ✨🎸

„როგორც თერაპევტმა, მივიღე დიდი საყრდენი და თავდაჯერებულობა... წინ საოცარი თავგადასავალი გელოდებათ!“ — მერი ხობუა გვიზიარებს თავის ემოციურ გამოცდილებას გეშტალტ-ინტენსივიდან.

გთავაზობთ მის დაფიქრებას იმ მომენტებზე, რომლებიც გასულ წელს გეშტალტ-ინტენსივზე, ცემის მთებში დაიწყო:

🎶 სიმღერის საღამოები და არაფორმალური კავშირები

„ყველაზე ტკბილად და თბილად სიმღერის საღამოები მახსენდება. კოლეგებთან არაფორმალურ გარემოში ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ფასეული გამოცდილება იყო. ეს არის სივრცე, სადაც პროფესიული და ადამიანური კავშირები ერთმანეთს საოცრად ერწყმის.“

🛡️ პროფესიული თავდაჯერებულობა

„ინტენსივმა, როგორც თერაპევტს, მომცა დიდი საყრდენი. აქ მიღებული გამოცდილება პირდაპირ აისახა ჩემს თავდაჯერებულობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენს საქმიანობაში.“

🌟„მათ, ვინც წელს პირველად აპირებს წამოსვლას, ვულოცავ — წინ საოცარი თავგადასავალი გელოდებათ!“

მერის ისტორია გვახსენებს, რომ ინტენსივი არ არის მხოლოდ თერაპია — ეს არის ცოცხალი ურთიერთობები, მუსიკა და ის შინაგანი ძალა, რომელიც პროფესიულ გზაზე გვამყარებს. 💎

🏔️ გეშტალტ-ინტენსივი — ეს არის შესაძლებლობა, დროებით დატოვო ყოველდღიური რუტინა და აღმოჩნდე სხვა სამყაროში, სადაც საკუთარ თავთან დარჩენისა და სხვებთან დაახლოების მაგია გელოდება.

✨ აჩუქე საკუთარ თავს ეს გამოცდილება. შემოგვიერთდი ცემის მთებში და იპოვე შენი ახალი საყრდენი.

🔗 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tbilisigestalt.ge/intensive-2026/

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #გეშტალტინტენსივი

🌐 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სასწავლო პროცესი აქტიურად გრძელდება! 🎓 მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა სიღრმისეული ს...
30/03/2026

🌐 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სასწავლო პროცესი აქტიურად გრძელდება!

🎓 მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა სიღრმისეული სემინარი, რომელსაც ჩვენი ახალი ტრენერი — ნატალია ვოლპერტე უძღვებოდა 🤝

📚 სემინარის თემა: „მე-დან ჩვენამდე: გეშტალტსისტემური მიდგომა ურთიერთობების, ურთიერთობების თერაპიისა და ინტერპერსონალური სფეროების მიმართ“.

💡 სწავლება დატვირთული იყო კვლევებზე დაფუძნებული წყაროებითა და მულტიმოდალური პერსპექტივებით, რაც მომავალ თერაპევტებს წყვილებთან და ოჯახურ სისტემებთან მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტებს აძლევს.

✨ სტუდენტების უკუკავშირი:

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრენერის პროფესიონალიზმი — მასალა იყო მკაფიოდ სტრუქტურირებული და გასაგებად გადმოცემული. 👏 კვლევებზე დაფუძნებული წყაროები კი სრულიად ახალ ხედვას გვიშლის ოჯახურ სისტემებთან მუშაობის შესახებ.“ 🧠💫

ეს ცოდნა კიდევ ერთი ნაბიჯია პროფესიული ოსტატობისკენ, რათა ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ კლიენტების მხარდაჭერა ურთიერთობების ყველაზე რთულ ლაბირინთებში.

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია

💥 ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: როდესაც ერთი კვირა ცხოვრებას ცვლის💬 „აღმოვაჩინე, რომ ვიყავი იქ, სადაც ყველაზე მეტად ...
28/03/2026

💥 ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: როდესაც ერთი კვირა ცხოვრებას ცვლის

💬 „აღმოვაჩინე, რომ ვიყავი იქ, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა... ინტენსივიდან კონკრეტული გადაწყვეტილებით დავბრუნდი, რამაც შესაძლოა რადიკალური ცვლილება მომიტანოს მომავალში” — მარიამ ასათიანი გვიზიარებს თავის გარდამტეხ გამოცდილებას.

გთავაზობთ მის დაფიქრებას იმ მომენტებზე, რომლებიც გასულ წელს გეშტალტ-ინტენსივზე, ცემის მთებში დაიწყო:

✨ აღმოჩენა, რომელმაც ახალი პროფესიის დაუფლება გადააწყვეტინა

„თავიდან ინტენსივზე დასწრება უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ჯგუფური თერაპიისა და ლექციების შემდეგ მივხვდი — ეს ის არის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა. ინტენსივიდან დაბრუნებულმა ჩავაბარე მაგისტრატურაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით”

👁️ „ბევრი რამ გავიგე ჩემი თავის შესახებ, რასაც მანამდე არ ვუკვირდებოდი. თითქოს საკუთარი თავი დავინახე შიგნიდან და არა სარკის ანარეკლში. ეს საინტერესო პროცესის დასაწყისი აღმოჩნდა.“

🏔️ ერთი კვირა, რომელიც ერთი წუთივით გარბის

„როცა ძალიან ჩართული ხარ იმაში, რასაც აკეთებ, დრო სწრაფად გადის. ყოველი წუთი უფრო მეტად გაკავშირებს საკუთარ თავთან და გამთლიანებს სამყაროსთან. თუ შესაძლებლობა გაქვთ, აჩუქოთ თქვენს თავს ეს ერთი კვირა, არ მოიკლოთ ეს გამოცდილება.“

✨მარიამის ისტორია გვაჩვენებს, რომ ინტენსივი არის სივრცე, სადაც შეიძლება იპოვო შენი ნამდვილი მოწოდება და დაინახო საკუთარი თავი ახლებურად.

🏔️ გეშტალტ-ინტენსივი — ეს არის შესაძლებლობა, დროებით დატოვო ყოველდღიური რუტინა და აღმოჩნდე სხვა სამყაროში, სადაც საკუთარ თავთან დარჩენისა და სხვებთან დაახლოების მაგია გელოდება.

✨ აჩუქე საკუთარ თავს ეს გამოცდილება. შემოგვიერთდი გეშტალტ-ინტენსივზე და მიეცი საკუთარ თავს უფლება, დაინახო სამყარო „შიგნიდან“.

🔗 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
👉 https://tbilisigestalt.ge/intensive-2026/

#თბილისიგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტინტენსივი #გეშტალტთერაპია

💥ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: რას ნიშნავს, იყო ინტენსივის ნაწილი?„ფაქტობრივად, სხვა სამყაროში ხვდებით — განსხვავებუ...
20/03/2026

💥ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: რას ნიშნავს, იყო ინტენსივის ნაწილი?

„ფაქტობრივად, სხვა სამყაროში ხვდებით — განსხვავებული რიტუალებითა და დინამიკით. ბევრი დრო გაქვთ საკუთარ თავთან დარჩენისთვის და შინაგან სამყაროში სამოგზაუროდ — ასეთ საჩუქარს საკუთარი თავისთვის ნამდვილად იმსახურებთ!“ — ეკა ხოფერია გვიზიარებს თავის გამოცდილებას გასული წლის გეშტალტ-ინტენსივიდან.

🗨️ გთავაზობთ მის დაფიქრებას იმ ღირებულ აღმოჩენებზე, რომლებიც ინტენსივმა მისცა:

✨ჯგუფური თერაპია — სხვებთან მუშაობის მაგია

„ჩემთვის ეს იყო ადამიანების გაცნობისა და მათთან დაახლოების მაგია. ინტენსივის ფარგლებში ჯგუფური მუშაობა ნამდვილად მთავარი საყრდენია. ჯგუფური თერაპია თვითშემეცნების გზაზე ძალიან ეფექტური კომპონენტია — სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში საკუთარი თავის აღმოჩენაც ხდება. სწორედ ეს გამოცდილება წამოვიღე და შევინარჩუნე.“

🌲 ინტენსივი, როგორც ფსიქოლოგიური ჰიგიენა

„საკუთარ თავზე მუშაობა მეხმარება, გავხდე უკეთესი ადამიანი. ჩემთვის მსგავსი ინტენსიური პროგრამები და ინდივიდუალური თერაპია რეგულარული ფსიქოლოგიური ჰიგიენის ნაწილია, რაც აუცილებელია ჩემი ჯანმრთელობისთვის და მედეგობისთვის. ვფიქრობ, ინდივიდუალური სიჯანსაღე საზოგადოებრივ გაჯანსაღებას უწყობს ხელს.“

🏞️რჩევა მათთვის, ვინც პირველად აპირებს წამოსვლას: „გამოცდილი ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ინდივიდუალური, ჯგუფური და ინტენსიური მუშაობის გამოცდილება — გეშტალტ-პარადიგმაში მუშაობა უდავოდ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი თავგადასავალია.“

✨ აჩუქე საკუთარ თავს ეს გამოცდილება და შემოგვიერთდი ცემის მთებში, რათა შენც იგრძნო ის შინაგანი სიჯანსაღე, რაც ასე აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის.

🔗 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 👉 https://tbilisigestalt.ge/intensive-2026/

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტინტენსივი #გეშტალტთერაპია #ფსიქოლოგია

💥🌲 ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: რას ნიშნავს, იყო ინტენსივის ნაწილი?„თავიდან ბევრი კითხვა და მღელვარება მქონდა: ვინ ...
18/03/2026

💥🌲 ინტენსივის მონაწილეთა უკუკავშირი: რას ნიშნავს, იყო ინტენსივის ნაწილი?

„თავიდან ბევრი კითხვა და მღელვარება მქონდა: ვინ დამხვდებოდა იქ? იქნებოდა თუ არა გარემო უსაფრთხო?“ — ასე იხსენებს თავის პირველ დიდ თერაპიულ გამოცდილებას გასული წლის ინტენსივის ფორმატში სოფია კუბლაშვილი.

დღეს სოფია გვიზიარებს იმ აღმოჩენებს, რომლებიც ცემის მთებში გატარებული ერთი კვირის შემდეგ შინ ყველაზე ძვირფას მოგონებად წამოიღო:

🌿 ადამიანური კონტაქტი, რომელიც გრძელდება

„პირველივე საერთო შეხვედრაზე შფოთვა საოცარმა ემპათიამ ჩაანაცვლა. დავინახე ტრენერები და კოლეგები, რომელთა თვალებშიც ნამდვილი მხარდაჭერა იკითხებოდა. ჩემი ყველაზე ძვირფასი აღმოჩენა სწორედ ეს კონტაქტია — ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცნენ.“

✨ შეხვედრა „ჩრდილში“ მყოფ საკუთარ თავთან

„ინტენსივმა მომცა სიმამაცე, გამომეტანა გარეთ საკუთარი თავის ის ნაწილები, რომლებიც მანამდე ჩრდილში იყო. გავხდი უფრო მიმღები საკუთარი თავის მიმართ. ამ გამოცდილებამ სიღრმისეულად შემცვალა და უფრო მეტი შინაგანი თავისუფლება მომანიჭა.“

🏔️ რჩევა მათ, ვინც წელს პირველად აპირებს
წამოსვლას

„მოემზადეთ ყველაზე ცოცხალი და ნამდვილი გამოცდილებისთვის. ნუ შეგეშინდებათ მღელვარების — სწორედ აქ იპოვით პროფესიონალებს, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ თეორია ცოცხალ ემოციად აქციოთ.“
სოფიას ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გეშტალტ-ინტენსივი მხოლოდ სწავლა არ არის — ეს არის ადგილი, სადაც ზრდა გულწრფელი შეხვედრებით იწყება.

💛 დაიწყე პიროვნული ზრდის ისტორია გეშტალტ-ინტენსივზე ჩვენთან ერთად ✨

🔗 დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tbilisigestalt.ge/intensive-2026/

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტინტენსივი

Address

Ghambashidze Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995555330177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Gestalt Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Tbilisi Gestalt Institute:

Share