13/05/2022
GEO/ENG
საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული - საქართველო
2022 წლის 16-20 მაისს, ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია (EUPHA) ატარებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს, რომლის ფარგლებში ჩატარდება ღონისძიებები და აქტივობები ევროპის მასშტაბით. კვირეულისთვის შერჩეულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხუთი აქტუალური თემა:
16 მაისი - ჯანსაღი და ჯანმრთელი წიგნიერი ახალგაზრდობა;
17 მაისი - ვაქცინაცია, როგორც პრევენციის მთავარი სტრატეგია;
18 მაისი - კლიმატის ცვლილების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე;
19 მაისი - არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე;
20 მაისი - მდგრადი ჯანმრთელობის სისტემების შექმნა.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა წელსაც აქტიურად უერთდება EUPHA-ს კვირეულს. დღის თემების შესაბამისად დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
16 მაისი - პირის ღრუს ჰიგიენა ბავშვებისათვის
საქართველოს უნივერსიტეტის სკოლაში 6-7 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის ჩატარდება საგანმანათლებლო გაკვეთილი პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ. შეხვედრის შემდეგ დაინტერესებული მოსწავლეები დაათვალიერებენ სტომატოლოგიურ კლინიკა „UG DENT“, ჩაერთვებიან სიმულაციურ თამაშში „კბილის ფერიასთან“, გაეცნობიან გარემოს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს.
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://eupha.org/euphw_page.php?p=HW165
17 მაისი - HPV ვაქცინაცია კიბოს პრევენციისათვის
საჯარო ლექცია ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობისა და როლის შესახებ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის. ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (დასაწყისი16:00 სთ., აუდიტორია 204).
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://eupha.org/euphw_page.php?p=HW166
18 მაისი - გარემო ფაქტორების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე
საჯარო ლექცია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ (დასაწყისი 16:00 სთ., აუდიტორია 204).
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში მოამზადებენ ვიზუალურ გზავნილებს გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ.
პარალელურად, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით გორის რაიონის სოფ. ბეთლემის სკოლაში ჩატარდება „მწვანე გაკვეთილი“ და მოსწავლეები მოხატავენ სკოლის ეზოს.
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://eupha.org/euphw_page.php?p=HW184
19 მაისი - მენტალური დაავადებების სტიგმა და მისი უარყოფითი გავლენა მკურნალობაზე
საჯარო ლექცია მენტალურ დაავადებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე და მისი უარყოფითი გავლენის შესახებ პაციენტის მკურნალობისას. ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (დასაწყისი16:00 სთ., აუდიტორია 204).
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://eupha.org/euphw_page.php?p=HW168
ინფორმაცია ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (EUPHA) შესახებ:
ორგანიზაცია დაფუძნდა 1992 წელს 12 ქვეყნის 15 წევრის ინიციატივით და დღეს აერთიანებს 86 წევრს 47 ქვეყნიდან. ეს არის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 19000 ექსპერტს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში. მათი მიზანია პროფესიული თანამშრომლობა, კოლაბორაცია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისადმი მულტიდისციპლინარული მიდგომის დანერგვა. ასოციაციის მიზანია ევროპის ქვეყნებში ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება და ამ მიზნით საერთაშორისო/რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა. 2012 წლიდან ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა. სკოლა 2019 წლიდან ჩართულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირეულის საქართველოში აღნიშვნაში და სხვადასხვა აქტივობებით უერთდება მას. (იხ. ბმული: https://eupha.org/EUPHW
European Public Health WEEK – GEORGIA
On May 16-20, 2022, The European Public Health Association (EUPHA) is holding European Public Health Week, which will include events and activities across the Europe. Five current public health topics have been selected for the Week:
May 16 - A healthy and health literate youth;
May 17 - Vaccination as key prevention strategy;
May 18 - Climate change affects our health;
May 19 - No health without mental health;
May 20 - Building resilient health systems.
School of Health Sciences of the University of Georgia (UG) is actively participating in the EUPHA Week this year as well. According to the topics of the day following activities are planned:
May 16 - Dental hygiene for children
UG School will host educational lesson on oral health for pupils aged 6-7. After the lesson interested students will visit the dental clinic "UG DENT", participate in the simulation game "At Tooth Fairy’s", get acquainted with the environment and receive useful advices.
More information can be found here: https://eupha.org/euphw_page.php?p=HW165
May 17 - HPV vaccine for cancer prevention
Public lecture on the importance and role of human papillomavirus vaccination in the prevention of cervical cancer. Lecture will be held in English (starting at 16:00, auditorium 204).
More information can be found here: https://eupha.org/euphw_page.php?p=HW166
May 18 - Impact of environmental factors on population health
Public lecture on the impact of climate change on population health (starting at 16:00, auditorium 204).
After the public lecture UG students will prepare visual messages about environmental health and safety in the university yard.
At the same time, in the school of the village of Bethlehem in the Gori district a "green lesson" will be held with the involvement of UG students and pupils will paint the school yard.
More information can be found here: https://eupha.org/euphw_page.php?p=HW184
May 19 - Mental illness-related stigma and its destructive effect on treatment
Public lecture on mental illness-related stigma in society and its negative impact on patient treatment. Lecture will be held in English (starting at 16:00, auditorium 204).
Information about the European Public Health Association (EUPHA):
EUPHA was founded in 1992 at the initiative of 15 members from 12 countries and today has 86 members from 47 countries. It is an international multidisciplinary scientific organization that brings together 19,000 experts in public health. Their goal is professional cooperation, collaboration and introduction of a multidisciplinary approach to public health. The aim of the Association is to improve health and well-being in European countries and cooperate at the international/regional levels for this purpose. Since 2012 Georgia has been represented in the organization by the School of Health Sciences of the University of Georgia. The school has been involved in the celebration of Public Health Week in Georgia since 2019 and joins it with various activities (See link: https://eupha.org/EUPHW).