ჯეოქორდი • Geocord

ჯეოქორდი • Geocord ჭიპლარის სისხლის ბანკი
(1)

“ჯეოქორდი” დაარსდა 2006 წელს ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის ბაზაზე, როდესაც ჩვენმა კლინიკამ მოიპოვა ქალაქ თბილისის მერიის გრანტი ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ოჯახებში ჭიპლარის სისხლის შესაგროვებლად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ 2007 წლის იანვრიდან “ჯეოქორდმა” დაიწყო კომერციულად ჭიპლარის სისხლის შენახვა.

ჭიპლარის სისხლის ბანკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად იქნას აღებული, დამუშავებული, გამოკვლეული და შენახული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები და საჭიროების დროს უზრუნველყოფილი იქნას მისი დროული და შესაბამისი ტრანსპორტირება ტრანსპლანტაციის იმ ცენტრში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ჩვენს კლიენტს ჩაუტარდება გადანერგვა.

ჭიპლარის სისხლის უჯრედების გაყინვა ფაქიზი და მეტად საპასუხისმგებლო პროცესია.  რადგანაც თხევადი აზოტის ტემპერატურა არის -...
16/03/2026

ჭიპლარის სისხლის უჯრედების გაყინვა ფაქიზი და მეტად საპასუხისმგებლო პროცესია. რადგანაც თხევადი აზოტის ტემპერატურა არის -196°C, ამიტომ უჯრედების ოთახის ტემპერატურიდან (ანუ 20-25°C-დან) უცბად -196°C-ზე მოხვედრა უდიდეს შოკს უჯრედებისათვის, რის შედეგადაც ღეროვანი უჯრედების მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება.

სადღეისოდ მსოფლიო სტანდარტია ღეროვანი უჯრედების გაყინვა ე.წ. პროგრამირებულ გამყინავში, სადაც სპეციალური გამყინავი ახდენს უჯრედების თანდათანობით გაცივებას, წუთში -1 °C-ით, რაც უზრუნველყოფს უჯრედების მაღალ სიცოცხლისუნარიანობას.

ამასთანავე, უჯრედების კონცენტრატს ვამატებთ კრიოპროტექტანტ ნივთიერებას, რომელიც დაიცავს გაყინულ უჯრდებს დაზიანებისგან. ამ ნივთიერების სახელწოდებაა დიმეთილსულფოქსიდი (DMSO), რაც ასევე მსოფლიო სტანდარტია.

შედეგად, ჩვენი მომხმარებლების მასალების გაყინული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალურადაა შენარჩუნებული.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ამჟამად 80+ დაავადების მკურნალობაში გამოიყენება. კვლევების რაოდენობა კი მუდმივად იზრდ...
12/03/2026

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ამჟამად 80+ დაავადების მკურნალობაში გამოიყენება. კვლევების რაოდენობა კი მუდმივად იზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს წლებში ამ მასალის გამოყენების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.

ჭიპლარის სისხლის შენახვით თქვენი პატარების ჯანმრთელ მომავალში შეუცვლელ და ფასდაუდებელ ინვესტიციას ახორციელებთ.

დღეს შენახულმა უჯრედებმა შესაძლოა წლების შემდეგ იხსნან სიცოცხლე. მათი შეგროვება კი მხოლოდ ერთხელ, ახალშობილის დაბადებისას არის შესაძლებელი.

დაიცავით თქვენთვის ყველაზე ძვირფასი არსების ჯანმრთელობა ჯეოქორდის პროფესიონალთა გუნდთან ერთად.

ჯეოქორდი გილოცავთ ქალთა დღეს.გისურვებთ ჯანმრთელ, უსაფრთხო და ბედნიერ მომავალს.
08/03/2026

ჯეოქორდი გილოცავთ ქალთა დღეს.

გისურვებთ ჯანმრთელ, უსაფრთხო და ბედნიერ მომავალს.

ჯეოქორდი გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ თქვენი პატარების ბედნიერებით სავსე წლებს.
03/03/2026

ჯეოქორდი გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ თქვენი პატარების ბედნიერებით სავსე წლებს.

რა არის სიცოცხლის ხე?რეპროდუქციულ მედიცინაში სიცოცხლის ხედ  ჭიპლარისა და პლაცენტას ერთობას მოიხსენიებენ ხოლმე.რატომ?ორივ...
23/02/2026

რა არის სიცოცხლის ხე?
რეპროდუქციულ მედიცინაში სიცოცხლის ხედ ჭიპლარისა და პლაცენტას ერთობას მოიხსენიებენ ხოლმე.

რატომ?
ორივე მათგანი დაბადებამდე ნაყოფს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს და ნარჩენებისგან ათავისუფლებს. თანაც, ვიზუალუარად მიმსგავსებულია ხის სტრუქტურას.

პლანცენტა და ჭიპლარი ნაყოფის გენეტიკურ ინფორმაციას ატარებს. ჭიპლარის სისხლი, კი პატარასთვის აუცილებელ, იმ შეუცვლელ ღეროვან უჯრედებს შეიცავს, რომლებიც ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ არსად აღარ რჩება.

სიცოცხლის ეს “ელექსირი” მხოლოდ მუცლად ყოფნის დროსაა ნაყოფისთვის ხელმისაწვდომი და შეგროვებადიც მხოლოდ ერთხელ, მისი დაბადებისას ხდება.

იცით თუ არა, რომ ორსულობის დროს მინერალური წყლის სისტემატიური მიღება რეკომენდირებული არ არის?📍 როგორც ექიმები გვეუბნებია...
17/02/2026

იცით თუ არა, რომ ორსულობის დროს მინერალური წყლის სისტემატიური მიღება რეკომენდირებული არ არის?

📍 როგორც ექიმები გვეუბნებიან, გაზგასული მინერალური სასმელები მხოლოდ ტოქსიკოზის სიმტომების შესამცირებლად არის მიზანშეწონილი. ზომიერად და მცირე პერიოდით.

რატომ?
მათი შემადგენლობა დამატებით ტვირთავს თირკმელებს და ახდენს შეშუპების პროვოცირებას, რაც მომავალი დედებისთვის განსაკუთრებით სენსიტიური საკითხია.

ამიტომ, უმჯობესია ჩანაცლება მოხდეს სუფთა წყლით, ნატურალური წვენებით, კომპოტებით ან სხვა მსგავსი ტიპის სასმელებით.

ჯანმრთელობაში ინვესტიცია დაბადებიდან იწყება.ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ანალოგის არ მქონე, ერთადერთი რესურსია, რო...
09/02/2026

ჯანმრთელობაში ინვესტიცია დაბადებიდან იწყება.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ანალოგის არ მქონე, ერთადერთი რესურსია, რომლის მოპოვებაც მხოლოდ პატარას ამ ქვეყნად მოვლენის დროსაა შესაძლებელი.

შენახვა და გამოყენება კი ათწლეულების მანძილზე.
ნუ გაუშვებ ხელიდან შანსს დაიცვა ის ვინც ყველაზე მეტად გიყვარს.

ჯეოქორდი - ჭიპლარის სისხლი ბანკი.

ოჯახში მატებას ელოდები მაგრამ ჭიპლარის სისხლის შენახვის გადაწყვეტილებას ვერ იღებ?📍 თუ ორჭოფობის მიზეზი მხოლოდ ფინანსურია...
04/02/2026

ოჯახში მატებას ელოდები მაგრამ ჭიპლარის სისხლის შენახვის გადაწყვეტილებას ვერ იღებ?

📍 თუ ორჭოფობის მიზეზი მხოლოდ ფინანსურია, იცოდე, რომ ჯეოქორდში გადახდის მექანიზმები თითოქულ მომხმარებელს მაქსიმალურად ერგება.

გვაქვს შიდა უპროცენტო განვადება და გადახდის მოქნილი გრაფიკი.

დაწვრილებითი ცნობებისათვის საფასურის და განვადების შესახებ დაგვირეკეთ:
+995 32 388 84 84
+995 577 762 770 ან +995 577 47 89 19

ფეხმძიმობა ქალის ორგანიზმში უამრავ ცლილებას იწვევს, რაც მომავალი დედიკოებისთვის დიდი სტრესია. ერთ-ერთი სენსიტიური საკითხ...
20/01/2026

ფეხმძიმობა ქალის ორგანიზმში უამრავ ცლილებას იწვევს, რაც მომავალი დედიკოებისთვის დიდი სტრესია. ერთ-ერთი სენსიტიური საკითხი ნაყოფის ზრდასთან ერთად გაჩენილი სტრიებია.

თუმცა არსებობს ერთი უტყუარი გზა სტრიების მინიმუმამდე შემცირებისთვის: კანის მუდმივი დატენიანება.

შესაბამისად, ყოველდღე დაიტენიანეთ კანის სტრიებისკენ მიდრეკილი უბნები შესაბამისი კრემით ან ზეთით.

ჯეოქორდი მაქსიმალურად ერგება თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მოქნილ და მოხერხებულ გადახდის მე...
17/01/2026

ჯეოქორდი მაქსიმალურად ერგება თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მოქნილ და მოხერხებულ გადახდის მეთოდებს.

შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობა 12 თვის ვადითაა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო ამარტივებს თქვენი პატარებისთვის ფასდაუდებელი რესურსის შენახვას.

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ნომრებზე:

+995 32 388 84 84

+995 577 762 770 ან +995 577 47 89 19

გასულ წელს საქართველოში 39 483 პატარა დაიბადა. წელს უფრო მეტი ახალი სიცოცხლე მოევლინება ჩვენს ქვეყანას.მათი ჯანმრთელობის...
12/01/2026

გასულ წელს საქართველოში 39 483 პატარა დაიბადა. წელს უფრო მეტი ახალი სიცოცხლე მოევლინება ჩვენს ქვეყანას.

მათი ჯანმრთელობის დაცვისთვის კი საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ჭიპლარის სისხლის შენახვაა.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები უკვე 80+ დაავადების მკურნალობაში გამოიყენება და ეს დინამიკა წლიდან-წლამდე სულ უფრო იზრდება.

აირჩიეთ ჯეოქორდი და დაიცავით თქვენი პატარების ჯანმრთელი მომავალი ჩვენთან ერთად.

ისარგებლე ჯეოქორდის სერვისით კიდევ უფრო მოხერხებული გადახდის მეთოდით!ჩვენთან ყოველთვის შესაძლებელია შიდა უპროცენტო განვა...
16/10/2025

ისარგებლე ჯეოქორდის სერვისით კიდევ უფრო მოხერხებული გადახდის მეთოდით!

ჩვენთან ყოველთვის შესაძლებელია შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობა და მომსახურების საფასურის 12 თვეზე გადანაწილება.

დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისთვის, დაგვიკავშირდით:

+995 32 388 84 84

+995 577 762 770

ან +995 577 47 89 19

Address

კლინიკა მაჟე, ჭაბუკიანის 6ა
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 16:30
Tuesday 09:00 - 16:30
Wednesday 09:00 - 16:30
Thursday 09:00 - 16:30
Friday 09:00 - 16:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯეოქორდი • Geocord posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ჯეოქორდი • Geocord:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram