ფარმაცევტული კომპანია „ინოთიმი“ დაარსდა 2013 წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების, საკვები დანამატების და სამედიცინო მასალების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოში.
კომპანია ,,ინოთიმი’’-ს მიერ მოწოდებული პროდუქტები წარმოებულია დაპატენტებულ ორიგინალ მოლეკულებზე და მისი იდენტური შემადგენლობის პროდუქტები არ არსებობს საქართველოს ბაზარზე. პროდუქტები ფართოდ გამოიყენება ისეთ სამედიცინო სფეროებში, როგორიცაა: მეან-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია და ონკოლოგია.
,,ინოთიმი“-ს პარტნიორები არიან მსოფლიოს ბაზარზე არსებული ლიდერი ინოვაციური კომპანიები, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქტები აკმაყოფილებენ მსოფლიოს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს. პროდუქტები არის სწრაფად ეფექტური, უსაფრთხო და მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
კომპანიის გამოცდილებისა და საიმედო ურთიერთობების წყალობით, შპს ,,ინოთიმი’’ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეიტანოს მცირედი წვლილი. მისი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ინოვაციური, სანდო და მაღალი ხარისხის პროდუქტების მიწოდებაა. თითოეული კმაყოფილი და ბედნიერი პაციენტი კი კომპანიისთვის გამარჯვებას წარმოადგენს.