24/04/2021
For English scroll down
ჰიგიენურ გარემოში ყოფნა კარგი და აუცილებელია, იქნება ეს საცხოვრებელი, სამუშაო თუ გართობის ადგილი, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ თქვენ და სხვებს, თუ ჰიგიენურ საშუალებებს არასწორად შეარჩევთ ან არასწორად გამოიყენებთ? ამისათვის დავწერე ეს სტატია. გაეცანით და კითხვების შემთხვევაში მზად ვარ, გიპასუხოთ.
ამ ინფორმაციის გავრცელებით თქვენ დაეხმარებით სხვებსაც.
___
Good hygiene is necessary. It does not matter if it is home, work area or a place of joy, but have you ever thought about the damage you and others can get, if you choose home cleaning products incorrectly or if you use them as not recommended? I wrote this article about it. Read this article and feel free to ask me any question related to it.
If you share this information, you will help others, too.
For English scroll down
დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების გამოყენებას?
საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების არასათანადო გამოყენებისას და მათი არასწორი შერჩევისას, მათში შემავალი მავნე, აგრესიული ქიმიური ნივთიერებები ხვდებიან ორგანიზმში, მაგალითად, კანის საშუალებით, ჩასუნთქვით. მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან რეგულარული კონტაქტი ზრდის სასუნთქი სისტემის დაავადებების რისკს, როგორიცაა ასთმა. იზრდება ალერგიის განვითარების რისკიც, რომელსაც ალერგიის დაუყოვნებელი ტიპის (ანაფილაქსია) რეაქციის გამოწვევაც კი შეუძლია, ეს კი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. ჰიგიენის საშუალებები შეიძლება შეიცავდნენ ნავთობპროდუქტებს, მაგალითად, ფორმალდეჰიდს, რომელიც კანცეროგენადაა მიჩნეული. მავნე ნივთიერებებთან დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტი, შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს.
იმისათვის, რომ დაიცვათ თავი საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ნივთიერებებისგან, საჭიროა მათი გამოყენება სწორად მოხდეს. ქვემოთ თქვენ მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას.
ჭურჭლის სარეცხი საშუალებები
ჭურჭლის რეცხვისას (იგულისხმება, უპირატესად, ხელით რეცხვა) გამოყენებულ საშუალებებში შემავალი ნივთიერებების ნაწილი შეიწოვება კანიდან და ხვდება ორგანიზმში. რა თქმა უნდა, საუბარია ძალიან მცირე დოზებზე და ერთჯერადი და იშვიათი მოხვედრა ორგანიზმში ვერ გამოიწვევს დაავადებებს, თუმცა, თუ ამას სისტემატიური ხასიათი ექნება, შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. შრება და ზიანდება კანიც. გარდა ამისა, ტოქსიკური ნივთიერებები ჰაერში ხვდებიან და ხდება ოთახში აკუმულირება. დადგენილია, რომ დახურულ სივრცეში ჰაერი უფრო ბინძურია და მავნე, ვიდრე ღია სივრცეში, ასევე, ადამიანი დახურულ სივრცეში მეტ დროს ატარებს (სახლი, სკოლა, უმაღლესი განათლების დაწესებულება, სამსახური და ა.შ.). აქედან გამომდინარე, ადამიანი ჩაისუნთქავს ჰაერში შეწონილ მომწამვლელი ნივთიერებების ნაწილს. საეჭვო წარმოშობის სარეცხ საშუალებებში შემავალი ნივთიერებები აბინძურებენ წყალს და ნიადაგს, რადგან ჭურჭლის რეცხვის შემდეგ წყალი ისევ ბუნებაში ხვდება.
იმისათვის, რომ დაიცვათ თავი, სხვა ადამიანები და გარემო, შეარჩიეთ სანდო წარმოების საშუალება, უპირატესობა მიანიჭეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, გაეცანით შემადგენლობას და მათზე დატანილ უსაფრთხოების ნიშნებს. საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია გადაამოწმეთ მწარმოებლის ინტერნეტ-გვერდზე. არსებობენ მწარმოებლები, რომლებიც ნავთობპროდუქტების და კანცეროგენების ნაცვლად მცენარეებში შემავალ ბუნებრივ ექსტრაქტებს იყენებენ. ხელით რეცხვისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, ამით თქვენ შექმნით ფიზიკურ ბარიერს სარეცხ საშუალებასა და კანს შორის. სარეცხი საშუალების გამოყენების შემდეგ გაანიავეთ ოთახი, სასურველია, გააღოთ ფანჯარა ან კარი იმ მხარეს, საითაც არ მოძრაობენ ავტომობილები. ისმის კითხვა: კი, მაგრამ, თუ გარეთ არსებული ჰაერიც დაბინძურებულია? გახსოვდეთ, რომ გარეთ არსებული ჰაერი არის ოთახშიც, რომელსაც ემატება ჰიგიენური საშუალებების ანაორთქლი, ეს კი ზრდის კონცენტრაციას ოთახში. არ გამოიყენოთ ფალსიფიცირებული პროდუქცია. ჭურჭლის სარეცხი საშუალების თვალში მოხვედრისას, ამოიბანეთ გამდინარე წყლით. ნუ დასვამთ ტოლობის ნიშანს ქაფის დიდ ოდენობასა და კარგად გაწმენდას შორის. ქაფის ფუნქცია არის, დაეხმაროს საწმენდ საშუალებას, შედარებით დიდ ხანს გაჩერდეს ზედაპირზე. ქაფწარმოქმნა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ თუ პროდუქტი ბევრ ქაფს წარმოქმნის, იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურად აქვს დამატებული აგრესიული ნივთიერებები. კარგად გაავლეთ გარეცხილი ჭურჭელი, სარეცხი საშუალება რომ არ მოხვდეს ორგანიზმში.
ტანსაცმლის სარეცხი საშუალებები
ტანსაცმლის რეცხვისას გამოყენებული საშუალების შემადგენლობას აქვს მნიშვნელობა, რადგან, როგორც ცნობილია, გავლების შემდეგ ქსოვილზე მაინც რჩება პროდუქტის გარკვეული ნაწილი, რომელთანაც ადამიანი ძალიან ახლო შეხებაშია სამოსის ტარებისას. ასევე, კარადაში დაყოვნებული უკვე გარეცხილი სამოსიდან სარეცხ საშუალებაში შემავალი ნივთიერებები ხვდებიან ჰაერში, რომელსაც ადამიანი ჩაისუნთქავს. ამ ნივთიერებებთან დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტი სერიოზული დაავადებების წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
იმისათვის, რომ თავი დაიცვათ სარეცხი საშუალების მავნე ზემოქმედებისგან, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ, თხევად სარეცხ საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ფხვნილი უფრო იაფია. თხევადი საშუალება გაცილებით კარგად იხსნება წყალში, ვიდრე ფხვნილი. ალბათ, შეგინიშნავთ გარეცხვის შემდეგ სამოსზე დარჩენილი ფხვნილის გრანულები. მისი გამოყენებისას, როდესაც მას ყრით სარეცხი მანქანის შესაბამის უჯრაში, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ მისი გარკვეული ნაწილი ძირს იყრება, ნაწილი კი უჯრაზე რჩება, წყლისთვის მიუწვდომელ ადგილას. ეს ყოველივე ოთახში იწვევს აგრესიული ნივთიერებების დაგროვებას. თხევადი საშუალება ამ მხრივ ადვილი მოსახმარია. გირჩევთ, არ გამოიყენოთ ფალსიფიცირებული პროდუქცია. ფხვნილში შემავალი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით მძლავრნი არიან და გაცილებით დიდ ხანს გასტანს მათი ეფექტი შედარებით თხევად საშუალებასთან, თუმცა პრაქტიკულობას ნუ დააყენებთ უსაფრთხოებაზე წინ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარეცხი ფხვნილი მუყაოს შეფუთვით იწარმოება, რომელიც ადვილად გადამუშავდება, ხოლო თხევადი საშუალება - პლასტმასის შეფუთვით, ამიტომ, ნუ დააბინძურებთ ბუნებას და პლასტმასის ბოთლები ჩაყარეთ ნაგვის ურნაში. ზოგიერთი კომპანია ადვილად გადამუშავებად ბოთლებს აწარმოებს. გარეცხილი ქსოვილების სახლში გაშრობისას, აორთქლებული სარეცხი საშუალება გროვდება ოთახში. თუ ამ პროცესს ვერ აარიდებთ თავს, კარგად გაანიავეთ საცხოვრებელი.
ზედაპირების საწმენდი საშუალებები
ზედაპირების საწმენდი საშუალებები შეიცავენ ძალიან აგრესიულ ნივთიერებებს, რადგან მათი ფუნქციაა ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის ამოყვანა. გასასუფთავებელ ზედაპირზე მათი განაწილების შემდეგ, რა თქმა უნდა, ხდება მისი სველი ქსოვილით მოცილება, თუმცა, გარკვეული ნაწილი მაინც რჩება ზედაპირზე, რომელიც გადაინაცვლებს ჰაერში. გარდა ამისა, მასთან ფიზიკურ კონტაქტშიც შეიძლება შევიდეს ადამიანი, მაგალითად, უნიტაზთან და ჯაკუზთან/აბაზანასთან კონტაქტი. აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლიათ ალერგიის და კანის გაღიზიანების გამოწვევა.
ზედაპირების წმენდისას აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები და დამცავი სათვალე, რათა დაიცვათ კანი და თვალის ლორწოვანი. აუცილებლად გაანიავეთ ოთახი. შეარჩიეთ სანდო წარმოების პროდუქტები და ნუ გააკეთებთ არჩევანს ფალსიფიცირებულ საშუალებებზე. ბევრი კომპანია უარს ამბობს კანცეროგენული ნივთიერებების გამოყენებაზე და საშუალებებში იყენებს ბუნებრივ ნივთიერებებს (ლიმონის ექსტრაქტი, ლავანდის ექსტრაქტი, მარმარილოს ფხვნილი, სოდა და ა.შ.).
იატაკის საწმენდი საშუალებები
იატაკის ფართობიდან გამომდინარე, მასზე დატანილი ნივთიერებები დიდი რაოდენობით გადადიან ჰაერში აორთქლების გზით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ცრემლდენა, თვალების სიწითლე, ალერგიული რეაქცია, კანის გაღიზიანება და ა.შ.
თუ თქვენი იატაკის საწმენდი სითხე შეიცავს აგრესიულ ნივთიერებებს, უზრუნველყავით მთლიანად საცხოვრებლის უწყვეტი განიავება, მათ შორის, წმენდის პროცესშიც. აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
ოთახის არომატიზატორები
არ გამოიყენოთ გაურკვეველი წარმოშობის და აგრესიული შემადგენლობის მქონე საშუალებები. უპირატესობა მიანიჭეთ ეკოლოგიურად სუფთა არომატიზატორებს.
ყოველთვის მოარიდეთ საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები ბავშვებს. მათი სასუნთქ გზებში ან საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას უზრუნველყავით ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში წაყვანა.
დაფიქრდით, რა საშუალებებს იყენებთ, რამდენად უსაფრთხონი არიან ისინი, რამდენად იცავთ საკუთარ თავს, სხვა პირებს და გარემოს მათი დამაზიანებელი ეფექტებისგან. წარმოიდგინეთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმის დაუცველ კონტაქტს კანცეროგენულ საშუალებებთან და გააანალიზეთ ისიც, რომ როდესაც ვინმეს მოულოდნელად უდგინდება ონკოლოგიური დაავადება და ეჭვი ვერაფერზე მიგვაქვს, შესაძლოა აქ წამყვანი ქიმიურ ნივთიერებებთან მუდმივი კონტაქტი იყოს. გაწმინდეთ ისე, რომ არ მოგიტანოთ ზიანი. მერე რა, თუ დაზიანება უმალვე არ ჩანს? ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაფიქრება იმაზე, თუ რას მიირთმევთ საკვებად. განსაკუთრებით ერიდეთ შემდეგ ნივთიერებებს: ტრიკლოზანი, ფორმალდეჰიდი, პერქლოროეთილენი, 2-ბუტოქსიეთანოლი...
თუ თვლით, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლოა, გაავრცელეთ ის. ერთად ვიყოთ ჯანმრთელნი.
გისურვებთ ჯანმრთელობას
სტატიისა და თარგმანის ავტორი: ბექა გოგელია
__________
Have you ever thought about the possible harmful effects of home cleaning products?
In case if you don't choose the products for home cleaning correctly or if you use them improperly, the harmful, aggressive chemicals can enter the body through the skin or inhalation. Regular contact with these chemicals can increase the risk of developing respiratory system diseases, such is asthma. These substances can cause sudden allergic reaction (anaphylaxis), that is life threatening condition. Some of the products contain cancerogenic substances, such is formaldehyde. Contact with these chemicals can cause cancer. To protect yourself, others and the environment from the harmful effects of cleaning products, you have to use them properly. See the useful information below.
Dishwashing liquid
During using dishwashing liquid (mostly hand washing), small doses of chemicals absorb through the skin and they can be toxic, but after regular contact. Single or very rare contact with them might not cause any harm at all. Regular contact with them can cause health problems. Skin becomes dry and irritated. On the other hand, these chemicals evaporate in the room and can get in the respiratory tract. It is proven that the air in closed spaces is more polluted than the air in open spaces. A human spends most of the lifetime in closed spaces (e.g. home, school, university, work etc.). Harmful substances pollute the water and the soil, because the water used during dishwashing goes back to the soil and environment.
To protect yourself, others and the environment, choose the products of the trusted brand, which manufactures ecologically friendly products. Read the labels on the package and visit the manufacturer's internet-page for further information. There are the manufacturers, which use herbal extracts instead of hazardous substances that cause cancer. Use gloves during hand washing, by doing this, you will have the physical barrier between the chemicals and the skin. Aerate the room after using washing chemicals, open the door or window on the side where cars don't move. You may ask: Yes, but if the outdoor air is also polluted? Remember, the same outdoor air is in your rooms, but evaporated chemicals are added, that becomes more dangerous. Avoid falsification. If the products enters your eye, rinse with lukewarm water immediately. Don't think, that good foaming means effectiveness. Foaming is a natural process, it just helps the agent stay on the surface longer. If the products produce very large foam, it means that aggressive substances are artificially added. Rinse the agent thoroughly to avoid the agent to be ingested.
Clothes washing agents
It is important what to use for washing the clothes. Small dose of the agent stays on the tissues. A human has direct contact with them during wearing the clothes. While they are kept at home, the detergent agent can evaporate in air. Regular inhalation of harmful agents can cause serious illnesses.
It is recommended to use liquid detergents for washing the clothes, although powder is cheaper. Liquid detergent mixes with the wash water better. Haven't you noticed powder granules on the tissue after washing process is completed? You may also have noticed, that when pouring the powder in a washing machine's cell, the small amount of it pours on the floor and small amount of it stays on the edges of the cell, where the water can't reach. This causes leaving chemicals at home, on the place, where they mustn't be. Liquid is easier to use. Always avoid falsification. You may see, that power detergent is more practical, but bare in mind, that being safe is the number one. Remember, cardboard boxes are easily recycled, but not plastic. Don't contaminate the environment, always put the bottle in trash. Some manufacturers produce easily recyclable bottles. If you can't avoid drying the tissues at home inside, always aerate the rooms well.
Surfaces cleaning liquid
The liquid used for cleaning the surfaces contain very aggressive and toxic substances, their aim is to clean very dirty surfaces. Of course, the liquid is removed using a towel after applying it, but the small amount of it stays on a cleaned thing and can evaporate. A person can have physical contact with them (WC, bathtub/jacuzzi). It can cause allergy and skin irritation.
Always use gloves and eye protection glasses to protect your hands and eyes. Aerate the room. Choose trusted brand and avoid falsification. Many companies use natural substances (e.g. lemon extract, lavender extract, natural marble dust, soda etc.) instead of cancerogenic ones.
Floor cleaning
Because the floor surface is always big, the chemicals evaporate and a human can breathe in, it can be poisonous. It can cause eye redness, tearing eyes, allergy, skin irritation etc. If there are harmful agents in the floor cleaner liquid, aerate the rooms during the cleaning process, too. Always use gloves.
Room aromatizers
Don't use the aromatizers of unknown origin. Always use ecologically friendly ones.
Always store the cleaners out of reach of children. If the cleaner enters child's respiratory or digestive tract, seek a medical attention immediately.
Think of what you use. Think, how safe they are, how you protect yourself, others and the environment from the harmful effects of them. Imagine, what kind of damage can be caused from direct contact with chemicals used in home cleaning and always suspect the regular contact with these chemicals when someone is diagnosed cancer. Clean the way that doesn't bring damage. So what, if damage doesn't appear immediately? Thinking about this is as necessary and important, as thinking about what you eat. These are supremely toxic: triclosan, formaldehyde, perchloroethylene, 2-butoxyethanol...
If you think, this information is helpful, share it. Let's be healthy, together.
Wish you good health
The author of the article and the translation: Dr. Beka Gogelia