სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology

სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology, Health/Medical/ Pharmaceuticals, თამარ მეფის #18, Tbilisi.

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს მანანა  მახარაძეს.   ქალბატონ მამანას აქვს ექიმ-პარაზიტოლოგად მუშაობის 50 წ...
06/04/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს მანანა მახარაძეს. ქალბატონ მამანას აქვს ექიმ-პარაზიტოლოგად მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინატიტუტის კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში. არის 10 - ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი. ქალბატონი მანანა გახლავთ საქართველოს ინფექციურ დაავადებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის წევრი.

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
📍კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ: 📞ტელ.: 032 2131747 (+995) 595119151
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, მედიცინის დოქტორს მარინა მანჯგალაძეს. ქალბატონ მარინას აქვს ექიმ-პარაზიტოლ...
27/03/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, მედიცინის დოქტორს მარინა მანჯგალაძეს. ქალბატონ მარინას აქვს ექიმ-პარაზიტოლოგად მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინატიტუტის კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და 1 მონოგრაფიის თანაავტორი. ქალბატონი მარინა გახლავთ საქართველოს ინფექციურ დაავადებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის წევრი. ის ასევე დაჯილდოვებულია საპატიო მედიკოსთა მედლით და ღირსების ორდენით.

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
📍კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ: 📞ტელ.: 032 2131747 (+995) 599930265
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი  ღრმა   მწუხარებას გამოთქვამს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ...
20/03/2026

პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის , ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილია II-ს გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მართლმადიდებლურ სამყაროს .

🏥ხანგრძლივი დიარეა, უმადობა, კანის პრობლემები,  თუ უძილობა? - ეს სიმპტომები შესაძლოა პარაზიტული ინფექციის ნიშნები იყოს! ...
17/03/2026

🏥ხანგრძლივი დიარეა, უმადობა, კანის პრობლემები, თუ უძილობა? - ეს სიმპტომები შესაძლოა პარაზიტული ინფექციის ნიშნები იყოს!

🧪🩺პარაზიტული ინფექციის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია. ის დამოკიდებულია პარაზიტის სახეობასა და მის ლოკალიზაციაზე ორგანიზმში.

‼️ხშირად დაავადება ფარულად მიმდინარეობს, თუ ამ სიმპტომებს შეამჩნევთ, ნუ გადადებთ, ჩაიტარეთ შემოწმება 🔬 სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში.

• ხანგრძლივი / განმეორებადი დიარეა ან ყაბზობა;
• უცნობი მიზეზით წონის კლება ან მუდმივი სისუსტე;
• კანის ცვლილებები: გამონაყარი, ქავილი, ფერის ცვლილება;
• ცხელება, მუცლის ტკივილი, გაზები ან ღებინება;
• ანუსის ირგვლივ ქავილი;
• კუნთების ან სახსრების ტკივილი;
• თავის ტკივილი ან გულყრა;
• ალერგიული რეაქციები და ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
• აგზნებულობა და ძილის დარღვევა;
• უმადობა და შინაგანი ორგანოების გადიდება;
• ხველა და სუნთქვის გაძნელება;
• ეოზინოფილების მატება (სისხლის ანალიზში);
• მოგზაურობა ტროპიკულ ქვეყნებში.

📍 კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ:
📞 032 213 17 47
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, მედიცინის დოქტორს თამილა კვინიხიძეს.  ქალბატონ თამილას აქვს ექიმ-პარაზიტოლ...
12/03/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, მედიცინის დოქტორს თამილა კვინიხიძეს. ქალბატონ თამილას აქვს ექიმ-პარაზიტოლოგად მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინატიტუტის კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში. არის სამეცნიერო სტატიების თანაავტორი. ქალბატონი თამილა გახლავთ საქართველოს ინფექციურ დაავადებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის წევრი. ის ასევე დაჯილდოვებულია საპატიო მედიკოსთა მედელით და ღირსების ორდენით.

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
📍კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ: 📞ტელ.: 032 2131747 (+995) 599509161
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, ექიმ- ტრასფუზიოლოგს ინგა საღლიანს. ქალბატონ ინგას აქვს  ექიმ-პარაზიტოლოგად...
04/03/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, ექიმ- ტრასფუზიოლოგს ინგა საღლიანს. ქალბატონ ინგას აქვს ექიმ-პარაზიტოლოგად მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა პარაზიტოლოგიის ინატიტუტის სამეცნიერო საქმიანობაში. არის სამეცნიერო სტატიების თანაავტორი. ქალბატონი ინგა არის საქართველოს ინფექციურ დაავადებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის წევრი.

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
📍კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ:
📞 ტელ.: 032 2131747 (+995) 555500696
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

🧪 პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამკურნალოდ საჭიროა კვლევის სწორი მეთოდების გამოყენება. პარაზიტული ინფექციების დიაგნო...
24/02/2026

🧪 პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამკურნალოდ საჭიროა კვლევის სწორი მეთოდების გამოყენება.
პარაზიტული ინფექციების დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკური სიმპტომების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების კომპლექსურ შეფასებას.
🦠განავლის კვლევა ტარდება:
✔️ ნაწლავური ჰელმინთოზების დიაგნოსტიკისათვის (ასკარიდოზი, ენტერობიოზი და სხვა)
✔️ ნაწლავური უმარტივესებით გამოწვეული ინფექციების გამოვლენისათვის (მაგ. ამებიაზი, ლამბლიოზი)
✔️ ჭიის კვერცხების, ლარვებისა და ცისტების იდენტიფიკაციისათვის.
➡️ განავლის კვლევა ინფორმატიულია მაშინ, როდესაც პარაზიტი ბინადრობს ნაწლავში და გამოიყოფა გარემოში.
👉მნიშვნელოვანია ნიმუშის სწორად აღება და, საჭიროების შემთხვევაში, კვლევის განმეორებაც.
🩸 სისხლის კვლევა გამოიყენება მაშინ, როდესაც:
✔️ პარაზიტი არ ბინადრობს ნაწლავში (მაგალითად: ტოქსოკაროზი, ტრიქინელოზი, ექინოკოკოზი)
✔️ საჭიროა ანტისხეულების ან ანტიგენების განსაზღვრა
✔️ პაციენტს აქვს სისტემური სიმპტომები — ცხელება, ეოზინოფილია, ღვიძლის/ფილტვის დაზიანება, ალერგიული რეაქციები.
➡️ სისხლის კვლევა განსაკუთრებით ინფორმატიულია ქსოვილოვანი და მიგრირებადი პარაზიტული ინფექციების დიაგნოსტიკაში.
❗თვითნებურად ჩატარებული ან არასაჭირო ანალიზები ხშირად იწვევს მცდარ დიაგნოზს და არასწორ მკურნალობას.
🟥სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!
📍 კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ:
📞 032 213 17 47
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, ექიმ–ინფექციონისტს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს — ირმა კოკაიას.ირმა კოკაი...
19/02/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, ექიმ–ინფექციონისტს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს — ირმა კოკაიას.

ირმა კოკაია არის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, მრავალწლიანი აკადემიური და კლინიკური გამოცდილების მქონე სპეციალისტი.

🔬 კლინიცისტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება
🔬 2009 წლიდან დღემდე — სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი
🔬 საქართველოს ინფექციურ სნეულებათა და ტროპიკული მედიცინის ასოციაციის თანადამფუძნებელი
🔬 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ინფექციურ სნეულებათა მიმართულებით
🔬 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი
🔬 მონაწილეობა არაერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევაში.

💚 ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!

📍 კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ:
📞 032 213 17 47

📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, ექიმ- ტრასფუზიოლოგს რუსუდან ბურდილაძეს. ქალბატონ რუსუდანს აქვს  ექიმ- პარა...
18/02/2026

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ ექიმ–პარაზიტოლოგს, ექიმ- ტრასფუზიოლოგს რუსუდან ბურდილაძეს. ქალბატონ რუსუდანს აქვს ექიმ- პარაზიტოლოგად მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა პარაზიტოლოგიის ინატიტუტის სამეცნიერო საქმიანობაში. არის სამეცინიერო სტატიების ავტორი.

ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩვენთან შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს!

📍კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ:

📞 ტელ.: 032 2131747 (+995)555569525
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი #18

14/02/2026

"პარაზიტებისგან გაწმენდა“ — მარკეტინგული მითი?

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ე,წ„მცენარეული ანტიჰელმინთური“ და სხვადასხვა „ანტიპარაზიტული ფორმულა“ სახელით გაყიდვადი პროდუქტები, რომლებიც პაციენტებს ჰპირდება ორგანიზმის სრულ „გაწმენდას“ პარაზიტებისგან.

მნიშვნელოვანია იცოდეთ:

🔹 მსგავსი პროდუქტების უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული, როგორც სამკურნალო პრეპარატი.
🔹 არ აქვთ დამტკიცებული კლინიკური ეფექტურობა.
🔹 არ შედიან საერთაშორისო სამედიცინო გაიდლაინებში
🔹 ხშირად იყიდება ონლაინ ან კერძო პირების მიერ.

❗ არ ენდოთ გაურკვეველი წარმოშობის პრეპარატებს.
❗ ნუ შეიძენთ მედიკამენტებს აფთიაქის გარეთ.
❗ ნუ შეიძენთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე არ არის სრულად მითითებული შემადგენლობა, დოზირება და მწარმოებელი.
❗ არ მიიღოთ ე.წ „ანტიპარაზიტული ფორმულები“ ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ინფექციის მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს:

✔ ზუსტ დიაგნოსტიკას.
✔ ლაბორატორიულ კვლევას.
✔ ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ დანიშნულ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ თერაპიას.

დაუდასტურებელმა და გაურკვეველმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის გართულებები.

ანტიპარაზიტული ფორმულები“ და „მცენარეული გაწმენდა“ ხშირად მხოლოდ სარეკლამო ტერმინებია და არა მკურნალობა.

თქვენი ჯანმრთელობა საჭიროებს პროფესიულ მიდგომას — ნუ გახდებით შეცდომაში შემყვანი რეკლამის მსხვერპლი.
მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ საჭირო დიაგნოსტიკა.
ტელ: 0322 131747
მისამართი: თბილისი,თამარ მეფის გამზირი # 18.

12/02/2026

ანტიჰელმინთური პრეპარატები – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!

ანტიჰელმინთური პრეპარატები გამოიყენება პარაზიტული ჭიებით (ჰელმინთებით) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. თითოეულ პრეპარატს აქვს კონკრეტული მოქმედების სპექტრი და ინიშნება ჰელმინთის სახეობის, პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

პარაზიტული ინფექციების მკურნალობა საჭიროებს ზუსტ დიაგნოზს და სწორად შერჩეულ თერაპიას.

❗️ თვითნებური მიღება დაუშვებელია – არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს:

• არაეფექტური თერაპია
• მძიმე გვერდითი მოვლენები
• დაავადების გართულება

ასევე ნუ გამოიყენებთ ანტიჰელმინთურ პრეპარატებს დაავადების პროფილაქტიკის მიზნით.

მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალისტის რეკომენდაციით და შესაბამისი კვლევების საფუძველზე.

📌 მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ საჭირო დიაგნოსტიკა.

☎️ 0322 131747.
📍 მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი # 18

გილოცავთ ახალ 2026 წელს. ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. ილუსტრაციის ავტორი: ნინო  ჩაკვეტაძე
01/01/2026

გილოცავთ ახალ 2026 წელს. ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის.

ილუსტრაციის ავტორი: ნინო ჩაკვეტაძე

Address

თამარ მეფის #18
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/Institute of Medical Parasitology:

Share