ექთანი.ჯი

ჰიპოკრატეს ფიცი
“ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას, და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეებათ ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება:

ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საწიროებისას შევეწიო გასაჭირში;
მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ეს ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე;
რჩევა დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა ვამცნო ჩემს ძეთ, ძეთ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას.
ჩემი ძალ ღონისა და მიხედულობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას.
არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა;
ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი.
სპეტაკად და უმწიკლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება. რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინაგანზრახვა, უმართებლობა და ავი სურვილი, მითუმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ.
ოდეს მკურნალობის ჟამს – ან თუ სხვა დროს – ყური მოვკრა ანდა ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი.
და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსა ხელოვნებაშიც, და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე”

https://www.facebook.com/share/p/17s8uArjBP/
04/02/2026

https://www.facebook.com/share/p/17s8uArjBP/

"ქირურგი მორიგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ უნდა მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი იქნებოდა შესაძლებელი, საოპერაციო მაგიდაზე ხომ ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა. არც მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა"

ვრცლად წაიკითხეთ კომენტარებში ⬇

🦠ნიპას (NIPAH) ვირუსი (Henipavirus nipahense) არის ღამურების მიერ გადამდები, ზოონოზური ვირუსი, რომელიც იწვევს ნიპას ვირუ...
31/01/2026

🦠ნიპას (NIPAH) ვირუსი (Henipavirus nipahense) არის ღამურების მიერ გადამდები, ზოონოზური ვირუსი, რომელიც იწვევს ნიპას ვირუსით ინფექციას ადამიანებსა და სხვა ცხოველებში, დაავადებას, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ლეტალურობის მაჩვენებელი (40–75%). ნიპას ვირუსით გამოწვეული მრავალი დაავადება დაფიქსირდა ინდოეთში, მალაიზიასა და სინგაპურში. ნიპას ვირუსი მიეკუთვნება Henipavirus-ის გვარს ჰენდრას ვირუსთან ერთად, რომელმაც ასევე გამოიწვია დაავადებების აფეთქებები.ადამიანის ორგანიზმში ვირუსის შეღწევამ შეიძლება გამოიწვიოს უსიმპტომო ინფექცია, მწვავე რესპირატორული ინფექცია ან ფატალური ენცეფალიტი. კლინიკური ნიშნები, როგორც წესი, 3-14 დღის განმავლობაში ვლინდება, მათ შორის ცხელება და თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად თან ახლავს ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და რესპირატორული დაავადების სხვა გავრცელებული ნიშნები. პაციენტებს ასევე შეიძლება თავდაპირველად აღენიშნებოდეთ მიალგიის და ღებინების სიმპტომები. ამას შეიძლება მოჰყვეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების შეცვლა და ნევროლოგიური ნიშნები, რომლებიც მწვავე ენცეფალიტზე მიუთითებს. ზოგიერთ ადამიანს ასევე შეიძლება განუვითარდეს ატიპიური პნევმონია და მძიმე რესპირატორული პრობლემები, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრესი. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ენცეფალიტი და კრუნჩხვები, რომლებიც 24-48 საათში კომაში გადადის.

ინკუბაციის პერიოდი 4-დან 14 დღემდეა, მაგრამ აღწერილია ინკუბაციის პერიოდი 45 დღემდე.

სიკვდილი შემთხვევათა 40-75%-ში დგება, ინფექციის ზოგიერთი გრძელვადიანი გვერდითი მოვლენა მოიცავს მუდმივ კრუნჩხვებს და პიროვნების ცვლილებებს. გადარჩენილთა უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება, თუმცა ზოგიერთს მწვავე ენცეფალიტის შემდეგ რჩება ნარჩენი ნევროლოგიური მდგომარეობები. აღწერილია რეციდივის ზოგიერთი შემთხვევა.
🛑პ.ს. გაუფრთხილდით თავს მოერიდეთ კონტაქტს ინდოელ, მალაიზიელელ და სინგაპურელ ხალხთან.

მოუსმინეთ
30/01/2026

მოუსმინეთ

30/01/2026

Address

Tbilisi
2700

Telephone

+995598620820

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექთანი.ჯი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ექთანი.ჯი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category