13/10/2025
მეგობრებო, არ გამოტოვოთ - დასწრებაც და მონაწილეობაც სრულიად უფასოა! გაიგეთ მეტი და აღმოაჩინეთ "ADHD-ს მრავალი სახე"
სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ დაიწყო მომხსენებელთა მიღება ADHD ჯორჯიას მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "ADHD-ს მრავალი სახე".
კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე, წელს სპიკერებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ არამხოლოდ სამეცნიერო პრეზენტაციები, არამედ ასევე გააზიარონ საკუთარი პირადი ისტორიები ADHD-ს კონტექსტში.
წლევანდელი კონფერენციის საკვანძო თემებია:
- ADHD ქალებში და კაცებში;
- ADHD სტუდენტებში;
- ADHD-ს ირგვლივ სტიგმა და სტერეოტიპები;
- ნამდვილი დაავადებაა ADHD? - სკეპტიკური დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში;
- გვიან დასმული დიაგნოზი და სიმპტომების შენიღბვა.
კონფერენცია გაიმართება 25 ოქტომბერს, 12:00-ზე და იქნება ჰიბრიდულ ფორმატში - მომხსენებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან ფიზიკურ სივრცეში, ხოლო ნებისმიერი სხვა მსურველი შეძლებს დაესწროს ონლაინ ლაივს, თბილისის სამედიცინო აკადემია • Tbilisi Medical Academy-ის ფეისბუქ გვერდზე.
გამოგვიგზავნეთ თქვენი თემები მეილზე: adhd.georgia@gmail.com
დედლაინი: 17 ოქტომბერი
სამეცნიერო მოხსენების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ აბსტრაქტი, ხოლო პირადი ისტორიის გაზიარების მსურველებმა, მოკლედ მოგვწერეთ კონკრეტულად რაზე გსურთ საუბარი.