პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center

პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center ჩვენ გასწავლით სიცოცხლის გადარჩენას!

პირველადი დახმარების ტრენინგები ყველა პროფესიის ადამიანისთვის 💙

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგები ნებისმიერი პროფესიის მსმენელთათვის, წარმატებით გავლისას გაიცემა სერთიფიკატი

✔️ პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სტომატოლოგებისთვის (12 უპგ ქულა) ჩაინიშნა 1 და 2 ნოემბერს, 16:00 საათზე.👉 ტ...
26/10/2025

✔️ პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სტომატოლოგებისთვის (12 უპგ ქულა) ჩაინიშნა 1 და 2 ნოემბერს, 16:00 საათზე.

👉 ტრენინგის გავლით 12 უპგ ქულის დაგროვება შეუძლიათ შემდეგ სპეციალობაში ლიცენზირებულ ექიმებს:

▪️ ყბა-სახის ქირურგია
▪️ ქირურგიული სტომატოლოგია
▪️ თერაპიული სტომატოლოგია
▪️ ორთოდონტია
▪️ ორთოპედიული სტომატოლოგია

🔗 დეტალები და სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/mb8DigKDagSnuHDg8

✉️ კორპორატიული თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ: contact@firstaidcenter.ge

📩 შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.

24/10/2025

🚑 სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, შენ ხარ მთავარი რგოლი დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვში.

👨‍🎤 გახსოვდეს, რომ შემთხვევის ადგილზე პირველადი დახმარების გაწევა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.

🔗 ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახე ჩვენს Bio-ში, ან ბმულზე - https://linktr.ee/firstaidcenter.ge

🤰🏻 ორსულობის დროს ალკოჰოლის, თამბაქოს, მარიხუანისა და ნარკოტიკების მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაყოფის განვითარებ...
21/10/2025

🤰🏻 ორსულობის დროს ალკოჰოლის, თამბაქოს, მარიხუანისა და ნარკოტიკების მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაყოფის განვითარებას.

👉🏼 ეს ნივთიერებები აზიანებს ტვინს, აფერხებს ორგანოების სწორ ჩამოყალიბებას და ზრდის ჯანმრთელობის გართულებების რისკს დაბადების შემდეგ.

👉🏼 მავნე ნივთიერებების თავიდან აცილება საუკეთესო გზაა, დაიცვა შენი ბავშვის ტვინი, სხეული და მომავალი.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

წყარო: ACOG

12/10/2025

⚕️ ხალხმრავალ ადგილებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა შემთხვევის ადგილზე მაქსიმალურად მზად ვიყოთ სწორად და სწრაფად მოქმედებისთვის.

🧑‍⚕️ ჩვენი თანმხლები ექიმი თქვენს ღონისძიებას დაესწრება შესაბამისი აღჭურვილობით და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალურად მართავს გადაუდებელ სიტუაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.

💌 სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან ელ-ფოსტაზე contact@firstaidcenter.ge

#თანმხლებიექიმი #პირველადიდახმარება

⚠️ სამწუხაროდ, დაფიქსირდა ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა კრაზანის ნაკბენის შედეგად.👉🏼 სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვ...
08/10/2025

⚠️ სამწუხაროდ, დაფიქსირდა ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა კრაზანის ნაკბენის შედეგად.

👉🏼 სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში და რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდან ავირიდოთ გართულებები და გადავარჩინოთ სიცოცხლე.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

🇺🇸 აშშ-ში გაკეთებულმა არაკომპეტენტურმა და ფსევდომეცნიერულმა განცხადებამ - სადაც პრეზიდენტმა პირდაპირ გასცა რეკომენდაცია:...
03/10/2025

🇺🇸 აშშ-ში გაკეთებულმა არაკომპეტენტურმა და ფსევდომეცნიერულმა განცხადებამ - სადაც პრეზიდენტმა პირდაპირ გასცა რეკომენდაცია: „არ მიიღოთ პარაცეტამოლი, ცოტათი რთული იქნება, მაგრამ ნუ მიიღებთ“ - საზოგადოებაში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია.
👉🏼 შედეგად, გაჩნდა ისეთი მცდარი მოსაზრებები, თითქოს ორსულობის დროს მედიკამენტების მიღება კატეგორიულად აკრძალულია, ხოლო პარაცეტამოლის მიღებას სჯობს სიცხისა და ტკივილის ატანა, თითქოს ეს სერიოზულ პრობლემას არ ქმნის.
👉🏼 ამიტომ, საჭიროა განვიხილოთ:
▪️ რა რისკებთან არის დაკავშირებული უმკურნალებელი ტკივილი და ცხელება
▪️ რატომ რჩება პარაცეტამოლი ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანეს პრეპარატად?
▪️ რატომ არ შეიძლება ერთი, ცალკე აღებული კვლევა სამედიცინო რეკომენდაციის ტოლფასი იყოს?
▪️ და რა ითვლება „მაღალ“ ტემპერატურად?

❓ დავიწყოთ მაღალი ტემპერატურით:
ℹ️ როგორც წესი, 38°C-ზე მაღალი ტემპერატურა განიხილება „მაღალ“ ტემპერატურად (ცხელება/fever) .
ხანმოკლე, 38°C-მდე ტემპერატურა ჩვეულებრივ განსაკუთრებულ საფრთხეს არ ქმნის, თუმცა, ორსულობის პერიოდში აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი, ჯანმრთელობის ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს მკურნალ ექიმთან.

❓ ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ორსულობისას:
ℹ️ უმკურნალებელი ტკივილი არა მხოლოდ სერიოზული დისკომფორტია, არამედ ასოცირდება დედის დეპრესიასთან, შფოთვით აშლილობასთან და არტერიული წნევის მატებასთან.
ℹ️ უმკურნალებელი მაღალი ტემპერატურა (განსაკუთრებით 39°C-მდე ან ორ დღეზე მეტი ხანგრძლივობის და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) დაკავშირებულია:
▪️ ნაადრევ მშობიარობასთან,
▪️ თანდაყოლილ დეფექტებთან,
▪️ ნეიროგანვითარების დარღვევებთან (აუტიზმი, ADHD, ფსიქოზები და სხვ.),
▪️ მუცლის მოშლასთან.

❓ რატომ არის პარაცეტამოლი მნიშვნელოვანი?
ℹ️ პარაცეტამოლი ორსულობის დროს ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად ითვლება და დღემდე, უსაფრთხოების პროფილის კუთხით მას ალტერნატივა არ გააჩნია.
ℹ️ შესაბამისად მაღალი ტემპერატურის დაქვეითებას, დისკომფორტის მოხსნის გარდა, დამატებითი სარგებელიც აქვს.
მაგალითად:
▪️ მასშტაბურ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში (1997–2011) აღმოჩნდა კავშირი ადრეულ ორსულობაში მაღალი ტემპერატურით მიმდინარე გაციების/გრიპის და თანდაყოლილ ანომალიებს შორის, მაშინ როცა მაღალი ტემპერატურის გარეშე მიმდინარე იგივე ინფექციების დროს, ასეთი ასოციაცია არ გამოვლენილა.
▪️ სხვა ანგარიშების მიხედვით, იმ ორსულებში, რომლებსაც ჰქონდათ ინფექცია მაღალი ტემპერატურით, პარაცეტამოლის გამოყენება ასოცირებული იყო იმ თანდაყოლილი ანომალიების რისკის შემცირებასთან, რომლებიც ასოცირებულია ორსულობის დროს მაღალ ტემპერატურასთან.

❓ როგორ უნდა მივიღოთ პარაცეტამოლი ორსულობისას?
ℹ️ ორსულობისას მედიკამენტების მიღება/არმიღება, მისი დოზირება და რეჟიმი ფეისბუქ სტატუსებში თუ ჯგუფებში განსახილველი თემა არ არის.
ℹ️ ნებისმიერი მედიკამენტების გამოყენება ორსულობისას უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.
ℹ️ ფაქტი არის ის, რომ უმკურნალებელი ტკივილი და ცხელება ბევრად უფრო მაღალი რისკის მატარებელია, როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვისაც, ვიდრე დაუდასტურებელი ვარაუდები პარაცეტამოლისა და აუტიზმის შესაძლო კავშირის შესახებ.

❓ რა არის კვლევა და რით განსხვავდება ის რეკომენდაციისგან:
ℹ️ ბ-ნი პრეზიდენტის გარდა, ბევრი ადამიანი ვერ არჩევს, თუ რა განსხვავებაა ცალკეულ კვლევასა და ოფიციალურ სამედიცინო რეკომენდაციას შორის.
👉🏼 ზოგადად, სანამ ერთი კვლევის შედეგი რეკომენდაციამდე მივა, ამ შედეგის ვალიდურობა უნდა დადასტურდეს მყარი მტკიცებულებით, ამისთვის კი საჭიროა მრავალი ეტაპის გავლა:
1. პირველი/საპილოტე კვლევა — მხოლოდ მიმართულების დასადგენად, არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას.
2. კვლევის გამოქვეყნება - კრიტიკული ანალიზი — სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის, რათა დადგინდეს რამდენად ვალიდურია კვლევა.
3. რეპლიკაცია — იმავე თემაზე, სხვა ინსტიტუტებში, სხვა გარემოში და სხვადასხვა კონტინგენტზე ჩატარებული კვლევები, რათა შედარდეს შედეგები საწყის კვლევასთან.
4. სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი — არსებული, დაგროვებული კვლევების შედეგების დაჯამება.
5. მტკიცებულების ხარისხის განსაზღვრა და რეკომენდაცია — პროფესიული ასოციაციების მიერ.
6. რეკომენდაციის იმპლემენტაცია და მონიტორინგი — კლინიკურ გაიდლაინებში და ჯანდაცვის სისტემებში დანერგვა და მისი მონიტორინგი, შედეგებზე დაკვირვება, მუდმივი შეცვლა/განახლების მიზნით.

🔹 შესაბამისად, პარაცეტამოლსა და აუტიზმზე, თუ ჩვენ მხოლოდ ძველ, დაბალი ხარისხის კვლევებს დავეყრდნობით, სადაც წერია, რომ რისკი შესაძლოა არსებობდეს და სამომავლო კვლევებია საჭირო მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, და უგულებელვყოფთ ახალ, მასშტაბურ კვლევებს — მაგალითად, შვედეთში ჩატარებულ 2.4 მილიონზე მეტი ბავშვის ანალიზს, რომელმაც დაასკვნა, რომ არ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი ორსულობისას პარაცეტამოლის გამოყენებასა და ბავშვის აუტიზმს შორის — მივიღებთ არასწორ და არასერიოზულ დასკვნას.

👉🏼 დღევანდელი მტკიცებულებებით, სამეცნიერო კონსენსუსი ცალსახაა:
⚠️ რისკი არის უმკურნალებელი ტკივილი და ცხელება, და არა პარაცეტამოლი.

👉🏼 კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
▪️ არა, პარაცეტამოლი არ იწვევს აუტიზმს https://www.facebook.com/share/p/17FhLbeWhC/
▪️ არც ვაქცინები.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

🧑‍⚕️ თუშური გუდის ყველის ფესტივალზე თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ცენტრის თანმხლები ექიმის სერვი...
26/09/2025

🧑‍⚕️ თუშური გუდის ყველის ფესტივალზე თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ცენტრის თანმხლები ექიმის სერვისი.

❣️Tushetian Guda Cheese Festival • თუშური გუდის ყველის ფესტივალი მადლობა ნდობისა და პარტნიორობისთვის.

ℹ️ ჩვენს სერვისებს დაემატა ახალი, თანმხლები ექიმის სერვისი - თქვენს საჯარო ღონისძიებას (იქნება ეს მუსიკალური, საგანმანათლებლო, სპორტული თუ ა.შ.) ჩვენი ექიმი პარამედიკოსები დაესწრებიან შესაბამისი აღჭურვილობით და საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან გადაუდებელი სიტუაციების მართვაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე. გადაუდებელი შემთხვევებისთვის საჭირო სხვა აუცილებელ ნივთებთან ერთად, ადგილზე გვექნება ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორიც.

🔗 დეტალური ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე - https://linktr.ee/firstaidcenter.ge

🟠 პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center თუშური გუდის ყველის ფესტივალის მხარდამჭერია.

🩺 ფესტივალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ცენტრის თანმხლები ექიმის სერვისი.

🧀 შეგახსენებთ, ფესტივალი 12 ოქტომბერს, სოფელ ქვემო ალვანში, საოჯახო მარანში - ითაბანი • Itabani Wine & Cheese-ში ჩატარდება.

თუშური გუდის ყველის ფესტივალი 2025

#თუშურიგუდისყველისფესტივალი

👉🏼 ამ პოსტში განვმარტავთ, რას ნიშნავს „კვლევა“, შეიძლება თუ არა პარაცეტამოლი ორსულობისას და რა ხდება დღეს ამერიკის ჯანდა...
24/09/2025

👉🏼 ამ პოსტში განვმარტავთ, რას ნიშნავს „კვლევა“, შეიძლება თუ არა პარაცეტამოლი ორსულობისას და რა ხდება დღეს ამერიკის ჯანდაცვაში.
ℹ️ წყაროები შეგიძლიათ ნახოთ კომენტარებში.
👉🏼 ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ამერიკის ჯანდაცვის მინისტრმა სექტემბრისთვის აუტიზმის მიზეზის დადგენა დააანონსა.
🔹 ეს იმდენად აბსურდული განცხადებაა, რომ არა მხოლოდ დარგის ექსპერტები, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა სამეცნიერო მეთოდში, ვერ აღიქვამს მას სერიოზულად.
მსგავსი მიდგომას მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო, მეცნიერებაში ანონსები არ/ვერ კეთდება.
👉🏼 შესაბამისად, ამერიკაში სამედიცინო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
👉🏼 რას ნიშნავს კვლევა:
🔹 სიტყვა „კვლევა“ თავისთავად სანდოობას არ ნიშნავს.
კვლევის ჩატარებაც და მისი წაკითხვაც ცოდნას საჭიროებს — ცოდნას, რომლის მიღებაც არც მარტივია და არც ყველასთვის ხელმისაწვდომი.
უფრო მეტიც, ექიმები სპეციალურად სწავლობენ კვლევების კრიტიკულ ანალიზს.
🔹 სწორედ ამიტომ, რადგან მოსახლეობის უმეტესობას შესაბამისი ცოდნა არ აქვს (და არც არის ვალდებული ჰქონდეს), ნებისმიერი კვლევა მარტივი მანიპულაციის იარაღად იქცევა გაუნათლებელი და მავნე ფსევდომეცნიერების ხელში.
🔹 ასეთ შემთხვევებში, ადამიანები თავად ვერ აფასებენ კვლევის ხარისხსა და ობიექტურობას, რის გამოც ენდობიან მათ, ვინც მარტივად, ემოციურად და მოკლედ ახდენს გავლენას — ან კიდევ უფრო ამყარებს მათ წინასწარგანწყობებს (confirmation bias).

👉🏼 რა აღმოაჩინეს ამერიკაში:
🔹 რა თქმა უნდა, ამერიკაში ახალი არაფერი აღმოუჩენიათ. წარმოდგენილი „დასკვნა“ ეფუძნება უკვე ცნობილ კვლევებს, რომლებშიც პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ იკვეთება — ფიქსირდება მხოლოდ კორელაცია.

👉🏼 კორელაციის არსის მარტივი მაგალითი:
🔹 ვთქვათ, ჩავატარეთ კვლევა თელავში და რომში და დავაფიქსირეთ, რომ რომში აუტიზმის შემთხვევების რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე თელავში. ამავე დროს აღმოჩნდა, რომ რომში უფრო მეტ პიცას მოიხმარენ.
🔹 თუ ამ მონაცემებიდან დავასკვნით, რომ პიცის ჭამა იწვევს აუტიზმს — ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება სერიოზული დასკვნა.
ეს მხოლოდ კორელაციის გამოვლინებაა. რაიმეს მტკიცებით ფორმაში სათქმელად აუცილებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.

🔴 თავად ის მოლოდინი, რომ ოდესმე აუტიზმის ერთი კონკრეტული მიზეზის აღმოჩენა შესაძლებელი იქნება, მცდარია და მხოლოდ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
🔴 ტერმინი „აუტიზმი“ აღწერს ნეიროგანვითარების უკიდურესად კომპლექსურ მოვლენას/დარღვევას, რომელსაც ერთი მიზეზი უბრალოდ არ გააჩნია.
🔴 ის მულტიფაქტორული ბუნებისაა და მოიცავს გენეტიკურ, გარემოსთან დაკავშირებულ, თანმხლები დაავადებებით გამოწვეულ და სხვა მრავალ ფაქტორს, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ.
🤰🏻 პარაცეტამოლი და ორსულობა
👉🏼 როდესაც ორსულობის პერიოდში მედიკამენტის გამოყენებას განვიხილავთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორც შესაძლო რისკები, ასევე სარგებელი.
👉🏼 ის დაავადებები და სიმპტომები, რომელთა დროსაც ექიმები ორსულებს პარაცეტამოლს უნიშნავენ, გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი გამოყენების ჰიპოთეტური რისკები.
👉🏼 შესაბამისად, მაშინ, როცა სხვადასხვა მდგომარეობით გამოწვეული ტკივილი და ცხელება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, როგორც ორსულისთვის, ისე ნაყოფისთვისაც, პარაცეტამოლი იმ იშვიათ საშუალებათაგან ერთ-ერთია, რომელიც ორსულებისთვის უსაფრთხოდ ითვლება და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მიერ შეიძლება დაინიშნოს.

👉🏼 გასათვალისწინებელი გარემოება:
🔹 პრესკონფერენციის მონაწილეთა ადრეული განცხადებები ნათლად აჩვენებს მათი სამეცნიერო კომპეტენციის სერიოზულ დეფიციტს და მეცნიერებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას.
🔹 FDA-ის ხელმძღვანელი COVID-19-ის სიმწვავეს ჩვეულებრივ გაციებას ადარებს და ამტკიცებს, რომ ვირუსი ორსულებისა და ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს — მაშინ, როცა სწორედ ამ ჯგუფებს აქვთ ჰოსპიტალიზაციის, მულტისისტემური ანთებითი სინდრომისა და ე.წ. „ლონგ კოვიდის“ განვითარების მაღალი რისკი.
🔹 ჯანდაცვის მინისტრი აშკარად ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებს და „ესპანურ გრიპს“ ვაქცინებს უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პანდემია 1918 წელს მოხდა, ხოლო ვაქცინები მხოლოდ 1940-იან წლებში შეიქმნა. გარდა ამისა, ვერ ასხვავებს ქიმიის საბაზისო ცნებებს — რიბოფლავინს (ვიტამინ B2) კარცინოგენულ დანამატად მიიჩნევს, ეთილმერკურს მეთილმერკურისგან ვერ ასხვავებს და ყველა ფორმას „ვერცხლისწყალს“ უწოდებს.
🔹 პრეზიდენტი ერთმანეთისგან ვერ არჩევს ტერმინებს „ტრანსგენდერი“ და „ტრანსგენური“. პანდემიის პერიოდში გულწრფელად უკვირდა, რატომ არ შეიძლებოდა სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანა „ვირუსების გასანადგურებლად“, ხოლო წითელა–წითურა–ყბაყურას ვაქცინაციის საკითხზე მხოლოდ საკუთარი „შეგრძნების“ საფუძველზე ამტკიცებდა, რომ აცრების ცალ-ცალკე ჩატარება ჯობს.
ეს მხოლოდ იმ განცხადებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ნათლად უსვამს ხაზს მათი პროფესიული და სამეცნიერო კომპეტენციის სანდოობასთან დაკავშირებით არსებულ სერიოზულ პრობლემებს.

✔️ შეჯამება:
👉🏼 საბოლოოდ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორსულობა და მისი შემდგომი პერიოდი ისედაც საკმარისად სტრესულია, ხოლო აუტიზმის მქონე ბავშვების ოჯახები ისეც ხშირად ხვდებიან სტიგმის ქვეშ.
👉🏼 ამიტომ, მათ სჭირდებათ თანაგრძნობა და სანდო, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები — და არა შესაბამისი კომპეტენციის არმქონე პირების მიერ გენერირებული მოსაზრებები, რომლებიც მედიკამენტების მიმართ ირაციონალურ შიშს ავრცელებს. ასეთი შიში არა მხოლოდ ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, არამედ აძლევს არაკომპეტენტურ პირებს საშუალებას, კვლავ და კვლავ გამოთქვან არაპროფესიონალური მოსაზრებები საჯაროდ და დამატებით, უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობაც გაუჩინონ მშობლებს, რომლებმაც ორსულობისას მედიკამენტის მიღებაზე გონივრული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღეს მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

პ.ს.

გარდა იმისა, რომ პრესკონფერენციაზე ნახსენები კვლევის თანაავტორმაც კი, თავადვე განმარტა, რომ აღნიშნული შედეგები არ ნიშნავს იმას, თითქოს პარაცეტამოლი საჭიროების შემთხვევაში არ იყოს რეკომენდებული ორსულებისთვის. აღნიშნულ განცხადებას აქტიურად გამოეხმაურნენ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოებები, ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები, რომელთა არასრული სია ქვემოთ არის წარმოდგენილი:

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია (WHO) • WHO statement on autism-related issues • https://www.who.int/news/item/24-09-2025-who-statement-on-autism-related-issues

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) • Use of paracetamol during pregnancy unchanged in the EU • https://www.ema.europa.eu/en/news/use-paracetamol-during-pregnancy-unchanged-eu

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) • MHRA confirms taking paracetamol during pregnancy remains safe and there is no evidence it causes autism in children • https://www.gov.uk/government/news/mhra-confirms-taking-paracetamol-during-pregnancy-remains-safe-and-there-is-no-evidence-it-causes-autism-in-children

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი (DHSC) • Paracetamol and pregnancy – what you need to know • https://healthmedia.blog.gov.uk/2025/09/23/paracetamol-and-pregnancy-what-you-need-to-know/

მეან-გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯი (RCOG) • The RCOG issues advice for pregnant women and people on the use of paracetamol to manage fever and pain • https://www.rcog.org.uk/news/the-royal-college-of-obstetricians-and-gynaecologists-issues-advice-for-pregnant-people-on-the-use-of-paracetamol-to-manage-fever-and-pain/

UKTIS • MOMS • BMFMS • RCOG (Joint) • Paracetamol in Pregnancy and Autism Spectrum Disorder (Joint Official Position Statement) •https://uktis.org/wp-content/uploads/2025/09/UKTIS-MOMS-BMFMS-Statement-Paracetamol-and-ASD-joint-v2.pdf

საფრანგეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო • Il n'existe pas de lien démontré entre le paracétamol et l'autisme • https://ansm.sante.fr/actualites/il-nexiste-pas-de-lien-demontre-entre-le-paracetamol-et-lautisme

ეპანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების სახელმწიფო სააგენტო • La AEMPS informa de que no existe evidencia de una relación causal entre el uso de paracetamol durante el embarazo y el autismo en niños • https://www.aemps.gob.es/informa/la-aemps-informa-de-que-no-existe-evidencia-de-una-relacion-causal-entre-el-uso-de-paracetamol-durante-el-embarazo-y-el-autismo-en-ninos/

იტალიის მედიკამენტების სააგენტო • Uso del paracetamolo in gravidanza: confermate le raccomandazioni europee • https://www.aifa.gov.it/-/uso-del-paracetamolo-in-gravidanza-confermate-le-raccomandazioni-europee

ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტო • Le paracétamol reste sûr à utiliser pendant la grossesse • https://www.afmps.be/fr/news/le_paracetamol_reste_sur_a_utiliser_pendant_la_grossesse

ირლანდიის ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი ორგანო • HPRA statement on use of paracetamol medicines during pregnancy • https://www.hpra.ie/news-events/news/article/hpra-statement-on-use-of-paracetamol-medicines-during-pregnancy

Netherlands — CBG-MEB (drug regulator) • Paracetamol is de veiligste pijnstiller tijdens de zwangerschap • https://www.cbg-meb.nl/actueel/nieuws/2025/09/23/paracetamol-is-de-veiligste-pijnstiller-tijdens-de-zwangerschap

ნიდერლანდების მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების შეფასებისა და რეგისტრაციის კოლეგია • Paracetamol veilig en eerste keuze bij pijn en koorts in de zwangerschap • https://www.nvog.nl/paracetamol-veilig-en-eerste-keuze-bij-pijn-en-koorts-in-de-zwangerschap/

Netherlands — Lareb (pharmacovigilance centre) • Paracetamol tijdens de zwangerschap nog steeds de eerste keuze • https://www.lareb.nl/news/paracetamol-tijdens-de-zwangerschap-nog-steeds-de-eerste-keuze/

შვეიცარიის სამედიცინო პროდუქტების სააგენტო • Stellungnahme zur Anwendung von Paracetamol-haltigen Arzneimitteln in der Schwangerschaft • https://www.swissmedic.ch/swissmedic/de/home/news/mitteilungen/stellungnahme-anwendung-paracetamol-haltigen-am.html

პორტუგალიის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების ეროვნული სააგენტო • Uso de paracetamol durante a gravidez mantém-se inalterado • https://www.infarmed.pt/web/infarmed/infarmed-comunica/nota-informativa/medicamentos/-/journal_content/56/15786/7722615

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი • Instituto de Salud Pública de Chile informa sobre el uso de paracetamol durante el embarazo y los trastornos del espectro autista • https://www.ispch.gob.cl/noticia/instituto-de-salud-publica-de-chile-informa-sobre-el-uso-de-paracetamol-durante-el-embarazo-y-los-trastornos-del-espectro-autista/

ავსტრალიის თერაპიული პროდუქტების ადმინისტრაცია (TGA) • Paracetamol use in pregnancy • https://www.tga.gov.au/news/media-releases/paracetamol-use-pregnancy

ახალი ზელანდიის მეანთა კოლეჯი • Media release 23 September: Paracetamol remains safe for pregnant women • https://www.midwife.org.nz/news/media-release-23-september-paracetamol-remains-safe-for-pregnant-women/

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფარმაცევტული საზოგადოება (UK) • Use of paracetamol during pregnancy • https://www.rpharms.com/about-us/news/details/use-of-paracetamol-during-pregnancy

კანადის ჯანდაცვის სამინისტრო • Acetaminophen is a recommended treatment for fever and pain during pregnancy • https://recalls-rappels.canada.ca/en/alert-recall/acetaminophen-recommended-treatment-fever-and-pain-during-pregnancy

ამერიკის მეანების და გინეკოლოგების კოლეჯი (ACOG) • ACOG Affirms Safety and Benefits of Acetaminophen during Pregnancy • https://www.acog.org/news/news-releases/2025/09/acog-affirms-safety-benefits-acetaminophen-pregnancy

ACOG (Practice Advisory) • Acetaminophen Use in Pregnancy and Neurodevelopmental Outcomes • https://www.acog.org/clinical/clinical-guidance/practice-advisory/articles/2025/09/acetaminophen-use-in-pregnancy-and-neurodevelopmental-outcomes

Society for Maternal-Fetal Medicine (SMFM) • SMFM Response to the Administration’s Announcement on Acetaminophen and Autism • https://www.smfm.org/news/smfm-response-administration-announcement-on-acetaminophen-and-autism

ამერიკის პედიატრთა აკადემია (AAP) • Acetaminophen is Safe for Children When Taken as Directed, No Link to Autism • https://www.aap.org/en/news-room/news-releases/aap/2025/aap-fact-check-acetaminophen-is-safe-for-children-when-taken-as-directed-no-link-to-autism/

აუტიზმის მეცნიერების ფონდი (ASF) • ASF Statement on White House Announcement on Autism • https://autismsciencefoundation.org/2025/09/24/asf-statement-on-white-house-announcement-on-autism/

ჯანმრთელობას გისურვებთ! ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

🌱 5 რჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი შვილების ზრდა-განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.1️⃣ ბავშვებ...
22/09/2025

🌱 5 რჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი შვილების ზრდა-განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

1️⃣ ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა უზრუნველყოფს:
▪️ ძვლებისა და კუნთების გაძლიერებას
▪️ ქრონიკული დაავადებების რისკების შემცირებას
▪️ სხეულის წონის რეგულირებასა და ცხიმის შემცირებას
▪️ აკადემიური მოსწრების ამაღლებას

2️⃣ დაეხმარე მათ ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაში
▪️ შეუქმენი ჯანსაღი კვების რუტინა სახლში
▪️ მიაწოდე დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული
▪️ შაქრიანი სასმელები ჩაანაცვლე წყლით

3️⃣ შეუზღუდე მარილი, შაქარი და ნაჯერი ცხიმები
👉🏼 ამის ნაცვლად, შესთავაზე ყოველდღიური საკვების ჯანსაღი ალტერნატივა:
▪️ სტაფილო, ბროკოლი ან ბულგარული წიწაკა ჰუმუსით
▪️ ვაშლი ან ბანანი მიწისთხილის კარაქით
▪️ მოცვი ან ყურძენი უცხიმო იოგურტით

4️⃣ შეუმცირე ეკრანთან გატარებული დრო
👉🏼 აკონტროლე ბავშვებსა და მოზარდებში ტელევიზორის ყურების, ვიდეო თამაშების, სმარტფონის ან ტაბლეტის გამოყენების დრო.

5️⃣ დარწმუნდი, რომ საკმარისად სძინავთ
👉🏼 ადამიანისთვის საჭირო ძილის ხანგრძლივობა განსხვავდება ასაკის მიხედვით - ბავშვებსა და მოზარდებს უფრო მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულებს.

🧘‍♀️ ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუძლია შეამციროს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შემდგომი გართულებების რისკები:

▪️ შფოთვა

▪️ დეპრესია

▪️ ჭარბი წონა

▪️ დიაბეტი

🥦 ჯანსაღი საკვების მიღება და ფიზიკური აქტივობა, ასევე, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

#ექიმიმარშანია

წყარო: CDC

💡 გაეცანი რჩევებს, როგორ შექმნა ძილის რუტინა ისე, რომ ენერგიულობა და პროდუქტიულობა მთელი სამუშაო დღის მანძილზე შეინარჩუნ...
16/09/2025

💡 გაეცანი რჩევებს, როგორ შექმნა ძილის რუტინა ისე, რომ ენერგიულობა და პროდუქტიულობა მთელი სამუშაო დღის მანძილზე შეინარჩუნო.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

#ექიმიმარშანია

წყარო: AHA

www.firstaidcenter.ge/www.defibrillator.ge

🫁 თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს.👉🏼 დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გამოჯა...
11/09/2025

🫁 თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს.

👉🏼 დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გამოჯანმრთელებელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

წყარო: NHS

⚠️ ორსულობის დროს ალკოჰოლისა და ნიკოტინის მიღება სერიოზულ ზიანს აყენებს ნაყოფს.👉 ორსულობის დროს არ არსებობს ალკოჰოლის უს...
09/09/2025

⚠️ ორსულობის დროს ალკოჰოლისა და ნიკოტინის მიღება სერიოზულ ზიანს აყენებს ნაყოფს.

👉 ორსულობის დროს არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა. ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, **მკვდარშობადობა** და სხვადასხვა დარღვევები, რომლებიც **ნაყოფის ალკოჰოლური სპექტრის დარღვევები** (FASD - Fetal Alcohol Spectrum Disorder) სახელით არის ცნობილი.

👉 თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერი სახით მოხმარება სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. ნიკოტინმა, შესაძლოა, დააზინოს ბავშვის ტვინი და ფილტვები.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

წყარო: WHO

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Our Story

'პირველადი დახმარების ცენტრი' გთავაზობთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგებს ნებისმიერი პროფესიის მსმენელთათვის.

1) სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (ხანგრძლივობა 5სთ): ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა - 15.

გულ-ფილტვის რეანიმაცია - ბავშვები / მოზრდილები; პირველადი გადაუდებელი დახმარება სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობისას - ბავშვები/მოზრდილები; ჭრილობების და სისხლდენის მკურნალობა; სამედიცინო მითები.