PrEP / პრეპი

PrEP / პრეპი PrEP პროგრამა - აივ/შიდსის პრევენციის უფასო და კონფიდენციალური გზაა.

ჩაწერა ონლაინ : https://calendly.com/prepge/1 აივ ინფექციის პრევენცია 1 აბით!

გაცნობებთ, რომ 8 ივლისიდან ორგანიზაციის ოფისი გადადის  ახალ მისამართზე. ჩვენი ახალი სათემო ცენტრი მდებარეობს ია კარგარეთ...
06/07/2024

გაცნობებთ, რომ 8 ივლისიდან ორგანიზაციის ოფისი გადადის ახალ მისამართზე.
ჩვენი ახალი სათემო ცენტრი მდებარეობს ია კარგარეთელის #2 ნომერში.

We would like to inform you that from July 8, the our office moves to the new location. Our new community center is located at
Ia Kargareteli str. #2

სიტუაციური VS. ყოველდღიური პრეპი?  #ყოველდღიურად მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირი სქესობრივი კონტაქტი აქვს. ვი...
29/11/2023

სიტუაციური VS. ყოველდღიური პრეპი?

#ყოველდღიურად მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირი სქესობრივი კონტაქტი აქვს. ვისაც არ ძალუძს სექსის წინასწარ პროგნოზირება

#სიტუაციურად მიღება რეკომენდებულია არახშირი სქესობრივი კონტაქტისას. მათთვის, ვისაც ძალუძს სექსის წინასწარ პროგნოზირება.

ინექციური პრეპი ხანგრძლივად მოქმედი მედიკამენტის კომბინირებული ინექციაა, რომელიც იცავს აივ ინფექცია/ შიდსისგან. 💉ინექცია...
28/11/2023

ინექციური პრეპი ხანგრძლივად მოქმედი მედიკამენტის კომბინირებული ინექციაა, რომელიც იცავს აივ ინფექცია/ შიდსისგან.

💉ინექცია კეთდება 2 თვეში ერთხელ, მედიკამენტი 2 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტიანობას, და იგი ტაბლეტებისგან განსხვავებით, ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან.

🌎 სამწუხაროდ, ინექციური პრეპი არ არის მსოფლიოში ფართოდ ხელმისაწვდომი. მათ შორის, არც საქართველოში.

🤝 WHO რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს, დანერგონ ინექციური პრეპი, როგორც დამატებითი პრევენციული საშუალება.

🖼️ PrEPster

27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პრეპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება. 🎉“თანასწორობის მოძრაობისა” დ...
27/11/2023

27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პრეპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება. 🎉

“თანასწორობის მოძრაობისა” და “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ერთობლივი ძალისხმევით 2017 წელს, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც პრეპის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით:

⏺️ 1600-ზე მეტი ადამიანისთვის პრეპის შეთავაზება;
⏺️ პროგრამის გეოგრაფიული მოცვის გაფართოება საქართველოს 3 დიდ ქალაქში; (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი)
⏺️პრეპის სათემო ცენტრის ბაზაზე მიწოდება;
⏺️ პროგრამის სამიზნე ჯგუფების გაფართოება;
⏺️ სიტუაციური პრეპ რეჟიმის დანერგვა;
⏺️ პროგრამის სამედიცინო პაკეტის გამრავალფეროვნება.

13/11/2023

🅿️ პრეპი –( პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია, რომელიც აივ ინფექციისგან დაცვას 99%-მდე უზრუნველყოფს.

🅿️ პრეპ მედიკამენტის მიღების ორი რეჟიმი არსებობს. ესენია : მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად და სიტუაციურად

🅿️სიტუაციური პრეპი რეკომენდებულია მაშინ, თუკი თქვენი სქესობრივი კავშირის სიხშირე არ აღემატება 2-ს კვირაში და შესაძლებელია მისი წინასწარ პროგნოზირება.

💉 სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასოა PrEP/არვ პაციენტებისთვის და ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
21/10/2023

💉 სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასოა PrEP/არვ პაციენტებისთვის და ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

დღეიდან PrEP/არვ მომხმარებლებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასო იქნება. რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა? ვა...

როგორ ჩავერთოთ პრეპის პროგრამაში?
11/06/2023

როგორ ჩავერთოთ პრეპის პროგრამაში?

პრეპის დაწყება მას შემდეგ, რაც პრეპ პროგრამაში ჩართვას გადაწყვეტ, უნდა მიმართო „თანასწორობის მოძრაობას“. გაიარ.....

PrEP პაციენტთა სკოლა არის შეხვედრების ციკლი პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის პროგრამაში ჩართულ ან/და ჩართვის მსურველი ბენე...
27/02/2023

PrEP პაციენტთა სკოლა არის შეხვედრების ციკლი პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის პროგრამაში ჩართულ ან/და ჩართვის მსურველი ბენეფიციარებისთვის, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ მეტი პრეპის შესახებ, დაუსვან კითხვები ექიმ-ინფექციონისტს და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

27 თებერვალს, 19:00 საათზე შეხვედრა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. რა არის PrEP?;
2. რა არის PEP?;
3. სიტუაციური VS. ყოველდღიური პრეპი.

შეხვედრას გაუძღვება ექიმი-ინფექციონისტი ნინო რუხაძე.

შეხვედრის ბმული: https://meet.google.com/qte-noar-adh

PrEP პროგრამაში ჩართვა უფასო, ანონიმური და მარტივია 🫶🏻✨დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერე
20/10/2022

PrEP პროგრამაში ჩართვა უფასო, ანონიმური და მარტივია 🫶🏻✨

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერე

03/07/2022

💊როგორ მივიღოთ პრეპი სიტუაციურად? (2-1-1)

სიტუაციური პრეპი პრეპ მედიკამენტის მიღების რეჟიმია, რომელიც ყოველდღიური მიღებისგან განსხვავებით, მოიცავს PrEP-ის მიღებას სექსამდე და სექსის შემდეგ. კვლევებით დასტურდება, რომ მედიკამენტის მიღების ეს რეჟიმი ისეთივე ეფექტურია ანალური სექსისას, როგორც მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად.

სიტუაციური პრეპი გულისხმობს:

💊💊 სქესობრივ აქტამდე არანაკლებ 2 , იდეალურ შემთხვევაში კი 24 საათით ადრე 2 აბი მედიკამენტის (გაორმაგებული დოზა) მიღებას.
💊მომდევნო 24 საათში 1 აბის,

💊ხოლო შემდეგ 24 საათში 1 აბის მიღებას. (2-1-1)

↩️ 20 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა პრეპ პროგრამის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც აივ ინ...
21/12/2021

↩️ 20 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა პრეპ პროგრამის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც აივ ინფექციის გავრცელების პრევენცია უფრო ეფექტური გახდება.

20 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა პრეპ პროგრამის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ....

Address

Ia Kargareteli Street 2
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when PrEP / პრეპი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to PrEP / პრეპი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram