ლიკა კაპანაძე/Lika Kapanadze

ლიკა კაპანაძე/Lika Kapanadze ფსიქოლოგი, EAGT ფსიქოთერაპევტი,
EAGT Psychotherapist/Gestalt Coach

სტრესი, შფოთვა, დეპრესია, პრობლემა ურთიერთობებში...

ნუ გადადებთ კარგად ყოფნას! მომწერეთ პირადში. სესიები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე პირადად. Stress, Anxiety, Depression, Relationship Issues... You can visit My Cozy office or get the consultation and therapy from the comfort of your home

ემპათიის ხაფანგი ხშირად გვგონია, რომ ემპათია მხოლოდ სიკეთეა. რომ სხვისი ტკივილის გაგება და გაზიარება გვაკეთილშობილებს.მა...
06/05/2026

ემპათიის ხაფანგი

ხშირად გვგონია, რომ ემპათია მხოლოდ სიკეთეა. რომ სხვისი ტკივილის გაგება და გაზიარება გვაკეთილშობილებს.

მაგრამ არსებობს „ემპათიის ხაფანგიც“ —
ადგილი, სადაც სხვისი ემოცია ისე გვითრევს,
რომ საკუთარ თავს ვკარგავთ.

🔴როცა: — სხვისი პრობლემები შენზე მეტად გაწუხებს
🔴ვერ ამბობ „არა“-ს, რადგან არ გინდა ვინმე ატკინო
🔴პასუხისმგებლობას იღებ იმაზე, რაც შენი არ არის
🔴და ბოლოს, დაღლილი და გადატვირთული რჩება.

ეს უკვე ემპათია აღარ არის — ეს არის გადაღლა და საკუთარი თავის დაკარგვა.

ემპათია არ ნიშნავს: რომ სხვისი ტკივილი უნდა იტვირთო, რომ თავი გვერდზე გადადო
რომ მუდმივად „დამხმარის“ როლში იყო
ჯანსაღი ემპათია ნიშნავს: მე გხედავ
მე მესმის, მაგრამ მე საკუთარ თავსაც ვტოვებ ამ პროცესში.

ზღვარი — ეს არ არის სიცივე.
ზღვარი — ეს არის თვითზრუნვა.

ხანდახან ყველაზე ემპათიური რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, არის: არ გადარჩინო, არ ჩაერიო, არ იტვირთო ზედმეტი — უბრალოდ იყო გვერდით… და დარჩე საკუთარ თავთან.
✨ შენ არ ხარ ვალდებული, სხვისი ტკივილის ტარება ისწავლო.
✨ შენ შეგიძლია იგრძნო — და მაინც არ დაიკარგო.

ვინც სიყვარული დამაკლო, საკუთარი თავის სიყვარული მასწავლა. ვინც არ იცოდა როგორ დამხმარებოდა, საკუთარ თავში საყრდენის პოვ...
17/04/2026

ვინც სიყვარული დამაკლო, საკუთარი თავის სიყვარული მასწავლა.

ვინც არ იცოდა როგორ დამხმარებოდა, საკუთარ თავში საყრდენის პოვნა მასწავლა.

ვინც ყურადღება დამაკლო, საკუთარ თავზე ზრუნვა მასწავლა.

ვისაც ჩემი არ სჯეროდა, მასწავლა საკუთარი თავის მოტივაცია.

დიდი მადლობა მათ ამისთვის.

ზოგჯერ სწორედ ის გვემართება, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.„ის მაინც მიმატოვებს…“„არ გამომივა…“"ისე არ გამომივა, როგორც ს...
16/03/2026

ზოგჯერ სწორედ ის გვემართება, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.

„ის მაინც მიმატოვებს…“
„არ გამომივა…“
"ისე არ გამომივა, როგორც სხვებს"

ჩვენ თითქოს ნელ-ნელა ვიწყებთ ამ შიშის მიხედვით ცხოვრებას.
ვხვდებით უფრო ფრთხილები, უფრო დაძაბულები, ხანდახან – უფრო დისტანციურებიც.
მეორე ადამიანი ამას გრძნობს…
და სწორედ ის ხდება, რისიც გვეშინოდა.
და მერე ვამბობთ:
„ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა.“
📌ფსიქოლოგიაში ამას თვითაღსრულებად წინასწარმეტყველებას ეძახიან.

✅ეს ცნება აღწერა სოციოლოგმა რობერტ მერტონმა.
როდესაც ადამიანს ან სიტუაციას წინასწარ გარკვეული მოლოდინით ვუყურებთ, ეს მოლოდინი ხშირად თავად იწყებს რეალობის ფორმირებას.
ამ პროცესის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარეს ფსიქოლოგებმა Robert Rosenthal და Lenore Jacobson.
მათ მასწავლებლებს უთხრეს, რომ მათ კლასში რამდენიმე ბავშვი „განსაკუთრებული პოტენციალის“ მქონე იყო (სინამდვილეში ისინი შემთხვევით შეარჩიეს).
წლის ბოლოს სწორედ ამ ბავშვებმა აჩვენეს მაღალი პროგრესი.
რატომ?
რადგან მასწავლებლებმა მაღალი მოლოდინის გამო შერჩეული ბავშვებისადმი დამოკიდებულება შეცვალეს და მეტად ყურადღებიანი და მხარდამჭერები გახდნენ მათ მიმართ.

ამგვარად, მოლოდინი → ქცევა → რეაქცია → შედეგი
ქმნის წრეს, რომელიც ჩვენს მოლოდინს განამტკიცებს.
ამ პროცესის გაცნობიერება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად სწორედ აქ ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა.

რას ვეუბნები საკუთარ თავს სამყაროზე?
და ხომ არ ვქმნით სწორედ იმ რეალობას, რომლისაც გვეშინია?
როცა ამას ვაცნობიერებთ, უკვე შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ და შიშის ნაცვლად, უფრო მოქნილი და კეთილგანწყობილი მოლოდინები ავირჩიოთ.
💭 რადგან ჩვენი აზრები მხოლოდ ფიქრები არ არის — ხშირად ისინი ის გზაა, რომლითაც რეალობას ვქმნით

შენ იმსახურებ სივრცეს, სადაც მოგისმენენ  განკითხვისა და შეფასების გარეშე.სივრცეს, სადაც შეგიძლია ამოთქვა ისიც, რასაც დიდ...
13/03/2026

შენ იმსახურებ სივრცეს, სადაც მოგისმენენ განკითხვისა და შეფასების გარეშე.
სივრცეს, სადაც შეგიძლია ამოთქვა ისიც, რასაც დიდი ხანია გულში ატარებ.
სადაც არავინ გეტყვის, რომ „ასე არ უნდა გრძნობდე“, რომ „ეს არაფერია“ ან „არ ინერვიულო“.
ფსიქოთერაპია არის ადგილი, სადაც შენი განცდები მნიშვნელობას იძენს.
სადაც შენს ისტორიას უსმენენ ყურადღებით, სიფრთხილით და პატივისცემით.
სწორედ იქ იწყება ნელ-ნელა ცვლილება...
საკუთარი თავის მოსმენით და მიღებით ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება.
შენ იმსახურებ ასეთ სივრცეს. 🌿
მომწერე პირადში 💌

სირცხვილში დამხრჩვალი ხმაური მსხვერპლი ყველაზე მეტად იცავს მოძალადეს. მოთმინებით ინახავს მის საიდუმლოს. არავის უმხელს. რ...
26/12/2025

სირცხვილში დამხრჩვალი ხმაური

მსხვერპლი ყველაზე მეტად იცავს მოძალადეს. მოთმინებით ინახავს მის საიდუმლოს. არავის უმხელს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მსხვერპლი ყველაზე მეტად ზრუნავს მოძალადეზე და მისი ყველაზე დიდი მცველიც არის ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე თითქოს მსხვერპლზე ძლიერია, ხშირად ყველაზე მეტად სწორედ მისი, მსხვერლის ეშინია. ამიტომ ყველანაირად ცდილობს აკონტროლოს ის და თავის გავლენის ქვეშ ჰაყავდეს.
მხვერპლს კი სირცხვილი ჭამს და ახრჩობს. არ შეუძლია გამხელა, რადგან ძალიან სცხვენია, იმის რაც თავს გადახდა, რადგან არ აქვს იმედი რომ ვინმე დაუჯერებს, არ აქვს იმედი რომ დამნაშავე დაისჯება, შურისძიების ეშინია და ასე ნელნელა ძალადობა მისთვის ხდება ნორმა. ნორმა რომელსაც ერთდროულად ტკბილი და მწარე გემო აქვს, რადგან მოძალადე ძალადობის მერე მსხვერპლს ეფერება, ბოდიშსაც კი უხდის, შემდეგ კი ისევ იგივეს აგრძელებს. მსხვერპლი მუდმივად გადარჩენის რეჟიმში ცხოვრებს მოძალადე კი ყველაფერს აკეთებს, რომ არ დაკარგოს კონტროლი და ძალაუფლება შეინარჩუნოს. მსხვერპლი თავის თავს ადანაშაულებს. მე არ ვაკეთებ რაღაცას სწორად. მე შევიცვლები და ყველაფერი დალაგდება, გამოსწორდება. მოძალადე თავის დაბალ თვითშეფასებას და მიტოვების შიშს დომინანტის ნიღბის ქვეშ მალავს და ყველაფერს აკონტროლებს.

ასეთია ერთი ამბის ორი მხარე, მსხვერპლი აგრძელებს ცხოვრებას თავის საზარელ ამბავთან ერთად და ღამე ჩუმად ჩურჩულებს "მე ამას ვერასოდეს ვიტყვი..." მოძალადე კი ამბობს: "გატკენ წინასწარ და თან ისე მწარედ, რომ ვერც გაიფიქრო, ჩემთვის ტკივილის მოყენება".

წყვილების ფსიქოთერაპია გეხმარებათ:          ❣️ურთიერთობის გაუმჯობესებაში,                        ❣️კონფლიქტების გადაჭრაშ...
11/11/2025

წყვილების ფსიქოთერაპია გეხმარებათ:
❣️ურთიერთობის გაუმჯობესებაში,
❣️კონფლიქტების გადაჭრაში და ემოციური,
❣️კავშირის გაღრმავებაში.

შედეგად უმჯობესდება გაურკვევლობისგან გართულებული კომუნიკაცია და ურთიერთგაგება.
🔴კომუნიკაციის გაუმჯობესება
ხშირად წყვილები თერაპიაზე მიდიან იმის გამო, რომ ერთმანეთის არ ესმით ან არ შეუძლიათ ღიად და გულწრფელად საუბარი.
🔴კონფლიქტების მართვა
თერაპია ეხმარება პარტნიორებს კონფლიქტის სწორად და კონსტრუქციულად მართვაში, რაც ხელს უწყობს ურთიერთობის განვითარებას.
🔴ნდობის აღდგენა
ურთიერთობაში ნდობის პრობლემის არსებობისას, თერაპია ეხმარება წყვილს ამ თემის დამუშავებაში და ნდობის აღდგენაში.
🔴ემოციური კავშირის გაძლიერება
თერაპევტი ეხმარება წყვილს ერთმანეთთან ახლო, ღრმა, კავშირის დამყარებაში.

წყვილების ფსიქოთერაპია შესანიშნავი საშუალებაა იმ წყვილებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთ ურთიერთობაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა და სირთულეების ერთობლივად გადაჭრა.
წყვილების თერაპიაზე ჩასაწერად მომწერეთ პირადში.
#ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #წყვილებისთერაპია #გეშტალტთერაპია

11/11/2025

შინაგანი დიალოგი ჩვენი შინაგანი სამყაროს ფონია

დღეში ასობით აზრი გვიტრიალებს თავში. ზოგი ისე ჩუმად ჩნდება და ქრება, რომ ვერც ვამჩნევთ,
მაგრამ მაინც ახერხებს გავლენის მოხდენას ჩვენს ემოციებზე, გადაწყვეტილებებზე და თვითშეფასებაზე.
ხმა, რომელიც გეუბნება “ვერაფერს ვერ აკეთებ სწორად”,
ხშირად შენი ხმა არ არის —
ეს არის ოდესღაც სხვისგან მოსმენილი სიტყვები, რომელიც შენ გაუცნობიერებლად გაითავისე, თითქოს პირი გაგიღეს და დაუღეჭავად გადაგაყლაპეს ლუკმა. შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მიერ ნათქვამი ფრაზები შენში დარჩა და ახლა შენს სახელით საუბრობენ.
შინაგანი დიალოგი ჩვენი შინაგანი სამყაროს ფონია. ის ქმნის ჩვენს შინაგან მდგომარეობას
თუ ეს ფონი მკაცრია და შეუბრალებელი, მაშინ ჩვენც იგივენაირად ვექცევით საკუთარ თავს.
მაგრამ აქ არსებობს ერთი საიდუმლო, რომლის ცოდნაც ძალიან დაგეხმარებათ. როცა ვიწყებთ საკუთარი შინაგანი ხმის ყურადღებით მოსმენას —
და თანაგრძნობით პასუხს,
რაღაც იცვლება:
ფიქრები აღარ გვებრძვიან, ემოციები არ გვახრჩობს,
ჩვენ საკუთარ თავს პირველად ვესაუბრებით როგორც მეგობარს.
დაუმეგობრდი საკუთარ თავს, შეწყვიტე მასთან ბრძოლა. დაიმახსოვრე შენ მასზე ძვირფასი არავინ გყავს! 🌿
დაიწყე საუბარი თბილად, მზრუნველად და პატივისცემით. 🌿

06/11/2025
👉📕📌 პანიკური შეტევები და აუცილებელი სამედიცინო კვლევებიპანიკური შეტევები ხშირად შესაძლებლია  ფიზიოლოგიური მიზეზებით იყოს...
28/09/2025

👉📕📌 პანიკური შეტევები და აუცილებელი სამედიცინო კვლევები

პანიკური შეტევები ხშირად შესაძლებლია ფიზიოლოგიური მიზეზებით იყოს გამოწვეული, ამიტომ საჭიროა მათი გამორიცხვა. საერთაშორისო კლინიკური გაიდლაინები (American Psychiatric Association, National Institute for Health and Care Excellence – NICE) ხაზს უსვამენ, რომ პანიკური შეტევის სიმპტომები შეიძლება ასახავდეს სხვადასხვა სამედიცინო დარღვევებს.

👉 საერთაშორისო რეკომენდაციებით პირველადი გამოკვლევები მოიცავს:

🔴 სისხლის საერთო ანალიზი (CBC) – ანემიისა და ინფექციების გამოვლენისათვის. ანემია, შეიძლება იყოს ფარული, ამიტომ კარგი იქნება თუ დამატებით გაიკეთებთ რკინისა და ფერიტინის ანალიზებს.

🔴 ბიოქიმიური პროფილი – ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, გლუკოზის დონის შესაფასებლად.

🔴 ელექტროლიტები (Na, K, Ca, Mg) – იონური დისბალანსი შესაძლოა კლინიკურად გამოვლინდეს თავბრუსხვევითა და გულისრევით.

🔴 თირეოიდული ფუნქცია (TSH, Free T4, Free T3) – ჰიპერ- ან ჰიპოთირეოზი ხშირად imituje შფოთვით სიმპტომებს.

🔴 EKG (გულის ელექტროკარდიოგრამა)

🔎 დამატებით, საჭიროების მიხედვით:

ვიტამინი B12 და D – ნეიროფსიქიატრიულ სიმპტომებთან კავშირშია.

ჰორმონალური პროფილი – განსაკუთრებით ქალებში, სადაც სიმპტომები შეიძლება ციკლთან კავშირში იყოს.

📌 მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო მიზეზები გამორიცხულია, შესაძლებელია სანდოდ დიაგნოსტირდეს პანიკური აშლილობა და დაიწყოს ფსიქოთერაპიული ან ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობა. ეს პროცესი ამცირებს არასწორი დიაგნოზის რისკს და ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.
#ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #პანიკურიშეტევა

"მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვპოულობ ძალას რომ დავიწყო". რა კავშირშია სტრესი  და დროის მართვა ერთმანეთთან და რო...
19/09/2025

"მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვპოულობ ძალას რომ დავიწყო".
რა კავშირშია სტრესი და დროის მართვა ერთმანეთთან და როგორ გავუმკლავდეთ პროკრასტინაციას. მადლობა მარტა ქარუმიძე და რადიო ფორტუნას მოწვევისთვის. ❤️

ემოციური თვითრეგულაცია და სტრესის მართვა - ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ლიკა კაპანა.....

🔹 რატომ მივდივართ ნევროპათოლოგთან ფსიქიატრის მაგივრად?ჩემი დაკვირვებით, საქართველოში   შფოთვის, დეპრესიის ან ძილის პრობლ...
13/09/2025

🔹 რატომ მივდივართ ნევროპათოლოგთან ფსიქიატრის მაგივრად?
ჩემი დაკვირვებით, საქართველოში შფოთვის, დეპრესიის ან ძილის პრობლემების დროს, ნევროპათოლოგს მიმართავენ, ფსიქიატრთან მისვლას თავს არიდებენ და ხშირად ისმის ფრაზა - "მე ხომ გიჟი არ ვარ!"...

👉 სინამდვილეში ფსიქიატრი ის ექიმია, რომელიც ზუსტად ამ მდგომარეობებზე მუშაობს: შფოთვა, დეპრესია, პანიკური შეტევები, უძილობა, ბიპოლარული აშლილობა და სხვა.
👉 ნევროპათოლოგი კი სხვა სფეროზეა სპეციალიზებული — ნერვული სისტემის ორგანულ დაზიანებებზე (ინსულტი, ეპილეფსია და სხვ.).
👉 ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი კი ეხმარება ადამიანს ემოციურ სირთულეებთან გამკლავებაში, სტრესის მართვაში, რთულ ურთიერთობებში, თვითშემეცნებაში. ხშირად ფსიქოლოგთან მუშაობა საკმარისიცაა, ზოგჯერ კი საჭირო ხდება ფსიქიატრთან თანამშრომლობა.

როცა გვიჭირს ემოციურად და ფსიქიკურად, სწორი მისამართი ფსიქიატრი და/ან ფსიქოლოგია, არა ნევროპათოლოგი.
ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან მისვლა არ ნიშნავს „გიჟობას“.

💡 სწორი სპეციალისტის შერჩევა ხშირად ამარტივებს გზას გამოჯანმრთელებისკენ.

Address

Tbilisi
0112

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლიკა კაპანაძე/Lika Kapanadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ლიკა კაპანაძე/Lika Kapanadze:

Share