08/05/2025
გიზიარებთ Alliance Georgia-ს ტექსტს, გაეროს ნიუ იორკის ოფისში სტეიკჰოლდერების მოსმენიდან, არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით. ქართული თარგმანი იხილეთ ქვემოთ.
Thank you, Mr. President, Excellencies, distinguished delegates, and colleagues.
I represent NCD Alliance Georgia, and we align with The Call to Lead on NCDs.
Noncommunicable diseases (NCDs) and mental health conditions are leading causes of death and disability worldwide. In the Region of the Europe, NCDs account for 30% of all deaths among children, adolescents, and young adults, with many NCD risk factors increasing. This underscores the urgent need for comprehensive strategies that go beyond clinical care to address the social, environmental, and behavioral determinants of health.
The problem is clear: without engaging communities and supporting behavior change through sustainable, collaborative platforms, we risk leaving behind the most vulnerable populations.
Communities play a key role in shaping health outcomes, yet often, they lack the resources and support systems necessary for long-term change.
We call on Member States to take bold action in the following areas:
1. Create sustainable peer-support platforms to empower individuals and communities to take control of their health. A study in India found that peer-led interventions significantly improved the control of NCDs such as hypertension and diabetes over one year.
2. Engage and unite stakeholders across sectors, including healthcare providers, community organizations, businesses, and policymakers. This collaboration is key to creating environments where healthy choices are the default, from workspaces to neighborhoods to healthcare systems.
3. Promote health coaching approaches as an essential tool for behavior change. Health coaches must communicate effectively with patients, respecting their autonomy while demonstrating empathy. A study on coronary heart disease indicated that patients in a coaching program achieved a significantly greater change in total cholesterol compared to non-coached patients.
4. Respect patient autonomy by ensuring that communication is not only supportive but also empowering. When patients feel heard and understood, they are more likely to take ownership of their health decisions, which ultimately leads to better outcomes.
5. Invest in training healthcare professionals in these key communication skills, including how to engage patients through empathy, build trust, and offer actionable advice that aligns with their personal goals and values.
The time for action is now. By prioritizing peer-support systems, stakeholder collaboration, and empathetic health coaching, we can create a more equitable and effective healthcare system—one that listens, empowers, and promotes lasting behavioral change for better health outcomes.
ქართული თარგმანი:
გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო დელეგატებო და კოლეგებო.
მე წარმოვადგენ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსს – NCD Alliance Georgia, ჩვენ ვუერთდებით გადამწყვეტი ქმედების მოწოდებას არაგადამდებ დაავადებებზე.
არაგადამდები დაავადებები (NCDs) და მენტალური მდგომარეობები დღესდღეობით, სიკვდილიანობისა და შშმ მდგომარეობის წამყვან მიზეზებს წარმოადგენს მსოფლიოში. ევროპის რეგიონში NCD-ები იწვევს ბავშვებსა და ახალგაზრდებში სიკვდილიანობის 30%-ს, ხოლო მათი რისკფაქტორები მზარდია.
ეს ცხადყოფს გადაუდებელ საჭიროებას კომპლექსური სტრატეგიებისთვის, რომლებიც გასცდება მხოლოდ კლინიკურ ზრუნვას და მოიცავს სოციალურ, გარემო და ქცევით განმსაზღვრელ ფაქტორებს.
პრობლემა აშკარაა: თუკი არ მოხდება საზოგადოების ჩართულობა და ქცევის ცვლილების მხარდაჭერა მდგრადი და კოლაბორაციული პლატფორმების საშუალებით, ყველაზე დაუცველი ჯგუფები აღმოჩნდებიან მიღმა.
თვითონ საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელობის შედეგების ფორმირებაში, თუმცა ხშირად მას არ გააჩნია საკმარისი რესურსი და მხარდაჭერის სისტემა გრძელვადიანი ცვლილებისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს გადამწყვეტი ქმედებებისკენ შემდეგი მიმართულებებით:
1. შეიქმნას მდგრადი კოლეგიალური მხარდაჭერის პლატფორმები, რომლებიც გააძლიერებენ ინდივიდებს და საზოგადოებებს, რათა თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე. ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოლეგიალურ პლატფორმებზე დაფუძნებულმა ინტერვენციებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა NCD-ების – როგორიცაა ჰიპერტენზია და დიაბეტი – კონტროლი ერთი წლის პერიოდში.
2. ჩაერთოს და გაერთიანდეს ყველა დაინტერესებული მხარე – ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ბიზნესი და პოლიტიკის შემმუშავებლები. ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ჯანმრთელი არჩევანი არის ნორმა – სამუშაო ადგილების, საცხოვრებელი უბნებისა და ჯანდაცვის სისტემების ჩათვლით.
3. ჯანმრთელობის ქოუჩინგის მეთოდები უნდა იქნას აღიარებული ქცევის ცვლილების არსებულ ინსტრუმენტად. ჯანმრთელობის ქოუჩები უნდა ეცადონ პაციენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას, პატივი სცენ მათ ავტონომიას და გამოხატონ ემპათია. კორონარული არტერიული დაავადების შესახებ კვლევამ აჩვენა, რომ ქოუჩინგ პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ქოლესტერინის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ იმათზე მეტად, ვინც არ იყვნენ ქოუჩინგში ჩართული.
4. პაციენტის ავტონომიის პატივისცემა აუცილებელია – კომუნიკაცია უნდა იყოს არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ გამაძლიერებელი. როცა პაციენტი თავს გაგებულად და მოსმენილად გრძნობს, ის მეტადაა მოტივირებული მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, რაც განაპირობებს უკეთეს შედეგებს.
5. ჯანდაცვის პროფესიონალებში უნდა განხორციელდეს ტრენინგები კომუნიკაციის უნარებში, როგორიცაა ემპათიის დემონსტრირება, ნდობის ჩამოყალიბება და ისეთი რჩევების მიცემა, რომელიც შესაბამისობაშია პაციენტის პირად მიზნებსა და ღირებულებებთან.
ქმედების დრო სწორედ ახლაა!
თანატოლთა მხარდაჭერის სისტემების, მრავალსექტორული თანამშრომლობის და ემპათიური ჯანმრთელობის ქოუჩინგის პრიორიტეტიზაციით, შეგვიძლია შევქმნათ უფრო სამართლიანი და ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა — სისტემა, რომელიც აძლიერებს და უზრუნველყოფს მდგრად ქცევით ცვლილებას უკეთესი ჯანმრთელობისთვის.